„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 001582/21
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
მიღების თარიღი 02/04/2024
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010230000.58.070.016094
001582/21
02/04/2024
ვებგვერდი, 03/04/2024
010230000.58.070.016094
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის

ბრძანება №001582/21

2024 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გენერალური აუდიტორის 2013 წლის 1 თებერვლის №14/37 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 01/02/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010230000.58.070.016007) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი:

ა) აუდიტორული საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშავებს პოლიტიკას და ახორციელებს პროცედურებს, რომლებიც მოიცავს:

ა.ა) აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შექმნას;

ა.ბ) აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს, რომელიც გულისხმობს ამ სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მისი პრაქტიკაში განხორციელების ანალიზს, მათ შორის, დასრულებული აუდიტების შემოწმების გზით;

ა.გ) აუდიტის ხარისხის კონტროლის მიმოხილვას ან/და ამ პროცესის კოორდინირებას, რომელიც ითვალისწინებს აუდიტის ანგარიშის შედგენამდე განხორციელებული საქმიანობის შეფასებას აუდიტის სტანდარტებთან, პროფესიული ეთიკის ნორმებთან და საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;

ა.დ) აუდიტორის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს გენერალური აუდიტორის ბრძანების პროექტებს და სხვა დოკუმენტაციას;

გ) ასრულებს გენერალური აუდიტორის და შესაბამისი ბრძანების არსებობის შემთხვევაში კურატორი მოადგილის დავალებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორიცოტნე ყავლაშვილი