Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
| Закон Грузии Об амнистии | |
|---|---|
| Номер документа | 1386 |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 11/07/2009 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Законодательный Вестник Грузии-ЗВГ, 21, 03/08/2009 |
| Регистрационный код | 100.110.000.05.001.003.547 |
საქართველოს სახელმწიფო, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, ამ კანონის საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირებს.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2010 წლის 1 ივნისამდე ნებაყოფლობით გამოცხადდებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში) და განაცხადებენ მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შექმნამდე არსებული უფლებამოსილი დაწესებულების სისტემაში საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის სასარგებლოდ ყალბი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, ბინადრობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის, ყოფილი საბჭოთა პასპორტის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან ან დაზიანებასთან ანდა ამ დოკუმენტებში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.
ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომლებმაც შესაბამისი დანაშაულები ჩაიდინეს 2006 წლის 30 იანვრამდე, თუ ამ დანაშაულებზე არ დაწყებულა წინასწარი გამოძიება.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 11 ივლისი.
№1386–რს
Вернуться назад
Комментарии к документу