Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
| О контроле продукции военного и двойного назначения | |
|---|---|
| Номер документа | 1383-რს |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 27/09/2013 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Вебсайт, 09/10/2013 |
| Expiration Date | 01/06/2018 |
| Регистрационный код | 120260000.05.001.017179 |
|
მუხლი 1. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №49, 29.12.2006, მუხ. 365) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამობილიზაციო მზადყოფნის შესამოწმებლად ან საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის მიზნით შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოიძახოს ის პირი, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სარეზერვო სამსახური. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინებაში. ასეთი გამოძახების შემთხვევებს და გამოძახების შესახებ შეტყობინების წესს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია საკუთარი ძალებით ან/და ასიგნებებით უზრუნველყოს რეზერვისტთა შემკრებ პუნქტებში მიყვანა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 27 სექტემბერი 2013 წ. N1383-რს |
Вернуться назад
Комментарии к документу