Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
| Об энергоэтикетировании | |
|---|---|
| Номер документа | 5688-რს |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 20/12/2019 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Вебсайт, 26/12/2019 |
| Регистрационный код | 300350000.05.001.019726 |
| Консолидированный публикации | |
Консолидированная версия (28/06/2023 - 05/09/2024)
|
ენერგოეტიკეტირების შესახებ
|
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შესახებ, აგრეთვე აღნიშნული პროდუქტის ენერგომოხმარების მაჩვენებლების შესახებ სტანდარტული ინფორმაციისა და დამატებითი ინფორმაციის პროდუქტზე მითითების უზრუნველყოფა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ენერგიისა და სხვა რესურსების მოხმარების შემცირების მიზნით უფრო ეფექტიანი პროდუქცია შეარჩიოს. ამ კანონის მიზანია აგრეთვე საქართველოს ბაზარზე განთავსებული ან/და საქართველოში ექსპლუატაციაში გაშვებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრულ ენერგომომხმარებელ პროდუქტზე, რომელიც მოხმარებისას პირდაპირ ან არაპირდაპირ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგიის ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა რესურსების მოხმარებაზე. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი იმპორტირებულია და არ ხდება მისი ბაზარზე განთავსება შემდგომი რეალიზაციის მიზნით; [ ა) მეორეულ პროდუქტზე, თუ იგი საქართველოს ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილებით გათვალისწინებული ქვეყნებიდან ერთ-ერთის ბაზარზე პირველად განთავსებისას აკმაყოფილებდა აღნიშნულ ქვეყანაში ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ბ) სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც გადაყვანისთვის/ გადაზიდვისთვის გამოიყენება; გ) პროდუქტის საპასპორტო მონაცემებზე ან სხვა ეკვივალენტურ ინფორმაციაზე, რომლებიც/რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების მიზნით დაიტანება პროდუქტზე. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ენერგომომხმარებელი პროდუქტი (შემდგომ − პროდუქტი) − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც გამოყენებისას ენერგიასა და სხვა რესურსებს მოიხმარს და რომელიც განთავსებულია საქართველოს ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე პროდუქტის ის ნაწილი, რომელიც ინდივიდუალურად განთავსებულია ბაზარზე ან/და გაშვებულია ექსპლუატაციაში მომხმარებლისთვის და რომლის ეკოლოგიური მაჩვენებლები შეიძლება შეფასდეს დამოუკიდებლად; ბ) პროდუქტების ჯგუფი − იმ პროდუქტების ჯგუფი, რომელთა მთავარი ფუნქციები ერთმანეთის მსგავსია; გ) სისტემა − რამდენიმე პროდუქტის გაერთიანება, რომლებიც ერთობლივად, განსაზღვრულ გარემოში სპეციალურ ფუნქციას ასრულებს, რომლისთვისაც ენერგოეფექტურობა განისაზღვრება, როგორც ცალკე ერთეულისთვის; დ) მოდელი − პროდუქტის მოდიფიკაცია, რომლის ყველა დეტალს აქვს იგივე ტექნიკური მახასიათებელი, შეესაბამება ეტიკეტს, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს და იმავე მოდელის იდენტიფიკატორს; ე) მოდელის იდენტიფიკატორი − კოდი, რომელიც, ჩვეულებრივ, შედგება ასოებისა და ციფრებისგან და განასხვავებს პროდუქტის სპეციფიკურ მოდელს სხვა, იმავე სავაჭრო ნიშნის მქონე მოდელისგან ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდებისგან; ვ) ეკვივალენტური მოდელი − მოდელი, რომელსაც აქვს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ იმავე მიმწოდებლის მიერ განთავსებულია ბაზარზე ან გაშვებულია ექსპლუატაციაში, როგორც სხვა მოდელი, განსხვავებული მოდელის იდენტიფიკატორით; ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − დისტრიბუციის ან კომერციული აქტივობის ფარგლებში პროდუქტის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება საქართველოს ბაზარზე მისი გამოყენების მიზნით; თ) მწარმოებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს პროდუქტს, ფლობს პროდუქტის ნახაზებს/პროექტს, შეუძლია მისი წარმოება და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით; [ ზ) ბაზარზე ხელმისაწვდომობა − კომერციული საქმიანობის ფარგლებში პროდუქტის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება საქართველოს ბაზარზე მისი შემდგომი დისტრიბუციის ან გამოყენების მიზნით; თ) მწარმოებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ან აწარმოებინებს და ბაზარზე განათავსებს პროდუქტს საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ი) სკალის ცვლილება − მოთხოვნა, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ჯგუფისთვის უფრო ამკაცრებს ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასის მიღწევის ვალდებულებას; კ) სკალაშეცვლილი ეტიკეტი − განსაკუთრებული პროდუქტების ჯგუფისთვის განკუთვნილი ეტიკეტი, რომელმაც გაიარა სკალის ცვლილების პროცესი და რომლის განსხვავება შესაძლებელია სკალის ცვლილებამდე არსებული/ძველი ეტიკეტისგან, ამასთანავე, რომელიც ინარჩუნებს ეტიკეტისთვის დამახასიათებელ ვიზუალურ აღქმადობას; ლ) პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა − პროდუქტის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის ცხრილი, რომელშიც, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ასახული უნდა იყოს: მიმწოდებლის სახელწოდება ან სასაქონლო ნიშანი; ენერგოეფექტურობის კლასი; მიმწოდებლის მოდელის იდენტიფიკატორი (კოდი), რომელიც, ჩვეულებრივ, ანბანურ-ციფრულია და რომლითაც ხდება ამ მოდელის იმავე სასაქონლო ნიშნის ან იმავე მიმწოდებლის სახელწოდების მქონე მოდელისგან გამორჩევა; მ) ტექნიკური დოკუმენტაცია − დოკუმენტაცია, რომელიც უფლებამოსილ პირს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე, მათ შორის, ტესტირების ანგარიშები და მსგავსი ტექნიკური მონაცემები; ნ) სხვა რესურსები − წყალი, ქიმიკატები და სხვა ნივთიერებები, რომლებსაც პროდუქტი ჩვეულებრივი გამოყენებისას მოიხმარს; ო) დამატებითი ინფორმაცია − ინფორმაცია პროდუქტის ფუნქციური და გარემოსდაცვითი მახასიათებლების შესახებ; პ) დასაშვები გადახრა − უფლებამოსილი პირის მიერ ან მისი სახელით საკონტროლო ტესტირების ჩატარებისას განხორციელებული გაზომვებისა და გაანგარიშებების შედეგების გამოცხადებული ან გამოქვეყნებული პარამეტრებისაგან მაქსიმალურად დასაშვები ცდომილება, რომელიც ასახავს ლაბორატორიათაშორისი ვარიაციებიდან წარმოშობილ ცდომილებას; ჟ) უფლებამოსილი პირი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ განსაზღვრული, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირი; რ) ეტიკეტი − გრაფიკული დიაგრამა, ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ; ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს მინდობილობა, იმოქმედოს მწარმოებლის სახელით, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს საქართველოს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში უშვებს. მათი არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებლად მიიჩნევა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროდუქტს საქართველოს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში უშვებს; ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც ყიდის (მათ შორის, დისტანციურად), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით გასცემს ან განათავსებს პროდუქტს მომხმარებლისთვის ან პროდუქტის მემონტაჟისთვის, კომერციული საქმიანობის განმავლობაში, სასყიდლით ან უსასყიდლოდ; [ ჟ) უფლებამოსილი პირი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო; რ) ეტიკეტი − ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის გრაფიკული დიაგრამა, რომელსაც აქვს დახურული სკალა ლათინური ასოებით − „A“-დან „G“-ის ჩათვლით, რომელთაგან თითოეული ასო ასახავს კლასს, ხოლო თითოეული კლასი შეესაბამება ენერგიის დაზოგვის მაჩვენებელს, და რომელიც წარმოდგენილია 7 ფერით − მუქი მწვანიდან წითლამდე, რათა მომხმარებელს ჰქონდეს ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობისა და მის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ, აგრეთვე სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ეტიკეტი, რომელზედაც მითითებულია ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი და შესაბამისი ფერები. თუ ტექნიკური მიზეზის გამო შეუძლებელია ენერგოეფექტურობის 7 კლასის განსაზღვრა, რომლებიც მომხმარებლისთვის ენერგიისა და შესაბამისი ხარჯების მნიშვნელოვან დაზოგვას ნიშნავს, ეტიკეტზე შეიძლება მითითებული იყოს ნაკლები რაოდენობის ენერგოეფექტურობის კლასი. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტზე ფერები მუქი მწვანიდან წითლამდე უნდა შენარჩუნდეს; ს) მიმწოდებელი − მწარმოებელი, მწარმოებლის ავტორიზებული წარმომადგენელი (ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც მწარმოებლისგან მიღებული აქვს მინდობილობა, მინდობილობით განსაზღვრულ კონკრეტულ შემთხვევებში მწარმოებლის სახელით იმოქმედოს) საქართველოში ან იმპორტიორი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს; ტ) დილერი − საცალო მოვაჭრე ან სხვა პირი, რომელიც თავისი კომერციული საქმიანობის ფარგლებში ყიდის (მათ შორის, დისტანციურად ყიდის), აქირავებს, იჯარით/ლიზინგით გასცემს ან სასყიდლით ან უსასყიდლოდ სთავაზობს პროდუქტს მომხმარებელს ან პროდუქტის მემონტაჟეს; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] უ) დისტანციური გაყიდვა − პროდუქტის გაყიდვის, გაქირავების ან იჯარით/ლიზინგით გაცემის მიზნით მისი შეთავაზება ელექტრონული ფოსტის, კატალოგის, ინტერნეტის, ტელემარკეტინგის ან ნებისმიერი სხვა მეთოდის გამოყენებით, როდესაც პოტენციური მომხმარებელი პროდუქტს ფიზიკურად ვერ ნახულობს; ფ) ენერგოეფექტურობა − შესრულებული სამუშაოს ან გაწეული მომსახურების, წარმოებული პროდუქციის ან/და ენერგიის თანაფარდობა მოხმარებულ ენერგიასთან; ქ) ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის პირველად მიწოდება ბაზარზე წარმოების, იმპორტის, იჯარის/ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნით; ღ) ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება დანიშნულების მიხედვით; ყ) ბაზარზე ზედამხედველობა − უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული ქმედებებისა და მიღებული ზომების ერთობლიობა, რომლებითაც დგინდება პროდუქტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა; შ) დოკუმენტური შემოწმება − პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება; ჩ) ტექნიკური შემოწმება − პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმება/გამოცდა მისი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ც) მომხმარებელი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის რეალიზაციას არ ახდენს (პროდუქციას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს, ქირაობს ან იღებს); [ ც) მომხმარებელი − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც სთავაზობენ ან რომელიც ყიდულობს, ქირაობს ან იღებს ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტს პირადი მოხმარების/გამოყენების მიზნით, მიუხედავად იმისა, მოქმედებს თუ არა ის თავისი სავაჭრო, სამეწარმეო, სახელობო ან სხვა პროფესიული საქმიანობის ფარგლებში; (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ძ) შემოსავლების სამსახური − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. [ ძ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. თავი II. ინფორმაციის მიწოდებისა და მიმწოდებლის/დილერის ვალდებულებები მუხლი 4. მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება 1. პროდუქტის მიერ ელექტროენერგიის, ენერგიის სხვა წყაროებისა და, შესაბამის შემთხვევაში, სხვა რესურსების მოხმარების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია პროდუქტის ნებისმიერი ფორმით, სასყიდლით მიწოდებისას ან უსასყიდლოდ მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) ან გასაყიდად განთავსებისას მომხმარებელს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის და ეტიკეტის მეშვეობით უნდა მიეწოდოს. 2. მომხმარებლისთვის ჩასაშენებელი ან დასამონტაჟებელი პროდუქტის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში. 3. პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ნებისმიერი რეკლამა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას პროდუქტის ფასის ან ენერგომოხმარების შესახებ, უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას აღნიშნული მოდელის ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ. 4. პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური ხასიათის მასალა, რომელიც განკუთვნილია პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის და აღწერს პროდუქტის სპეციფიკურ ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ, ტექნიკური სახელმძღვანელოები და მწარმოებლის ბროშურები, მიუხედავად მათი ბეჭდური თუ ელექტრონული ფორმისა, უნდა მიეწოდოს მომხმარებელს. მათში ასახული უნდა იყოს პროდუქტის მიერ მოხმარებული ენერგიის მოცულობა ან პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. 5. ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ პროდუქტზე დაუშვებელია განსხვავებული დიზაინის, სიმბოლოს ან წარწერის მქონე ეტიკეტის განთავსება, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს ან დააბნიოს მომხმარებელი პროდუქტის მიერ ენერგიის ან სხვა, მნიშვნელოვანი რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით. მუხლი 5. მიმწოდებლის ვალდებულებები 1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს პროდუქტს, ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით შესაძლებელია განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა. [ 1. მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს, ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის უფასოდ მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტით. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით შეიძლება განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საკმარისია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე ასახული ინფორმაციის სიზუსტის შესაფასებლად. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) პროდუქტის ზოგად აღწერილობას; ბ) შესაბამის შემთხვევაში პროდუქტის დაპროექტებისას განხორციელებული გაანგარიშებების შედეგებს; გ) ტესტირების ანგარიშებს, მათ შორის, როდესაც შესაძლებელია, − შესაბამისი აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ანგარიშებს; დ) როდესაც პროდუქტის მახასიათებლები მსგავსი მოდელისთვისაა გამოყენებული, − შესაბამის მითითებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მოდელის იდენტიფიცირებას. [ 2. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა პროდუქტის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. [ 3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის მოდელის საბოლოო ერთეულის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. მიმწოდებელი ვალდებულია დილერს უფასოდ მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი. მიმწოდებელმა დილერს ეტიკეტები უნდა მიაწოდოს მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს მიწოდების საშუალებას. 5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერისთვის ეტიკეტებთან ერთად პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. [ 5. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროდუქტის შესახებ ყველა ბროშურა შეიცავდეს აგრეთვე პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას. აღნიშნული ბროშურის არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა მასალაში ასახვას. 7. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტისთვის. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევა, თუ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. [ 7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე და ტექნიკური დოკუმენტაციის ისე შედგენა, რომ შესაძლებელი იყოს მათი სიზუსტის შეფასება. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 8. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე ან ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიმწოდებლის თანხმობა საჭირო არ არის. [ 8. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს იმგვარი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების, პარამეტრებისა და ენერგოეფექტურობის კლასის სავარაუდო ცვლილების შესახებ. მომხმარებელი იტოვებს უფლებას, პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას. 10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად აჩვენებს პროდუქტის ფუნქციონირების იმგვარ პარამეტრებს, რომლებიც შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებზე მაღალია. [ 9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს ისეთი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების მიზნისა და შესაბამისი პარამეტრების (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კლასის) ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას. 10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია ისე, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად ცვლის პროდუქტის ფუნქციონირების პარამეტრებს სათანადო ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულზე უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის კლასის/ხელსაყრელი დონის ჩვენების მიზნით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 11. მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 12. მიმწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან და უფლებამოსილ პირთან ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში. [ 12. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს. 13. მიმწოდებელი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. 14. მიმწოდებელი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 15. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის. 16. მიმწოდებელი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. მუხლი 6. დილერის ვალდებულებები 1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია თვალსაჩინოდ განათავსოს ეტიკეტი და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა შეიცავდეს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს პროდუქტის შესახებ დაბეჭდილი საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. 2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, მას შეუძლია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. [ 1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი თვალსაჩინოდ განათავსოს და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას შეიცავდეს, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს დაბეჭდილი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. 2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის გასაყიდად განთავსებისას დილერი ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტზე განთავსებული ეტიკეტის თვალსაჩინოება. [ 3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. დილერი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 5. დილერი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან. [ 6. დილერი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. 7. დილერი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 8. დილერი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის. 9. დილერი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. მუხლი 7. სკალაშეცვლილი ეტიკეტი 1. პროდუქტის მიერ ენერგიის მოხმარების აღმნიშვნელი სკალის ცვლილების შემთხვევაში პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას მიმწოდებელს უფლება აქვს, დილერს წარუდგინოს როგორც არსებული ეტიკეტი, ისე სკალაშეცვლილი ეტიკეტი და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაწყებამდე. 2. თუ არსებული ეტიკეტი და სკალაშეცვლილი ეტიკეტი მოდელის სხვადასხვაგვარ ტესტირებას მოითხოვს, მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, დილერს მიაწოდოს პროდუქტი ახალი, სკალაშეცვლილი ეტიკეტით. ამასთანავე, დილერს ექნება უფლება, ეს პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის დაწყებიდან. 3. მიმწოდებელი ვალდებულია იმ პროდუქტისთვის, რომელსაც შეეხება ცვლილება, დილერის მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ვადის გასვლამდე მიაწოდოს მას სკალაშეცვლილი ეტიკეტი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: ა) თუ დილერს შეწყვეტილი აქვს საქმიანი ურთიერთობა მიმწოდებელთან ან მიმწოდებელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა, დილერს უფლება აქვს, მის მარაგში არსებული პროდუქტი არსებული/ძველი ეტიკეტით გაყიდოს სკალაშეცვლილი ეტიკეტის ძალაში შესვლის თარიღიდან 9 თვის განმავლობაში; ბ) თუ არსებული ეტიკეტი და სკალაშეცვლილი ეტიკეტი მოდელის სხვადასხვაგვარ ტესტირებას მოითხოვს, მიმწოდებელი თავისუფლდება ვალდებულებისგან, დილერს მიაწოდოს სკალაშეცვლილი ეტიკეტი შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილების ძალაში შესვლის ვადის დაწყებამდე ბაზარზე განთავსებული ან მარაგში არსებული ამ მოდელის ერთეულებისთვის. ამასთანავე, მიმწოდებელს უფლება აქვს, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცვლილების ძალაში შესვლიდან 9 თვის განმავლობაში ექსკლუზიურად გაყიდოს აღნიშნული ერთეულები, თუ ეს ერთეულები არ არის იმ მოდელის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ცვლილების ძალაში შესვლისთანავე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. დილერი ვალდებულია პროდუქტზე განთავსებული არსებული ეტიკეტი პროდუქტის გაყიდვის (მათ შორის, დისტანციური გაყიდვის) შემთხვევაში ჩაანაცვლოს სკალაშეცვლილი ეტიკეტით შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თარიღიდან 14 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 8. პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა 1. დაუშვებელია ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და ექსპლუატაციაში გაშვების აკრძალვა, შეზღუდვა ან რაიმე სახით ხელშეშლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის, გარემოსთვის საფრთხის შემცველია ან/და პროდუქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს. 2. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად. 3. თუ შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამო ეტიკეტის მქონე ან არაეტიკეტირებული პროდუქტის შემოტანის შესახებ, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ასეთი პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებლობისათვის და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს უფლებამოსილ პირს. [ 3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. თავი III. ზედამხედველობა მუხლი 9. ბაზარზე ზედამხედველობა 1. პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებენ შემოსავლების სამსახური და უფლებამოსილი პირი. 2. საქართველოს ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ უფლებამოსილ პირს ან/და შემოსავლების სამსახურს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ უფლებამოსილ პირს ან/და შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 3. უფლებამოსილი პირი ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის შესაბამისად. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი ამ კანონისა და ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 4. თუ ნიმუშის დოკუმენტური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/ დილერს მისცეს მითითება და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს ნიმუშის დოკუმენტური შემოწმება. [ 1. პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობას ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 2. უფლებამოსილი პირი ამ კანონით გათვალისწინებულ ბაზარზე ზედამხედველობას ახორციელებს: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) საფუძვლიანი ეჭვის ან ინფორმაციის საფუძველზე, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. 3. უფლებამოსილი პირი პროდუქტზე ზედამხედველობას ახორციელებს დოკუმენტური შემოწმებითა და პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით, ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ყველა დოკუმენტი. 4. თუ დოკუმენტური შემოწმებით დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება. დოკუმენტური შემოწმების შედეგები ან/და გამოვლენილი შეუსაბამობები ფორმდება შემოწმების ოქმით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია. 6. თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად. 7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლის ზონებში და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით. [ 7. პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში მისი ნიმუშების ტექნიკური შემოწმებით ან/და აღნიშნული ადგილებიდან აღებული პროდუქტის ნიმუშების შემოწმებით/გამოცდით და ფორმდება შემოწმების ოქმით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 8. ბაზარზე ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის ზედამხედველობისას უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე მისი ცალკეული კომპონენტები ან მახასიათებლები, რომელთა თაობაზედაც მას აქვს დასაბუთებული ეჭვი ან ინფორმაცია შესაძლო შეუსაბამობის შესახებ. 9. მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნიმუში/ნიმუშები, რომლის/რომელთა შესყიდვის ხარჯს უფლებამოსილი პირი აანაზღაურებს, აგრეთვე მიაწოდოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი. 10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/ გამოვლენას. ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები. [10. უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ფარულად შეისყიდოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი, თუ ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის დროულად აღმოჩენას/გამოვლენას. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 11. თუ პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებისას დადგინდა, რომ ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მიმწოდებელი/დილერი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული ხარჯი. 12. თუ ტექნიკური შემოწმებისას გამოვლინდა შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს მისცეს მითითება და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმეორებით შეამოწმოს ტექნიკური შემოწმებისას დადგენილი მახასიათებლების პროდუქტის ეტიკეტთან და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან სრული შესაბამისობა. [ 12. თუ პროდუქტის ტექნიკური შემოწმებისას შეუსაბამობა გამოვლინდა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის გონივრული ვადა განუსაზღვროს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, განმეორებით შეამოწმოს პროდუქტის ტექნიკური შემოწმებით დადგენილი მახასიათებლების ეტიკეტსა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილთან/ფირფიტასთან შესაბამისობა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 13. თუ განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს/დილერს არ აღმოუფხვრია შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია. [ 13. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 14. თუ მიმწოდებელი/დილერი, პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, აგრძელებს პროდუქტის რეალიზაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ კანონის შესაბამისად. [ 14. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 15. ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროდუქტის მიერ გარემოსა და მომხმარებლისთვის რისკის შემცველობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია ჩაატაროს ამ პროდუქტის რისკის შემცველი და ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების შეფასება, რომლებიც განსაზღვრულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით. 16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა პროდუქტის ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია მიმწოდებელს/დილერს შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაცია და შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. 17. ამ მუხლის მე-4 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული მითითება და ამავე მუხლის მე-5 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება დადგენილების სახით, შესასრულებლად სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. მითითებისა და დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 18. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ჩაატაროს დოკუმენტური შემოწმება და ამისათვის მოითხოვოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პროდუქტთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიმწოდებელს გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრისთვის განუსაზღვროს გონივრული ვადა. თუ აღნიშნულ ვადაში მიმწოდებელი არ აღმოფხვრის შეუსაბამობას, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებლობის შესახებ. [ 15. როდესაც უფლებამოსილ პირს აქვს საკმარისი საფუძველი, მიიჩნიოს, რომ პროდუქტი ქმნის რისკს ამ კანონით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასპექტებისთვის, კერძოდ, გარემოსდაცვითი და მომხმარებელთა დაცვის ასპექტებისთვის, ის ვალდებულია განახორციელოს პროდუქტის შეფასება ენერგოეტიკეტირების შესახებ იმ მოთხოვნებთან მიმართებით, რომლებიც აღნიშნულ რისკთან არის დაკავშირებული. მიმწოდებელი და დილერი ვალდებული არიან ამ შეფასების მიზნებისთვის უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლონ. 16. თუ ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისას გამოვლინდა ენერგოეტიკეტირებასთან დაკავშირებული მახასიათებლების სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მიმწოდებელს/დილერს შეუსაბამობის აღმოფხვრამდე შეუჩეროს პროდუქტის რეალიზაციის უფლება. 17. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დადგენილების სახით მიღებული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. დადგენილების შესრულების კონტროლს ახორციელებს უფლებამოსილი პირი. 18. უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს მას პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება ამ კანონით ან/და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში შეჩერებული პროდუქტის იმპორტში გაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2555 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
თავი IV. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და სახდელები 1. მიმწოდებლის/დილერის მიერ უფლებამოსილი პირისთვის ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3, მე-4, მე-9 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხელის შეშლა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 2. მიმწოდებლის/დილერის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების შესახებ უფლებამოსილი პირის დადგენილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა დამრღვევმა უნდა გადაიხადოს დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დამრღვევმა უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს მისი გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმითაც. [ 3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. დაკისრებული ჯარიმის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევს დაეკისრება საურავი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული ჯარიმის თანხის ორმაგი ოდენობით. [ 4. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისა და საურავის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება იძულებითი აღსრულება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. [ 5. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 6. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს უფლებამოსილი პირი. [ 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა არსებობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ადგენს აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. თავი V. გარდამავალი დებულებები მუხლი 11. მისაღები/გამოსაცემი კანონქვემდებარე აქტები 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება. 2. სამინისტრომ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება. 3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). 4. (ამოღებულია - 30.12.2020, №47). 5. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჭურჭლის სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ბ) სამაცივრო მოწყობილობის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანისა და საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; დ) ელექტრონული ეკრანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ე) ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; თ) საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერების კომპლექტის, დამატებითი გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ღუმლისა და გამწოვის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ლ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის შემნახველი ავზის, წყლის გამათბობლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; მ) სივრცის გამათბობლის, კომბინირებული გამათბობლის, სივრცის გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტისა და კომბინირებული გამათბობლის, ტემპერატურის მარეგულირებლისა და მზის პანელის კომპლექტის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ნ) სინათლის წყაროს ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ; ო) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის შესახებ. 6. სამინისტრომ 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და შესაბამისი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცება. საქართველოს 2020 წლის 30 დეკემბრის კანონი №47 – ვებგვერდი, 30.12.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
მუხლი 111. გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები 1. 2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული, ამ კანონით გათვალისწინებული პროდუქტის ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა და გასცეს სათანადო რეკომენდაციები პროდუქტის აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 2. შესაბამისი მიმწოდებელი/დილერი/მწარმოებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან ითანამშრომლოს და უზრუნველყოს პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში ამ სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას პროდუქტის სათანადო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
მუხლი 12. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-10 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-10 მუხლები ამოქმედდეს 2020 წლის 31 დეკემბრიდან. |
თბილისი, 20 დეკემბერი 2019 წ. N5688-რს |
Вернуться назад
Комментарии к документу