On the Donation of Blood and its Components

Consolidated versions (20/09/2013 - 22/12/2017)

საქართველოს კანონი

სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ

კანონის მიზანია სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სამედიცინო ღონისძიებების მეშვეობით საქართველოში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების უზრუნველყოფა და დონორის უფლებების დაცვა.

 

თავი I. ზოგადი დებულებები

     მუხლი 1. დონორობის პრინციპები

1. საქართველოში დონორობის ძირითადი პრინციპია ნებაყოფლობა. დონორობა შეუძლია საქართველოს ყველა ქმედითუნარიან მოქალაქეს 18-დან 65 წლამდე, რომელიც გაივლის სამედიცინო შემოწმებას და არ აღმოაჩნდება დონორობის საწინააღმდეგო ჩვენებები.

2. მოქალაქეს სისხლის ჩაბარება შეუძლია როგორც ქველმოქმედების წესით (უგასამრჯელოდ), ასევე ნათესავებისათვის, ფულადი ანაზღაურებით (კადრის დონორი), დაზღვევის, საკუთარი სისხლის შენახვის მიზნით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 501 -სსმ I, № 33 , 1 2. 11 . 2004 წ., მუხ. 155

    მუხლი 2. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამა

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან იქმნება საკოორდინაციო სამსახური, რომელიც უხელმძღვანელებს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას და განხორციელებას.

2. საკოორდინაციო სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს 199 7 წლის 30 აპრილი კანონი № 675 -პარლამენტის უწყებანი , №2 1 -2 2 , 31.05.1997წ., გვ . 13  

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი № 63 -სსმ I, №4 7 ( 54 ), 26. 11 .1999წ., მუხ. 239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი № 487 -სსმ I, № 28 , 2 4 . 07 . 2000 წ., მუხ. 88

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1244  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 3. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციისა და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსება

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის განვითარების ორგანიზაციის და პროპაგანდის ღონისძიებათა დაფინანსებას, სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე სამკურნალო დაწესებულებების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის საჭირო დაფინანსებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

2. დაფინანსება ხორციელდება აგრეთვე საქველმოქმედო შენატანების ხარჯზე.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 501 -სსმ I, № 33 , 1 2. 11 . 2004 წ., მუხ. 155

    მუხლი 4. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ვალდებულებები დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში

მმართველობის ადგილობრივი ორგანოები პასუხისმგებელი არიან თავიანთ ტერიტორიაზე დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის.

    მუხლი 5. სამინისტროების, უწყებების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ადმინისტრაციათა ვალდებულებები დონორობის ორგანიზაციაში

1. სამინისტროები, უწყებები, საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები (საკუთრების ფორმის მიუხედავად):

ა) აქტიურად მონაწილეობენ დონორობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში;

ბ) უფლება აქვთ გამოყონ ასიგნებანი დონორობის განვითარებისათვის.

2. საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელები, საჯარისო ნაწილების უფროსები ვალდებული არიან: წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვან მუშა-მოსამსახურეები, სტუდენტები, მოსწავლეები, სოფლის მეურნეობის მუშაკები, სამხედრო მოსამსახურეები სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოკვლევისათვის და სისხლის ჩაბარების დღეს შეუნარჩუნონ სამუშაო ადგილებზე საშუალო ხელფასი, პრემია და სხვა მატერიალური წახალისება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად; სისხლის ჩაბარების მეორე დღეს დონორს მისცენ დასვენების დღე, რომელიც მისი სურვილით შეიძლება დაემატოს მორიგ შვებულებას ან გამოყენებულ იქნეს სხვა დროს, სისხლის გაღების დღიდან ერთი წლის განმავლობაში; დამატებითი დასვენების დღე დონორს აუნაზღაურონ საშუალო ხელფასით ძირითად სამუშაო ადგილზე:

ა) თუ დონორმა სისხლი გაიღო შვებულების პერიოდში ან არასამუშაო დღეს, მას მისცენ დასვენების სხვა დღე; თუ დასვენების დღეს ვერ მისცემენ, სისხლის გაღების დღე აუნაზღაურონ სულ ცოტა ორმაგი ხელფასით;

ბ) უფასოდ დაუთმონ სისხლის დამამზადებელ გამსვლელ ბრიგადებს ოთახები სისხლის ასაღებად.

3. დონორობის საკითხებში მოსწავლეთა და სტუდენტების სწორი ორიენტაციის მიზნით, საქართველოს განათლების სამინისტრო ვალდებულია საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შედგენისას შეიტანოს მათში ინფორმაცია დონორობის მნიშვნელობასა და სისხლის გაღების უვნებლობაზე.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილი კანონი №675-პარლამენტის უწყებანი , №21-22, 31.05.1997წ., გვ .13

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4306-სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.414

    მუხლი 6. წითელი ჯვრის საზოგადოების როლი დონორობის განვითარებაში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების განყოფილებები და ორგანიზაციები საკუთარი და შესაბამისი საერთაშორისო წესდებებისა და დებულებების თანახმად, ვალდებული არიან აქტიური მონაწილეობა მიიღონ უგასამრჯელო დონორობის განვითარებაში.

    მუხლი 7. საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მონაწილეობა დონორობის ორგანიზებაში

საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მონაწილეობენ სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზებაში, დაფინანსებაში, პროპაგანდას უწევენ მოსახლეობაში უგასამრჯელო დონორობას.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501-სსმ I, №33, 12.11.2004წ., მუხ.155

 

თავი II. დონორის უფლებები, მოვალეობები და შეღავათები

    მუხლი 8. დონორის უფლებები

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონორობის უფლებრივ გარანტიებს და მისი ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე აწესებს შეღავათებს.

2. დონორი აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული დონორის ფუნქციის შესრულების შედეგად ინფექციური სნეულებით დაავადების ან მისი ჯანმრთელობის შელახვის შემთხვევებისაგან. დაზღვევა უნდა მოხდეს სისხლის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯზე. დაზღვევის სახსრები უნდა შედიოდეს სისხლის თვითღირებულებაში.

3. დონორის ხელშეუვალი უფლებაა დონორობის აქტის ნებაყოფლობა.

4. დონორს უფლება აქვს თავისი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით ნებისმიერ დღეს წავიდეს სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გამოსაკვლევად და სისხლის ჩასაბარებლად.

5. დონორს უფლება აქვს სისხლის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამატებითი დასვენების დღე და გამოიყენოს იგი სისხლის გაღების მეორე დღეს. მას შეუძლია ეს დღე დაუმატოს მორიგ შვებულებას ან ისარგებლოს ამ დღით სხვა დროს სისხლის გაღებიდან ერთი წლის განმავლობაში.

6. სამხედრო მოსამსახურე დონორი სისხლისა და მისი კომპონენტების გაღების დღეს თავისუფლდება განწესის, გუშაგობის და სამხედრო სამსახურის სხვა მოვალეობათა შესრულებისაგან.

    მუხლი 9. დონორის მოვალეობანი

1. დონორი მოვალეა სამედიცინო შემოწმების დროს შეატყობინოს მედიცინის მუშაკებს მისთვის ცნობილი ყველა გადატანილი დაავადება, აგრეთე მის მიერ ნარკოტიკული და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების ფაქტები.

2. მოქალაქე, რომელიც თავისი დაავადებების შესახებ ცნობებს განზრახ დამალავს ან დაამახინჯებს, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 10. დონორობისათვის გათვალისწინებული შეღავათები და დონორობის სტიმულირების ღონისძიებები

1. ჩაბარებული სისხლის ან სისხლის პლაზმის საერთო მოცულობის მიხედვით უგასამრჯელო დონორობის სტიმულირების მიზნით მათი დაყოფა ხდება შემდეგ ჯგუფებად:

ა) მესამე კატეგორიის დონორები, რომლებსაც სამჯერ ან მეტჯერ აქვთ ჩაბარებული სისხლი ან პლაზმა და განაგრძობენ დონორობას სისხლის ჩაბარებით წელიწადში ერთხელ მაინც;

ბ) მეორე კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 3-დან 5 ლიტრამდე სისხლი ან 10-დან 15 ლიტრამდე პლაზმა;

გ) პირველი კატეგორიის დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 10-დან 20 ლიტრამდე სისხლი ან 15-დან 20 ლიტრამდე პლაზმა;

დ) დამსახურებული დონორები, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ 20 ლიტრზე მეტი სისხლი ან 30 ლიტრზე მეტი პლაზმა.

2. თითოეული ჯგუფის დონორს სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციალური გარანტიებითა და შეღავათებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“.

3. იმუნიზებული დონორები ან დონორები, რომლებიც ქველმოქმედების წესით უანგაროდ ჩააბარებენ სისხლს ან პლაზმას იმ მოცულობით, რომ წარმოადგენენ ამ კანონის სუბიექტს, მიეკუთვნებიან ერთი საფეხურით უფრო მაღალ კატეგორიას. 

4. მესამე კატეგორიის დონორის მოწმობებს გასცემენ სისხლის გადასხმის დაწესებულებები.

5. მეორე და პირველი კატეგორიის დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სისხლის გადასხმის დაწესებულებათა წარდგინების საფუძველზე.

6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

7. აღნიშნული შეღავათები ვრცელდება იმ დონორებზეც, რომელთაც სისხლი ან პლაზმა ჩაბარებული აქვთ ამ კანონის მიღებამდე.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილი კანონი №675-პარლამენტის უწყებანი , №21-22, 31.05.1997წ., გვ .13

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №501-სსმ I, №33, 12.11.2004წ., მუხ.155

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1244  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
 

თავი III. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია

    მუხლი 11. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოების როლი დონორობისა და სისხლის გადასხმის დაწესებულებების ორგანიზებაში

1. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ ტრანსფიზიოლოგიური სამსახურის სწორი ორგანიზაცია, განსაზღვრონ მედიცინის მოთხოვნილება სისხლის კომპონენტებსა და პრეპარატებზე, ყველაფერი იღონონ დონორთა რიგების, მათ შორის ნათესავ დონორთა რიგების გასაზრდელად; აქტიურად წარმართონ დონორობის პროპაგანდა.

2. ჯანმრთელობის დაცვის ორგანოები უზრუნველყოფენ დონორების ჯანმრთელობის დაცვას. ამ მიზნით ახორციელებენ ღონისძიებათა კომპლექსს (დონორთა შერჩევა, სისხლის აღების სანიტარ ულ-ჰიგიენური პირობების დაცვა, ქალაქებში დონორობის ერთიანი ცენტრების ორგანიზაცია, სამედიცინო პერსონალის სათანადო მომზადება), რომელთა მიზანია დონორობის უვნებლობა, დონორობის ფუნქციის შესრულების დროს გართულებებისა და ინფექციური სენით დაავადები შესაძლებლობათა თავიდან აცილება.

3. დამატებითი დასვენების დღის და სისხლის გადასხმის დაწესებულებაში გატარებული დღის ფულადი ანაზღაურების მისაღებად სისხლის გადასხმის დაწესებულებებს ევალებათ დონორებს მისცენ სათანადო ცნობები სამსახურში წარსადგენად.

4. სისხლის გადასხმის დაწესებულებების საქმიანობისათვის სავალდებულო ნორმები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 501 -სსმ I, № 33 , 1 2. 11 . 2004 წ., მუხ. 155

    მუხლი 12. დონორის სამედიცინო შემოწმების წესი

1. დონორის სამედიცინო შემოწმების, დონორისგან სისხლისა და მისი კომპონენტების აღების წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. უცხოეთის მოქალაქენი, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს გაიღონ სისხლი ან მისი კომპონენტები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში, გაივლიან სამედიცინო შემოწმებას დადგენილი წესით და სარგებლობენ ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და გარანტიებით.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი № 63 -სსმ I, №4 7 ( 54 ), 26. 11 .1999წ., მუხ. 239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი № 487 -სსმ I, № 28 , 2 4 . 07 . 2000 წ., მუხ. 88

    მუხლი 13. დონორის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის კონტროლი

 სისხლის სამსახურის დაწესებულებების მიერ დამზადებული სისხლი, მისი კომპონენტები და პრეპარატები, საკონსერვაციო ხსნარები ექვემდებარება სახელმწიფო სამედიცინო ზედამხედველობის ორგანოების აუცილებელ კონტროლს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი № 63 -სსმ I, №4 7 ( 54 ), 26. 11 .1999წ., მუხ. 239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი № 487 -სსმ I, № 28 , 2 4 . 07 . 2000 წ., მუხ. 88

საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 501 -სსმ I, № 33 , 1 2. 11 . 2004 წ., მუხ. 155

    მუხლი 14. ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკებისა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებათა მუშაკები და თანამდებობის პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხს აგებენ სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების დამზადების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევისათვის.

 

თავი III 1 გარდამავალი დებულებები

    მუხლი  141. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები

2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ/გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

 ა) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ“;

ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცვლელებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ“.

საქართველოს 2004 წლის 26  ოქტომბრის   კანონი №  501  -სსმ I, №  33   1  2.  11  .  2004  წ., მუხ.  155

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4306-სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.414  

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1244  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
 

თავი IV. დასკვნითი დებულებები

   მუხლი  15. საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესი

საზღვარგარეთის სამედიცინო ორგანიზაციებთან დონორის სისხლის, მისი კომპონენტებისა და პრეპარატების გაცვლის, საქართველოს საზღვრების გარეთ მათი გატანის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

საქართველოს  1997  წლის  30 აპრილი    კანონი №675-პარლამენტის  უწყებანი  , №21-22,  31.05.1997წ.,  გვ  .13

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88   

საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის   კანონი №1244  – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

    მუხლი 16. სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია ექსტრემალური სიტუაციის დროს

1. სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის ცალკეულ ადგილებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაცია ხორციელდება დადგენილი წესის შესაბამისად საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელობით.

2. ამ შემთხვევაში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის ორგანიზაციის ყველა დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდიდან , აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სარეზერვო ფონდებიდან.

საქართველოს 1997 წლის 30 აპრილი კანონი №675-პარლამენტის უწყებანი , №21-22, 31.05.1997წ., გვ .13

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმ I, №47(54), 26.11.1999წ., მუხ.239

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88

    მუხლი 17. საერთაშორისო ხელშეკრულებების მოქმედება

1. დონორობის სფეროში საერთაშორისო სამეცნიერო და საწარმოო თანამშრომლობა მიჩნეულია პრიორიტეტულ მიმართულებად.

2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე

საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე

თბილისი,

1995 წლის 21 მარტი.

№687

ЗАКОН ГРУЗИИ

 

О ДОНОРСТВЕ КРОВИ И ЕЁ КОМПОНЕНТОВ

 

 

Цели Закона - обеспечение развития в Грузии до­норства крови и ее компонентов посредством осуществления соци­альных, экономических, правовых, медицинских мероприятий и защита прав донора.

 

ГЛАВА I.

ОБЩИЕ ПОЛОЖЕНИЯ

 

Статья 1. Принципы донорства

1. Основной принцип донорства в Грузии - добровольность. Донором может быть каждый дееспособный гражданин в возрасте от 18 до 65 лет, прошедший медицинское обследование и у которого не обнаружено противопоказаний к донорству.(26.10. 2004 N501)

2.Сдать кровь гражданин может как в порядке благотвори­тельности (безвозмездно), так и для родственников, с денежным вознаграждением (кадровый донор), в целях страхования, хране­ния собственной крови.

 

Статья 2. Государственная программа развития донорства крови и ее компонентов

1. При Министерстве здравоохранения Грузии (30.04.1997 N675)создается коор­динационная служба, которая будет руководить разработкой и осу­ществлением государственной программы развития донорства крови и её компонентов.

2. Положение о координационной службе утверждает Министр труда, здравоохранения и социальной защиты Грузии.(20.09.2013 N1244)

 

Статья 3. Финансирование мероприятий по развитию, организации и пропаганде донорства крови и её компонентов (26.10.2004 N501)

1. Государство обеспечивает финансирование мероприятий по развитию, организации и пропаганде донорства крови и её компонентов, необходимое финансирование для удовлетворения потребностей лечебных учреждений в компонентах крови и препаратах из крови в рамках государственной программы здравоохранения.

2. Финансирование осуществляется также за счёт благотворительных взносов.

 

Статья 4. Обязанности органов местного управления по осуществлению государственной программы донорства

Органы местного управления несут ответственность за осущес­твление государственной программы донорства на своей террито­рии

 

Статья 5. Обязанности администрации министерств, ведомств, предприятий, учреждений и организаций по организации донорства

1.Министерства, ведомства, предприятия, учрежденияи организа­ции (независимо от форм собственности):

а ) активно учавствуют в осуществлении государственной програм­мы донорства;

б) имеют право выделять ассигнования на развитие до­норства.

2. Руководители предприятий, учреждений, организаций (независимо от их форм собственности), начальники воинских частей обязаны: по предварительному соглашению беспрепятственно отпускать рабочих, служащих, студентов, школьников, работников сельского хозйства, военнослужащих в учреждения переливания крови для обследования и в день сдачи крови сохранять за ними среднюю зарплату по месту работы, премию и иные средства материального поощрения согласно действующему законодательству; на другой день после сдачи крови предоставлять донору день отдыха, который по его желанию может быть присоединен к дням очередного отпуска либо использован в другое время в течение года со дня сдачи крови; оплачивать донору дополнительный день отдыха в размере средней зарплаты по основному рабочему месту: (29.12.2006 N4306)

а) в случае, если донором сдается кровь в период его нахождения в отпуске или в нерабочий день, предоставлять ему другой день отдыха; если же ему не предоставляется другой день отдыха, день сдачи крови оплачивать донору не менее чем в двойном размере заработной платы;

б) предоставлять безвозмездно выездным бригадам, осуществляющим заготовку крови, необходимые помещения для взятия крови.

3.С целью правильной ориентации учащихся и студентов по воп­росам донорства Министерство просвещения Грузии обязано при составлении соответствующих учебно - просвети­тельных программ и учебников для средних и высших учебных за­ведений включать в них информацию о значении донорства и без­ без­вредности сдачи крови.

 

Статья 6. Роль Общества Красного Креста в развитии донорства

Отделения и организации Общества Красного Креста Грузии согласно своим и соответствующим международным ус­тавам и положениям обязаны принимать активное участие в разви­тии безвозмездного донорства.

 

Статья 7. Участие общественных организаций и объединений в организации донорства (26.10.2004 N501)

Общественные организации и объединения участвуют в организации и финансировании донорства крови и её компонентов, ведут среди населения пропаганду безвозмездного донорства.

 

 

ГЛАВА II.

  ПРАВА, ОБЯЗАННОСТИ ДОНОРА И ЛЬГОТЫ, ПРЕДОСТАВЛЯЕМЫЕ ЕМУ

 

Статья 8. Права донора

1.Государство гарантирует донору защиту его прав и охрану его здоровья, а также предоставляет ему льготы.

2.Донор подлежит, обязательному страхованию на случай зараже­ния его инфекционными заболеваниями при выполнении им донор­ской функции или причинения ущерба его здоровью. Страхование производится за счет средств служб крови; эти средства должны входить в себестоимость крови.

3.Неоспоримым правом донора является добровольность акга до­норства.

4.Донор вправе по соглашению с руководством по месту рабе. ы в любой день уйти в учреждение переливания крови для медицин­ского обследования и сдачи крови.

5.Донор имеет право на получение дополнительного дня отдыха после сдачи крови и использовать его на следующий же день. Он может присоединить этот день к очередному отпуску или вос­пользоваться им в любое другое время в течение года после сдачи крови.

6.Донор - военнослужащий в день сдачи крови и её компонентов освобождается от несения нарядов, вахт и выполнения других обя­занностей воинской службы.

 

Статья 9. Обязанности донора

1.Донор обязан при прохождении медицинского освидетельствова­ния сообщить известные ему сведения обо всех перенесенных им заболеваниях, а также о фактах употребления им наркотических и иных психотропных веществ.

2.Гражданин, умышленно скрывший или исказивший сведения о состоянии своего здоровья, несет ответственность в Соответствии с законодательством Грузии.

 

Статья 10. Льготы, предоставляемые донору, и меры по стимулированиюдонорства

 1. По общему объему сданной крови или плазмы крови в целях стимулирования безвозмездного донорства доноры подразделяются на следующие группы: (26.10.2004 N501)

а) доноры третьей категории, которые три и более раза сдали кровь или плазму и продолжают донорство, сдавая кровь не менее одного раза в год;

б) доноры второй категории, сдавшие от 3 до 5 литров крови или от 10 до 15 литров плазмы;

в) доноры первой категории, сдавшие от 10 до 20 литров крови или от 15 до 20 литров плазмы;

г) заслуженные доноры, сдавшие более 20 литров крови или более 30 литров плазмы.

2. Донора каждой из групп государство обеспечивает социальными гарантиями и льготами, определенными Положением «О мерах по стимулированию донорства в Грузии», утвержденным постановлением Правительства Грузии.(20.09.2013 N1244)

3.Иммунизированные доноры или доноры, сдавшие кровь или плазму в порядке благотворительности, безвозмездно, в том объе­ме, чтобы являться субъектом настоящего Закона, относятся к ка­тегории, на одну ступень более высокой.

4.Удостоверения донора третьей категории выдаются учреждения­ми переливания крови.

5.Звание донора второй и первой категорий присваевается на ос­новании представления учреждений переливания крови Министер­ства здравоохранения Грузии.

6. Звание Заслуженного донора присваивает Министр труда, здравоохранения и социальной защиты Грузии.(20.09.2013 N1244)

7.Указанные льготы распространяются также на доноров, сдав­ших кровь или плазму до принятия настоящего Закона.

 

глава III .

организация донорства крови и её компонентов

 

Статья 11. Роль органов здравоохранения в организации донорства и учреждений переливания крови (26.10.2004 N501)

1.Органы здравоохранения обязаны обеспечивать правильную ор­ганизацию трансфизиологической службы, определять потребность медицины в компонентах и препаратах крови, прилагать все уси­лия для приумножения рядов доноров, в том числе доноров - род­ственников, активно пропагандировать донорство.

2.Органы здравоохранения обеспечивают охрану здоровья доно­ров. С этой целью осуществляется комплекс мероприятий (подбор доноров, соблюдение санитарно - гигиенических условий взятия крови, организация единых центров донорства в городах, надлежа­щая подготовка медицинского персонала), призванных обеспечить безвредность донорства, предотвратить вероятность осложнений и инфекционных заболеваний при выполнении донорской функции.

3.Для получения дополнительного дня отдыха и денежной оплаты за день, проведенный в учреждениях переливания крови, эти уч­реждения обязаны выдавать донорам соответствующие справки, представляемые по месту работы.

 4. Обязательные нормы и требования к деятельности учреждений переливания крови определяются приказом Министра труда, здравоохранения и социальной защиты Грузии. (26.10.2004 N501)

 

Статья 12. Порядок медицинского обследования донора

1.Порядок медицинского обследования донора, взятие у донора крови и её компонентов устанавливается Министерством здравоох­ранения Грузии.

2.Иностранные граждане, изъявившие желание сдать кровь или её компоненты в медицинских учреждениях Грузии, проходят медицинское освидетельствование в установленном по­рядке и пользуются льготами и гарантиями, предусмотренными настоящим Законом

 

Статья 13. Контроль за качеством донорской крови и её компонентов (26.10.2004 N501)

Кровь, заготавливаемая учреждениями службы крови, её компоненты и препараты из крови, консервирующие растворы подлежат обязательному контролю со стороны государственных органов медицинского надзора в порядке, установленном Министерством труда, здравоохранения и социальной защиты Грузии.

 

Статья 14. Ответственность работников и должностных лиц учреждений здравоохранения

Работники и должностные лица учреждений здравоохранения в соответствии с законодательством Грузии несут ответ­ственность за нарушение правил заготовки, хранения, применения крови, её компонентов и препаратов из донорской крови.

 

Глава III 1   (26.10.2004 N501)

Переходные положения

 

Статья 141   Правовые акты, подлежащие принятию/изданию Правительством Грузии и Министром труда, здравоохранения и социальной защиты Грузии (20.09.2013 N1244)

До 1 января 2015 года принять/издать следующие нормативные акты:

а) постановление Правительства Грузии «О мерах по стимулированию донорства в Грузии»;

б) приказ Министра труда, здравоохранения и социальной защиты Грузии «Об утверждении порядка государственного контроля за качеством компонентов крови, препаратов из крови, кровезаменителей и консервирующих растворов»;

 в) приказ Министра труда, здравоохранения и социальной защиты Грузии «Об утверждении обязательных нормативов функционирования учреждений переливания крови».

 

ГЛАВА IV.

  ЗАКЛЮЧИТЕЛЬНЫЕ ПОЛОЖЕНИЯ

 

Статья 15. Порядок обмена донорской кровью, ее компонентами и препаратами из донорской крови с иностранными медицинскими организациями, их вывоза за пределы Грузии (20.09.2013 N1244)

Порядок обмена донорской кровью, ее компонентами и препа­ратами из донорской крови с иностранными медицинскими организациями, их вывоза за пределы Грузии утверждает Министр труда, здравоохранения и социальной защиты Грузии.

 

 

Статья 16. Организация донорства крови и её компонентов при экстремальных ситуациях

1.В случае стихийных бедствий, аварий и катастроф, других чрезвычайных обстоятельств на всей территории Грузии или в от­дельных её местностях организация донорства крови и её компо­нентов осуществляется в установленном порядке под руководством Министерства здравоохранения Грузии и местных ор­ганов здравоохранения.

2.В этих случаях все финансирование организации донорства крови и её компонентов осуществляется bp Ujcelfhcndtyyjuj htpthdyjuj ajylf (30.04.1997 N675)Грузии, а также резервных фондов местных органов управления.

 

Статья 17. Действие международных договоров

1.Международное сотрудничество ученых и производственников в сфере донорства признано приоритетным направлением.

2.Если международным договором Грузии установле­ны иные правила, чем те, которые устанавливает настоящий За­кон, то применяются правила международного договора.

 

Председатель Парламента Грузии -

Глава государства                          ЭДУАРД ШЕВАРНАДЗЕ

 

Спикер Парламента Грузии              ВАХТАНГ ГОГУАДЗЕ

 

Тбилиси,

21 марта 1995 года.

N 687 - IIc