სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 4 24 00001049
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 10/04/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 4 24 00001049
10/04/2024
ვებგვერდი, 25/04/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება  №REG 4 24 00001049

2024 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 28 ივლისის №REG 2 23 00001967 ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) სს „ვიანზე“ (ს/კ 404476205, ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა №85/№83ა) გაცემული „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000044).

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სს „ვიანის“ (ს/კ 404476205) დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის, განცხადება: №122223, 01.02.2024წ.

 

სააგენტოს დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ლეილა ქოჩიაშვილი