Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
Consolidated versions (27/10/2015 - 21/12/2016)
საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ
მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო
1. ამ კანონის მიზანია, განამტკიცოს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ასევე საქართველოს სხვა კანონმდებლობით აღიარებული საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტიები.
2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის.
[ 2. ეს კანონი ადგენს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო მოსამსახურეთა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაციის წესს და განსაზღვრავს მათ პასუხისმგებლობას ამ წესის დარღვევისათვის. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მოსამართლესთან კომუნიკაცია – საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის, მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებით;
ბ) პროცესის მონაწილე – პროკურატურის მუშაკი, გამომძიებელი, ადვოკატი, წარმომადგენელი, მხარე, მესამე პირი, აგრეთვე სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმის განხილვაში მონაწილე სხვა პირი;
გ) დაინტერესებული პირი – პირი, რომელიც დაინტერესებულია განსახილველი საქმის შედეგით და ამ მიზნით ცდილობს მოსამართლესთან კომუნიკაციას;
დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული პირები, გარდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა;
[ დ) საჯარო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;
დ 1 ) სახელმწიფო მოსამსახურე – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
ე) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები.
[ ე) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები/„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
მუხლი 3. მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობა
1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილეთა, დაინტერესებულ პირთა, საჯარო მოსამსახურეთა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს.
[ 1. საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან ამ საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების სტადიაზე აკრძალულია მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის კომუნიკაცია, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საქმის ან საკითხის განხილვასთან ან/და საქმის სავარაუდო შედეგთან და არღვევს სასამართლოს/მოსამართლის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპებს. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
2. ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება იმ ქმედებისათვის, რომელიც შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
საქართველოს 20 10 წლის 2 4 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332
მუხლი 4. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) პასუხისმგებლობა
1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის ან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა სასამართლოს თავმჯდომარესთან, სასამართლოს თავმჯდომარე აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია განხორციელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, იგი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი .
[ 1. მოსამართლესთან პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით შეატყობინოს სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, სასამართლოს თავმჯდომარე ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლეს. თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ან სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილ მოადგილეს. თუ კომუნიკაცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან განხორციელდა, იგი ამის თაობაზე დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე, აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის შემთხვევაში პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ;
ბ) საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასვას მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
3. მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის) მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას იმ ავე კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
მუხლი 5. პროკურატურის მუშაკის პასუხისმგებლობა
პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება პროკურატურის მუშაკისათვის შეუფერებელ საქციელად და გამოიწვევს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით .
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის კანონი № 477 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
მუხლი 6. ადვოკატის პასუხისმგებლობა
ადვოკატის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა განიხილება ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ნორმების დარღვევად და გამოიწვევს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
მუხლი 7. გამომძიებლის პასუხისმგებლობა
გამომძიებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
მუხლი 8. საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუ ხისმგებლობა
საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას და დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით .
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
[მუხლი 8. საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა
საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 5 000 ლარისა.
2. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არა უმეტეს 10 000 ლარისა.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
[მუხლი 9. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმება
1. პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 5 000 ლარისა.
2. სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას არაუმეტეს 10 000 ლარისა. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
მუხლი 10. მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის ფაქტის განხილვა
1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის , დაინტერესებული პირის , საჯარო მოსამსახურის და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და მ ისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე.
[1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას უფლებამოსილი მოსამართლე განიხილავს მისი მიღებიდან 14 დღის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წინაშე დასმის თაობაზე. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
2. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც, წერილობითი შეტყობინების თანახმად, მოსამართლესთან ჰქონდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების ავტორს. კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს წერილობითი შეტყობინების განხილვისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ წერილობით შეტყობინებაში მითითებული ინფორმაციის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს შეუძლია ჩაატაროს ზეპირი მოსმენა მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვას. თუ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობენ მხარეები, მათ უფლება აქვთ, განმარტებები მისცენ შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილ მოსამართლეს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევაზე და იმ გარემოებებზე, რომლებითაც დასტურდება ასეთი დარღვევის ჩადენის ფაქტი. დაჯარიმების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ ეგზავნება მხარეებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე მიღებულ წერილობით შეტყობინებას განიხილავს მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
4. ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია:
ა) შესაბამისი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებს;
ბ) საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით გადაუგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.
5. თუ კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ განიხილავს მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას, წერილობითი შეტყობინების ავტორი მოსამართლე უფლებამოსილია მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
6. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურისა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირების მიზნით ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთათვის მიმართვის შესახებ. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
[ 6. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მისი მიღებიდან 1 თვის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ და საჯარო მოსამსახურის შემთხვევაში – გადაწყვეტილებას საჯარო მოსამსახურისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე შესაბამისი რეაგირებისათვის ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ თანამდებობის პირთათვის მიმართვის თაობაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობით შეტყობინებას განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
7. თუ წარმოდგენილი მასალების განხილვის შედეგად მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დაასკვნის, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, იგი საქმის მასალებს ქვემდებარეობის მიხედვით უგზავნის შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
1. პროკურატურის მუშაკის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს მთავარ პროკურორს.
2. ადვოკატის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და შესაბამის მასალებს უგზავნის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს.
3. გამომძიებლის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.
4. საჯარო მოსამსახურის მიერ ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რეაგირების მიზნით წარდგინებით მიმართავს და მასალებს უგზავნის შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს.
5. ამ მუხლის პირველი–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებას განიხილავენ მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლება გადაწყვეტილებად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ.
6. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი უფლებამოსილია გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრ ის კანონი № 477 - სსმ I , № 30 , 07.11.2008 წ., მუხ. 194
მუხლი 111. დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრება
1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის , დაინტერესებული პირის , საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც შეეფარდა ჯარიმა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან.
[ 1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლის განკარგულება პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმების შესახებ შეიძლება 3 დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს პირმა, რომელსაც ჯარიმა შეეფარდა, ან მისმა ადვოკატმა (კანონიერმა წარმომადგენელმა), აგრეთვე მოსამართლემ, რომელთანაც, მისი შეტყობინების თანახმად, განხორციელდა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარესთან ან მის მიერ უფლებამოსილ მოსამართლესთან, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის განკარგულება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
2. საჩივრის განხილვისას საჩივრის განმხილველი პირი ამოწმებს, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოტანისას დაიცვა თუ არა კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილმა მოსამართლემ ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. საჩივრის განმხილველი პირი საჩივარს განიხილავს 7 დღის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) გასაჩივრებული განკარგულების ძალაში დატოვებისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების, შეცვლის ან საჩივრის სრულად (ნაწილობრივ) დაკმაყოფილების შესახებ.
4. საჩივრის განხილვის შედეგად გამოტანილი დადგენილების ასლები გადაეცემა მხარეებს და ეგზავნება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. დადგენილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
მუხლი 112. საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა
1. მოსამართლესთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე წერილობითი შეტყობინების განხილვაზე უფლებამოსილი მოსამართლე ვალდებულია დაჯარიმების შესახებ განკარგულება, ასევე ნებისმიერი სხვა სტატისტიკური ინფორმაცია ამ კანონის გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია საჯაროა, გარდა ინფორმაციისა იმ მოსამართლის ვინაობის შესახებ, რომელთანაც განხორციელდა კომუნიკაცია, და ინფორმაციისა იმ საქმის შესახებ, რომლის თაობაზედაც განხორციელდა კომუნიკაცია.
3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ამ კანონის გამოყენების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის ერთიან ბაზას, რომელიც აგრეთვე მოიცავს ინფორმაციას ამ კანონით გათვალისწინებული წესით დაჯარიმებულ პირთა ვინაობის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2673 - სსმ I, №10, 16.03.2010 წ., მუხ.37
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5273–რს
LAW OF GEORGIA
ON THE PROCEDURE FOR COMMUNICATION WITH JUDGES OF GENERAL COURTS
Article 1 – Purpose and scope of the Law
1. This Law aims to strengthen safeguards for independence and impartiality of judges of the General Courts that are recognised under the Constitution of Georgia, treaties and international agreements of Georgia, as well as under other legislation of Georgia.
2. This Law establishes the procedures for communication with judges of the General Courts by participants to the proceedings, interested persons, public servants and state political officials, and defines their liability for violation of this procedure.
[2. This Law establishes the procedures for communication with judges of the General Courts by participants to the proceedings, interested persons, public servants, state employees, state political officials, and political officials, and defines their liability for violation of this procedure. (Shall become effective from 1 January 2017)]
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 2 – Definition of terms
The terms used in this Law shall have the following meanings:
a) communication with a judge – any form of relationship with judges of the General Courts, including correspondence, phone conversation or communication using other technical means;
b) participant to the proceedings – a prosecutor, an investigator, an advocate, a representative, a party, a third person, also other persons participating in the consideration of a criminal, civil or administrative proceeding;
c) interested person – a person who is interested in the outcome of a case under consideration, and for this purpose, is willing to establish communication with a judge;
d) public servant – persons defined under Article 4 of the Law of Georgia on Public Service, except for state political officials;
[d) public servant – persons defined under Article 3(d) of the Law of Georgia on Public Service; d 1 ) state employee – persons defined under Article 3(b) of the Law of Georgia on Public Service; (Shall become effective from 1 January 2017)]
e) state political official – persons defined under Article 1(3) of the Law of Georgia on Public Service.
[e) state political official/political official – persons defined under Article 3(h) of the Law of Georgia on Public Service/persons defined under Article 3(i) of the Law of Georgia on Public Service. (Shall become effective from 1 January 2017)]
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 3 – Inadmissibility of communication with judges
1. From submission of a case to court until entry of the court ruling on the case into force, also at the stage of a criminal case investigation, participants to the proceedings, interested persons, public servants and state political officials shall be prohibited from establishing any communication with a judge that is related to consideration of a specific case or an issue, and/or to the presumable outcome of a case, and that violates the principle of independence and impartiality of a court/judge, and the principle of the adversarial nature of proceedings.
[1. From submission of a case to court until entry of the court ruling on the case into force, also at the stage of a criminal case investigation, a participant to the proceedings, an interested person, a public servant, a state employee, a state political official, and a political official shall be prohibited from establishing any communication with a judge that is related to consideration of a specific case or an issue, and/or to the presumable outcome of a case, and that violates the principle of independence and impartiality of a court/judge, and the principle of the adversarial nature of proceedings. (Shall become effective from 1 January 2017)]
2. An action containing elements of a crime under the Criminal Code of Georgia shall not entail liability under this Law.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Law of Georgia No 3619 of 24 September 2010 – LHG I, No 51, 29.9.2010, Art. 332
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 4 – Liability of judges (chairpersons of courts)
1. If a participant to the proceedings, an interested person, a public servant or a state political official establishes communication under Article 3(1) of this Law with a judge, the judge shall be obliged to immediately notify in writing a chairperson of a court or the judge authorised by the chairperson, of this fact. If the communication was with a chairperson of a court, the judge shall immediately notify in writing a chairperson of a court of a higher instance or the judge authorised by the chairperson, of this fact. If the communication was with a judge of the Supreme Court of Georgia, the judge shall immediately notify in writing the first deputy chairperson of the Supreme Court of Georgia or the deputy chairperson authorised by the chairperson of the Supreme Court, of this fact. If the communication was with the Chairperson of the Supreme Court of Georgia, the judge shall immediately notify in writing the High Council of Justice of Georgia, of this fact.
2. A judge authorised to consider a written notification of the communication, also the High Council of Justice of Georgia in cases provided for by this Law, shall be entitled, in the case of communication with a judge under Article 3(1) of this Law, to apply the following measures to a participant to the proceedings, an interested person, a public servant or a state political official:
a) to impose a fine against him/her;
b) to recommend to the Secretary of the High Council of Georgia to impose disciplinary liability on him/her.
[1. If a participant to the proceedings, an interested person, a public servant, a state employee, a state political official and a political official establishes communication under Article 3(1) of this Law with a judge, the judge shall be obliged to immediately notify in writing a chairperson of a court or the judge authorised by the chairperson. If the communication was with a chairperson of a court, the judge shall immediately notify in writing a chairperson of a court of a higher instance or the judge authorised by the chairperson. If the communication was with a judge of the Supreme Court of Georgia, the judge shall immediately notify in writing the first deputy chairperson of the Supreme Court of Georgia or the deputy chairperson authorised by the chairperson of the Supreme Court. If the communication was with the Chairperson of the Supreme Court of Georgia, the judge shall immediately notify in writing the High Council of Justice of Georgia.
2. A judge authorised to consider a written notification of the communication, also the High Council of Justice of Georgia in cases provided for by this Law, shall be empowered, in the case of communication with a judge under Article 3(1) of this Law, to apply the following measures to a participant to the proceedings, an interested person, a public servant, a state employee, a state political official, or political official:
a) to impose a fine against him/her;
b) in the case of a public servant – to recommend to the Secretary of the High Council of Georgia to impose disciplinary liability on him/her. (Shall become effective from 1 January 2017)]
3. Violation of the requirements under Article 3(1) and of the first and second paragraphs of this article by a judge (a chairperson of a court) shall entail disciplinary liability under the Law of Georgia on the Disciplinary Liability and Disciplinary Proceedings of Judges of the General Courts of Georgia as determined by the same Law.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 5 – Liability of prosecutors
Violation of the requirement under Article 3 of this Law by a prosecutor shall be considered as indecent behaviour for prosecutors, and shall entail disciplinary liability under the Law of Georgia on the Prosecutor’s Office and imposition of a fine as determined by this Law.
Law of Georgia No 477 of 1 November 2008 – LHG I, No 30, 7.11.2008, Art. 194
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Article 6 – Liability of advocates
Violation of the requirement under Article 3 of this Law by an advocate shall be considered as violation of the advocates’ professional ethical standards, and shall entail disciplinary liability under the Law of Georgia on Advocates and imposition of a fine as determined by this Law.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Article 7 – Liability of investigators
Violation of the requirement under Article 3 of this Law by an investigator shall entail disciplinary liability under the legislation of Georgia and imposition of a fine as determined by this Law.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Article 8 – Liability of public servants and state political officials
Violation of the requirement under Article 3 of this Law by a public servant or a state political official shall entail disciplinary liability under the legislation of Georgia and imposition of a fine as determined by this Law.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
[Article 8 – Liability of public servants, state employees, state political officials and political officials
Violation of the requirement under Article 3 of this Law by a public servant, state servant, state political official or political official shall entail imposition of a fine as determined by this Law, and in the case of a public servant – also a disciplinary liability under the legislation of Georgia. (Shall become effective from 1 January 2017)]
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 9 – Imposition of fines on participants to the proceedings, interested persons, public servants and state political officials
1. Violation of the requirements under this Law by a participant to the proceedings, an interested person and a public servant shall entail imposition of a fine of no more than GEL 5 000.
2. Violation of the requirements under this Law by a state political official shall entail imposition of a fine of no more than GEL 10 000.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
[Article 9 – Imposition of fines on participants to the proceedings, interested persons, public servants, state employees, state political officials and political officials
1. Violation of the requirements under this Law by a participant to the proceedings, an interested person or a public servant shall entail imposition of a fine of no more than GEL 5 000.
