О резервной военной службе

О резервной военной службе
Номер документа 4196
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 27/12/2006
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 49, 29/12/2006
Expiration Date 01/06/2018
Регистрационный код 120.260.000.05.001.002.507
Консолидированный публикации
4196
27/12/2006
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 49, 29/12/2006
120.260.000.05.001.002.507
О резервной военной службе
Парламент Грузии
Будьте внимательны! Вы читайте неокончательную редакцию. Для ознакомления с окончательной редакцией выберите соответствующий консолидированный вариант.

Консолидированная версия (26/07/2017 - 07/03/2018)

საქართველოს კანონი

სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო სარეზერვო სამსახურის ორგანიზებას, კატეგორიებს, ფორმირებისა და გავლის წესს.

    მუხლი 2. სამხედრო ძალების რეზერვი

1. სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად.

2. ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.  (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის მოვალეობას ადგენს იმ პირთა მიმართ, ვინც რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სარეზერვო სამსახურზე ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 –  ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

3. სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად:

ა) აქტიური რეზერვი, რომლის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა;

ბ) ეროვნული გვარდიის რეზერვი, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;

გ) ინდივიდუალური რეზერვი, რომლის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 –  ვებგვერდი, 29.12.2011 წ.

    მუხლი 3. სამხედრო ძალების რეზერვის დაკომპლექტება

1. აქტიური რეზერვი კომპლექტდება პირებისაგან, რომლებიც სამხედრო სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიული), კადრის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი არიან რეზერვში ჩარიცხვით და რომლებიც ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობით აკმაყოფილებენ ამ კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2. ეროვნული გვარდიის რეზერვი კომპლექტდება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, იმ პირებისაგან, რომლებიც თავიანთი სპეციფიკური ცოდნით ან/და გამოცდილებით აკმაყოფილებენ ამ კატეგორიისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

3. ინდივიდუალური რეზერვი კომპლექტდება პირებისაგან, რომლებიც არ ირიცხებიან აქტიურ და ეროვნული გვარდიის რეზერვებში, იმ პირებისაგან, რომლებმაც ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტების საფუძველზე გაიარეს სამხედრო სარეზერვო სამსახური, აგრეთვე პირებისაგან, რომლებმაც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე ისარგებლეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით და შეუსრულდათ 27 წელი.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა ერთჯერადად სავალდებულოა. თუ აღნიშნული პირი საკუთარი სურვილით სამხედრო სარეზერვო სამსახურს დამატებით ორი ვადით გაივლის, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხება ინდივიდუალურ რეზერვში.

41. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის დამატებით ორი ვადით გავლა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრებას ემთხვევა, იგი საკუთარი სურვილით შეიძლება გაწვეულ იქნეს სამხედრო სარეზერვო სამსახურში.

42. ამ მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემთხვევაში პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და 27 წლის ასაკის მიღწევამდე ჩაირიცხება ინდივიდუალურ რეზერვში.

5. (ამოღებულია).

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5241 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.305

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2559 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.     

   მუხლი 31. მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები

1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 5 1 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ − თბილისის რაიონი) შექმნილი შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2559 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.
საქართველოს 2017 წლის 26  ივლისის   კანონი №1257 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

    მუხლი 4. სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა

1. პირს საბრძოლო მომზადების მიზნით სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაიწვევენ ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად.

2. პირის სამხედრო სარეზერვო სამსახურში გასაწვევად გამოძახებას, შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. პირის შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეზერვისტთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

3. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ხანგრძლივობა პირს ჩაეთვლება შრომის სტაჟში. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი, მიუხედავად დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამასთანავე, შესაძლოა გაითვალისწინონ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა შეუფერხებელი საქმიანობა.

5. სამობილიზაციო მზადყოფნის შესამოწმებლად ან საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის მიზნით შესაძლებელია ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით გამოიძახოს ის პირი, რომელსაც გავლილი აქვს სამხედრო სარეზერვო სამსახური. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს ამ პუნქტის შესაბამისად გამოძახებულ პირს დამსაქმებლისათვის სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინებაში. ასეთი გამოძახების შემთხვევებს და გამოძახების შესახებ შეტყობინების წესს განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია საკუთარი ძალებით ან/და ასიგნებებით უზრუნველყოს რეზერვისტთა შემკრებ პუნქტებში მიყვანა.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5241 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.305

საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი,  0 6 .0 3 .2012წ.

საქართველოს 2013 წლის 2 7  სექტემბრის   კანონი №1383  – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2559 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

    მუხლი 5. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი

1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი განისაზღვრება 27-დან 40 წლის ჩათვლით, გარდა ამ მუხლის 1პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.

1 1. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი პირისათვის, რომელიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების თანახმად სარგებლობს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, განისაზღვრება 23 წლიდან. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ მას სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება და ჩაირიცხება ეროვნული გვარდიის რეზერვში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულზე მეტი ასაკის ან 18-დან 26 წლის ჩათვლით ასაკის პირს, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს, გაიაროს სამხედრო სარეზერვო სამსახური. ეს პუნქტი არ გამორიცხავს სამხედრო სარეზერვო სამსახურის სავალდებულოდ გავლის შესაძლებლობას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამ პუნქტის შესაბამისად სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ პირს სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლის 42 პუნქტითა და ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5241 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.305

საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი,  0 6 .0 3 .2012წ.

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2559 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

    მუხლი 6. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვადა

რეზერვში ჩარიცხული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურს გაივლის წელიწადში არა უმეტეს 45 დღის ვადით.

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3510 - სსმ I, №44, 28.07.2010 წ., მუხ.276

    მუხლი 7. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვა

1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა აღრიცხვას აწარმოებს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

2. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამისი თანამდებობის პირები ვალდებული არიან, რეზერვისტთა შესახებ სააღრიცხვო ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტს.

3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი უზრუნველყოფს რეზერვისტთა გამოძახებას და შემკრებ პუნქტებში მიყვანას. პირის შემკრებ პუნქტში მიყვანას და უკან მგზავრობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს ნებაყოფლობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა რეზერვისტთა გამოცხადების ადგილი სცილდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5241 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.305

საქართველოს 2014  წლის 29  ივლისის კანონი №2559 - ვებგვერდი, 08.08.2014წ.

    მუხლი 8. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან განთავისუფლება

1. სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან:

ა) ქალები;

ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის ტექნიკური შემადგენლობა, მუშები და მოსამსახურეები, რომლებიც ემსახურებიან გადაყვანა-გადაზიდვას ან დასაქმებული არიან მოძრავი შემადგენლობისა და სარკინიგზო ტრანსპორტის მოწყობილობების მომსახურებითა და რემონტით;

გ) საზღვაო ფლოტის შემადგენლობა;

დ) პედაგოგები და ექიმები, რომლებიც მუშაობენ სოფლად;

ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში მომუშავე პირები;

ვ) თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები;

ზ) მოსამართლეები;

თ) პირები, რომლებმაც მოიხადეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური;

ი) საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამუშაოდ მყოფი პირები;

კ) დიპლომატიური თანამდებობის პირები;

ლ) სასულიერო პირები;

მ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები;

ნ) საქართველოს პარლამენტის წევრები.

2. პირი, რომელიც სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის არის ნასამართლევი, სამხედრო სარეზერვო სამსახურში არ მიიღება.

3. ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ უფლება აქვთ, ნებაყოფლობით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური.

საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი,  0 6 .0 3 .2012წ.

საქართველოს 2015  წლის 8 ივლისის  კანონი №3950  – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

    მუხლი 9. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის გადავადება

პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა გადაუვადდება, თუ:

ა) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას და არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

ბ) იგი პატრონობს შრომისუუნარო, თავის კმაყოფაზე მყოფ ბებიას ან პაპას, რადგან მას არ ჰყავს სხვა კანონიერი მომვლელი, რომელსაც შეუძლია მისი მოვლა-პატრონობა;

გ) მის კმაყოფაზეა ოჯახის შრომისუუნარო წევრი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას, ჰყავს ცალკე ოჯახად მცხოვრები და, რომელსაც არ შეუძლია ოჯახის შრომისუუნარო წევრის მოვლა-პატრონობა;

დ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი ან/და ობოლი და-ძმა;

ე) იგი გაწვევის დღისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე;

ვ) ამას მოითხოვს მისი საქმიანობის სპეციფიკა, რომელიც დაკავშირებულია სეზონურ სამუშაოსთან;

ზ) იგი არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.

საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5241 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.305

    მუხლი 10. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვა

სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში მოსამსახურე სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სოციალური გარანტიებით.

    მუხლი 11. პასუხისმგებლობა სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდებისათვის

პირს, რომელიც გამოძახების შესახებ შეტყობინების მიღებისას მასში მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება ან სხვაგვარად აარიდებს თავს სამხედრო სარეზერვო სამსახურს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საპატიო მიზეზი, მისი დოკუმენტური დადასტურებით, არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პირის ახლო ნათესავის გარდაცვალება, ავადმყოფობა, აგრეთვე სტიქიური ხასიათის ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოებანი.

საქართველოს 201 2 წლის 2 მარტის კანონი №5 742 – ვებგვერდი,  0 6 .0 3 .2012წ.

    მუხლი 12. გარდამავალი დებულება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა რეზერვისტთა დაკომპლექტების წესის, მათი სამხედრო მომზადების პროგრამის შემუშავება და საქართველოს თავდაცვის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა უზრუნველყოს 2007 წლის 1 თებერვლამდე.

     მუხლი 121 . პირი, რომელიც თავისუფლდება სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან

პირ , რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილი არ აქვს, მაგრამ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტობის პერიოდში ერთხელ მაინც გაიარა სამხედრო სარეზერვო შეკრება 2007 2008 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლება, მიენიჭება რიგითი სამხედრო წოდება და ჩაირიცხება სამხედრო ძალების რეზერვში.

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4707 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

    მუხლი 13. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი . სააკაშვილი

თბილისი ,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4196–რს