„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1585-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 27/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.103096
1585-Vმს-XIმპ
27/05/2026
ვებგვერდი, 29/05/2026
010320000.05.001.103096
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) 25-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოები დგინდება საჯარო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.“;

ბ) მე-3 პუნქტის:

ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქისა) დაფინანსებაზე მყოფი ან/და მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და სხვა თვითმმართველი ქალაქისა) მიერ დაფუძნებული/მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში და იგი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით განსაზღვრული საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

27 მაისი 2026 წ.

N1585-Vმს-XIმპ