დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1894-VIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/10/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 050040000.05.001.103282 |
|
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.05.2024, სარეგისტრაციო კოდი: 050040000.05.001.102260) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მას აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, ჯანდაცვისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროში/მიმართულებით;“. მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა − „საქპატენტმა“ 2027 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2025 წლის 31 იანვრის №11 ბრძანების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 27 ოქტომბერი 2026 წ. N1894-VIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები