„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 89/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018507
89/ნ
16/04/2024
ვებგვერდი, 17/04/2024
430210000.22.022.018507
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №89/ნ

2024 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში (სსმ, №148, 01/12/2009; სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.013.869) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დაინტერესებული პირის თანხმობით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ცენტრში შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით, რომელსაც ამ მიზნისთვის სათანადო უფლებამოსილებას ანიჭებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომ   სამინისტრო) შეთანხმებით.“.

2. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაწესებულებაში ჩარიცხვა ხორციელდება რექტორის აქტის საფუძველზე, რომელიც მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა წარედგინოს სამინისტროსა და ცენტრს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი