საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 34/ნ
დოკუმენტის მიმღები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 16/04/2024
დოკუმენტის ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.77.090.016034
34/ნ
16/04/2024
ვებგვერდი, 17/04/2024
310150000.77.090.016034
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე
 
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №34/ნ

2024 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვისა და საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52 მუხლის პირველი პუნქტის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის“ (დანართი №1) მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად;

ა.ა) აღნიშნული ნებართვის გაცემისას, სანებართვო მოწმობის ფორმის შესაბამის გრაფაში („საერთაშორისო რეგულარული“, „საერთაშორისო არარეგულარული“, „ქვეყნის შიდა რეგულარული“) მითითებულ (მონიშნული) იქნეს სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გადამზიდველისთვის ნებადართული საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის სახე;

ბ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) საქართველოს ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ განხორციელებული ერთჯერადი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) სანებართვო მოწმობის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.

2. სანებართვო მოწმობების ფორმებზე შესაძლებელია დატანილ იქნეს მაიდენტიფიცირებელი საშუალება (შტრიხკოდი, QR კოდი).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების თაობაზე“ სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 7 ნოემბრის №30/ნ ბრძანება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე