სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 2 24 00000930
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 27/03/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 2 24 00000930
27/03/2024
ვებგვერდი, 25/04/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ  –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №REG 2 24 00000930

2024 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის ,,კ“ პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული   საქმიანობის   რეგულირების   სააგენტოს   უფროსის   2023   წლის   29 აგვისტოს №REG 1 23 00002208 ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,სისხლის ბანკზე“ (ს/კ 205222285; მისამართი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა №13/მიხეილ ჭიაურელის ქუჩა №6) გაცემული ,,საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცეზია“ (სალიცენზიო მოწმობა N000048).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,სისხლის ბანკის“ (ს/კ 205222285) დირექტორის, დავით ლოლიაშვილის განცხადებები: №346164, 26.03.2024 წ; №350045, 27.03.2024 წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                        ლეილა ქოჩიაშვილი