,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 14/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.138.016533
6
30/04/2024
ვებგვერდი, 02/05/2024
010260010.35.138.016533
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტი
 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ახალციხე

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 მაისის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; ვებგვერდი, 01/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 010260010.35.138.016472)  და  დადგენილებით  დამტკიცებული  დანართის (დებულება):

 

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.“

2. მე-3  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ეკონომიკური სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  

ა) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების მონიტორინგი და შეფასება;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

გ)  ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავება;

დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე;

ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგი;

ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვა;

ზ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაცია;

თ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე;

ი)  წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების შექმნის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;

კ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ლ) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიება,  მონაცემების შეგროვება, დამუშავება, სტატისტიკური ანალიზის წარმოება;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4.  ეკონომიკური სამსახური შედგება:

ა) მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილებისაგან;

ბ) ეკონომიკური დაგეგმვისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილებისაგან;

გ) სტატისტიკის და ანალიტიკის განყოფილებისაგან.“

4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. სტატისტიკის და ანალიტიკის განყოფილება

1. სტატისტიკის და ანალიტიკის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიება,  მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ერთიანი ელექტრონული ბაზის წარმოება, მათ შორის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების/პროგრამების დანერგვა-გამოყენებით;

ბ) სტატისტიკური ანალიზის წარმოება:

გ) მერიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მერიის სტრატეგიისა და მოქმედი პროცედურების შესრულების, საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სტანდარტების დაცვის, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენების, აგრეთვე ამოცანების ეფექტური შესრულების ანალიტიკური შეფასება;

დ) მუნიციპალიტეტის განვითარების საერთო სტრატეგიის ყოველწლიური ანალიტიკური შეფასება და შეფასების შედეგად წარმოქმნილი პერსპექტიული ხედვების მერისადმი წარდგენა შესაბამისი ანალიტიკური ინფორმაციის/დოკუმენტაციის სახით;

ე) მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, შესაბამისი სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება, ანალიტიკური შეფასება;

ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების  და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიება სტატისტიკური/ანალიტიკური შესწავლის მიზნით;

ზ) კანონმდებლობით და სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 14 მაისიდან.

 


ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე