On Local Fees

Consolidated versions (27/06/2015 - 28/06/2017)

საქართველოს კანონი

ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

 

ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განსაზღვრავს ადგილობრივი მოსაკრებლების სახეს, ოდენობას, შემოღების წესსა და მოსაკრებლების გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლის ცნება

ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი № 3503 -სსმ I, № 35 , 03 . 08 . 2006 წ; მუხ. 259

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

    მუხლი 2. კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ შედგება „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონისაგან, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

 

თავი II. ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები, მათი შემოღებისა და გადახდევინების წესი

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

    მუხლი 3. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. ამ კანონით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს.

2. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

21 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება არ გაავრცელოს „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

22 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ადგილობრივი მოსაკრებელი მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე.

3. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება წინასწარ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გადამხდელისათვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებამდე. გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურს.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის ადგილობრივი მოსაკრებელი გადაიხდევინება მომსახურების მთლიანად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესით.

41. დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური  იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.

5. სახეების მიხედვით ადგილობრივი მოსაკრებლების დიფერენცირებულ ოდენობას, გადახდის პერიოდულობასა და ვადას ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო შესაბამისი გადაწყვეტილებით.

51 . ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ „საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე დაადგინოს ადგილობრივი მოსაკრებლის განსხვავებული ოდენობა, გადახდის პერიოდულობა და ვადა.

6. ადგილობრივი მოსაკრებლები გადაიხდევინება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად.

7. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული მოსაკრებლები მთლიანად ჩაირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

8. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლების ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ პირებთან გააფორმოს ხელშეკრულება.

საქართველოს 199 8 წლის 13 ოქტომბრის კანონი № 1623 -სსმ I, №2, 26 . 1 0.199 8 წ; მუხ. 2 2

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ; მუხ.26

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი №3503-სსმ I, №35, 03.08.2006წ; მუხ.259

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

საქართველოს 2011 წლის 11 ოქტომბრის კანონი №5096 - ვებგვერდი, 03.11.2011წ.

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 799 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

     მუხლი 4. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე

1. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე დგინდება ამ კანონით.

2. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე საკრებულოს მიერ შეღავათების დადგენა (გადახდისაგან სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) დაიშვება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით.

3. დაუშვებელია ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 5. ადგილობრივი მოსაკრებლები

1. ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლები :

) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის ;

) (ამოღებულია);

2. (ამოღებულია).

3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის .

4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

5. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის.

6. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი.

7. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი.

8. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4253-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.404

საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი № 4621 -სსმ I, № 14 , 18 . 04 . 2007 წ; მუხ. 115

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი № 4929 -სსმ I, № 23 , 21 . 06 . 2007 წ; მუხ. 214

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი № 2209 -სსმ I, № 42. 10 . 12 . 2009 წ; მუხ. 313

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3736-სსმ I, №56, 20.10.2010წ; მუხ.365

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5296 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6543 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 6. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა ) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან / და იურიდიული პირი .

2. საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის ოდენობა ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის არ უნდა აღემატებოდეს ერთ ლარს , ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის ხუთ ლარს .

3. საკრებულოს გადაწყვეტილებით მოსაკრებლის გადახდისაგან შეიძლება განთავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას .

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 61 . მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი

1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობადასრულებული ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.

3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სა ნებართვ პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.

საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5296 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

    მუხლი 62. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი

1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადამხდელია ობიექტის სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული მშენებლობის დამკვეთი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან/და ამხანაგობა.

2. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობას და გადახდის წესს, აგრეთვე გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების წესს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.

3. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25 1 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება შენობა-ნაგებობის კლასის ან/და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით და იგი არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6543 - ვებგვერდი, 26.06.2012წ.

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204

საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონი №1300-სსმ I, №4, 05.03.2002წ; მუხ.26

საქართველოს 2002 წლის 10 ოქტომბრის კანონი №1696-სსმ I, №28, 28.10.2002წ; მუხ.130

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 8.     (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 9.     (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს 2004 წლის 13 აგვისტოს კანონი №382-სსმ I, №23, 23.06.2004წ; მუხ.116

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

საქართველოს 2010 წლის 15 ოქტომბრის კანონი №3736-სსმ I, №56, 20.10.2010წ; მუხ.365

    მუხლი 11.   (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2333-სსმ I, №40(47), 11.08.1999წ; მუხ.204

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4241-სსმ I, №50, 30.12.2006წ; მუხ.392

    მუხლი 121. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის

1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას.

2. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.

3. (ამოღებულია).

4. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ სულ მოსახლეზე 3 ლარს თვეში, ხოლოიურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებისათვის – 25 ლარს ერთ კუბურ მეტრნარჩენებზე. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრულიოდენობა განისაზღვროს 4 სულით.

5. ნარჩენების წარმომქმნელმა შეიძლება მოახდინოს მოსაკრებლის ოდენობის დიფერენცირება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.

51. ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი  ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკისზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად.

6. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.

საქართველოს 2006 წლის 24 ივლისის კანონი № 3503 -სსმ I, № 35 , 03 . 08 . 2006 წ; მუხ. 259

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4128-სსმ I,№71,21.12.2010წ; მუხ.425

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი № 3 80 – ვებგვერდი, 04.04.2013წ.

საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2999  – ვებგვერდი, 12.01.2015წ.

    მუხლი 122. მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის

1. სპეციალური (ზონალური ) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელია ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით მიიღო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, რომელიც განსაზღვრულია სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონით.

2. მოსაკრებლის შემოღების უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობით ორგანოს .

3. მოსაკრებლის ოდენობა გამოიანგარიშება ფორმულით :

      L

X= — (K 2 1 – K 2 )S

      K 2

სადაც :

) x არის მოსაკრებლის ოდენობა ;

) L არის 1 კვ . მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი ;

) K 2 1 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;

) K 2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი ;

ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.

4. მოსაკრებლის ოდენობა ნამატი სამშენებლო ფართობის ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.

5. მოსაკრებელი გადაიხდევინება მშენებლობის ნებართვის გაცემისას.

საქართველოს 2007 წლის 13 აპრილის კანონი № 4621 -სსმ I, № 14 , 18 . 04 . 2007 წ; მუხ. 115

 

თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

მუხლი 13. (ამოღებულია)

საქართველოს 199 8 წლის 9 დეკემბრის კანონი № 1727 -სსმ I, № 7 , 31 . 12 .199 8 წ; მუხ. 55

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი № 61 -სსმ I, № 47(54) , 26 . 11 .199 9 წ; მუხ. 240

საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი № 1389 -სსმ I, № 22 , 18 . 05 . 2005 წ; მუხ. 152

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

საქართველოს 2009 წლის 1 დეკემბრის კანონი № 2209 -სსმ I, № 42. 10 . 12 . 2009 წ; მუხ. 313

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3545-სსმ I, №46. 04.08.2010წ; მუხ.292

საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3547-სსმ I, №46. 04.08.2010წ; მუხ.294

    მუხლი 131. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებელი

1. კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით.

2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება არა უმეტეს 1,5 ლარით თვეში.

3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით.

4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა.

5. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით.

6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:

ა) სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები;

ბ) სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის.

საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი № 4929 -სსმ I, № 23 , 21 . 06 . 2007 წ; მუხ. 214

    მუხლი 14. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

  პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 15. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

1. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

3. უკანონოდ ან კანონის დარღვევით შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლების სახით გადახდილი თანხა გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უბრუნდება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

 

თავი IV. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 16.   ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები

ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნეს:

ა) საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ბ) საქართველოს კანონი საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

გ) საქართველოს კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ";

დ) საქართველოს კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

    მუხლი 17. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

    მუხლი 171. (ამოღებულია)

საქართველოს 2002 წლის 19 ნოემბრის კანონი № 1736 -სსმ I, № 31 , 10 . 12 . 2002 წ; მუხ. 135

საქართველოს 2006 წლის 2 9 დეკემბრის კანონი № 4241 -სსმ I, № 50 , 30 . 12 . 2006 წ; მუხ. 392

    მუხლი 172 . შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით

1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარების და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის აქვს ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის გადახდის გადავადების შესახებ. ამ შეთანხმების დადებისას მოსაკრებლის გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ იგი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა, და რომ შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გა ქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6506 - ვებგვერდი, 28.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

   მუხლი 173. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება

ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან.

