მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის N07-3224114152 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის N07-3224114152 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016010
25
01/05/2024
ვებგვერდი, 07/05/2024
000000000.00.159.016010
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის N07-3224114152 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი

  საქართველო მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   განკარგულება  25

2024 წლის 1 მაისი

ქ. მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის №07-3224114152 მოხსენებითი ბარათის განხილვის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 01 მაისის სხდომის №04 ოქმის მე-6 საკითხის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2024 წლის 25 აპრილის №32-322411646 წერილით შემოსული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 23 აპრილის №07-3224114152 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ საფუძველზე

1. ქალაქ მარნეულში არსებული სახელწოდების არმქონე უსახელო ქუჩის სახელდება განხორციელდეს დანართი №1-ისა და თანდართული სიტუაციური რუკის შესაბამისად.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბას ქუჩა №113), მისი ოფიციალური გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე:                                         ამირან გიორგაძე

 

„დანართი 1“

მარნეულის მუნიციპალიტეტი: ქალაქი მარნეული

ა) ქალაქ მარნეულში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტების სახელდება

 

გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდება

შენიშვნა

   მე-10-ე ქუჩა

 

   მე-10-ე ქუჩის I შესახვევი

 

   მე-10-ე ქუჩის II შესახვევი

 

შენიშვნა: აღნიშნული დანართი განიხილება სიტუაციურ ნახაზებთან ერთად.