„ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016512
10
18/04/2024
ვებგვერდი, 19/04/2024
010250050.35.164.016512
„ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 18 აპრილი

ქ. ყვარელი

„ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 23 აპრილის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2019 წ., 010250050.35.164.016353), კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. 1.სახალხო დღესასწაულების პერიოდში: გავაზის სახალხო დღესასწაულზე (აღდგომის მე -2 დღეს); ახალსოფლის სახალხო დღესასწაულზე - „,სამებობა“; ჭიკაანის სახალხო დღესასწაულზე - „კვირაცხოვლობა“; 9 მაისის - მთისძირის სახალხო დღესასწაულზე; 20 მაისის შილდის სახალხო დღესასწაულზე - „კოხიაობა“ და 28 აგვისტოს - გრემის სახალხო დღესასწაულზე -  „მარიამობა“- ფულადი ჯილდო  ექვს   წონით კატეგორიაში - 55კგ,  60 კგ,  66 კგ, 73 კგ და 81 კგ-ზე    განისაზღვროს შემდეგნაირად:  I ადგილი - 375 ლარით,  II ადგილი - 250 ლარით,    III ადგილი - 125 ლარით,  ხოლო აბსოლუტური:   I ადგილი - 625 ლარით,   II ადგილი - 500 ლარით,  III ადგილი - 375 ლარით.“  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მზექალაშვილი