საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 99/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 080090020.18.011.016852
99/04
18/04/2024
ვებგვერდი, 18/04/2024
080090020.18.011.016852
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №99/04

2024 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის 43 და 44   პუნქტების, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ამ ბრძანების შესაბამისად გამოქვეყნებას ექვემდებარება ამ ბრძანების ამოქმედების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის წარმომადგენლისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 30 ოქტომბრის №208/04 ბრძანება.

მუხლი 4

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა




საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესით (შემდგომში   წესი) დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების და საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში   ეროვნული ბანკი) წერილობითი მითითებების დარღვევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ ამ წესით განსაზღვრული სუბიექტის მიმართ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების, კერძოდ, დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესი.

2. ამ წესის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის გამჭვირვალობას და აღნიშნულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.

3. ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

4. ეროვნული ბანკის მიერ ამ წესის შესაბამისად გამოქვეყნებული ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული იქნება მისი გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

5. ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება არ გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ სანქციის გამოყენების შესახებ სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული წარმოების/შემოწმების აქტების ან ნებისმიერი სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოქვეყნების ვალდებულებას ან ასეთი ინფორმაციის/დოკუმენტაციისათვის კონფიდენციალურობის სტატუსის მოხსნას.

მუხლი 2. კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების   მიმართ დაკისრებული სანქციების (ფულადი ჯარიმების) შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ დაკისრებულ სანქციებზე (ფულად ჯარიმებზე), გარდა ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სანქციებისა (ფულადი ჯარიმებისა).

2. დაკისრებული სანქციების (ფულადი ჯარიმების) შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება დამრღვევი პირისთვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან   არაუგვიანეს 30 კალენდარული   დღის ვადაში.

3. სანქციების (ფულადი ჯარიმების) დაკისრების შესახებ შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას აახლებს და უთითებს გასაჩივრების ფაქტის შესახებ. ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას აგრეთვე აახლებს გასაჩივრების ეტაპის/შედეგის დაზუსტების მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ეროვნული ბანკი აახლებს შესაბამისი ინფორმაციის ოფიციალურად მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. დაკისრებული სანქციების (ფულადი ჯარიმების) შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) დამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და ლიცენზიის ნომერი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში   სახელი, გვარი და პოზიცია ორგანიზაციაში;

ბ) დარღვევის ტიპი   სანქციის/სანქციების (ფულადი ჯარიმის/ჯარიმების) დაკისრების სამართლებრივი საფუძველი/საფუძვლები;

გ) დაკისრებული სანქციის/სანქციების (ფულადი ჯარიმის/ჯარიმების) ჯამური ოდენობა.

5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაკისრებული სანქციის (ფულადი ჯარიმის) შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს ანონიმურობის დაცვით, დამრღვევი პირის მითითების გარეშე, თუ:

ა) სანქცია (ფულადი ჯარიმა) ეკისრება ფიზიკურ პირს და ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასების საფუძველზე აშკარაა, რომ მისი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება არ იქნება პროპორციული ზომა;

ბ) ინფორმაციის გამოქვეყნება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს გამოძიების ინტერესებს;

გ) ინფორმაციის გამოქვეყნება არაპროპორციულ ზიანს მიაყენებს დამრღვევ პირს, რამდენადაც აღნიშნულის წინასწარ შეფასება შესაძლებელია.

6. თუ ეროვნული ბანკის შეფასებით, სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებამ, მათ შორის ანონიმურობის დაცვით, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დამრღვევი იურიდიული პირის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას ან/და ეროვნული ბანკის ამოცანების და ფუნქციების შესრულებას, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) გადადოს სანქციის (ფულადი ჯარიმის) შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, გამოქვეყნების გადადების მიზეზის/მიზეზების აღმოფხვრამდე;

ბ)  არ გამოაქვეყნოს ინფორმაცია.

7. დაკისრებული სანქციების (ფულადი ჯარიმების) შესახებ ინფორმაციის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გამოქვეყნების, ანონიმურად გამოქვეყნების, გამოქვეყნების გადადების ან გამოუქვეყნებლობის შესახებ საკითხს, ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე, წყვეტს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კურატორი ხელმძღვანელი.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუხლი 3. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტების/წერილობითი მითითებების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში,  ეროვნული ბანკი, თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული სანქციების შესახებ ინფორმაციას,  თავის ოფიციალურ ვებგვერდზე, აქვეყნებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით თავის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის მიმართ გამოყენებული სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საფრთხეს შეუქმნის საფინანსო სექტორის ფინანსურ სტაბილურობას, ეროვნული ბანკის ამოცანებს და ფუნქციებს, ან გამოძიების ინტერესებს ან აშკარაა, რომ დამრღვევი პირის პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება არ იქნება პროპორციული ზომა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) სანქციის შესახებ ინფორმაცია/ინფორმაციის ნაწილი გამოაქვეყნოს ანონიმურად, დამრღვევი პირის მითითების გარეშე;

ბ) გადადოს სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, გამოქვეყნების გადადების მიზეზის/მიზეზების აღმოფხვრამდე;

გ) არ გამოაქვეყნოს ინფორმაცია.

3. სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის, ანონიმურად გამოქვეყნების ან გამოქვეყნების გადადების შესახებ საკითხს განიხილავს  ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი, ეროვნული ბანკის პრუდენციული ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და დამრღვევი პირის მიმართვის საფუძველზე და საკუთარ პოზიციას რეკომენდაციის სახით წარუდგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

4. ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, სანქციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესის დაცვით.

5. დაკისრებული სანქციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია, გარდა ინფორმაციის ანონიმურად გამოქვეყნების შემთხვევისა, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელი და გვარი – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

ბ) ინფორმაცია, თუ რომელი სექტორის წარმომადგენელია დამრღვევი პირი;

გ) ლიცენზიის/რეგისტრაციის ნომერი;

დ) დარღვევის ტიპი და შინაარსი (იმ შემთხვევაში, თუ სანქციის გამოყენება ხდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტის მიერ კლიენტის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო, დარღვევის შინაარსში ასევე მიეთითება, თუ რამდენ კლიენტთან დაკავშირებით არის გამოყენებული სანქცია);

ე) გამოყენებული სანქცია.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მუხლი 4. მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

1. თუ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე, ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისთვის, მაშინ აღნიშნული ფულადი ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ამ წესის მე-2 მუხლის მე-2-მე-7 პუნქტების შესაბამისად ქვეყნდება ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება  ქართულ ენაზე. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია აგრეთვე გამოქვეყნდეს ინგლისურ ენაზე.

მუხლი 5. ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

1. თუ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა „საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №195/04 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკი თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ამ წესის მე-2 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5-მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

2. დაკისრებული სანქციის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია, გარდა ინფორმაციის ანონიმურად გამოქვეყნების შემთხვევისა, შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დამრღვევი პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ინფორმაცია, თუ რომელი სექტორის წარმომადგენელია დამრღვევი პირი;

გ) ლიცენზიის/რეგისტრაციის ნომერი;

დ) დარღვევის ტიპი   ფულადი ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი/საფუძვლები;

ე) ფულადი ჯარიმის ჯამური ოდენობა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება  ქართულ ენაზე.  აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია აგრეთვე გამოქვეყნდეს ინგლისურ ენაზე.

მუხლი 6. ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება

1. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება პირებზე, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მუხლის მიზნებისთვის ფასიანი ქაღალდების  შესახებ კანონმდებლობა გულისხმობს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონს, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონს, „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელ სხვა კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს,   რომელთა შესრულებას ზედამხედველობს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2.   ეროვნული ბანკი აქვეყნებს დაკისრებული სანქციის შესახებ ინფორმაციას ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

3. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, სანქციის შესახებ ინფორმაცია/ინფორმაციის ნაწილი გამოაქვეყნოს ანონიმურად დამრღვევი პირის მითითების გარეშე, გადადოს სანქციის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება გადადების მიზეზის/მიზეზების აღმოფხვრამდე ან არ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, თუ:

ა) სანქცია ეკისრება ფიზიკურ პირს და ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასების საფუძველზე აშკარაა, რომ მისი პერსონალური მონაცემების გამოქვეყნება არ იქნება პროპორციული ზომა;

ბ) ინფორმაციის გამოქვეყნება, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს დამრღვევი იურიდიული პირის ან/და საფინანსო სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას, ეროვნული ბანკის ამოცანების და ფუნქციების შესრულებას ან გამოძიების/მოკვლევის ინტერესებს;

გ) ინფორმაციის გამოქვეყნება არაპროპორციულ ზიანს მიაყენებს დამრღვევ პირს, რამდენადაც აღნიშნულის წინასწარ შეფასება შესაძლებელია;

დ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გათვალისწინებითაც ეროვნული ბანკი დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

4. დაკისრებული სანქციების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) დამრღვევი პირის სახელწოდება/სახელი და გვარი და იდენტიფიცირებისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია;

ბ) დარღვევის ტიპი   დარღვევის აღწერა და სანქციის/სანქციების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი/საფუძვლები;

გ) დაკისრებული ფულადი ჯარიმის/ჯარიმების (არსებობის შემთხვევაში) ოდენობა.

5. დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის ამ მუხლით გათვალისწინებული წესით გამოქვეყნების საკითხს ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიმართვის საფუძველზე, წყვეტს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის კურატორი ხელმძღვანელი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სანქციის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ქართულ ენაზე. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლებელია აგრეთვე გამოქვეყნდეს ინგლისურ ენაზე.