დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1555-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.05.001.103089 |
|
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო საწარმოში ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე; ბ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, მაგრამ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული სამინისტროს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. სამხედრო მოსამსახურის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად შერჩევაში მონაწილეობის მიღება საჭიროებს სამინისტროს წინასწარ წერილობით თანხმობას.“. 2. 35-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გაივლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8 თვის ვადით ან ამავე კოდექსის შესაბამისად ვადამდე იქნება გათავისუფლებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლისგან (გარდა იმ შემთხვევისა, თუ მას შეეფარდა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით ან/და სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის).“; ბ) მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი 8-თვიანი ვადის ამოწურვამდე.“. 3. 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ამ კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდს, მაგრამ თანამდებობიდან თითოეული გათავისუფლებისას არაუმეტეს 4 თვისა;“. 4. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11−მე-14 ნაწილები: „11. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება როგორც გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ისე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), აგრეთვე შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით. 12. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფორმით; ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რაც დასტურდება განხორციელებული უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; გ) გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების პირისთვის ჩაბარებით, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დ) ამ მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი წესით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით. 13. თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირისთვის მისი ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ ხორციელდება, ან შეტყობინების/უწყების ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისთვის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში. 14. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს როგორც აღნიშნულ პირს, ისე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 5. 67-ე მუხლის: ა) მე-20 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) ამ მუხლის მე-18 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად პირისთვის შეტყობინების/პირის გამოძახების/აღნიშნული სამსახურიდან გადაყვანის წესი და ორგანიზაციული საკითხები; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზების საკითხები; გ) ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული ოჯახის წევრები.“; ბ) 21-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22-ე−24-ე ნაწილები: „22. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად პირის გამოძახება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რაც დასტურდება განხორციელებული უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; ბ) გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების პირისთვის ჩაბარებით, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) ამ მუხლის 23-ე ნაწილით დადგენილი წესით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით. 23. თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად პირისთვის მისი ამ მუხლის 22-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ ხორციელდება, ან შეტყობინების/უწყების ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელი ორგანო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისთვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის განმახორციელებელ ორგანოში. 24. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად ამ მუხლის 22-ე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს როგორც აღნიშნულ პირს, ისე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.“. 6. 72-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით, თავისი ინიციატივით, თვითნებურად ან ბრალეულობით კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში: ა) გადაყვანილი იქნება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში და დაექვემდებარება აღნიშნული სამხედრო სამსახურის გავლას 8 თვის ვადით, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან სამხედრო სამსახურში იმსახურა 12 თვეზე ნაკლები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი სარგებლობს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების უფლებით, ან აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით; ბ) ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ კონტრაქტის შეწყვეტის მომენტისთვის მან იმსახურა 12 თვე ან 12 თვეზე მეტი.“. 7. 77-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირი გადის შერჩევას, რომლის დროსაც მას შეიძლება ჩაუტარდეს ფიზიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სპეციალური შემოწმება, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევაში − გასაუბრება. სამხედრო სამსახურში მისაღები პირის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 8. 85-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 85. თანამდებობიდან გათავისუფლება 1. თანამდებობიდან გათავისუფლება ნიშნავს სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლებას არაუმეტეს 4 თვის ვადით. 2. სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან თავისუფლდება შემდეგ შემთხვევებში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისას და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) თანამდებობრივი გადაადგილებისას − შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. 3. სამხედრო მოსამსახურეს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე თანამდებობიდან გათავისუფლების ვადის ამოწურვამდე შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო გათავისუფლდეს სამხედრო სამსახურიდან თანამდებობიდან გათავისუფლების ვადის ამოწურვის მომდევნო დღეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლებული სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე; გ) „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლება იმავდროულად არის გაფრთხილება მისი სამხედრო სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. 5. თანამდებობიდან გათავისუფლების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე არმყოფი სამხედრო მოსამსახურის მოვალეობების შესრულება ან სამხედრო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება არაუმეტეს თანამდებობიდან გათავისუფლების ვადით. 6. თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. 7. თანამდებობიდან გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში.“. 9. 150-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესი, აგრეთვე თავდაცვის ძალებში სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიღების წესი, თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირისა და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის მიერ სამსახურის გავლის წესი (მათ შორის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები) განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 10. 178-ე მუხლის მე-19 ნაწილი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება და გამოცემა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
|
თბილისი, 13 მაისი 2026 წ. N1555-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები