ტექნიკური რეგლამენტის – აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

ტექნიკური რეგლამენტის – აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.024516
121
02/04/2024
ვებგვერდი, 04/04/2024
300160070.10.003.024516
ტექნიკური რეგლამენტის – აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი – აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმა“.
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის − აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №79 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე