დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1401-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/03/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.05.001.103023 |
|
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.017312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. №1 დანართის: ა) მე-3 პუნქტის („ამკრძალავი ნიშნები“): ა.ა) 3.33 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3.34 პუნქტი: „3.34. „სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“ − კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას.“; ა.ბ) შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის: ა.ბ.ა) „გ.ე“ ქვეპუნქტი: „გ.ე) 3.34 ნიშნისა – სახანძრო ავტომობილზე;“; ა.ბ.ბ) „კ“ ქვეპუნქტი: „კ) 3.34 ნიშანი მოქმედებს ამ ნიშნიდან 3.5 მეტრის რადიუსის მანძილზე, ხოლო მიწისქვეშა სახანძრო ჰიდრანტის შემთხვევაში აღნიშნული ნიშნის მოქმედების ზონად განისაზღვრება აგრეთვე სახანძრო ჰიდრანტის სახურავი. 3.34 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.28 მონიშვნასთან ერთად. ამ შემთხვევაში 3.34 ნიშნის მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზით განისაზღვრება. 3.34 ნიშანი იდგმება სახანძრო ჰიდრანტთან.“; ბ) „საგზაო ნიშნების“ მე-3 პუნქტს („ამკრძალავი ნიშნები“) დაემატოს შემდეგი ამკრძალავი ნიშანი: „
სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“. 2. №2 დანართის პირველი პუნქტის („ჰორიზონტალური მონიშვნები“): ა) პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჰორიზონტალური მონიშვნა (ხაზი, ისარი, წარწერა და სხვა აღნიშვნა სავალ ნაწილზე) თეთრი ფერისაა, გარდა 1.4, 1.10 და 1.17 ხაზებისა, რომლებიც ყვითელი ფერისაა, და 1.28 ხაზისა (მონიშვნისა), რომელიც წითელი ფერისაა.“; ბ) 1.27 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.28 პუნქტი: „1.28. წითელი ხაზით შემოსაზღვრულია ის ადგილი, სადაც სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია, გარდა ამ კანონის №1 დანართის მე-3 პუნქტის შენიშვნის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. შენიშვნა: 1.28 მონიშვნის არარსებობა მძღოლს არ ათავისუფლებს 3.34 ნიშნის („სახანძრო ჰიდრანტთან გაჩერება აკრძალულია“) მოთხოვნის შესრულებისგან.“; გ) საგზაო მონიშვნებს დაემატოს შემდეგი ჰორიზონტალური მონიშვნა: „
1.28“.
3. №5 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №5 სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირების ცხრილი
“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|
თბილისი, 17 მარტი 2026 წ. N1401-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები