Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
| О Государственном реестре | |
|---|---|
| Номер документа | 73 |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 01/06/2004 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 14, 16/06/2004 |
| Expiration Date | 13/05/2016 |
| Регистрационный код | 040.150.000.05.001.001.481 |
| Консолидированный публикации | |
Консолидированная версия (25/05/2012 - 27/04/2016)
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო რეესტრის სისტემას, მისი წარმოების ორგანიზაციულ და სამართლებრივ საფუძვლებს, რეესტრის მწარმოებელ ორგანოთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. სახელმწიფო რეესტრის სახეები
1. სახელმწიფო რეესტრის სახეებია:
ა) სამოქალაქო რეესტრი;
ბ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი;
გ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია);
ვ) ნორმატიული აქტების რეესტრი;
ზ) საჯარო რეესტრი.
2. სხვა სახის სახელმწიფო რეესტრის წარმოება დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში.
3. სახელმწიფო რეესტრის ფორმა და წარმოების წესი განისაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №800 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.262
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1963 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.252
სამოქალაქო რეესტრი არის საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაციის, საქართველოს მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის რეგისტრაციის მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6318 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
მუხლი 4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1963 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.252
მუხლი 5. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრი არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №800 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.262
საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
მუხლი 9. ნორმატიული აქტების რეესტრი
ნორმატიული აქტების რეესტრი არის „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ მონაცემთა სისტემური ერთობლიობა.
მუხლი 10. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები
1. სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით.
2. სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ორგანოები არიან:
ა) სამინისტრო;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო);
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (შემდგომ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო);
დ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (შემდგომში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“).
3. ეროვნული სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-4 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებულ სახელმწიფო რეესტრებს.
4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აწარმოებს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო რეესტრს.
5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აწარმოებს ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტების რეესტრს.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1963 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.252
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3281 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.210
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6318 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
მუხლი 11. სამინისტროს უფლებამოსილებანი სახელმწიფო რეესტრის წარმოების სფეროში
სამინისტრო სახელმწიფო რეესტრის მართვისა და კონტროლის მიზნით უზრუნველყოფს:
ა ) ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების ანალიტიკურ , ტექნიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას ;
ბ) სახელმწიფო რეესტრის სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფო რეესტრის ცალკეული სახეების წარმოებას და მათში ასახულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირებას;
დ) ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ საქმიანობის მეთოდურ ხელმძღვანელობას და მათ მიმართ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციების შესრულებას;
ე) სახელმწიფო რეესტრის სისტემასა და წარმოებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შემუშავებას და გამოცემას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლე- ბამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3281 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.210
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1963 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.252
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6318 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
1. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონით და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები.
3. ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს და ერთპიროვნულად წარმართავს მის საქმიანობას;
ბ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;
ე) ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;
ვ) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.
5. ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასური;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;
ე) საჩუქრად და შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
6. ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საჯარო რეესტრის წარმოება;
ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) საჯარო რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
დ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი ნორმატიული ხასიათის მითითებების შემუშავება;
ე) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული სააგენტოს დებულებით.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5980 - სსმ I, №9 04.04.2008 წ., მუხ.67
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №807 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.268
საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1330 - სსმ I, №14, 03.07.2009 წ., მუხ.71
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4053 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.497
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4939 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5564 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6318 - ვებგვერდი, 04.06.2012წ.
მუხლი 12 2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“
1. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონით და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.
4. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
5. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ უფლება-მოვალეობებია:
ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება და ნორმატიული აქტების ოფიციალურად გამოქვეყნება;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაციის ოფიციალურად გამოქვეყნება;
გ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაცია;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალური გამოცემების, აგრეთვე ნორმატიული აქტების კრებულების, კოდექსების ოფიციალური ტექსტებისა და სხვა იურიდიული ლიტერატურის რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ნორმატიული აქტების კრებულებისა და კოდექსების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ვ) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიებისა და ნაშრომების გამოქვეყნება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1963 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.252
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1963 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.252
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4742 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.156
მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;
ბ) 2007 წლის 31 დეკემბრამდე წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
3. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ 2004 წლის 15 ნოემბრამდე უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი შენობების, მონაცემთა საინფორმაციო ბანკისა და სხვა ქონების, აგრეთვე საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გადაცემა.
4. საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურების ლიკვიდაცია და ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, მონაცემთა საინფორმაციო ბანკის, არქივის, საშტატო რიცხოვნობისა და შესაბამისი საბიუჯეტო დაფინანსების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის გადაცემა.
41. საქართველოს მთავრობამ არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა უზრუნველყოს ამ კანონიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებებისა და დამატებების შეტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში.
42. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივი დევნის, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით, 2006 წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან სამოქალაქო რეესტრის მონაცემების გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. (ამოღებულია).
9. უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა 2009 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ლიცენზიებისა და ნებართვების სახელმწიფო რეესტრთან შესაბამისობა.
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2627 - სსმ I, №3, 16.01.2006 წ., მუხ.21
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3984 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.351
საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5251 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.312
საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5948 - სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.53
საქართველოს 2008 წლის 16 დეკემბრის კანონი №710 - სსმ I, №39, 24.12.2008 წ., მუხ.243
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №821 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.299
მუხლი 16. დასკვნითი დებულებანი
1. ეს კანონი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 15 ნოემბრიდან;
ბ) „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 1 ივნისი.
№73-Iს
Вернуться назад
Комментарии к документу