Об освобождении от административного взыскания

Об освобождении от административного взыскания
Номер документа 4964-Iს
Издатель документа Парламент Грузии
Дата издания 18/09/2019
Тип документа Закон Грузии
Источник опубликования, дата Вебсайт, 01/10/2019
Регистрационный код 020080000.05.001.019606
4964-Iს
18/09/2019
Вебсайт, 01/10/2019
020080000.05.001.019606
Об освобождении от административного взыскания
Парламент Грузии
 

საქართველოს კანონი

 

 

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

მუხლი 1

ამ კანონის მიზანია ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

მუხლი 2 

1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია;

ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან);

გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ე) ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი;

ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი;

ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან.

მუხლი 3

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ფიზიკური პირის ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლების საკითხი გადაწყვიტონ ამავე კანონის შესაბამისად.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო) ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

3. ამ კანონის აღსრულების მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები და თანამდებობის პირები, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიურო მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე შესაბამის პირთა პირად ნომრებს გადასცემენ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელ ორგანოებს, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავენ საკითხს და ადგენენ, მიეკუთვნება თუ არა პირი ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიას, და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებს 20 დღის ვადაში აწვდიან სათანადო ინფორმაციას.

მუხლი 4

ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

მუხლი 5

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

18 სექტემბერი 2019 წ.

N4964-Iს