Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated versions (21/04/2017 - 05/07/2018)
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ
1. ეს კანონი ადგენს საქართველოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კანონის მიზანია, განსაზღვროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (ბლანკების, ბილეთების ან სხვა საბუთების) სახეები, უზრუნველყოს მათი შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმა – განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით;
ბ) სამართალსუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო დაწესებულება, უწყება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
გ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხა – ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების საქართველოს ფინანსთა სამი-ნისტროს მიერ დამტკიცებული ნუსხა;
დ) პასუხისმგებელი პირი – პირი, რომელსაც ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე;
ე) პოლიგრაფიული საწარმო – საწარმო, რომელიც დადგენილი წესით ამზადებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს, ახორციელებს მათ აღრიცხვას, შენახვასა და რეალიზაციას.
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების კატეგორიები
მკაცრი აღრიცხვის ფორმები, მათი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პირველი კატეგორია – „განსაკუთრებით დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 7 ან მეტი დამცავი ნიშანი;
ბ) მეორე კატეგორია – „დაცული“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 4–6 დამცავი ნიშანი;
გ) მესამე კატეგორია – „მარტივი ტიპის“. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 3 დამცავი ნიშანი.
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია
1. სამართალსუბიექტები ვალდებული არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომ – სააგენტო) რეგისტრაციაში გაატარონ მათ მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშები (პროექტები) და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები).
11. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი.
12. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი იბეჭდება და ივსება მხოლოდ არაქართულ ენაზე და მას სააგენტო რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხას და რეგისტრაციის წესს ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს და რომელთა დამზადება შეუძლებელია საქართველოში არსებულ პოლიგრაფიულ საწარმოებში, დამკვეთის გადაწყვეტილებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია დამზადდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1913-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.223
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3372-სსმI, №40, 20.07.2010., მუხ.250
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №551 5 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 3 49 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №647 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
მუხლი 5. პოლიგრაფიული საწარმოების კატეგორიები
პოლიგრაფიული საწარმოები, მათი ტექნოლოგიური პროცესების ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) პირველი კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ყველა სახის მკაცრი აღრიცხვის ფორმები;
ბ) მეორე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები;
გ) მესამე კატეგორია – ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ამ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმები.
მუხლი 6. მოთხოვნები პოლიგრაფიული საწარმოებისადმი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის მოთხოვნებს.
2. პოლიგრაფიული საწარმოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჰქონდეთ პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი სპეციალური პოლიგრაფიული მოწყობილობები;
ბ) ფლობდნენ პროდუქციის დამზადების შესაბამის სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ორიგინალების, ნიმუშების, საბეჭდი ფორმების ბეჭდვის, მათი ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით (სპეციალური ტექნოლოგიები, მასალები, მოწყობილობები და კონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქ-ციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან);
გ) ჰყავდეთ პოლიგრაფიული პროფესიის სპეციალისტები;
დ) უზრუნველყოფდნენ დამზადებული პროდუქციის დაცვას სპეციალური ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით.
3. პოლიგრაფიული საწარმოს ფართობი უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოს დაცვის მოთხოვნებს, კერძოდ:
ა) გარდერობი უნდა განლაგდეს და მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს საწარმოდან ნაბეჭდი პროდუქციის კონტროლის გარეშე გატანა;
ბ) საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგოკვების ალტერნატიული წყაროთი – გენერატორით;
გ) სასაწყობო ფართობები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის უნდა იყოს განცალკევებული;
დ) უნდა არსებობდეს კლიენტის მომსახურების ოთახი.
4. პოლიგრაფიულ საწარმოში სამუშაოთა შესრულების სრულყოფილი ციკლი მოიცავს:
ა) ბეჭდვამდელ პროცესებს;
ბ) ბეჭდვის პროცესებს;
გ) ბეჭდვისშემდგომი ოპერაციების უბანს;
დ) წუნმდებელ-მაკონტროლებელ უბანს.
5. საამქროებისა და უბნების შესაძლებლობები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების ციკლი, ნიმუშების, ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით, უნდა შესრულდეს ერთ საწარმოში. საწარ-მოთა კოოპერაცია დაუშვებელია.
5 1 . პოლიგრაფიულ საწარმო ს , რომელსაც შეუძლია პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი , ესაჭიროება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებ ის მიღება .
6. პოლიგრაფიულ საწარმოში მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშების დამზადების, აგრეთვე არამართლზომიერი ხელყოფისაგან დამცავი ნიშნების ამსახველი მატერიალური შემცველების შენახვა, დაცვა და განადგურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4523-ვებგვერდი,18.04.2011წ.
თავი II. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებისა და შენახვის წესი
მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზება
მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების ორგანიზებას ახორციელებენ სამართალსუბიექტები, რომლებიც:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებენ კონკრეტულ ფორმას მათი ხარისხის დაცვის და სხვა პარამეტრების აღნიშვნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების აუცილებელ რაოდენობას და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით ახორციელებენ მათ ტირაჟირებას;
ბ) კანონის შესაბამისად ახორციელებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენების კონტროლს.
მუხლი 8. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენება სამართალსუბიექტების მიერ
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვაანგარიშგების წესი განისაზღვრება ამ კანონით და შესაბამისი სამართალსუბიექტების მიერ დადგენილი წესის საფუძველზე.
2. სამართალსუბიექტები მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას ახორციელებენ დამოუკიდებლად.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადებას სამართალსუბიექტთა შეკვეთების საფუძველზე ახორციელებენ საქართველოში არსებული პოლიგრაფიული საწარ-მოები, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა მხოლოდ სათანადოდ გაფორმებული მინდობილობების საფუძველზე.
5. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება პასუხისმგებელ პირთან, რომელსაც განსაზღვრავს სამართალსუბიექტის ხელმძღვანელი. მან ყველა მუშაკს, რომელსაც ევალება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის.
6. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას.
7. სამართალსუბიექტები უზრუნველყოფენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას.
მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთების გაფორმება და წარმოება
1. სამართალსუბიექტები პოლიგრაფიულ საწარმოებს ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით წარუდგენენ სააგენტოსთან შეთანხმებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშებს.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადების შეკვეთა ექვემდებარება აუცილებელ აღრიცხვას პოლიგრაფიული საწარმოს შეკვეთების წიგნში – „მკაცრი აღრიცხვის ფორმები“, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და საწარმოს ბეჭდით დამოწმებული.
3. შეკვეთის წიგნს უნდა ჰქონდეს შემდეგი რეკვიზიტები:
ა) შეკვეთის რიგითი ნომერი;
ბ) დამკვეთის სახელწოდება;
გ) ფორმების დასახელება;
დ) შეკვეთის შემოსვლის თარიღი;
ე) შეკვეთის ტირაჟი;
ვ) საკონტროლო ეგზემპლარების დაგზავნის თარიღი;
ზ) დამკვეთისთვის ფორმების გადაცემის თარიღი;
თ) ფაქტობრივად გაცემული ფორმების რაოდენობა;
ი) ტექნიკური ნარჩენების განადგურების აქტის ნომერი;
კ) არასწორი ჩანაწერების ანულირება;
ლ) შენიშვნა.
4. შეკვეთების წიგნის გრაფები ივსება რეგულარულად, შეკვეთის მიმდინარეობის მიხედვით.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 10. მოთხოვნები მკაცრი აღრიცხვის ფორმების პოლიგრაფიული შესრულებისადმი
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუმერაცია ხორციელდება ნუმერატორით მითითებული ნომრებით.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმებზე აღნიშნული უნდა იყოს მათი დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა ). „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის , პირადობის (ბინადრობის ) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალების გარეშე და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრისა ).
საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 11. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის ჩატარება
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სააგენტო, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს ეროვნული ბანკი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4193 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ.
საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №445 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
თავი II1 . მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 111 . სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საფასურის დაწესება და მისი განაკვეთები
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციის საფასური არის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.
2. სააგენტოს მიერ განხორციელებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციისა და ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის საფასური წესდება და მისი განაკვეთები განისაზღვრება ამ კანონით.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაინტერესებული პირი იხდის ამ კანონით განსაზღვრულ საფასურს.
4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია მომსახურება გაწეულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილზე უფრო მოკლე ვადაში.
5. სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში დაინტერესებული პირი იხდის ასეთი მომსახურებისათვის განსაზღვრულ შესაბამის საფასურს.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 112 . სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთებია:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციისათვის – 50 ლარი;
ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 50 ლარი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 113 . სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი ვადები
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილია შემდეგი ვადები:
ა) მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციისათვის – 20 სამუშაო დღე;
ბ) ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის – 20 სამუშაო დღე.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ერთი ნიმუშის (პროექტის) რეგისტრაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაციისათვის მომსახურების საფასური არის 100 ლარი.
2. ერთი სარეგისტრაციო ნომრის მქონე არა უმეტეს 5000 ცალი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ექსპერტიზა-უტილიზაციის თაობაზე განცხადების შეტანიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ექსპერტიზა-უტილიზაციისათვის მომსახურების საფასური არის 150 ლარი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 115 . მომსახურების საფასურის გადახდის წესი და პირობები
1. მომსახურების საფასური გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
4. გადახდილი მომსახურების საფასური ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 116 . გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი
1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ საფასურის განაკვეთს შორის.
2. გადახდილი მომსახურების საფასური მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) სააგენტო კანონიერი საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე უარს აცხადებს მომსახურებაზე;
გ) სააგენტომ მომსახურება არ გასწია ამ კანონით დადგენილ ვადაში.
3. თუ დაინტერესებული პირი ვერ მიიღებს მომსახურებას მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის შესაბამისად მოთხოვნილ ვადაში და სურს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ეს კანონი ითვალისწინებს ნაკლებ საფასურს, დაინტერესებულ პირს უბრუნდება სხვაობა ამ ორ საფასურს შორის.
4. გადახდილი მომსახურების საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად ბრუნდება საფასურის გადამხდელის განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა ერთო-დეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 117. მომსახურების საფასურის გადახდისაგან განთავისუფლება
ამ თავით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საგადასახადო ორგანოები.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3372-სსმI, №40, 20.07.2010., მუხ.250
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414
თავი II2 . პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
მუხლი 118 . პასუხისმგებლობა კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009., მუხ.360
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცება.
2. სამართალსუბიექტებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვეში უზრუნველყონ მათ მიერ გამოსაყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 14. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
2005 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 6 სექტემბრის №1079 განკარგულება „ლატარიის ბილეთების, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების მოწესრიგების ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;
გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 24 აპრილის №50 ბრძანება „მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების და დოკუმენტების წარმოებისა და გამოყენების წესების შესახებ“.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 22 მარტი
№1134-Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1913-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.223
2. საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2350-სსმI, №47, 28.12.2009წ., მუხ.360
3. საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3372-სსმI, №40, 20.07.2010წ., მუხ.250
4. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66,03.12.2010წ., მუხ.414
5. საქართველოს 2011 წლის 8 აპრილის კანონი №4523-ვებგვერდი,18.04.2011წ.
6. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4992 - ვებგვერდი, 15.07.2011წ.
7. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5515 - ვებვერდი, 28.12.2011წ.
8. საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №349 – ვებგვერდი, 28.03.2013წ.
Закон Грузии
О формах строгого учета
Глава I
Общие положения
Статья 1. Цели Закона
1. Настоящим Законом устанавливаются правовые основы разработки, изготовления и использования форм строгого учета в Грузии.
2. Целью Закона являются определение видов форм строгого учета (бланков, билетов или других документов), обеспечение установления государственного порядка в деле их разработки, изготовления, хранения и использования.
Статья 2. Разъяснение терминов, используемых в Законе
Термины, используемые в настоящем Законе, имеют следующие значения:
а) форма строгого учета - бланки, билеты или документы определенного содержания, формы и размера, предназначенные для фиксирования связанных с деятельностью в различных сферах (поставка товаров, выполнение работ, оказание услуг и др.) расчета, отчетности, юридических либо иных фактов, которые по отраслевому признаку разрабатываются одним или несколькими правовыми субъектами и вводятся в действие с соблюдением требований настоящего Закона;
б) правовой субъект - физическое или юридическое лицо, государственное учреждение, ведомство или юридическое лицо публичного права;
в) перечень форм строгого учета - утвержденный Министерством финансов Грузии перечень форм строгого учета, предусмотренных подпунктом "а" настоящей статьи;
г) ответственное лицо - лицо, на которое возлагается конкретная ответственность по соблюдению установленных законодательством требований, связанных с формами строгого учета;
д) полиграфическое предприятие - предприятие, которое в установленном порядке изготовляет формы строгого учета, осуществляет их учет, хранение и реализацию.
Статья 3. Категории форм строгого учета
Формы строгого учета в зависимости от сложности их защиты делятся на следующие категории:
а) первая категория - "особо защищенные". К этой категории относятся формы строгого учета, имеющие 7 или более защитных знаков;
б) вторая категория - "защищенные". К этой категории относятся формы строгого учета, имеющие 4-6 защитных знаков;
в) третья категория - "простого типа". К этой категории относятся формы строгого учета, имеющие не более 3 защитных знаков.
Статья 4. Регистрация форм строгого учета
1. Субъекты права обязаны регистрировать в юридическом лице публичного права, входящем в систему Министерства финансов Грузии, – Агентстве услуг Министерства финансов Грузии (далее - Агентство) – используемые или подлежащие использованию ими образцы (проекты) форм государственного документа, подтверждающего образование, согласованные с юридическим лицом публичного права – Национальным центром развития качества образования и согласованные с Министерством образования и науки Грузии другие образцы (проекты) форм строгого учета.(20.03.2013N349)
11. Агентство правомочно принимать, хранить и выдавать любые документы в электронной форме. (21.04.2017 N647)
12. Нейтральный проездной документ, предусмотренный Законом Грузии «О порядке регистрации, выдачи удостоверения личности (вида на жительство) и паспорта гражданина Грузии гражданам Грузии и проживающим в Грузии иностранцам» печатается и заполняется только на негрузинском языке и его регистрация осуществляется агентством без согласования с Министерством образования и науки Грузии. (20.03.2013 N349)
2. Перечень и порядок регистрации форм строгого учета утверждает Министерство финансов Грузии.
3. Формы строгого учета общегосударственного значения, изготовление которых невозможно на имеющихся в Грузии полиграфических предприятиях, по решению заказчика и согласованию с Министерством финансов Грузии могут быть изготовлены за пределами Грузии.(3.11.2009 N1913)
Статья 5. Категории полиграфических предприятий
Полиграфические предприятия с учетом качества и уровня технологических процессов делятся на следующие категории:
а) первая категория - этим полиграфическим предприятиям разрешается печатать формы строгого учета всех видов;
б) вторая категория - этим полиграфическим предприятиям разрешается печатать формы строгого учета, предусмотренные подпунктами "б" и "в" статьи 3 настоящего Закона;
в) третья категория - этим полиграфическим предприятиям разрешается печатать формы строгого учета, предусмотренные подпунктом "в" статьи 3 настоящего Закона.
Статья 6. Требования, предъявляемые к полиграфическим предприятиям
1. Изготовление форм строгого учета осуществляется на полиграфических предприятиях, удовлетворяющих требования настоящего Закона.
2. Полиграфические предприятия должны удовлетворять следующие требования:
а) в зависимости от категорий, указанных в статье 3 настоящего Закона, иметь специальное полиграфическое оборудование, предназначенное для изготовления продукции;
б) владеть соответствующими специальными технологическими процессами изготовления продукции, включая печатание, нумерацию и обработку оригиналов, образцов, печатных форм (специальные технологии, материалы, оборудования и методы контроля должны обеспечивать необходимую защиту продукции от фальсификации и несанкционированного тиражирования);
в) иметь специалистов полиграфической профессии;
г) обеспечивать защиту изготовленной продукции специальными техническими и организационными средствами.
3. Площадь полиграфического предприятия должна удовлетворять требования по охране предприятия, в частности:
а) гардероб должен быть расположен и устроен таким образом, чтобы исключался бесконтрольный вывоз с предприятия печатной продукции;
б) предприятие должно быть обеспечено альтернативным источником энергопитания - генератором;
в) складские площади для сырья и готовой продукции должны находиться раздельно;
г) должна иметься комната для обслуживания клиента.
4. Полноценный цикл выполнения работ на полиграфическом предприятии включает:
а) процессы до печатания;
б) процессы печатания;
в) участок операций после печатания;
г) контрольно-браковочный участок.
5. Возможности цехов и участков должны соответствовать требованиям пункта 2 настоящей статьи. Цикл изготовления форм строгого учета, включая нумерацию и обработку образцов, должен выполняться на одном предприятии. Кооперация предприятий не допускается.
51. Полиграфическому предприятию, которое может наносить на продукцию 3 или (и) более защитных знака, требуется получение права на осуществление деятельности, связанной с государственной тайной. (8.04.2011 N4523)
6. Изготовление образцов форм строгого учета, а также хранение, охрана и уничтожение на полиграфических предприятиях материальных составляющих воспроизводящих знаки защиты от неправомерного посягательства осуществляется в порядке, установленном законодательством Грузии.
Глава II
Порядок изготовления и хранения форм
строгого учета
Статья 7. Организация производства форм строгого учета
Организацию производства форм строгого учета осуществляют правовые субъекты:
а) в соответствии с законодательством Грузии разрабатывающие конкретную форму с указанием соблюдения качества и других параметров, определяющие в пределах своей компетенции необходимое количество форм строгого учета и тиражирующие их посредством полиграфических предприятий;
б) в соответствии с законом осуществляющие контроль за использованием форм строгого учета.
