საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1325-IVმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2025
სარეგისტრაციო კოდი 230000000.05.001.102945
1325-IVმს-XIმპ
17/12/2025
ვებგვერდი, 22/12/2025
230000000.05.001.102945
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6და 62 ნაწილები:

„61. ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით საბაჟო ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის/კოორდინირებული საქმიანობის ფარგლებში იქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან/და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფორმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით.

62. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.

მუხლი 2. 2026 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების გამოცემა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2025 წ.

N1325-IVმს-XIმპ