„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 14/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.138.016532
5
30/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010260000.35.138.016532
„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260000.35.138.016323) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (დებულება):
1. მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მერიის სამსახურებია:

ა) ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის სამსახური;

ე) განათლების, კულტურისა და  სპორტის სამსახური;

ვ) შიდა აუდიტის სამსახური; 

ზ) ზედამხედველობის სამსახური; 

თ) საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური;

ი) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური.“.

2.

მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-10 პუნქტი:

„10. სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: შესაბამისი ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე