О Государственном гимне Грузии

О Государственном гимне Грузии
Номер документа 72
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 21/05/2004
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 11, 24/05/2004
Expiration Date 16/12/2018
Регистрационный код 010.020.000.04.001.001.480
Консолидированный публикации
72
21/05/2004
Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 11, 24/05/2004
010.020.000.04.001.001.480
О Государственном гимне Грузии
Парламент Грузии

Консолидированная версия (Окончательный вариант)

(ძალადაკარგულია - 14.11.2018, №3727)

 

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტი და მუსიკა (თან ერთვის).

    მუხლი 2

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით.

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 3

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1990 წლის 14 ნოემბრის საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესახებ“.

    მუხლი 31

1. საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიღება.

2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე.

საქართველოს 2013 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №1133  – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

    მუხლი 4

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი       მ. სააკაშვილი

თბილისი

2004 წლის 21 მაისი.

№72-Iს

 

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

ლექსი დავით მაღრაძისა

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე მთელი ქვეყანა,

განათებული მთა-ბარი,

წილნაყარია ღმერთთანა.

თავისუფლება დღეს ჩვენი

მომავალს უმღერს დიდებას,

ცისკრის ვარსკვლავი ამოდის

და ორ ზღვას შუა ბრწყინდება,

დიდება თავისუფლებას,

თავისუფლებას დიდება.

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი

თავისუფლება

მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა

ჰიმნად დაამუშავა იოსებ კეჭაყმაძემ 

ლექსი დავით მაღრაძისა