Закон Грузии Об освобождении от административного взыскания

Закон Грузии Об освобождении от административного взыскания
Номер документа 405
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 23/10/2008
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 29, 04/11/2008
Регистрационный код 020.080.010.05.001.003.299
405
23/10/2008
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 29, 04/11/2008
020.080.010.05.001.003.299
Закон Грузии Об освобождении от административного взыскания
Парламент Грузии
Document has some visual gaps

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

    მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 582, 791, 792 მუხლებით, 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით, 88-ე, 1002, 1141, 1291, 1443, 1444, 1445 მუხლებით, 150-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1501 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 152-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1551 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1645 და 1793 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

    მუხლი 2

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის განთავისუფლებას როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელისაგან, აგრეთვე საურავისაგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი, ისე დამატებითი სახდელის და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.

    მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სახდელისაგან განთავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამ კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს სააღსრულებო დაწესებულებებმა შეწყვიტონ მათ წარმოებაში არსებული ამ კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის 23 ოქტომბერი.

№405–IIს