„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.114.016513
6
18/04/2024
ვებგვერდი, 19/04/2024
010250050.35.114.016513
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 18 აპრილი

დაბა ჩოხატაური

 

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 26 დეკემბრის №16 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 28/12/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.114.016506) დამტკიცებულ წესში, წესს დაემატოს 131 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„131. ონკოდაავადებულთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურება

1.  ქვეპროგრამის მოსარგებლები არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირები, რომლებიც საჭიროებენ სხვადასხვა სამედიცინო და მედიკამენტოზურ მკურნალობას.

2.  თითოეული ბენეფიციარის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების შესაძენი ჯამური ხარჯი განისაზღვროს წელიწადში 1000 (ათასი) ლარით. მედიკამენტების შესაძენი ხარჯის დაფინანსება განხორციელდეს ყოველ 3 თვეში ერთხელ, არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით.

3. მომსახურების მისაღებად განმცხადებელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულიდან (ფორმა №IV-100);

დ) შესაბამისი სამედიცინო/სააფთიაქო დაწესებულებიდან ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი კუჭავა