სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 2 24 00000976
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 01/04/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 2 24 00000976
01/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება №REG 2 24 00000976

2024 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  გაუქმების  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის  №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 3 აგვისტოს №02-1271/ო ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაზე“ (ს/კ 245599758; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა №237) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“  (სალიცენზიო მოწმობა  №000011).

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინას“ (ს/კ 245599758) დირექტორის, ირის ბორჩაშვილის განცხადებები: N294095, 13.03.2024წ.  N355754, 27.03.2024წ.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ლეილა ქოჩიაშვილი