Document structure
View explanations
Referenced documents
Document Highlights
Consolidated publications
Consolidated versions (15/07/2020 - 26/04/2022)
|
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ
|
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, გამოყენების წესს, განსაზღვრავს მათი გამოყენების სფეროებს და დაცვის წესს, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალების შენახვის ადგილებს. თავი II. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ დადგენილია 14 იანვარი. მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და ზომები 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი. სხვა დროშის საქართველოს სახელმწიფო დროშად გამოყენება აკრძალულია. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია. 3. საქართველოს სახელმწიფო დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით. მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილი 1. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას. მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო დროშის დამზადების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა და გამოფენა 1. საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღმართულია: ა) საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე; ბ) საქართველოს პარლამენტის შენობაზე; გ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების შენობებზე; დ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაზე; ე) საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობაზე; ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაზე; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შენობაზე; თ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შენობაზე; ი) საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაზე; კ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაზე; ლ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე; მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში; ნ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე; ო) მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში; პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე; ჟ) საზღვაო გემებსა და საზღვაო მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომელთა მიწერის ადგილი საქართველოს ტერიტორიაა. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშა გამოიფინება: ა) სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც ემსახურება საზღვარგარეთ არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებს; ბ) საქართველოში მიმდინარე ოფიციალურ საერთაშორისო ღონისძიებებზე; გ) საზღვაო გემებზე, შიგა მიმოსვლის გემებსა და მიმოსვლის სხვა საშუალებებზე, რომლებზედაც, როგორც ოფიციალური პირები, იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან სხვა პირები, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენენ საქართველოს სახელმწიფოს, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელები. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 7. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ან სხვა ქვეყნის დროშის აღმართვა 1. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა. 2. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად სხვა ქვეყნის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა არ უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე მცირე ზომის. მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების აკრძალვა 1. დაზიანებული, გაუფერულებული ან სხვაგვარად შელახული საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალულია. 2. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვა საქართველოს სახელმწიფო დროშის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი III. საქართველოს სახელმწიფო გერბი მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახვის ფორმები 1. სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 2. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად. 3. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს სრული სახით ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის (ფერთა გრაფიკული გამოსახვის ხერხის) გამოყენებით. 4. მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით. 5. სახელმწიფო გერბი და მცირე სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, ფერთა და მეტალთა შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენების გარეშე (კონტურით). 6. სახელმწიფო გერბი შეიძლება გამოისახოს ერთ ფერში, შესაბამისი ჰერალდიკური დაშტრიხვის გამოყენებით ან მის გარეშე. მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილი 1. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ქალაქ თბილისის რეზიდენცია. 2. საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი ინახება მისთვის გამოყოფილ საგანგებო ადგილას, ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის რაიმე სახით დაზიანებას. მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო 1. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე: ა) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები; ბ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები; დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; ე) საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტები; ვ) სამხედრო ნაწილები; ზ) სახელმწიფო რწმუნებულები; თ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; ი) საქართველოს საერთო სასამართლოები; კ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; ლ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. 2. სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობების ფასადებზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თანამდებობის პირების სამუშაო ოთახებში. 3. სახელმწიფო გერბი სრული სახით გამოისახება: ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებისას; ბ) საქართველოს ფულის ნიშნებზე (მიმოქცევის დანიშნულების ბანკნოტებსა და მონეტებზე); გ) უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე, გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა; დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ საქართველოს ვიზაზე. მუხლი 13. მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების სფერო 1. საქართველოს პრეზიდენტის შტანდარტზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი. 2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბეჭდებზე (გარდა პირადობის ნეიტრალურ მოწმობასა და ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტზე გამოსაყენებელი ბეჭდებისა) და შტამპებზე: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ტერიტორიული ორგანოები; ბ) ადმინისტრაციული ორგანოები, მათ შორის, ის ადმინისტრაციული ორგანოები, რომლებსაც დელეგირებული აქვთ სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების შენობებზე და მათი მოხელეების სამუშაო ოთახებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 4. სამხედრო ხომალდებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე გამოისახება მხოლოდ მცირე სახელმწიფო გერბი. 5. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტითა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე (გარდა პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტისა) შესაბამისი სახელმწიფო გერბის გამოსახვა სავალდებულოა. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამოისახება მცირე სახელმწიფო გერბი, გარდა ამ პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. აღნიშნული ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლებზედაც სავალდებულოა სახელმწიფო გერბის სრული სახით გამოსახვა, განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. 7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები იყენებენ მცირე სახელმწიფო გერბს. მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები საქართველოს სახელმწიფო გერბის ოფიციალური გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონით ან/და საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესი 1. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას. 2. სამი ან მეტი, კენტი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) შუაში. 3. ოთხი ან მეტი, ლუწი გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო გერბი განთავსდება (გამოისახება) ცენტრიდან მარცხნივ (ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით). 4. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი საქართველოს სახელმწიფო გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) და საქართველოს სახელმწიფო გერბზე დიდი ზომის იყოს. 5. საქართველოს სახელმწიფო გერბისა და შესაბამისი დაწესებულების ან ორგანიზაციის სახელწოდების ერთ ფირნიშზე გამოსახვა დაუშვებელია. 6. დაუშვებელია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების გერბები (ჰერალდიკური ნიშნები) ზუსტად იმეორებდეს საქართველოს სახელმწიფო გერბს ან საქართველოს სახელმწიფო გერბი იყოს მათი საფუძველი. 7. დაზიანებული საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენება დაუშვებელია. 8. იმ ბლანკების, ბეჭდებისა და სხვა საშუალებების დამზადების, გამოყენების, შენახვისა და განადგურების წესებს, რომლებზედაც საქართველოს სახელმწიფო გერბია გამოსახული, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. 9. საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის დარღვევით გამოყენება ან საქართველოს სახელმწიფო გერბის შებღალვა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 10. ფიზიკურ პირებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პოლიტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ საქართველოს სახელმწიფო გერბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემთხვევებში ისინი საქართველოს სახელმწიფო გერბს შეუზღუდავად იყენებენ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვა საქართველოს სახელმწიფო გერბის დაცვას უზრუნველყოფენ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტის ორგანოები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7007 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი IV. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი მუხლი 17. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი 1. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება: ა) საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისას; ბ) საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ; გ) საქართველოს პარლამენტის სესიის გახსნისას და დახურვისას; დ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისას, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ფიცის დადების შემდეგ; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების სესიების გახსნისას და დახურვისას; საქართველოს მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისას; ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას; ვ) ძეგლების საზეიმო გახსნისას; ზ) საქართველოს სახელმწიფო დღესასწაულებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა გახსნისას ან/და დახურვისას; თ) საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლის დაწყებისას და დამთავრებისას. 2. საზღვარგარეთის ქვეყნების და მათი მთავრობების მეთაურთა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელთა და სხვა ოფიციალურ პირთა დახვედრისას და გაცილებისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ასრულებს სასულე ორკესტრი უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ჩანაწერი (სასულე ორკესტრის შესრულებით), სტუმრის ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ჰიმნის შესრულების შემდეგ. 3. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საგუნდო ვარიანტი ან საორკესტრო ვარიანტი სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს პირველი არხით, ყოველდღე, დილის მაუწყებლობის დაწყებისას. 4. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი სრულდება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მცურავ საშუალებებზე საქართველოს თავდაცვის ძალების წესდებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესაბამისად. 5. საქართველოს ფარგლების გარეთ ოფიციალური ღონისძიების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მასპინძელი ქვეყნის ტრადიციების გათვალისწინებით. 6. ოფიციალური სპორტული შეჯიბრების გამართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის საორკესტრო ვარიანტი სრულდება შესაბამის სპორტულ ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით. 7. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დროს სავალდებულოა ფეხზე ადგომა, ხოლო მამაკაცისათვის − ასევე ქუდის მოხდა, გარდა სამხედრო მოსამსახურისა (საქართველოს თავდაცვის ძალების წესდების საფუძველზე) და იმ შემთხვევისა, როდესაც ქუდის მოხდა კონფესიური დოგმის გამო არ შეიძლება. 8. თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებას თან ახლავს საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა, სავალდებულოა სახით საქართველოს სახელმწიფო დროშისკენ შეტრიალება. თავი IV1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. მუხლი 17 1. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტატუსი 1. საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით საქართველოს პარლამენტთან იქმნება და მოქმედებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. 2. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონითა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. მუხლი 172. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებები ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; ბ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველი ერთეულების სიმბოლოების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება; დ) სახელმწიფო ცერემონიის, ოფიციალური ღონისძიებისა და სამხედრო აღლუმის მოწყობისას საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებისა და სხვა ჰერალდიკური ნიშნების გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; ე) საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა ჰერალდიკური ნიშნების, საქართველოს სახელმწიფო სამხედრო და სპეციალურ უწყებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა (უნიფორმებისა) და განმასხვავებელი ნიშნების, უწყებრივი ჯილდოების, დროშების ერთობლიობისა და ემბლემების შექმნასა და მათი გამოყენების წესების დადგენაში მონაწილეობა, სათანადო რეკომენდაციებისა და დასკვნების გაცემა; ვ) საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების, ატრიბუტიკისა და ემბლემების სახელმწიფო რეგულირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტა; ზ) „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5724 – ვებგვერდი, 24.02.2020წ. თავი V. დასკვნითი დებულებები მუხლი 18. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგული სამართლებრივი აქტები ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „საქართველოს სახელმწიფო დროშის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2856-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016247); ბ) „საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალის შენახვის ადგილის დადგენის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2857-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016246); გ) „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მცირე სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2861-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016251); დ) „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საქმიანობაში საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2860-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016249); ე) „საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 ნოემბრის №2859-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.09.001.016250). მუხლი 19. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. |
ქუთაისი, 14 ნოემბერი 2018 წ. N3723-Iს |
Контрольный текст по состоянию на 15.07.2020 N7007
Закон Грузии
О порядке использования государственных
символов Грузии
Глава I. Общие положения
Статья 1. Сфера, регулируемая Законом
Настоящий Закон регулирует порядок использования Государственного флага Грузии, Государственного герба Грузии и Государственного гимна Грузии как государственных символов Грузии, определяет сферы их использования и порядок охраны, а также места хранения оригиналов Государственного герба Грузии и Государственного флага Грузии.
Глава II. Государственный флаг Грузии
Статья 2. День Государственного флага Грузии
Днем Государственного флага Грузии установлен 14 января.
Статья 3. Изображение и размеры Государственного флага Грузии
1. Государственный флаг Грузии, установленный Органическим законом Грузии «О государственных символах Грузии», является единственным вариантом Государственного флага Грузии. Использование другого флага в качестве Государственного флага Грузии запрещается.
2. Изменение изображения Государственного флага Грузии (в том числе –цветов) запрещается.
3. Изменение размеров Государственного флага Грузии допускается с соблюдением соответствующих пропорций, определенных Органическим законом Грузии «О государственных символах Грузии».
Статья 4. Место хранения оригинала Государственного флага Грузии
1. Местом хранения оригинала Государственного флага Грузии определяется Резиденция Президента Грузии в городе Тбилиси.
2. Оригинал Государственного флага Грузии хранится в специально выделенном для него особом месте в условиях, исключающих какие-либо повреждения.
Статья 5. Порядок и условия изготовления Государственного флага Грузии
Порядок и условия изготовления Государственного флага Грузии определяются постановлением Парламента Грузии.
Статья 6. Подъем и вывешивание Государственного флага Грузии
1. Государственный флаг Грузии поднят постоянно:
а) на здании Резиденции Президента Грузии;
б) на здании Парламента Грузии;
в) на зданиях учреждений исполнительной власти Грузии;
г) на здании Конституционного Суда Грузии;
д) на здании Верховного Суда Грузии;
е) на здании Национального банка Грузии;
ж) на здании Службы государственного аудита;
з) на здании Аппарата Народного Защитника Грузии;
и) на здании Генеральной прокуратуры Грузии;
к) на здании Центральной избирательной комиссии Грузии;
л) на зданиях других административных органов;
м) на зданиях высших представительных органов Абхазской и Аджарской автономных республик, а также на зданиях, где проводятся сессии этих органов, – в течение периода сессий;
н) на зданиях учреждений исполнительной власти, предприятий, организаций и учреждений Абхазской и Аджарской автономных республик;
о) на зданиях органов муниципалитета, а также зданиях, где проводятся заседания этих органов, – в течение периода заседаний; (15.07.2020 N7007)
п) на зданиях дипломатических представительств и консульских учреждений Грузии за рубежом;
р) на морских судах и иных средствах морского сообщения, местом приписки которых является территория Грузии.
2. Государственный флаг Грузии вывешивается:
а) на транспортных средствах, обслуживающих находящиеся за рубежом представительства Грузии;
б) во время официальных международных мероприятий, проводимых в Грузии;
в) на морских судах, судах внутреннего сообщения и других средствах сообщения, на которых в качестве официальных лиц находятся Президент Грузии, Премьер-министр Грузии, Председатель Парламента Грузии или другие лица, которые согласно законодательству Грузии представляют Грузинское государство, а также руководители дипломатических представительств и консульских учреждений Грузии за рубежом.
3. Руководители учреждений, предусмотренных настоящей статьей, определяют иные случаи использования и охраны Государственного флага Грузии в своих учреждениях.
Статья 7. Подъем флагов Абхазской или Аджарской автономных республик или флагов иностранных государств на территории Грузии одновременно с Государственным флагом Грузии
1. При одновременном подъеме Государственного флага Грузии и флагов Абхазской или Аджарской автономных республик на территории Грузии Государственный флаг Грузии должен быть по размерам больше и поднят выше указанных флагов.
2. При одновременном подъеме Государственного флага Грузии и флагов иностранных государств на территории Грузии Государственный флаг Грузии не должен быть по размерам меньше указанных флагов.
Статья 8. Запрещение использования Государственного флага Грузии
1. Запрещается использование поврежденного, выцветшего или поврежденного иным образом Государственного флага Грузии.
2. Нарушение установленного порядка использования Государственного флага Грузии влечет ответственность согласно законодательству Грузии.
Статья 9. Охрана Государственного флага Грузии (15.07.2020 N7007)
Охрану Государственного флага Грузии обеспечивают соответствующие государственные органы Грузии и органы муниципалитета.
.
Глава III. Государственный герб Грузии
Статья 10. Формы воспроизведения Государственного герба Грузии
1. Государственный герб Грузии в полном виде в цветном варианте воспроизводится в соответствии с описанием, данным в пункте 2 статьи 3 Органического закона Грузии «О государственных символах Грузии».
2. Малый Государственный герб в цветном варианте воспроизводится в соответствии с описанием, данным в пункте 3 статьи 3 Органического закона Грузии «О государственных символах Грузии».
3. Государственный герб может быть воспроизведен в полном виде в одноцветном варианте с использованием соответствующей геральдической штриховки цветов и металлов (способа графического изображения цветов).
4. Малый Государственный герб может быть воспроизведен в одноцветном варианте, с использованием соответствующей геральдической штриховки цветов и металлов.
5. Государственный герб и Малый Государственный герб могут воспроизводиться в одноцветном варианте, без использования соответствующей геральдической штриховки цветов и металлов (контуром).
6. Государственный герб может быть воспроизведен в одноцветном варианте с использованием соответствующей геральдической штриховки или без нее.
Статья 11. Место хранения оригинала Государственного герба Грузии
1. Местом хранения оригинала Государственного герба Грузии определяется Резиденция Президента Грузии в городе Тбилиси.
