სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 3 24 00000805
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 14/03/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 3 24 00000805
14/03/2024
ვებგვერდი, 25/04/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება  №REG 3 24 00000805

2024 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

 საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”  (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10)  და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და  სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის  №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების  სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად, :

1. გაიცეს შპს „მედ-დიაგნოსტიკაზე“ (ს/ნ 400308387, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ნოდარ ბოხუას I შესახვევი №8) „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა".

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

3. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 

საფუძველი:

შპს „მედ-დიაგნოსტიკის“ (ს/ნ 400308387) დირექტორის, ლევან არჯევანიძის განცხადებები: N44020, 16.01.2024წ; N132537, 05.02.2024წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: N ლნ - 516 - 62, 14.03.2024წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი: N10,   14.03.2024წ.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                             ლეილა ქოჩიაშვილი