საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 190040000.10.003.017184
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
07/02/2013
ვებგვერდი, 11/02/2013
190040000.10.003.017184
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (11/02/2013 - 17/05/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხ­ლის „ე“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართუ­ლი „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქარ­თვე­ლოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და­სა­ფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პრო­ექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“.
მუხლი 2
 

ამ დადგენილებით განსაზღვრული  შერჩევის პროცე­დუ­რებისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის მთლიანი მოცულობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის გათვა­ლისწინებული ასიგნებების ფარგლებში. 

მუხლი 3
ამ დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად საქარ­თველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული თანხის ფარგლებში დასაფი­ნანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პრო­ექტი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტე­რიუმებს და წარდგენილი და განხილული უნდა იქნეს ამ დადგენი­ლე­ბით დამტკიცებული პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



 

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები 


მუხლი 1
 

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (შემდგომში - ფონდი) ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგი­ონული პროექტების (შემდგომში ‑ პროექტი) განსახორციელებლად საჭი­რო სახსრების გამჭვირვალედ და ეფექტიანად გამოყენების, ადგილობრი­ვი და რეგიონული პრობლემების წარმოჩენისა და გადაწყვეტისას თვით­მმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართუ­ლობის უზრუნველსაყოფად, ამ დადგენილებით ისაზღვრება პროექ­ტე­ბის შერჩევის პროცედურები  და კრიტერიუმები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტები მოიცავს რეგიონებში გზების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, ბორდიურე­ბის, ტროტუარების მოწყობა-რეაბილიტაციას; წყალგაყვანილობას, წყალ­არინებას; ხიდების რეაბილიტაციას; გარე განათების მოწყობა-რეაბილი­ტაციას; სასმელი წყლის ჭაბურღილების და სისტემების მოწყობას; საკა­ნა­ლიზაციო სისტემების და მყარი ნარჩენების მართვას; საცხოვრებელი და საჯარო შენობების შეკეთებას/რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტუ­რულ, აგრეთვე თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების­თ­ვის საჭირო პროექტებს.

3. ამ დადგენილების მიზნებისათვის  პროექტი რეგიონულად განი­ხილება იმ შემთხვევაში, როდესაც პროექტის განხორციელების არეალი ან მისი განხორციელებიდან მიღებული შედეგი მოიცავს ორ ან მეტ თვი­თ­­მმარ­თველ ერთეულს.

4. დასაშვებია ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის თანადაფი­ნანსება კანონმდებლობით გათვალისწინებული და ნებადართული სახს­რე­ბით.

მუხლი 2
1. ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის და რეგიონული პროექტების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცე­დურებს:

ა) ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტის თაობაზე საპროექტო წინადადებას ამზადებს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) წარუდ­გენს თვითმმართველი ერთეული (ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შემთხვევაში) ან სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი (რეგიონული პროექტების შემთხვევაში) ამ დადგენილებით დამტკი­ცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი №1);

ბ) ამ დადგენილებით განსაზღვრული პროექტების ინიციირება იწყება საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე საკრებულოს გადა­წყვეტილების, ხოლო რეგიონული პროექტების შემთხვევაში - საკრებუ­ლოების გადაწყვეტილების შემდეგ;

გ) რეგიონული პროექტების მომზადებასა და ინიციირებაზე უფლე­ბა­მოსილია სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ამ მუხლის პირ­ველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის დაცვით;

დ) სამინისტრო შეისწავლის წარმოდგენილ საპროექტო წინა­დადებას და ამ დადგენილებით დამტკიცებულ კრიტერიუმებთან მისი შესაბამისობის შემთხვევაში, განსახილველად წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში ‑ კომი­სია), რომლის უფლებამოსილება დადგენილია „საქართველოს რეგიონუ­ლი განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის N 297 დად­გენილებით;

ე)  საპროექტო წინადადებაზე კომისიის დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, სრული საპროექტო დოკუმენტაციის (შემდგომში - საპრო­ექტო დოკუმენტაცია) მოსამზადებლად საჭირო ხარჯების დაფინანსე­ბი­სათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისი წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით, საქართ­ველოს მთავრობას წარუდგენს განკარგულების პროექტს ფონდიდან აღ­ნიშ­ნული ხარჯების დასაფინანსებლად თვითმმართველი ერთეულები­სათვის ან/და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე. შესაძლებელია საპროექტო დოკუმენტაციის მომზა­დებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს ადგილობ­რივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში (დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს ამ ვადის გადაწევა სამინისტროსთან შეთანხმებით) შესაბამისი თვითმმართველი ერთეული ან/და სახელმწი­ფო რწმუნებული - გუბერნატორი ამზადებს საპროექტო დოკუმენტაციას და დანართი №2-ით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარუ­დ­გენს სამინისტროს;

ზ) სამინისტრო, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესა­ბამისად, წარდგენილ საპროექტო დოკუმენტაციას და ინფორმაციას გან­სახილველად წარუდგენს კომისიას;

თ) კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს წარდგენილი საპ­რო­ექტო დოკუმენტაცია იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო დოკუმენტა­ციით განსაზღვრული პროექტის სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება 10%-ით ან მეტით აღემატება საპროექტო წინადადებით განსაზღვრულ პრო­ექტის სავარაუდო ღირებულებას;

ი) კომისიის მიერ მოწონებული საპროექტო დოკუმენტაცია და დანართი №2-ით გათვალისწინებული ინფორმაცია გადაეცემა სამინის­ტროს, რომელიც აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს პრო­ექტების დაფინანსების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შესაბამისი წლის სახელ­მწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი პროცედურის დაცვით, საქარ­თვე­ლოს მთავრობას წარუდგენს განკარგულების პროექტს ფონდიდან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად თვითმმართველი ერთეულისა­თვის ან სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორისათვის თანხის გა­მო­ყოფის თაობაზე.

მუხლი 3
 

საპროექტო წინადადებებისა და საპროექტო დოკუმენტაციის  მომ­ზადებისა და შერჩევისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს შემდეგი კრი­ტერიუმები:

ა) საპროექტო წინადადებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესა­ბამისობა კონკრეტული რეგიონის განვითარების სტრატეგიასთან და მო­ცე­მული თვითმმართველი ერთეულის განვითარების პროგრამასთან (მა­თი არსებობის შემთხვევაში);

ბ) ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა საპრო­ექტო წინადადების შერჩევისა და პროექტის განხორციელების პროცესში;

გ)  პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფოს ფინანსური მხა­რ­დაჭერის აუცილებლობა;

დ) თვითმმართველი ერთეულის საწარმოო-ეკონომიკური პარამეტ­რების გაუმჯობესება;

ე) ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

ვ) ადგილი არა აქვს სხვა ორგანიზაციების პროგრამებსა და აქტი­ვობებთან დუბლირებას;

ზ) მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ხარისხის ამაღ­ლება ტრანსპორტის, ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის, საბინაო-კომუნალური მომსახურების სფეროებში, აგრეთვე მოსახლეობის უსაფრთხო, ეკოლოგიურად ჯანსაღი და კეთილსაიმედო გარემოს უზრუნველყოფა.

მუხლი 4
 

1. სამინისტრო, მისი დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მონიტორინგს ამ დადგენილების საფუძ­ველზე შერჩეული და ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდი­ნარეობასა და შესრულებაზე.

2. თვითმმართველი ერთეული და სახელმწიფო რწმუნებული - გუ­ბერნატორი, თითოეული დაფინანსებული პროექტის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში, სამინისტროს წარუდგენს ინფორმაციას პრო­ექტის განხორციელების შედეგების შესახებ.

3. სამინისტრო აანალიზებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას და კომისიას წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული პროექტების თაობაზე წელიწადში ორჯერ - არა უგვიანეს 20 იანვრისა და 20 ივლისისა.

 

მუხლი 5
 

1.  კომისია ყოველწლიურად უზრუნველყოფს ამ დადგენილებით განსაზღვრული  შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესა­ბამი­სად ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექ­ტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის ფარგლებში დასაფი­ნანსებელი პროექტების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას და  წარუდგენს საქართველოს მთავრობას შესათანხმებლად.

2.   სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პრიორიტეტების შე­სა­­ხებ ინფორმაციის მიწოდებას თვითმმართველი ერთეულებისა და ხელმწიფო რწმუნებულებისათვის - გუბერნატორებისათვის.

 


დანართი 1
 

საპროექტო  წინადადება


თავფურცელი

(გთხოვთ წარმოადგინოთ დაბეჭდილი სახით)

პროექტის წარდგენის თარიღი:

1.ინიციატორი

(სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ან თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარე)

1.1

მისამართი:

 

1.2

ტელეფონი:

 

1.3

ელ. ფოსტა:

 

2. საკონტაქტო პიროვნება

2.1

სახელი, გვარი:

 

2.2

თანამდებობა:

 

2.3

ტელეფონი:

 

2.4

ელ. ფოსტა:

 

 

3. პროექტი

3.1

საპროექტო  წინადადების დასახელება:         

 

3.2

განსახორციელებელი პროექტის მდებარეობა: (თვითმმართველი ერთეული, დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი))

 

3.3

პროექტის სავარაუდო ღირებულება  ლარში (გადასახადების ჩათვლით)      

 

3.3.1

თანადაფინანსების ოდენობა ლარში და თანადაფინანსების წყარო

 

3.3.2

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა ლარში

 

 

 

4. პროექტის აღწერა

4.1

პროექტის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები (აღწერეთ პროექტის ზოგადი (ფართო და გრძელვადიანი) და კონკრეტული (მოკლევადიანი და ვიწრო ფოკუსის ამოცანები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგადი ამოცანის მიღწევას) ამოცანები)

 

4.2

პროექტის განხორციელების საჭიროების დასაბუთება (მიზეზი, რამაც  გამოიწვია პროექტის ინიციირება, გთხოვთ წარმოადგინოთ ფაქტები/ციფრები, რაც გაამყარებს პრობლემის აქტუალურობას, გთხოვთ დააკონკრეტოთ ის ინფრასტრუქტურული საჭიროებები, რომლებმაც განაპირობა წარმოდგენილი პროექტის საჭიროება)

 

4.3

გთხოვთ აღწეროთ თქვენ მიერ მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციები (ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარებული კონსულტაციების დამადასტურებელი დოკუმენტები: (კრების ოქმები, ფოტო (ვიდეო) მასალა და სხვა), აგრეთვე მაჟორიტარ დეპუტატთან გამართულ კონსულტაციაზე ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

 

4.4

პროექტის განხორციელების სავარაუდო ვადები

 

4.5

მოსარგებლეები და მოსალოდნელი შედეგები (გთხოვთ წარმოადგინოთ, რამდენად გრძელვადიანად იქნება პრობლემა გადაჭრილი,  მიუთითეთ შედეგები, რაც თქვენი შეფასებით მოყვება პროექტის განხორციელებას)

 

4.6

სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების  გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაცია, ხოლო სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების  კონკურსის მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნეს კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების შესყიდვის განცხადება

 

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ან თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს  თავმჯდომარე

--------------------------------------------

ხელმოწერა, ბეჭედი და თარიღი

         

 


დანართი №2

ინფორმაცია

-----------------------  განსახორციელებელი პროექტის შესახებ

 პროექტის დასახე­ლება

 პროექტის ღირებულება (ლარი)

 

 პროექტის შესრულების ვადები

შენიშ­ვნა

სულ

მ.შ. თანადაფი­ნანსება

მ.შ. სრული საპროექტო დოკუმენტა­ციის მომზადების ფაქტობრივი ღირებულება (ლარი)

დაწყება

დასრუ­ლება

1.      

2.      

3.      

4.      

5.      

6.      

7.      

 

 

 

 

   

 

 

 

 

 

(სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ან თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერა, ბეჭედი და თარიღი).


8. 01/11/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 514 - ვებგვერდი, 04/11/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 15/05/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 228 - ვებგვერდი, 16/05/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 6. 21/02/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 113 - ვებგვერდი, 21/02/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 28/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 653 - ვებგვერდი, 28/12/2018 4. 26/01/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 42 - ვებგვერდი, 30/01/2018 3. 18/01/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 23 - ვებგვერდი, 21/01/2016 2. 25/11/2015 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 594 - ვებგვერდი, 27/11/2015 1. 17/05/2013 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 119 - ვებგვერდი, 21/05/2013
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.