Статья 8. Использование форм строгого учета правовыми субъектами
1. Порядок использования форм строгого учета, их учета и отчетности определяется настоящим Законом и на основании порядка, установленного соответствующими правовыми субъектами.
2. Правовые субъекты осуществляют обеспечение формами строгого учета самостоятельно.
3. Изготовление форм строгого учета на основании заказов правовых субъектов осуществляют имеющиеся в Грузии полиграфические предприятия, кроме случая, предусмотренного пунктом 3 статьи 4 настоящего Закона.
4. Формы строгого учета выдаются только на основании оформленных надлежащим образом доверенностей.
5. Формы строгого учета хранятся у ответственного лица, который определяется руководителем правового субъекта. Оно должно создать надлежащие условия для производства соответствующих операций с этими формами всем работникам, на которых возлагается обязанность по хранению и выдаче форм строгого учета.
6. Формы строгого учета хранятся в отведенном специально для этой цели и защищенном надлежащим образом месте.
7. Правовые субъекты обеспечивают защищенность помещений, отведенных для хранения, выдачи форм строгого учета и выполнения других связанных с ними операций.
Статья 9. Оформление и производство заказов на изготовление форм строгого учета
1. Правовые субъекты с соблюдением требований настоящего Закона представляют полиграфическим предприятиям образцы форм строгого учета, согласованные с Агентством.(15.12.2009 N2350)
2. Заказ на изготовление форм строгого учета подлежит обязательному учету в книге заказов полиграфического предприятия - "формы строгого учета", которая должна быть пронумерована, прошнурована и скреплена печатью предприятия.
3. Книга заказов должна иметь следующие реквизиты:
а) порядковый номер заказа;
б) наименование заказчика;
в) наименование форм;
г) дату поступления заказа;
д) тираж заказа;
е) дату рассылки контрольных экземпляров;
ж) дату выдачи форм заказчику;
з) количество фактически выданных форм;
и) номер акта об уничтожении технических отходов;
к) аннулирование неправильных записей;
л) примечание.
4. Графы книги заказов заполняются регулярно, по ходу выполнения заказа.
Статья 10.Требования к полиграфическому исполнению форм строгого учета
1. Нумерация форм строгого учета осуществляется по номерам, указанным нумератором.
2. На формах строгого учета должны указываться наименования полиграфического предприятия - изготовителя и заказчика с инициалами, регистрационный номер и индивидуальный номер (не менее 6 цифр). На нейтральных удостоверениях личности и нейтральных проездных документах, предусмотренных Законом Грузии «О порядке регистрации граждан Грузии и проживающих в Грузии иностранцев, выдачи удостоверения личности (вида на жительство) и паспорта гражданина Грузии», должны указываться только регистрационный номер без инициалов Министерства финансов Грузии и индивидуальный номер (не менее 6 цифр). (1.07.2011 N4992)
Статья 11. Проведение экспертизы и утилизации форм строгого учета
1. Экспертиза и утилизация форм строгого учета осуществляются в порядке, установленном законодательством Грузии.
2. Экспертизу и утилизацию форм строгого учета производят Агентство, а также в пределах своей компетенции – Национальный банк Грузии. (10.03.2017 N445)
Глава II1
Плата за регистрацию и экспертизу-утилизацию форм строгого учета
(15.12.2009 N2350)
Статья 111. Установление платы за оказываемые Агентством услуги и ее ставки (15.12.2009 N2350)
1. Плата за регистрацию и экспертизу-утилизацию форм строгого учета является обязательным платежом, включая налог на добавленную стоимость, определенным настоящим Законом за услуги, оказываемые Агентством.
2. Плата за осуществляемые Агентством регистрацию и экспертизу-утилизацию форм строгого учета устанавливается и ее ставки определяются настоящим Законом.
3. Заинтересованные лица платят определенную настоящим Законом сумму за услуги, оказываемые Агентством в сроки, установленные законодательством Грузии.
4. На основании требования заинтересованного лица услуги могут оказываться в более короткие сроки, нежели установленные законодательством Грузии.
5. В случае оказания Агентством ускоренных услуг заинтересованные лица уплачивают стоимость, определенную за такие услуги.
Статья 112. Ставки платы за услуги, оказываемые Агентством (15.12.2009 N2350)
Ставки платы за услуги, оказываемые Агентством:
а) за регистрацию одного образца (проекта) формы строгого учета – 50 лари;
б) за экспертизу-утилизацию не более, чем 5000 штук форм строгого учета под одним регистрационным номером – 50 лари.
Статья 113. Сроки, установленные для услуг, оказываемых Агентством (15.12.2009 N2350)
Для услуг, оказываемых Агентством, установлены следующие сроки:
а) регистрация одного образца (проекта) формы строгого учета – 20 рабочих дней;
б) экспертиза-утилизация не более, чем 5000 штук форм строгого учета под одним регистрационным номером –20 рабочих дней.
Статья 114. Ставки платы за оказываемые Агентством ускоренные услуги и сроки оказания услуг(15.12.2009 N2350)
1. Плата за регистрацию в течение 2 рабочих дней со дня подачи заявления о регистрации одного образца (проекта) формы строгого учета составляет 100 лари.
2. Плата за экспертизу-утилизацию в течение 5 рабочих дней со дня подачи заявления об экспертизе-утилизации не более 5000 штук форм строгого учета под одним регистрационным номером составляет 150 лари.
Статья 115. Порядок и условия внесения платы(15.12.2009 N2350)
1. Плата за услуги вносится заранее, до оказания соответствующих услуг, наличным или безналичным расчетом.
2. Безналичный расчет осуществляется в порядке, установленном законодательством Грузии.
3. Наличный расчет осуществляется в банке, в национальной валюте Грузии, с выдачей квитанции.
4. Внесенная плата за услуги зачисляется на счет Агентства.
Статья 116. Порядок возврата внесенной платы за услуги (15.12.2009 N2350)
1. Если плата за услуги внесена в размере, превышающем ставку, определенную настоящим Законом, сумма разности между уплаченной суммой и ставкой платы, определенной настоящим Законом, возвращается лицу, внесшему плату,
2. Внесенная плата за услуги возвращается полностью, если:
а) Агентство при наличии законного основания отказывает в оказании услуг;
б) заинтересованное лицо отказывается от услуг до начала оказания услуг;
в) Агентство не оказало услуги в сроки, установленные настоящим Законом.
3. Если заинтересованному лицу не будут оказаны услуги в сроки, требуемые им в соответствии с внесенной платой за услуги, и оно желает воспользоваться другим сроком, для которого настоящим Законом предусмотрена меньшая плата, заинтересованному лицу возвращается сумма разности между этими двумя платами.
4. Внесенная плата за услуги частично или полностью возвращается на основании заявления лица, внесшего плату. К заявлению должен прилагаться документ, удостоверяющий уплату суммы.
Статья 117 Освобождение от уплаты стоимости услуг (12.11.2010 N3806)
От уплаты предусмотренной настоящей главой стоимости услуг освобождаются учреждения исполнительной власти Грузии, органы местного самоуправления, налоговые органы.
Глава II2
Ответственность за нарушение Закона (15.12.2009 N2350)
Статья 118. Ответственность за нарушение Закона(15.12.2009 N2350)
Ответственность за нарушение настоящего Закона определяется законодательством Грузии.
Статья 12. (15.12.2009 N2350)
Глава III
Переходные и заключительное положения
Статья 13. Переходные положения
1. Министерству финансов Грузии в течение 3 месяцев после ввода в действие настоящего Закона обеспечить утверждение перечня форм строгого учета.
2. Правовым субъектам в течение 4 месяцев после ввода в действие настоящего Закона обеспечить соответствие используемых ими форм строгого учета требованиям настоящего Закона.
3. Министерству финансов Грузии в течение 3 месяцев после ввода в действие настоящего Закона обеспечить соответствие определенных подзаконных нормативных актов настоящему Закону.
Статья 14. Нормативные акты, подлежащие отмене в связи с вводом в действие настоящего Закона
С июля 2005 года считать утратившими силу:
а) Указ Президента Грузии "О мероприятиях по установлению государственного порядка в деле разработки, изготовления, хранения и использования форм и документов строгого учета и отчетности" от 26 июля 2000 года, № 321;
б) Указ Президента Грузии "О некоторых мероприятиях по упорядочению разработки, изготовления, хранения и использования лотерейных билетов, форм и документов строгого учета и отчетности" от 6 сентября 1999 года, № 1079;
в) приказ Министра финансов Грузии "О правилах производства и использования форм и документов строгого учета и отчетности" от 24 апреля 2000 года, № 50.
Статья 15. Ввод Закона в действие
Настоящий Закон ввести в действие по опубликовании.
Президент Грузии Михаил Саакашвили
Тбилиси
22 марта 2005 года
№ 1134-Iс
Return back
Document comments