Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
| О создании Самухcкой территории многостороннего использования имени Нугзара Зазанашвили и управлении ею | |
|---|---|
| Номер документа | 2035-IXმს-Xმპ |
| Издатель документа | Парламент Грузии |
| Дата издания | 16/11/2022 |
| Тип документа | Закон Грузии |
| Источник опубликования, дата | Вебсайт, 25/11/2022 |
| Activating Date | 01/01/2023 |
| Регистрационный код | 360060000.05.001.020654 |
|
ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ
|
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო
1. ეს კანონი არეგულირებს ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (შემდგომ − სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) შექმნისა და მართვის სფეროში არსებულ ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიულ-კულტურული ძეგლების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ქონებრივი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირება; ბ) მოაწესრიგოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის ფორმა და მექანიზმები; გ) საქართველოს ტერიტორიაზე ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღსადგენად და მდგრადი პოპულაციის ჩამოყალიბებისთვის უზრუნველყოს უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) უზრუნველყოს ფაუნის იშვიათი ან/და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების (სარსარაკის (Tetrax tetrax), ბექობის არწივის (Aquila heliaca), სვავის (Aegipius monachus), ორბის (Gyps fulvus) და სხვა) დაცვა და შენარჩუნება; ე) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე უზრუნველყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია, აგრეთვე საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელისა და ზურმუხტის ქსელის განვითარება; ვ) ხელი შეუწყოს ბუნების დაცვასთან თავსებადი მეთოდებითა და მასშტაბით ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარებისთვის უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა და აღდგენა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა; ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისთვის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება; გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საგანმანათლებლო და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნა და მისი მიზნები 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველის − ქურციკის (Gazella subgutturosa) და მასთან დაკავშირებული ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის საჭირო პირობების დასაცავად. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის მიზნებია: ა) უზრუნველყოს ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და მოვლა; ბ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ძეგლების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისთვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და უწყვეტი მონიტორინგის განხორციელება; დ) გარემოს დაცვის მოთხოვნებისა და ქურციკის პოპულაციის აღდგენის საჭიროების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს განახლებადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობაზე ორიენტირებულ, ორგანიზებულ სამეურნეო საქმიანობას; ე) უზრუნველყოს ადამიანსა და ბუნებას შორის დაბალანსებული ურთიერთობის განვითარება და გაძლიერება; ვ) ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ხელი შეუწყოს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდგრად განვითარებას; ზ) ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისთვის უზრუნველყოს მეცნიერული კვლევა-ძიებისა და გარემოს მონიტორინგის განხორციელება; თ) უზრუნველყოს საქართველოს დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერება და ხელი შეუწყოს მის ერთიანობას; ი) უზრუნველყოს „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის“ შესაბამისად შექმნილი ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ზურმუხტის ქსელის განვითარება.
მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის სფეროში სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 5. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მდებარეობს საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ივრის ქვემო დინებაში. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია დასავლეთით ესაზღვრება ზურმუხტის ქსელის კოწახურას ტერიტორიას (GE0000051), მისი სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრები ემთხვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ხოლო აღმოსავლეთით საზღვარი პრაქტიკულად მთელ სიგრძეზე მიუყვება ვაშლოვანის ეროვნული პარკის საზღვარს. 2. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას (GE0000061). 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საერთო ფართობია 13 273.43 ჰექტარი. 4. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს: ა)
;
გ) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვარი წერტილიდან გეოგრაფიული კოორდინატებით: X628669.06, Y4550213.37 წერტილამდე გეოგრაფიული კოორდინატებით: X615074.11, Y4551306.40 მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.
მუხლი 6. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის დაცულ ტერიტორიას (Protected area with sustainable use of natural resources). სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს ძირითადი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და სახეობების დაცვას და ბუნებრივი რესურსებით მდგრად სარგებლობას. 2. ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის, რეკრეაციის, ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, დასაშვებია სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება). 3. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. 4. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებული ნებისმიერი საქმიანობა უნდა განხორციელდეს იმ მეთოდებითა და მასშტაბით, რომლებიც ხელს შეუწყობს ქურციკის პოპულაციის აღდგენას, არ გამოიწვევს ქურციკების შეწუხებას, მათი ჰაბიტატის შემცირებას, დეგრადაციას ან ფრაგმენტაციას, არ შექმნის ქურციკის ინდივიდების დაღუპვის საფრთხეს. 5. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე აკრძალულია: ა) ნადირობა; ბ) წყლის უხერხემლოთა მოპოვება; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა; დ) ისტორიულ-კულტურული ძეგლების ხელყოფა, დაზიანება ან განადგურება; ე) სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 7. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის უფლებამოსილების მქონე ორგანოები 1. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მიერ ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. 3. ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვაში მონაწილეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სათათბირო ორგანო − საბჭო, რომელსაც ქმნის ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, დედოფლისწყაროსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების, მათ შორის, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის, თუშეთის საბჭეოს, თუშების სათემო საბჭოს, საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები. 5. საბჭოს შემადგენლობა და უფლებამოსილებები, აგრეთვე მის საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები განისაზღვრება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. საბჭო შეიმუშავებს სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს და მათ წარუდგენს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას. 7. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − დაცული ტერიტორიების სააგენტო, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მაკონტროლებელი უწყებები. 8. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. 9. სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დასაშვებია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და სხვა ობიექტების (მათ შორის, ტექნიკური საშუალებების) განთავსება და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 8. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 ნოემბერი 2022 წ. N2035-IXმს-Xმპ |
Вернуться назад
Комментарии к документу