დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 16 |
დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/04/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/04/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016729 |
16
15/04/2024
ვებგვერდი, 16/04/2024
010250050.35.105.016729
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიიდული პირების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ელექტრონული ფორმით ინვენტარიზაციის ჩატარების წესი. |
მუხლი 2 |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა (მერია, საკრებულო, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, შპს) წესის გამოქვეყნებიდან ორი თვის ვადაში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან (ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელობისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) დანიშნული პირ(ებ)ი, ვისაც ეკისრება სრული მატერიალური პასუხისმგებლობა) გააფორმონ ხელშეკრულება სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე. |
მუხლი 3 |
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 აგვისტოს №78 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები