Структура документа
View explanations
Связанный документы
Отметки документа
Консолидированный публикации
Консолидированная версия (15/07/2020 - 02/11/2021)
1. ნიადაგის დაცვის პრობლემა დიდ მნიშვნელობას იძენს მცირემიწიანი საქართველოსთვის, სადაც ეროზიული პროცესების, ნიადაგის გაჭუჭყიანებისა და დანაგვიანების, მეორადი დაჭაობების და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.
2. ნიადაგის დაცვა სახელმწიფოებრივი პრობლემაა, რადგან საქართველოში გავრცელებული ყველა ტიპის ნიადაგის, მათ შორის მწირი, მლაშე, დაჭაობებული, ბიცობი, მჟავე და ძლიერ დატენიანებული ნიადაგების სწორი და რაციონალური გამოყენება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და საერთოდ ეკონომიკის დინამიკური განვითარების მთავარი რეზერვია.
1. ამ კანონის მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ნიადაგის საფარის მთლიანობა, ნაყოფიერების ზრდა და შენარჩუნება;
ბ) განსაზღვროს მიწათმოსარგებლეთა, მიწათმესაკუთრეთა და სახელმწიფოს მოვალეობა და პასუხისმგებლობა ნიადაგის დაცვისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პირობების შესაქმნელად;
გ) აღკვეთოს ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის საშუალებათა გამოყენებისას უარყოფითი შედეგები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თვით ნიადაგს, ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას;
დ) უზრუნველყოს სუბალპური და ალპური მდელოების დაცვის გზით მაღალმთიანი რეგიონების ენდემური მცენარეულობისა და ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შენარჩუნება;
ე) მელიორირებული მიწებიდან მაღალი და მყარი მოსავლის მიღების მიზნით ხელი შეუწყოს მელიორაციის სფეროში საქმიანობის კოორდინაციას.
2. ადამიანის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, მცენარეთა საფარისა და ცხოველთა სამყაროს, საერთოდ ბუნებრივი გარემოს, დაცვის მიზნით ამ კანონით წესდება ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების ნორმები და სტანდარტები.
3. ნიადაგდაცვითი სამუშაო სტანდარტები და ნორმატიული დოკუმენტები უნდა შეესაბამოს ამ კანონს.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 -სსმI, №76, 29.12.2010წ. მუხ.516
მუხლი 3. ნიადაგის დაცვის ღონისძიებები და საშუალებები
ნიადაგდაცვითი ღონისძიებები და საშუალებებია:
ა) ნიადაგის პასპორტიზაცია შესაბამისი პერიოდულობის დაცვით და ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა;
ბ) ნიადაგის გამოფიტვის მიზეზების, სამელიორაციო, მიკრობიოლოგიური, აგროქიმიური და გეობოტანიკური კვლევა, ბონიტირება და კადასტრის პერიოდულად შედგენა;
გ) ეროზიისაგან ნიადაგის დაცვისათვის ორგანიზაციულ-სამეურნეო, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ჰიდროტექნიკური, ნიადაგდაცვითი ღონისძიებების კომპლექსური შერჩევა;
დ) დამლაშების, დაჭაობების, ასევე ნიადაგის გამჟავების თავიდან აცილების მიზნით აგროსამელიორაციო და აგროტექნიკურ ღონისძიებათა სწორი შერჩევა;
ე) ნიადაგის რესურსების დაცვა სტიქიური მოვლენებისაგან (წყალდიდობა, წყალმოვარდნა, ღვარცოფი, ზვავი, მეწყერი) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
ვ) სათიბ-საძოვრების ნიადაგის დაცვის, მათი ნაყოფიერების ამაღლებისა და მცენარეული საფარის გაუმჯობესების კულტურულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება; ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დაცვა და მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვების აკრძალვა, საძოვართა მორიგეობის, ე.წ. როტაციის დამკვიდრება;
ზ) სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების კარიერული წესით მოპოვების შედეგად დაზიანებული ნიადაგის რეკულტივიცია და მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) რადიონუკლიდებით, ტოქსიკური ნივთიერებებით, სახიფათო და არასახიფათო ნარჩენებით ნიადაგის დაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან დაცვა;
ი) ნიადაგის ეტალონური ტიპების შენარჩუნება და აღკვეთილების მოწყობით მონიტორინგის ორგანიზაცია;
კ) ნიადაგურ-კლიმატური პირობების შესაბამის სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განლაგების სწორი სტრუქტურა;
ლ) ნიადაგის დამუშავების პროგრესიული აგროტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღების, რწყვის, ნიადაგის მელიორაციის ეფექტიანი მეთოდებისა და ჰუმუსის ბალანსის რეგულირებისათვის თესლბუნვის დანერგვა, ორგანული და მინერალური სასუქების, მელიორანტების გამოყენება.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138
საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3003 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
მუხლი 31. სამელიორაციო სისტემებით სარგებლობა
ერთობლივი გამოყენების სამელიორაციო სისტემებით ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით სარგებლობენ პირველადი წყალმოსარგებლეები პრიორიტეტულად სამელიორაციო დანიშნულებით.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 - სსმI, №76, 29.12.2010წ. მუხ.516
მუხლი 4. ნიადაგის დაცვის მიზნით დაწესებული აკრძალვები
ნიადაგის დაცვის მიზნით იკრძალება:
ა) ნაყოფიერი ნიადაგის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;
ბ) არასასოფლო-სამეურნეო ხასიათის ნებისმიერი საქმიანობა ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოუხსნელად, მის დაუკონსერვებლად და დანიშნულებისამებრ გამოუყენებლად;
გ) ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავება, რომელიც არ ითვალისწინებს დარღვეული ნიადაგის რეკულტივაციას;
დ) ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა ანგარებით ან პირადი სარგებლობის მიზნით;
ე) ფერდობების დატერასება ნიადაგის შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე;
ვ) საძოვრების გამწირება უწესრიგო ძოვებით;
ზ) ტყით სარგებლობის დროს ნიადაგის საფარის დაზიანება;
თ) მინდორსაცავი ტყის ზოლების გაკაფვა-გადაკეთება, ნიადაგდამცავ ნაგებობათა დაზიანება;
ი) ყოველგვარი ქმედება, რომელიც გააუარესებს ნიადაგის თვისებებს;
კ) სასუქების, ქიმიური მელიორანტების და სხვა საშუალებების გამოყენება, რომელიც არ არის გამოცდილი საქართველოს პირობებში, არა აქვს გავლილი შესაბამისი ნიადაგურ-ეკოლოგიური ექსპერტიზა და არ არის შემოწმებული, რეგისტრირებული და ნებადართული შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ;
ლ) ნიადაგების ყოველგვარი გაჭუჭყიანება და დანაგვიანება;
მ) მაღალმთიან საძოვრებზე დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვება, რაც იწვევს ეროზიულ პროცესებს;
ნ) მაღალმთიან რეგიონებში დეკასა და გადაშენების პირას მისული სხვა სუბალპური და ალპური მცენარეულობის საწვავად და სხვა მიზნით მოსახმარებლად მოპოვება.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ. მუხ.138
მუხლი 5. ნიადაგის დაცვის სფეროში მართვის ორგანოების ამოცანები
1. საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგს იცავენ სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ:
ა) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;
ბ) ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა წარმოებას, საქართველოში მათი შემოტანისა და გამოყენების ორგანიზებას;
გ) ნიადაგის დაცვის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო-საძიებო სამუშაოების განხორციელებას და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზებას;
დ) ნიადაგის დაცვის კონცეფციის და პროგრამების შემუშავებას, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
2. მიწების მელიორაციის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 - სსმI, №76, 29.12.2010წ. მუხ.516
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1645 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
მუხლი 7. ნიადაგის დაცვის სამუშაოთა დაფინანსება
1. ნიადაგის დაცვის სამუშაოები დაფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით მიწათმესაკუთთრეებთან და მიწათმოსარგებლეებთან პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე.
2. სახელმწიფო პროგრამითა და უშუალო ხელშეკრულებით განსახორციელებელი სამუშაოების სახეებსა და დაფინანსების წყაროებს განსაზღვრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება .
საქართველოს 1997 წლის 16 სექტემბრის კანონი №846 - პარლამენტის უწყებანი, №41, 08.10.1997 წ. გვ.29
მუხლი 8. ნიადაგის დაცვის კონტროლი
ნიადაგის დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესრულებას აკონტროლებენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.
1. ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ, სამოქალაქო-ქონებრივ ან სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დარღვევისა და დადგენილ ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობით ნახირისა და ფარის ძოვებით გამოწვეული ნიადაგის გაუვარგისებისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ. მუხ.138
მუხლი 10. უცხოეთის კანონებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება
თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილია ნიადაგის დაცვის შესახებ საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები.
მუხლი 11. კანონში მოცემული ტერმინების განმარტება
1. ნიადაგი – დედამიწის ფხვიერი ზედა ნაწილი, რომელიც შექმნილია ქანების, კლიმატის, ბიოსფეროს, რელიეფის ხნოვანების და ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ურთიერთქმედებით.
2. ნიადაგის ეროზია – ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენების დაშლა, გაფანტვა და წყლით ჩამორეცხვა.
3. დაჭაობება – პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ნიადაგში ტენიანობის გაზრდის შედეგად, თან სდევს მცენარეულობის, მიკროფლორის, ჟანგვა - აღდგენის რეჟიმის შეცვლა, რკინის ქვეჟანგისა და დაუშლელი ორგანული ნივთიერების დაგროვება.
4. დამლაშებული ნიადაგი – წყალში ხსნადი მარილებით მდიდარი ნიადაგი, რომელიც აბრკოლებს კულტურული მცენარეების განვითარებას.
5. ბიცობი – ნიადაგის ტიპი, რომელსაც პროფილში ნატრიუმიანი ჰორიზონტი გამოსახული აქვს ზედაპირიდან 100 სმ ფარგლებში.
6. მჟავე ნიადაგი – ნიადაგი, რომელსაც ახასიათებს ფუძეებით ნიადაგის მაძღრობის დაბალი ხარისხი და მჟავე აქვს რექცია (PH 60- ზე).
7. ძლიერი ქვიანობა – ნიადაგის ზედაპირის 20-40%- ით დაფარულობა 5 სმ და მეტი ზომის ქვებით.
8. ნიადაგის ბონიტირება – ნიადაგის, როგორც სოფლისა და სატყეო მეურნეობის წარმოების საშუალებების, ხარისხის შედარებითი შეფასება, გამოხატული რაოდენობრივი მაჩვენებლებით დაფუძნებული ნიადაგისა და მოსავლის დონის აღრიცხვაზე.
9. ნიადაგის ტიპი – ნიადაგის კლასიფიკაციის ძირითადი ტაქსონომიური ერთეული, მასში გაერთიანებული ნიადაგები ვითარდება ერთ ტიპურ ბიოლოგიურ, კლიმატურ და ჰიდროლოგიურ პირობებს.
10. ჰუმუსი – ნიადაგის სპეციალური და არასპეციალური ორგანული ნივთიერებების ერთობლიობა, მუქად შეფერილი უფორმო მასა, რომელიც არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებსა და მათი ნარჩენების ისეთ მინარევებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ უჯრედული აგებულება.
11. რადიონუკლიდები – ატომური იარაღის აფეთქების შედეგად ნიადაგში მოხვედრივი სხვადსხვა ქიმიური ელემენტები: Sr, Zn, J და სხვა.
12. ბიოსფერო – bios – სიცოცხლე, sphaiza – სფერო, აქტიური ცხოველმყოფელობის არეალი, რომლის შედგენილობა, სტრუქტურა და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების ცხოველმყოფელობით.
13. რეკულტივაცია – re – განმეორებითი, cultivo – მიწების ნაყოფიერებისა და სასოფლო - სამეურნეო თვისებების აღდგენის კომპლექსური სამუშაოები.
14. მონიტორინგი – ნიადაგში მიმდინარე პროცესების ცვლილებებზე დაკვირვება დროსა და სივრცეში.
15. მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.
16. ნახირი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
17. ფარა – წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი, თხა).
18. მაღალმთიანი საძოვრები – მაღალმთიან რეგიონებში არსებული საძოვრები.
19. ვერტიკალური ძოვება – ნახირისა და ფარის ძოვება ჰიფსომეტრული სიმაღლის მიხედვით სხვადასხვა ზონებში.
20. მიწების მელიორაცია – ჰიდრომელიორაციული, კულტურ-ტექნიკური, რეკულტივაციის, ქიმიური, აგროტექნიკური, სატყეო-სამელიორაციო, ნიადაგდაცვითი და სხვა სახის კომპლექსური ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც უზრუნველყოფს მიწების მაღალეფექტიან სასოფლო-სამეურნეო გამოყენებას, ნიადაგის ფიზიკურ-მექანიკური, ქიმიური, წყალ-ჰაეროვანი თვისებების გაუმჯობესებას, ნაყოფიერების ამაღლებას და მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნას.
21. პირველადი წყალმოსარგებლე – პირი, რომელსაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურა გადაეცა განკერძოებულ სარგებლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მის ექსპლუატაციას.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ. მუხ.138
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4143 - სსმI,№76, 29.12.2010წ. მუხ.516
საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4040 - ვებგვერდი, 28.07.2015წ.
მუხლი 12. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის საფუძველზე მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ვერტიკალური ძოვების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ეროზიული პროცესების თავიდან ასაცილებლად მაღალმთიან საძოვრებზე ნახირისა და ფარის ძოვებისას და გადაადგილებისას მათი რიცხოვნობის ზღვრული რაოდენობების დამტკიცების შესახებ“;
გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის და საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული ნიადაგისა და წყლის გაუვარგისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდის დამტკიცების შესახებ“;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში საწვავად და სხვა მიზნით მოხმარებისათვის აკრძალული სუბალპური და ალპური მცენარეულობის ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“;
ე) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთობლივი ბრძანება „მაღალმთიან რეგიონებში ეროზირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უბნების იდენტიფიკაციის, მათი სამიწათმოწყობო და მიწის საბალანსო დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებზე დატანის წესის დამტკიცების შესახებ“.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მიღებულ იქნეს 2003 წლის 1 იანვრამდე.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2011 წლის 1 ოქტომბრამდე დაამტკიცოს „სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები“.
საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი №1751 - სსმ I, № 31, 10.12.2002 წ; მუხ.138
საქართველოს 2011 წლის 14 ივნისის კანონი №4755 - ვებგვერდი, 28.06.2011წ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე –
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი,
1994 წლის 12 მაისი.
№490–IIს
�Контрольныйтекстпосостояниюна15.07.2020N6900
ЗАКОН ГРУЗИИ
О защите почвы
Статья 1. Общие положения
1. Проблема защиты почв приобретает важное значение для малоземельной Грузии, где вследствие эрозионных процессов, загрязненности и засоренности земель, вторичного заболачивания и засоренности, добычи полезных ископаемых и стройматериалов открытым способом, неразумной хозяйственной деятельности человека потери почв велики.
2. Защита почвы является проблемой государственной, поскольку правильное и рациональное использование всех типов почв, распространенных в Грузии, в том числе скудных, засоленных, заболоченных, солонцовых, кислых и переувлажненных,� главный резерв динамичного развития сельского хозяйства и экономики Грузиив целом.
Статья 2. Цели Закона
1. Цели настоящего Закона:
а) обеспечить целостность почвенного покрова, сохранить и повысить плодородие земель;
б) определить обязанности и ответственность землепользователей, землевладельцев и государства в области защиты почв и создания условий для производства экологически чистой продукции;
в) пресекать отрицательные последствия применения средств повыше�ния плодородия почв, ставящие под угрозу сами почвы, здоровье человека, флору и фауну;
u) j,tcgtxbnmcj[hfytybt 'yltvbxtcrjqhfcnbntkmyjcnbbgkjljhjlyjujckjzgjxdsddscjrjujhys[ htubjyf[ gentvpfobnsce,fkmgbqcrb[ bfkmgbqcrb[ keujd; (19.11.2002 N 1751)
д) в целях получения высокой и устойчивой урожайности с мелиорированных земель содействовать координации деятельности в сфере мелиорации. (17.12.2010 N4143)
2.Для обеспечения здоровья человека, зашиты растительного покрова и животного мира, природной среды в целом настоящим Законом устанавливаются предельно допустимые нормы и стандарты концен�трации вредных веществ в почве.
3. Почвозащитные рабочие стандарты и нормативные документы должны соответствовать настоящему Закону.
Статья 3. Почвозащитные мероприятия и средства
1. Почвозащитными мероприятиями и средствами являются:
а) паспортизация почв с соблюдением соответствующей периодичности, разработка и внедрение экологически безопасных технологий повышения плодородия земель;
б) выявление причин истощения почв, их мелиоративное, микро�биологическое, агрохимическое и геоботаническое исследование, бонитировка и периодическое составление земельного кадастра;
в) комплексный подбор организационно-хозяйственных, агро�технических, лесомелиоративных, гидротехнических, почвозащитных мероприятий для предотвращения эрозионных процессов;
г) правильный подбор агромелиоративных и агротехнических мероприятий во избежание засоления, заболачивания, а также окисления почв;
д) защита почвенных ресурсов от стихийных бедствий (паводки, наводнения, селевые потоки, снежные лавины, оползни) в рамках государственной программы;
е) осуществление культуртехнических мероприятий по защите почв лугов и пастбищ, повышению их продуктивности и улучшению растительного покроваdwtkz[ ghtljndhfotybz 'hjpbjyys[ ghjwtccjdcj,k.ltybtgjhzlrfdthnbrfkmyjqgfcnm,scnflbjnfh= pfghtotybtgfcnm,syfdscjrjujhys[ gfcn,bof[ cnflbjnfhxbcktyyjcnm. gjujkjdmz= ghtdsif.otqecnfyjdktyye. yjhve= dytlhtybtjxthtlyjcnbgfcn,bo= n\y\ hjnfwbb;(19.11.2002 N 1751)
ж) рекультивация почв, пострадавших в результате добычи полезных ископаемых и строительных материалов открытым карьерным способом, brjvgtycfwbzpfeoth,= ghbxbytyysqdhtpekmnfntghbdtltybzdytujlyjcnmgjxdsbdjlsdcktlcndbtgjkmpjdfybzgjktpysvbbcrjgftvsvbddscjrjujhys[ htubjyf[= dgjhzlrt= ecnfyjdktyyjvpfrjyjlfntkmcndjvUhepbb; (19.11.2002 N 1751)
з) защита почвы от загрязнения и засорения радионуклидами, токсичными веществами, опасными и неопасными отходами; (26.12.2014 N3003)
и) сохранение эталонных типов почв и организация мониторинга путем создания заказников;
к) правильная структура сельскохозяйственных культур, соответ�ствующих почвенно-климатическим условиям;
л) применение прогрессивных агротехнологий обработки почвы, экологически полноценных сельскохозяйственных машин и орудий, эффективных приемов и методов орошения, мелиорации почвы; внедрение севооборотов для регулирования баланса содержания питательных элементов и гумуса в почве, применение органических и минеральных удобрений, мелиорантов.
Статья 31. Пользование мелиоративными системами
(17.12.2010 N4143)
Первичные водопользователи с соблюдением правил технической эксплуатации пользуются мелиоративными системами совместного использования в приоритетном порядке по мелиорационному назначению.
Статья 4. Запреты, установленные с почвозащитной целью
В почвоохранных целях запрещается:
а) использование плодородной почвы не по сельскохозяйственному назначению;
б) любого рода деятельность несельскохозяйственного характера без снятия, консервации и восстановления плодородного слоя почвы;
в) разработка территории открытым карьерным способом, не предусматривающая рекультивации нарушенного почвенного слоя;
г) снятие плодородного слоя почвы в корыстных целях или для личного пользования;
д) террасирование склонов без надлежащего подбора почви соответствующего проектирования;
е) истощение пастбищ в результате бессистемной потравы скотом;
ж) повреждение почвенного покрова в процессе лесопользования;
з) закладка и реконструкция полезащитных лесных полос, повреждение почвозащитных сооружений;
и) всякого рода действия, ухудшающие свойства почвы;
к) применение удобрений, химических мелиорантов и иных средств, не испытанных в условиях Грузии. не прошедших соответствующей почвенно-экологической экспертизы, не проверенных, не зарегистрированных и не разрешенных соответствующим государственным ведомством;
л) всякого рода загрязнение и засорение почвы.
v) gfcnm,fyfdscjrjujhys[ gfcn,bof[ cnflbjnfhxbcktyyjcnm. gjujkjdmz= ghtdsif.otqecnfyjdktyye. yjhve= dspsdf.ofz'hjpbjyystghjwtccs+
y) lj,sxfddscjrjujhys[ htubjyf[ rfdrfpcrjujhjljltylhjyfbbyjqce,fkmgbqcrjqbfkmgbqcrjqhfcnbntkmyjcnb= yf[jlzotqczyfuhfybbcxtpyjdtybz= drfxtcndtujh.xtujbkblkzbcgjkmpjdfybzdbys[ wtkz[\(19.11.2002 N1751)
Статья 5. Задачи органов управления в сфере защиты почв
(17.12.2010 N4143)
1. На территории Грузии защита почв осуществляется специально уполномоченными на то государственными органами, обеспечивающими:
а) осуществление мероприятий, предусмотренных статьей 2 настоящего Закона;
б) производство средств повышения плодородия почв, организацию их ввоза и применения в Грузии;
в) проведение научно-исследовательских и проектно-поисковых работ в сфере охраны почв и организацию мониторинга почв;
г) разработку почвозащитных концепций и программ, сотрудничество в этой сфере с международными организациями.
2.Единую государственную политику в сфере мелиорации земель осуществляет Министерство охраны окружающей среды и сельского хозяйства Грузии.(7.12.2017 N1645)
Статья 6. Искл . (15.07.2020 N6900)
Статья 7. Финансирование почвозащитных работ
1. Почвозащитные работы в рамках государственных программ финансируются из средств центрального бюджета, на основе прямого договора с землепользователями и землевладельцами.(16.09.1997N846)
2. Виды работ, проводимых по государственным программам и непосредственно по договору, источники их финансирования определяются исполнительной властьюГрузии.
Статья 8. Почвозащитный контроль
Исполнение законодательства о защите почв контролируется соответствующими государственными органами в пределах их компетенции.
Статья 9. Ответственность за нарушение правил, установленных Законом Грузии
о защите почвы
1. Нарушение правил, установленных Законом Грузии о защите почвы, влечет соответствующую административную, гражданско-имущественную или уголовную ответственность.
2\ Jndtncndtyyjcnmpfyfheitybtgjhzlrfdthnbrfkmyjqgfcnm,scnflbjnfhyfdscjrjujhys[ gfcn,bof[ bghbdtltybtdytujlyjcnmgjxdsdcktlcndbtgfcnm,scnflbjnfhxbcktyyjcnm. gjujkjdmz= ghtdsif.otqecnfyjdktyye. yjhve= jghtltkztnczdgjhzlrt= ecnfyjdktyyjvpfrjyjlfntkmcndjvUhepbb\(19.11.2002 N1751)
Статья 10. Применение законов зарубежных стран имеж�дународных договоров
В случае, если международным договором Грузии установлены правила защиты почв, отличные от установленных законодательством Грузии,применяются правила, предусмотренные договором.
Статья 11. Определения терминов, содержащихся в Законе
1. Почва � верхний плодородный слой земли, сформировавшийся в результате взаимодействия пород, климата,биосферы, возраста, рельефа земной поверхности и хозяйственной деятельности человека.
2. Эрозия почвы � распад, выветривание и вымывание верхних плодородных пластов.
3. Заболачивание � происходящий в почве процесс вследствие повышения влажности и сопровождаемый изменением окислительно-восстановительного режима растительности, микрофлоры, накоплением закиси железа и неразложившихся органических веществ.
4. Засоленная почва � почва, богатая растворимыми в воде солями и препятствующая развитию культурных растений.
5. Солончак � тип почвы, в разрезе которой натриевый горизонт выражен в пределах 100 см от поверхности.
6. Кислая почва � почва, характеризующаяся низкой степенью насыщенности корнями: растений и имеющая кислую реакцию (Ph - 60).
7. Сильная каменистость � засоренность поверхности почвы на 20 -40% камнями величиной в 5 и более сантиметров.
8. Бонитировка почвы � сравнительная оценка качества почвы как средства производства сельского и лесного хозяйства, выраженная в количественных показателях и основанная на учете уровней почвы и урожайности.
9. Тип почвы � основная таксономическая единица классификации почвы. Объединенные в ней почвы развиваются в однотипных биологических, климатических и гидрологических условиях.
10. Гумус � совокупность в почве специальных и неспециальных органических веществ, окрашенных в темный цвет; представляет собой бесформенную массу, не содержит живых организмов и примеси их остатков, сохраняющих клеточное строение.
11. Радионуклиды � попавшие в почву вследствие атомного взрыва различные химические элементы: Sr, Zn, J и другие.
12. Биосфера � (греч. Bjos � жизнь и Sphaira � сфера) ареал активной жизнедеятельности, состав, структура и энергетика которого обусловлены жизнеспособностью живых организмов.
13. Рекультивация � (лат. ге � префикс, обозначающий повторное действие, cultivatia � обработка почвы культиватором) комплекс работ по восстановлению плодородия и сельскохозяйственных качеств земли.
14. Мониторинг �наблюдение за протекающими в почве процессами во времени и пространстве.
15\Высокогорный регион � высокогорные населенные пункты, определенные Законом Грузии �О развитии высокогорных регионов�. (16.07.2015 N4040)
16\ Cnflj�rhegyjhjufnsqcrjnctkmcrj[jpzqcndtyyjujyfpyfxtybz\
17\ Jnfhf�vtkrbqcrjn (jdws= rjps)\
18\ Dscjrjujhystgfcn,bof�gfcn,bof= yf[jlzobtczddscjrjujhys[ htubjyf[\
19\ Dthnbrfkmyfzgfcnm,f�gfcnm,fcnflbjnfhdhfpkbxys[ pjyf[ gjubgcjvtnhbxtcrbvdscjnfv\(19.11.2002 N1751)
20. Мелиорация земель � гидромелиоративные, культурно-технические, рекультивационные, химические, агротехнические, лесомелиоративные, почвозащитные и иного вида комплексные мероприятия, осуществление которых обеспечивает высокоэффективное сельскохозяйственное использование земель, улучшение физико-механических, химических, водно-воздушных свойств почв, повышение плодородия и создание оптимальных условий для роста и развития растений.(17.12.2010 N4143)
21. Первичный водопользователь � лицо, которому передана мелиорационная инфраструктура в обособленное пользование и которое обеспечивает ее эксплуатацию.(17.12.2010 N4143)
Cnfnmz 12\ Gtht [ jlystgjkj ; tybz
1\ YfjcyjdfybbyfcnjzotujPfrjyfghbyznmcktle.obtgjlpfrjyystyjhvfnbdystfrns|
f) ghbrfpVbybcnhfctkmcrjuj [jpzqcndfbghjljdjkmcndbzUhepbb @J, endth;ltybbgjhzlrfdthnbrfkmyjqgfcnm,scnflbjnfhyfdscjrjujhys[ gfcn,bof[ dwtkz[ ghtljndhfotybz 'hjpbjyys[ ghjwtccjd@+
,) ghbrfpVbybcnhfctkmcrjuj [jpzqcndfbghjljdjkmcndbzUhepbb @J, endth;ltybbghtltkmyjqxbcktyyjcnbgjujkjdmzcnflbjnfhdwtkz[ ghtljndhfotybz 'hjpbjyys[ ghjwtccjdghbb[ gfcnm,tbgthtvtotybbgjdscjrjujhysvgfcn,bofv@+
d) cjdvtcnysqghbrfpVbybcnhf.cnbwbbUhepbb= Vbybcnhfctkmcrjuj [jpzqcndfbghjljdjkmcndbzUhepbbbGhtlctlfntkzUjcelfhcndtyyjujltgfhnfvtynfutjkjubbUhepbb @J, endth;ltybbvtnjlfhfcxtnfrjvgtycfwbbpfeoth,= ghbxbytyysqdhtpekmnfntghbdtltybzdytujlyjcnmgjxdsbdjlsdcktlcndbtgjkmpjdfybzgjktpysvbbcrjgftvsvbddscjrjujhys[ htubjyf[@+
u) cjdvtcnysqghbrfpVbybcnhfnhelf= plhfdjj[hfytybzbcjwbfkmyjqpfobnsUhepbb= Vbybcnhfctkmcrjuj [jpzqcndfbghjljdjkmcndbzUhepbbbVbybcnhf 'rjyjvbrb= ghjvsiktyyjcnbbnjhujdkbUhepbb @J, endth;ltybbgthtxyzce,fkmgbqcrjqbfkmgbqcrjqhfcnbntkmyjcnb= pfghtotyyjqlkzbcgjkmpjdfybzdrfxtcndtujh.xtujbbys[ wtkz[ ddscjrjujhys[ htubjyf[@+
l) cjdvtcnysqghbrfpVbybcnhfctkmcrjuj [jpzqcndfbghjljdjkmcndbzUhepbb= GhtlctlfntkzUjcelfhcndtyyjujltgfhnfvtynfptvtkmyjujeghfdktybzUhepbbbGhtlctlfntkzUjcelfhcndtyyjujltgfhnfvtynfutjltpbbbrfhnjuhfabbUhepbb @J, endth;ltybbgjhzlrfbltynbabrfwbbexfcnrjd 'hjpbjyys[ ctkmcrj[jpzqcndtyys[ eujlbqddscjrjujhys[ htubjyf[= b[ dytctybzdptvktecnhjbntkmystbptvtkmyst ,fkfycjdstljrevtynsbyfytctybzyfrfhnjuhfabxtcrbtvfnthbfks@\
2\ Jghtltktyystgeyrnjvgthdsvyfcnjzotqcnfnmbgjlpfrjyystyjhvfnbdystfrnsghbyznmlj1zydfhz2003ujlf\(19.11.2002 N1751)
3. Министру сельского хозяйства Грузии до 1 октября 2011 года утвердить �Правила технической эксплуатации мелиоративных систем�.(14.06.2011 N4755)
Председатель Парламента Грузии -
Глава государства Эдуард Шеварднадзе.
Спикер Парламента ГрузииВАХТАНГ ГОГУАДЗЕ
Тбилиси,
12 мая 1994 года.
N 490-IIს
Вернуться назад
Комментарии к документу