„ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.141.016417
10
26/04/2024
ვებგვერდი, 30/04/2024
010250020.35.141.016417
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2024 წლის 26 აპრილი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“  ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 მარტის №8 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.141.016415) შეტანილი შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი არაფინანსური აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“.

2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1061 მუხლის მე-14 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დაწესებულება – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია/საკრებულო და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან