სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 7 24 00000593
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 26/02/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 7 24 00000593
26/02/2024
ვებგვერდი, 25/04/2024
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

 

სსიპ  –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

 ბ რ ძ ა ნ ე ბ ა   REG 7 24 00000593

2024 წლის 26 თებერვალი 

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 11, პუნქტი ბ) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1) შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. შპს „მედი ქლაბ ჯორჯიაზე“ (ს/ნ 204927543, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ტაშკენტის ქუჩა №22ა; ქ. თბილისი, ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №22), გაიცეს „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ და ლიცენზიის დანართი  „არასპეციალიზებული დახმარება“.

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო და სალიცენზიო დანართის მოწმობების გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

5. ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „მედი ქლაბ ჯორჯიას“ (ს/ნ 204927543) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დიმიტრი მახათაძის განცხადებები: №1401965, 28.12.2023 წ.; №100986, 29.01.2024 წელი;

შემოწმების აქტი  № ლნ – 362 – 47, 22.02.2024 წელი.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი – №5, 26.02.2024 წელი.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                ლეილა ქოჩიაშვილი