სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის, მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის“ ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის, მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის“ ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-55. 55241215
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016029
გ-55. 55241215
30/04/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
000000000.00.168.016029
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის, მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის“ ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-55. 55241215

2024 წლის 30 აპრილი

სიღნაღი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის გეოგრაფიული ობიექტის  მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეოთხე მუხლის „ე“ პუნქტისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 22 მარტის №41 სხდომის ოქმის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. მოხდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მოურავ რევაზ ანდრონიკაშვილის ქუჩისათვის სახელის გადარქმევა და მიენიჭოს ,,ალექსანდრე ანდრონიკაშვილის“ სახელი.

2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს აღნიშნული განკარგულების გადაგზავნა ყველა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირისთვის შესაბამისი ცვლილებების გასატარებლად.

4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავითი ჯანიკაშვილი