2. Violation of the requirements under this Law by a state employee, a state political official or a political official shall entail imposition of a fine of no more than GEL 10 000. (Shall become effective from 1 January 2017)]
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 10 – Consideration of prohibited forms of communication with judges
1. An authorised judge shall consider a written notification of the communication under Article 3(1) of this Law with a judge within 14 days after its receipt, and shall make a decision on imposing a fine on a participant to the proceedings, an interested person, a public servant or a state political official, and on making a recommendation to the Secretary of the High Council of Justice of Georgia to impose disciplinary liability.
[1. An authorised judge shall consider a written notification of the communication under Article 3(1) of this Law with a judge within 14 days after its receipt, and shall make a decision on imposing a fine on a participant to the proceedings, an interested person, a public servant, a state employee, a state political official or a political official, and in the case of a public servant – a decision on raising the issue of imposing a disciplinary liability on the public servant before the Secretary of the High Council of Justice of Georgia. (Shall become effective from 1 January 2017)]
2. A person who, based on written notification of communication, has established the communication under Article 3(1) of this Law with a judge, and his/her advocate (legal representative), as well as the author of the written notification of communication, shall have the right to participate in consideration of the written notification of communication. A judge authorised to consider a written notification of communication shall have the right to summon and question a person whose testimony is of significant importance for consideration of the written notification, and to suggest to the parties to provide documents and other evidence for verification of the information specified in the written notification. The judge authorised to consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge may hold an oral hearing involving the parties. Failure of the parties to appear shall not impede the consideration of a written notification of communication. If an oral hearing involves the parties, they shall have the right to provide statements to the judge authorised to consider the notification, and to formulate their opinions. An order imposing a fine must be well-grounded and must include a reference to the violation of the requirements under this Law, and to the circumstances that prove the violation. An order imposing a fine shall immediately be forwarded to the parties and to the Secretary of the High Council of Justice of Georgia.
3. The Secretary of the High Council of Georgia shall consider a written notification of a prohibited form of communication with a judge within one month after its receipt.
4. If the requirements under this Law are violated, the Secretary of the High Council of Justice of Georgia shall be entitled to:
a) apply with a recommendation to the officials under Article 11(1–4) of this Law to respond appropriately;
b) forward the case materials to the appropriate investigative bodies according to the jurisdiction, if he/she concludes, following consideration of materials submitted, that the action may contain elements of a crime under the Criminal Code of Georgia.
5. If a judge authorised to consider a written notification of communication fails to consider the written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge within the period determined under the first paragraph of this article, the judge, who drafted the written notification, shall be entitled to apply to the High Council of Justice of Georgia.
6. The High Council of Justice of Georgia shall consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge within one month after its receipt, and shall make a decision on imposing a fine on a participant to the proceedings, an interested person, a public servant or a state political official, and on applying to the officials under Article 11(1–4) of this Law for the purpose of their appropriate response to the imposition of disciplinary liability against a public servant or a state political official. The High Council of Justice of Georgia shall consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge as determined in the second paragraph of this article.
[6. The High Council of Justice of Georgia shall consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge within one month after its receipt, and shall make a decision on imposing a fine on a participant to the proceedings, an interested person, a public servant, a state employee, a state political official or a political official, and in the case of a public servant – a decision on applying to the officials defined under Article 11(1–4) of this Law to appropriately respond to the issue of imposing a disciplinary liability on the public servant. The High Council of Justice of Georgia shall consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge under the procedure established by paragraph 2 of this article. (Shall become effective from 1 January 2017)]
7. If a judge authorised to consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law or the High Council of Justice of Georgia conclude, following consideration of the materials submitted, that the action may contain elements of a crime under the Criminal Code of Georgia, they shall forward the case materials to the appropriate investigative bodies according to the jurisdiction.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 11 – Recommendation by the Secretary of the High Council of Georgia on prohibited forms of communication with judges
1. If a prosecutor violates the requirements under this Law, the Secretary of the High Council of Justice of Georgia shall apply to the Chief Prosecutor of Georgia with a recommendation to respond, and shall forward appropriate materials to him/her.
2. If an advocate violates the requirements under this Law, the Secretary of the High Council of Justice of Georgia shall apply to the Chairman of the Bar Association of Georgia with a recommendation to respond, and shall forward appropriate materials to him/her.
3. If an investigator violates the requirements under this Law, the Secretary of the High Council of Justice of Georgia shall apply to an appropriate official with a recommendation to respond, and shall forward appropriate materials to him/her.
4. If a public servant violates the requirements under this Law, the Secretary of the High Council of Justice of Georgia shall apply to the appropriate authorised body or official with a recommendation to respond, and shall forward appropriate materials to them.
5. The officials under paragraph (1–4) of this article shall consider the recommendation of the Secretary of the High Council of Justice of Georgia within one month after its receipt, and shall notify the Secretary of the High Council of Justice of Georgia of the decision made. Failure to fulfil this obligation shall be considered to be a decision to refuse to impose disciplinary liability.
6. The Secretary of the High Council of Georgia shall be entitled to appeal the decision on refusal to impose disciplinary liability under the procedures for appealing an individual administrative-legal act as determined by the legislation of Georgia.
Law of Georgia No 477 of 1 November 2008 – LHG I, No 30, 7.11.2008, Art. 194
Article 111 – Appeal of an order to impose a fine
1. An order by the judge entitled to consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge to impose a fine on a participant to the proceedings, an interested person, a public servant, and a state political official may only be appealed once within three days by the person against whom a fine was imposed, or his/her advocate (legal representative), as well as by the judge with whom, as was notified, the communication under Article 3(1) of this Law was established, to the chairperson of a court of a higher instance or his/her authorised judge; and an order by a deputy Chairperson of the Supreme Court of Georgia may be appealed to the Chairperson of the Supreme Court of Georgia.
[1. A writ of a judge authorised to consider a written notification of communication with a judge under Article 3(1) of this Law on imposing a fine on a participant to the proceedings, an interested person, a public servant, a state employee, a state political official or a political official may be appealed within three days only once by the person on whom a fine was imposed, or his/her lawyer (legal representative); also by the judge with whom, as he/she notified, the communication under Article 3(1) of this Law was established, to the chairperson of a court of a higher instance or his/her authorised judge; and a writ of a deputy Chairperson of the Supreme Court of Georgia may be appealed to the Chairperson of the Supreme Court of Georgia. (Shall become effective from 1 January 2017)]
2. While considering an appeal, a person considering the appeal shall verify whether the judge entitled to consider a written notification of communication has complied with the requirements under Article 10 of this Law when imposing a fine.
3. The person considering an appeal shall consider an appeal within seven days and shall make one of the following decisions:
a) affirming the appealed order and denying the appeal;
b) reversing or overturning the appealed order, or fully (partially) allowing the appeal;
4. Copies of a resolution following the consideration of an appeal, shall be forwarded to the parties and submitted to the High Council of Justice of Georgia. The resolution shall be final and without appeal.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Law of Georgia No 4363 of 27 October 2015 – website, 11.11.2015
Article 112 – Publicity of information on the communications with judges of General Courts
1. A judge authorised to consider a written notification of communication under Article 3(1) of this Law with a judge, shall be obliged to immediately submit the order imposing a fine, as well as any other statistical information on application of this Law, to the Secretary of the High Council of Justice of Georgia.
2. The information on the communication under Article 3(1) of this Law shall be open, except for the identity of the judge with whom there was a communication, and except for the information on which the communication was established.
3. To ensure publicity of the information on the communication under Article 3(1) of this Law with judges of General Courts, the High Council of Justice of Georgia shall maintain a unified statistical information database on the application of this Law, under the legislation of Georgia. The unified database shall also include information on the identity of persons fined under this Law.
Law of Georgia No 2673 of 26 February 2010 – LHG I, No 10, 16.3.2010, Art. 37
Article 12 – Entry of the Law into force
This Law shall enter into force on the 15th day of its promulgation.
President of Georgia M. Saakashvili
Tbilisi
11 July 2007
No 5273–ES
Return back
Document comments