მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.109.016002
15
19/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
000000000.00.109.016002
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №15

2024 წლის 19 აპრილი

ქ. მარტვილი

მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩის სახელდების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ მეორე ნამიკოლაოს 39-ე ქუჩას მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).

2.  განკარგულება გადაეგზავნოს მარტვილის  მუნიციპალიტეტის მერს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

4.  განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5.  განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ხელმოწერიდან ერთი თვის ვადაში  სენაკის რაიონულ სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მის.: სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                  ლევან სურმავა