„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016858
125
26/04/2024
ვებგვერდი, 29/04/2024
010250020.35.160.016858
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №125

2024 წლის 26 აპრილი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 29/11/2021 წ., 010250020.35.160.016733) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების ან/და ნებართვის გარეშე განთავსების, რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;

ბ) დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „დ1“ და „დ2“ ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ1) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვო გარე ვაჭრობის გამოვლენა და კონტროლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 1533 მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის საქმისწარმოების ღონისძიების განხორციელებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას, პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას.

2) იურიდიული ან ფიზიკური პირის მიერ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანების ან განადგურების გამოვლენა და კონტროლი.“

გ) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 552, 556, 771, 772, 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 150-ე, 1501, 152-ე, 1522, 1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილით, 1534, 1561, 1585-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის; 159-ე, 1591, 1662 -ე მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სასკ-ის 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გატარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე ბერიძე