2. Оригинал Государственного герба Грузии хранится в специально выделенном для него месте в условиях, исключающих какие-либо повреждения.
Статья 12. Сфера использования Государственного герба Грузии
1. Государственный герб в полном виде воспроизводится на правовых актах, бланках, печатях и штампах следующих государственных органов и должностных лиц:
а) предусмотренные Конституцией Грузии высшие государственные органы и должностные лица;
б) Центральная избирательная комиссия Грузии;
в) дипломатические представительства, консульские учреждения и другие официальные представительства Грузии за рубежом;
г) Служба государственной безопасности Грузии;
д) государственные пограничные контрольно-пропускные пункты Грузии;
е) воинские части;
ж) Государственные уполномоченные;
з) высшие представительные и исполнительные органы Абхазской и Аджарской автономных республик;
и) общие суды Грузии;
к) Конституционный Суд Грузии;
л) государственное учреждение специального назначения, находящееся в непосредственном подчинении Премьер-министра Грузии, – Служба по управлению чрезвычайными ситуациями.
2. Помещение Государственного герба в полном виде является обязательным также на фасадах зданий органов, предусмотренных пунктом первым настоящей статьи, в залах их заседаний, рабочих комнатах должностных лиц.
3. Государственный герб в полном виде воспроизводится:
а) на документах при заключении международных договоров;
б) на денежных знаках Грузии (банкнотах и монетах, предназначенных для обращения);
в) на выданных уполномоченными органами проездных документах и документах, удостоверяющих личность, кроме нейтрального удостоверения личности и нейтрального проездного документа;
г) на визе Грузии, выданной уполномоченным органом.
Статья 13. Сфера использования Малого Государственного герба
1. На штандарте Президента Грузии воспроизводится Малый Государственный герб.
2. Малый Государственный Герб воспроизводится на правовых актах, печатях (кроме печатей, используемых на нейтральном удостоверении личности и нейтральном проездном документе) и штампах следующих государственных органов и должностных лиц:
а) территориальные органы учреждений исполнительной власти Грузии;
б) административные органы, в том числе – административные органы с делегированными полномочиями на осуществление государственного контроля и надзора.
3. На зданиях органов, предусмотренных пунктом 2 настоящей статьи, и в рабочих комнатах их чиновников может использоваться только Малый Государственный герб.
4. На военных кораблях и других плавучих средствах воспроизводится только Малый Государственный герб.
5. Воспроизведение соответствующего Государственного герба на официальных документах, выдаваемых органами и должностными лицами, предусмотренными пунктом первым статьи 12 настоящего Закона и пунктом 2 настоящей статьи (кроме нейтрального удостоверения личности и нейтрального проездного документа), является обязательным.
6. На официальных документах, выдаваемых органами и должностными лицами, предусмотренными пунктом 2 настоящей статьи, воспроизводится Малый Государственный герб, кроме случая, определенного настоящим пунктом. Перечень официальных документов, выдаваемых указанными органами, на которых воспроизведение Государственного герба Грузии в полном виде является обязательным, определяется постановлением Парламента Грузии.
7. Учрежденные государством непредпринимательские (некоммерческие) юридические лица частного права – высшие образовательные учреждения используют Малый Государственный герб.
Статья 14. Иные случаи официального использования Государственного герба Грузии
Иные случаи официального использования Государственного герба Грузии могут определяться законом или (и) постановлением Парламента Грузии.
Статья 15. Порядок использования Государственного герба Грузии
1. В случае одновременного использования Государственного герба Грузии и гербов (геральдических знаков) Абхазской и Аджарской автономных республик, муниципалитетов, общественных объединений, организаций и предприятий Государственный герб Грузии помещается (воспроизводится) слева от другого герба или геральдического знака (геральдическая правая сторона) с позиции наблюдателя, стоящего лицом к данному гербу (геральдическому знаку). (15.07.2020 N7007)
2. В случае одновременного использования трех или более гербов либо геральдических знаков нечетного количества Государственный герб Грузии помещается (воспроизводится) в центре между другими гербами (геральдическими знаками).
3. В случае одновременного использования четырех или более гербов либо геральдических знаков четного количества Государственный герб Грузии помещается (воспроизводится) слева от центра (в порядке, установленном в пункте первом настоящей статьи).
4. В случае одновременного использования Государственного герба Грузии и гербов (геральдических знаков) Абхазской и Аджарской автономных республик, муниципалитетов, общественных объединений, организаций и предприятий не допускается размещение (воспроизведение) других гербов или геральдических знаков выше Государственного герба Грузии, и их размер не должен превышать размер Государственного герба Грузии. (15.07.2020 N7007)
5. Не допускается помещать изображение Государственного герба Грузии на одной вывеске с наименованием соответствующего учреждения (организации).
6. Не допускается, чтобы гербы (геральдические знаки) Абхазской и Аджарской автономных республик, муниципалитетов, общественных объединений, организаций и предприятий в точности повторяли Государственный герб Грузии или Государственный герб Грузии служил их основой. (15.07.2020 N7007)
7. Не допускается использование поврежденного Государственного герба Грузии.
8. Правила изготовления, использования, хранения и уничтожения бланков, печатей и других средств, на которых воспроизведен Государственный герб Грузии, определяет Парламент Грузии.
9. Использование Государственного герба Грузии с нарушением настоящего Закона или осквернение Государственного герба Грузии влекут ответственность в соответствии с законодательством Грузии.
10. Физическим лицам, юридическим лицам частного права, политическим партиям и творческим союзам запрещается помещать Государственный герб Грузии на фасадах зданий, печатях, штампах, бланках и других официальных документах. В иных случаях они используют Государственный герб Грузии без ограничений.
Статья 16. Охрана Государственного герба Грузии (15.07.2020 N7007)
Охрану Государственного герба Грузии обеспечивают соответствующие государственные органы Грузии и органы муниципалитета.
Глава IV. Государственный гимн Грузии
Статья 17. Порядок официального исполнения Государственного гимна Грузии
1. Государственный гимн Грузии исполняется:
а) при подъеме Государственного флага Грузии;
б) после принятия присяги вновь избранным Президентом Грузии;
в) при открытии и закрытии сессии Парламента Грузии;
г) при признании полномочий вновь избранного Парламента Грузии; после принесения присяги членами Парламента Грузии; при избрании Председателя Парламента Грузии; после признания полномочий верховных советов Абхазской и Аджарской автономных республик; при открытии и закрытии сессий верховных советов Абхазской и Аджарской автономных республик; после объявления доверия составу Правительства Грузии; при избрании Председателя Верховного Суда Грузии;
д) при вручении государственных наград Грузии;
е) при праздничном открытии памятников;
ж) при открытии или (и) закрытии праздничных мероприятий, посвященных государственным праздникам Грузии;
з) в день начала и завершения учебного года в образовательных учреждениях Грузии.
2. Во время церемоний встреч и проводов глав иностранных государств, глав их правительств, руководителей международных организаций и других официальных лиц Государственный гимн Грузии исполняет духовой оркестр непосредственно (живое исполнение) или исполняется запись Государственного гимна Грузии (в исполнении духового оркестра) после исполнения государственного гимна страны-гостя или гимна международной организации;
3. Хоровой вариант или оркестровый вариант Государственного гимна Грузии транслируется по первому каналу радио Общественного вещателя ежедневно перед началом утреннего вещания.
4. Государственный гимн Грузии исполняется в соответствии с уставами Сил Обороны Грузии в подразделениях Сил Обороны Грузии и на плавучих средствах государственного подведомственного учреждения, входящего в сферу управления Министерства внутренних дел Грузии, – Пограничной полиции Грузии и порядком прохождения службы в государственном подведомственном учреждении, входящем в сферу управления Министерства внутренних дел Грузии, – Пограничной полиции Грузии.
5. При проведении официальных мероприятий за пределами Грузии оркестровый вариант Государственного гимна Грузии исполняется в порядке, установленном Министерством иностранных дел Грузии, с учетом традиций принимающей страны.
6. При проведении официальных спортивных соревнований оркестровый вариант Государственного гимна Грузии исполняется с учетом практики, существующей в соответствующей спортивной организации.
7. При исполнении Государственного гимна Грузии присутствующие обязаны выслушивать его стоя, мужчины – также без головных уборов, кроме военнослужащих (на основании Устава Сил Обороны Грузии) и в случаях, когда снятие головного убора не допускается ввиду конфессионального догмата.
8. В случае, если исполнение Государственного гимна Грузии сопровождается поднятием Государственного флага Грузии, присутствующие обязаны повернуться к нему лицом.
Глава IV1. Государственный геральдический совет
(19.02.2020 N5724)
Статья 171. Статус Государственного геральдического совета
(19.02.2020 N5724)
1. В целях регулирования вопросов, связанных с государственными символами Грузии и символами государственного значения, при Парламенте Грузии создается и действует Государственный геральдический совет.
2. Структура, полномочия и основные функции Государственного геральдического совета определяются настоящим Законом и Положением о Государственном геральдическом совете, которое утверждает Парламент Грузии в порядке, установленном Регламентом Парламента Грузии.
Статья 172. Полномочия Государственного геральдического совета
(19.02.2020 N5724)
К компетенции Государственного геральдического совета относятся:
а) разработка предложений в связи с государственными символами Грузии;
б) разработка предложений об использовании государственных символов Грузии;
в) участие в установлении правил создания и использования символов Абхазской и Аджарской автономных республик и самоуправляющихся единиц; разработка соответствующих рекомендаций;
г) участие в установлении правил использования государственных символов Грузии и других геральдических знаков во время проведения государственных церемоний, официальных мероприятий и военных парадов; выдача соответствующих рекомендаций и заключений;
д) участие в установлении правил создания и использования геральдических знаков государственных учреждений Грузии, специальной форменной одежды (униформы) и отличительных знаков, ведомственных наград, совокупности флагов и эмблем государственных военных и специальных ведомств Грузии; выдача соответствующих рекомендаций и заключений;
е) решение других вопросов, связанных с государственным регулированием государственных символов, атрибутики и эмблем Грузии;
ж) осуществление полномочий Государственного геральдического совета, предусмотренных Законом Грузии «О символах государственного значения».
Глава V. Заключительные положения
Статья 18. Правовые акты, утратившие силу с введением настоящего Закона в действие
С введением настоящего Закона в действие объявить утратившими силу:
а) постановление Парламента Грузии «Об установлении места хранения оригинала Государственного флага Грузии» от 30 ноября 2014 года № 2856-Iс (Сакартвелос саканонмдебло мацне (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, регистрационный код: 010020000.09.001.016247);
б) постановление Парламента Грузии «Об установлении места хранения оригинала Государственного герба Грузии» от 30 ноября 2014 года № 2857-Iс (Сакартвелос саканонмдебло мацне (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, регистрационный код: 010020000.09.001.016246);
в) постановление Парламента Грузии «О порядке использования Малого Государственного герба учрежденными государством непредпринимательскими (некоммерческими) юридическими лицами частного права – высшими образовательными учреждениями» от 30 ноября 2014 года № 2861-Iс (Сакартвелос саканонмдебло мацне (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, регистрационный код: 010020000.09.001.016251);
г) постановление Парламента Грузии «О порядке использования Государственного герба Грузии в деятельности Совета национальной безопасности Грузии и Аппарата Совета национальной безопасности Грузии» от 30 ноября 2014 года № 2860-Iс (Сакартвелос саканонмдебло мацне (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, регистрационный код: 010020000.09.001.016249);
д) постановление Парламента Грузии «О порядке официального исполнения Государственного гимна Грузии» от 30 ноября 2014 года № 2859-Iс (Сакартвелос саканонмдебло мацне (www.matsne.gov.ge), 05.12.2014, регистрационный код: 010020000.09.001.016250).
Статья 19. Введение Закона в действие
Настоящий Закон ввести в действие с принятием присяги Президентом Грузии, избранным в результате следующих выборов Президента Грузии.
Президент Грузии Георгий Маргвелашвили
Кутаиси
14 ноября 2018 г.
№ 3723-Ic
ри
Return back
Document comments