„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/04/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016516
19
26/04/2024
ვებგვერდი, 26/04/2024
190020020.35.125.016516
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2024 წლის 26 აპრილი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და  მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 18 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 22/01/2024 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016499) დამტკიცებულ დანართში
 
1. დანართის მე-2 მუხლის 1.1., 2.1. და 2.2. ქვეპუნქტები და მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.
 
2.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.
 
2.2. პროგრამით მოსარგებლემ საბიუჯეტო წლის იანვრისა და ივლისის თვეში ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში უნდა წარმოადგინოს ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
 
4. წინამდებარე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პროგრამით ისარგებლებენ ბენეფიციარები, რომლებსაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზის გადამოწმების შედეგად კომპანიების მიმართ სააბონენტო ბარათზე აქვთ დავალიანება ან/და კრედიტი არაუმეტეს 20 (ოცი) ლარისა.“.
 
2. დანართის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„7. ფულადი დახმარება განხორციელდება ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან.“.
 
3. დანართის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის 1.1. ქვეპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ბ) ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე მეტია, თუმცა მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გამცემი კომისიის გადაწყვეტილებით (ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ საკითხის შესწავლის საფუძველზე წარდგენილი დასკვნის გათვალისწინებით) მათი ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისთვის.
 
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ:
 
4. უფასო კვება განხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ წარმოებული სიის მიხედვით.“.
 
3. დანართის მე-6 მუხლის 3.1. ქვეპუნქტი და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„3.1. მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის არსებულ მონაცემთა ბაზაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა საბიუჯეტო წლის დასაწყისში უნდა წარმოადგინოს:
 
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები 3-დან 18-წლამდე ასაკის შშმ პირებისათვის საქართველოს კურორტებზე სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების ვაუჩერული დაფინანსება
 
5.1. ვაუჩერით მოსარგებლე პირი:
 
5.1.1. ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ მხოლოდ ერთ დაწესებულებას და სერვისის პირობებს;
 
5.1.2. ერთ ადამიანზე მომსახურების ღირებულება შეადგენს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს;
 
5.1.3. ერთ ბენეფიციარზე და მის კანონიერ წარმომადგენელზე ვაუჩერის ღირებულება ჯამში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარით;
 
5.1.4. თუ, ერთ კანონიერ წარმომადგენელს ეყოლება ორი ან მეტი ბენეფიციარი, მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მხოლოდ ერთი კანონიერი წარმომადგენლისა და ბენეფიციართა რაოდენობის მიხედვით;
 
5.1.5. ვაუჩერით ანაზღაურდება არანაკლებ 6 (ექვსი) დღე-ღამის მომსახურება;
 
5.1.6. ქვეპროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გაიცემა ერთი ვაუჩერი.
 
5.2. ვაუჩერით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა ან/და მისმა წარმომადგენელმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
 
5.2.1. განცხადება მერის სახელზე;
 
5.2.2. ბენეფიციარ(ებ)ის და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირადობის/დაბადების მოწმობ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;
 
5.2.3. ბენეფიციარის რეგისტრაციის ბარათი;
 
5.2.4. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი ბენეფიციარის ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ;
 
5.2.5. სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100;
 
5.2.6. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური ადგენს განცხადებ(ებ)ის რეესტრს მომართვიანობის საფუძველზე, რეესტრში არსებული რიგითი ნომერი ემთხვევა ვაუჩერის ნომერს, რომელიც გადაეცემა ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ მოსარგებლეს.
 
5.3. მომსახურების ანაზღაურება:
 
5.3.1. ვაუჩერის მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაცემის თარიღიდან იმავე კალენდარული წლის პირველ ოქტომბრამდე.
 
5.3.2. მომსახურება ხორციელდება იმ პირთა მიმართ, რომლებიც ფლობენ ვაუჩერს;
 
5.3.3. ვაუჩერი ძალაშია მოსარგებლეთა პირადობის/დაბადების მოწმობ(ებ)ის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ერთად;
 
5.4. ვაუჩერის განაღდება/ანგარიშგება
 
5.4.1. სერვისის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის მომსახურებისათვის გაწეული თანხის ანაზღაურება სავალდებულოა მომსახურების დასრულებიდან საბიუჯეტო წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
 
5.4.2. სერვისის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს:
 
ა) ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
 
ბ) სერვისის მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
 
- სერვისის მიმწოდებლის დასახელება;
 
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
 
- საბანკო რეკვიზიტები;
 
- მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი;
 
- ვაუჩერით მოსარგებლე პირების სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
 
- ვაუჩერის რეგისტრაციის ნომერი, თარიღი და ვაუჩერის გაცემის თარიღი;
 
- ვაუჩერით მოსარგებლე პირების მიერ სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების დაწყებისა და დასრულების თარიღი.
 
- ასანაზღარებელი თანხის ოდენობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვაუჩერის ღირებულებას;
 
- სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში);
 
გ) გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტი, გაფორმებული სერვისის მიმწოდებელსა და ბენეფიციარის უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის, მიღებული მომსახურების დღეების გათვალისწინებით. თანდართული მომსახურების მიმღები პირის მიერ თითოეულ დღეზე ხელმოწერით დადასტურებული.
 
5.4.3. ინვოისი შედგენილი უნდა იქნეს სერვისის მიმწოდებლის მიერ სამკურნალო-სარეაბილიტაციო მომსახურების დასრულების შემდეგ.
 
5.4.4. ვაუჩერის არამართლზომიერი გამოყენება გამოიწვევს ვაუჩერის გაუქმებას.
 
5.4.5. არამართლზომიერი გამოყენების შემთხვევაში პირი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
5.4.6. დაკარგვის შემთხვევაში ვაუჩერი განმეორებით არ გაიცემა.
 
5.5. ვაუჩერს და ბენეფიციართა რეესტრს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.“.
 
4. დანართის მე-9 მუხლის 2.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„2.3. ბენეფიციარის მდგომარეობას ამოწმებს ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური. სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვაზე გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების გამცემი კომისია.“.
 
5. დანართის მე-13 მუხლის 1.3. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1.3. განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემი კომისია“, ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის შესაბამისი მოხელისა და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ერთობლივი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“.
 
5. დანართის მე-16 მუხლის 1.1. ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„გ) შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მინიჭებული სტატუსი (მოქმედების ვადის შესაბამისად) ან/და საქართველოს კანონის „სისხლის სამართლის კოდექსის“ 1261 მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი უწყების მიერ მიღებული დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ.“.
 
6. დანართის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში  სამსახური).“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.

 

 


ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე