დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 22 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/12/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2023 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016370 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (18/12/2023 - 06/02/2024)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “24- ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილება (www.matsne.gov.ge 23.12.2022,სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016348) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ |
მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 01 იანვრიდან. |
|
დანართი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები
მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები,გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 17196.0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 13292,4 ლარის ოდენობით
მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 600,6 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 6. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 3303,0 ათ.ლარის ოდენობით
მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10094,1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7068,9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7068,9 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში , თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 33,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 12 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს 33,0 ათასი ლარის ოდენობით. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სსიპ-საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტს შორის „მყარი ნარჩენების პროექთან“დაკავშირებით 2017 წლის 13 მარტს გაფორმებული პროექტის ქონების გადაცემის შესახებ სასესხო ხელშეკრულება,ყაზბეგის მუნიციპალიტეტისათვის ერთი ცალი კომფაქტორიანი ნაგავმზიდი მანქანის და 100 (ასი) ცალი ნარჩენების კონტეინერის გადაცემის შესახებ.სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 223337 (ორასოცდასამი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი) ლარს. 2019 წელს გადახდილია 11600(თერთმეტი ათას ექვსასი ) ლარი, 2020 წელს -18106(თვრამეტი ათას ას ექვსი) ლარი, 2021 წელს -46668(ორმოცდაექვსი ათას ექვსას სამოცდარვა)ლარი, 2022 წელს -36999ლარი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები პროგრამები/ქვეპროგრამები
მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5615,7 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00 დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1429,8 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
მუხლი 15. განათლება (პროგრამული კოდი 04 00 ) განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1810,8 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 4288,0 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის“ პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 896,0 ათასი ლარი. პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგ
მუხლი 18. მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები (პროგრამული კოდი 01 00) საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წარმომადგენლობითი ორგანოებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის გამართულ და კვალიფიციურ მუშაობას. პრიორიტეტი მოიცავს ისეთ ღონისძიებებს,რომლებიც ადმინისტრაციული ხასიათისაა და ხელს უწყობს სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. ასევე მოიცავს: კანონით განსაზღვრული დელეგირებული ფუნქციების უზრუნველყოფას. აღწერას, წვევამდელთა გაწვევის პუნქტამდე ტრანსპორტირებას და სამედიცინო შემოწმებას, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზებას. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდს.გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელშეწყობას.
ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 19. ბიუჯეის ასიგნებები
მარეგულირებელი ნორმები მუხლი 20. ასიგნებების დაფინანსება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 21. ასიგნებების გადანაწილება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 22. კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება 2024 წლის განმავლობაში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 23. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციები პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 24. მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1.საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 230,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად. ა) ,, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 113,5 ლარი. ბ) ,, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 109,5 ლარი. გ) „უპატრონო მიცვალებულებისა და ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებისათვის“ 7.0 ათ.ლარი 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 25. სარეზერვო ფონდი 2023 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები