„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.024510
117
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
190020010.10.003.024510
„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2024, 190020010.10.003.024438) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“ (დანართი №4)“.

2. დადგენილებას პირველი მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

მუხლი 11. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №3 დანართის („საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 102 200.0  ათასი (ას ორი მილიონ ორასი ათასი) ლარით.  ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისთვის (პროგრამული კოდი: 27 05 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში. 

2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, სულ 251 ერთეული.“.

4. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №4 დანართი („არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე



„დანართი №4

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა

მუხლი 1. ქვეპროგრამის მიზანი

ქვეპროგრამის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პირი – საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას;

ბ)  სუბიექტი – „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული სამუშაო ადგილის შემქმნელი ორგანიზაცია;

გ) ტაბელი – სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებული პირის სამუშაო დროის აღრიცხვის ყოველდღიური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს მონაცემებს პირის მიერ ნამუშევარი პერიოდის შესახებ. ტაბელის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. სამიზნე ჯგუფი

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები.

მუხლი 4. განსახორციელებელი ღონისძიებები

1. ქვეპროგრამის ბენეფიციარების გაწვევის წესი, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა მომიჯნავე საკითხები განსაზღვრულია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.

2. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვისთვის/ ორგანიზებისთვის სააგენტოს ხელმძღვანელი პირი უფლებამოსილია, გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

3.  წვევამდელის შრომითი ანაზღაურების (ხელფასის) ოდენობა  შეადგენს თვეში დარიცხულ 200 (ორასი) ლარს, რომლის დაანგარიშება წარმოებს ნამუშევარი დღეების პროპორციულად, სუბიექტის მიერ წარმოებული ტაბელის  საფუძველზე.

4. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალიზებულ სფეროებში სამუშაო ადგილების ნუსხა განისაზღვრება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 5. ქვეპროგრამის  განმახორციელებელი

1. ქვეპროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტო, რომელიც წარმოადგენს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ „უფლებამოსილ სამსახურს“, უზრუნველყოფს ამ ქვეპროგრამით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოებისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების დაგეგმვასა და განხორციელებას.

მუხლი 6. ქვეპროგრამის დაფინანსების წყარო და მექანიზმები

1. ქვეპროგრამის (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) ასიგნებები.

2. ამ ქვეპროგრამის მიზნებისთვის განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობა, სულ 10 ერთეული.

მუხლი 7. შესრულების ინდიკატორი

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულ ბენეფიციართა რაოდენობა.“.