საქართველოს 2013 წლის  28 ივნისის კანონი № 799 – ვებგვერდი, 15 .07.2013წ.

    მუხლი 174. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელი თავისუფლდება ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისაგან, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) ობიექტის მშენებლობის ნებართვა 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით გაიცა ან საპროექტო დოკუმენტაცია (არქიტექტურული პროექტი) უფლებამოსილ ორგანოსთან 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით შეთანხმებული იყო, ხოლო მშენებლობის ნებართვა შემდეგ გაიცა;

ბ) ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;

გ) ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილია საცხოვრებლად.

საქართველოს 2015 წლის 27 ივნისის კანონი №3818 – ვებგვერდი, 03.07.2015წ.

 

თავი V. დასკვნითი დებულება

    მუხლი 18. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. მოსაკრებლების გადამხდელებს უფლება მიეცეთ ამ კანონით დაწესებული და კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული ორგანოების მიერ შემოღებული 1998 წლის მოსაკრებლები გადაიხადონ 1999 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 29 მაისი.

№1401–IIს

LAW OF GEORGIA

ON LOCAL FEES

 

This Law, in compliance with the Constitution of Georgia and the Law of Georgia on the Basic Principles of the System of Fees, determines the types and amount of local fees, the procedure for their introduction and the rights and duties of fee payers.

 

Chapter I - General Provisions

 

Article 1 - Concept of a local fee

A local fee is a mandatory payment to the budget of a local self-government unit, which is paid by natural or legal persons within or without the time limits established by a local self-government body for granting the right to carry out activities provided for by law and/or the right of use, as well as for certain services rendered by a local self-government body.

Law of Georgia No 3503 of 24 July 2006 - LHG I, No 35, 3. 8. 2006, Art. 259

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006- LHG I, No 50,30 . 12. 2006, Art. 392

 

Article 2 - Legislation on local fees

The legislation of Georgia on local fees comprises the Law of Georgia On the Basic Principles of the System of Fees, this Law and other normative acts.

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50 ,30. 12. 2006, Art. 392

 

Chapter II - Types of Local Fees; Procedure for their Introduction and Payment

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50,30. 12. 2006, Art. 392

 

Article 3 - Procedure for the introduction and transfer to the budget of local fees

1. A local self-government representative body, a Sakrebulo, shall have the right to introduce and abolish local fees, and grant privileges with regard to them.

2. A decision of a Sakrebulo on the introduction and abolition of local fees as well as on granting privileges with regard to them shall be applicable only in the territory falling within the Sakrebulo's jurisdiction and shall apply to all natural and legal persons residing and located there, except as otherwise prescribed by law.

21. A local self-government body shall be authorised not to apply a decision on the introduction of a local fee in the territory under its jurisdiction to the recreational territories specified by the edict of the President of Georgia No 968 of 29 November 2005 On Granting the Status of a Recreational Territory to the Resorts, Resort Areas, Ski Centres and the Black Sea Coastal Territories and Approving their Borders.

22. A local self-government body shall be authorised to introduce a local fee only for those recreational areas that are located in the territory under its jurisdiction and specified by the edict of the President of Georgia No 968 of 29 November 2005 On Granting the Status of a Recreational Territory to the Resorts, Resort Areas, Ski Centres and the Black Sea Coastal Territories and on Approving their Borders.

3. Local fees shall be paid in advance before a local self-government body grants the payer a right of use and/or the right to carry out activities provided for by law. The relevant agency of the local self-government body concerned shall be responsible for the collection of the fee.

4. Local fees for the provision of certain services by a local self-government body shall be paid after receiving the complete service or part thereof, according to the procedure prescribed by the local self-government representative body.

41. It shall be inadmissible for a local self-government body to introduce fees other than those established by this Law, or any other additional tariff, payment or service fee for carrying out an activity and/or for granting the right of use, or for services rendered by a local self-government body, for which a fee has already been determined, except for expedited services.

5. A differential amount, and the frequency and term of payment for local fees, based on their types, shall be determined by a local self-government body based on a relevant decision.

51. A local self-government body may determine a different amount, term and frequency of payment of local fees in the recreational areas specified by the edict of the President of Georgia No 968 of 29 November 2005 On Granting the Status of a Recreational Territory to the Resorts, Resort Areas, Ski Centres and the Black Sea Coastal Territories and Approving their Borders.

6. Local fees shall be payable in conformity with the instructions approved by the local self-government representative body.

7. The entire amount of the fees introduced by a local self-government representative body shall be transferred to the budget of the local self-government body concerned.

8. The duly authorised agency of a local self-government body may enter into an agreement with relevant legal persons to collect local fees.

Law of Georgia No 1623 of 13 October 1998 - LHG I, No 2, 26 . 10.1998, Art. 2 2

Law of Georgia No 2333 of 23 July 1999 - LGH I, No 40(47), 11.8.1999, Art. 204

Law of Georgia No 1300 of 15 February 2002 - LHGI, No 4, 5.3.2002, Art. 26

Law of Georgia No 3503 of 24 July 2006 - LHG I, No 35, 3.8.2006, Art. 259

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

Law of Georgia No 5096 of 11 October 2011 – web-site, 3.11.2011

Law of Georgia No 3 80 of 22 March 2013 - website, 4.4.2013

Law of Georgia No 799 of 28 June 2013 – web-site, 15.7.2013

 

Article 4 - Exemptions from local fees

1. Exemptions from local fees shall be established by this Law.

2. Privileges (full or partial exemptions) with respect to local fees shall be established in accordance with the categories of payers.

3. It shall be impermissible to establish individual privileges with respect to the payment of local fees.

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 5 - Local fees

1. Local permit fees:

a) a fee for obtaining a construction permit (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance);

b) (deleted);

2. (Deleted).

3. A fee for cleaning a populated area.

4. A fee for a gambling business.

5. A fee for issuing special (zonal) agreements.

6. A fee for the infrastructure of a cultural heritage rehabilitation area.

7. A fee for expedited services for issuing (amending) a certificate of compliance with construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) requirements (acceptance into service).

8. A service fee for state and technical supervision over the construction specified in Article 25 of the Product Safety and Free Movement Code (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance).

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006- LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

Law of Georgia No 4253 of 29 December 2006- LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 404

Law of Georgia No 4621 of 13 April 2007- LHG I, No 14, 18. 4. 2007, Art. 115

Law of Georgia No 4929 of 8 June 2007 - LHG I, No 23, 21. 6. 2007, Art. 214

Law of Georgia No 2209 of 1 December 2009 - LHG I, No 42 10. 12. 2009, Art. 313

Law of Georgia No 3736 of 15 October 2010- LHG I, No 56, 20.10.2010, Art. 365

Law of Georgia No 5296 of 24 November 2011 - website, 0.12.2011

Law of Georgia No 6543 of 22 June 2012 - website, 29.6.2012

 

Article 6 - Construction permit fee (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance)

1. A construction (except for construction of radiation or nuclear facilities of special importance) permit fee shall be paid by a natural and/or legal person owning the construction project.

2. The amount of the fee established by a Sakrebulo shall not exceed GEL 1 per each square metre of the building area envisaged by a new construction project, and GEL 5 per each square metre for the construction of an industrial facility in a resort zone.

3. By a decision of a Sakrebulo, an exemption from a fee or other privileges may be applied to a construction project affected as a result of a natural disaster.

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 61 - Fee for the expedited services for issuing (amending) a certificate of compliance with construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) permit requirements (acceptance into service)

1. A fee for issuing (amending) a certificate of compliance with construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) permit requirements (acceptance into service) shall be paid by a natural or legal person, and/or partnership that is specified in the construction documentation of the completed facility as the project owner.

2. The Sakrebulo of a local self-government unit shall determine the payment procedure and the amount of the fee for the expedited services of issuing (amending) a certificate of compliance with construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) permit requirements (acceptance into service).

3. A fee for the expedited services for issuing (amending) a certificate of compliance with construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) permit requirements (acceptance into service) shall not exceed GEL 4 500.

Law of Georgia No 5296 of 24 November 2011 - website, 5.12.2011

 

Article 62 - Service fee for state and technical supervision over construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) provided for by Article 25 of the Product Safety and Free Movement Code.

1. A service fee for state and technical supervision over construction (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) provided for by Article 25 of the Product Safety and Free Movement Code shall be paid by a natural or legal person, and/or a partnership that is specified in the construction documentation as the project owner.

2. The amount of service fee for state and technical supervision over construction, (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) provided for by Article 25 of the Product Safety and Free Movement Code and the procedure for its payment, as well as the procedure for a partial or full refund of the paid fee, shall be determined by the Sakrebulo of a local self-government unit.

3. A service fee for state and technical supervision over construction, (except for the construction of radiation or nuclear facilities of special importance) provided for by Article 25 of the Product Safety and Free Movement Code shall be established according to the classification of buildings and structures and/or technical and economic indicators, and shall not exceed GEL 7 000.

Law of Georgia No 6543 of 22 June 2012 - website, 29.6.2012

 

Article 7- (Deleted)

Law of Georgia No 2333 of 23 July 1999 - LGH I, No 40(47), 11.8.1999, Art. 204

Law of Georgia No 1300 of 15 February 2002 - LHGI, No 4, 5.3.2002, Art. 26

Law of Georgia No 1696 of 10 October 2002- LHG I, No 28, 28.10.2002, Art. 130

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 8 - (Deleted)

Law of Georgia No 2333 of 23 July 1999 - LGH I, No40 (47), 11.08.1999, Art. 204

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 9 - (Deleted)

Law of Georgia No 2333 of 23 July 1999 - LGH I, No40 (47), 11.8.1999, Art. 204

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 10 - (Deleted)

Law of Georgia No 382 of 13 August 2004 – LHG I, No 23, 23.6.2004, Art. 116

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

Law of Georgia No 3736 of 15 October 2010- LHG I, No 56, 20.10.2010, Art. 365

 

Article 11- (Deleted)

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006- LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 12- (Deleted)

Law of Georgia No 2333 of 23 July 1999- LGH I, No 40(47), 11.8.1999, Art. 204

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30.12.2006, Art. 392

 

Article 121 - Fee for cleaning a populated area

1. Cleaning a populated area includes sweeping and cleaning the area, and management of the waste generated within the area in compliance with the Waste Management Code.

2. The fee shall be paid by natural and/or legal persons, or organisations or establishments that generate waste within the territory of a self-government unit.

3. (Deleted).

4. The amount of the fee shall not exceed GEL 3 per capita a month, whereas for legal persons, organisations and establishments, GEL 25 per cubic metre of waste. A family shall be deemed to consist of a maximum of 4 persons, irrespective of the actual number of family members.

5. Waste producers may differentiate the amount of the fee according to the weight or volume of the accumulated waste and/or according to the limits of waste accumulation and the type of waste, as well as according to their income, property, number of employees and/or consumers of the goods (services). When establishing the amount of the fee, a combination of these values may also be applied.

51. In the case of natural persons, the amount of the fee shall be differentiated for socially vulnerable families according to the poverty line indicators determined by the legislation of Georgia.

6. The amount of the fee shall not exceed the organisational and administrative costs of the service.

Law of Georgia No 3503 of 24 July 2006 - LHG I, No 35, 3. 8. 2006, Art. 259

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30. 12. 2006, Art. 392

Law of Georgia No 4128 of 17 December 2010- LHG I, No 71, 21.12.2010, Art. 425

Law of Georgia No 3 80 of 22 March 2013 - website, 4.4.2013

Organic Law of Georgia No 2999 of 26 December 2014 - website, 12.1.2015

 

Article 122 - Fee for issuing special (zonal) agreements

1. A fee for issuing special (zonal) agreements shall be paid by natural or legal persons that have obtained a special (zonal) agreement for the purpose of changing the maximum limit of the floor area ratio provided for by the Law of Georgia On the Basic Principles of Spatial Planning and Urban Construction.

2. A local self-government representative body shall be authorised to introduce the fee.

3. The amount of the fee shall be calculated according to the formula:

 L

X= — (K 2 1 – K 2 ) S

 K 2

where:

a) X is the amount of the fee;

b) L is the standard price per 1 square metre of a land plot;

c) K 2 1 is the floor area ratio to be assigned to a land plot based on the special (zonal) agreement;

d) K 2 is the floor area ratio established for a land plot;

e) S is the area of the construction land plot.

4. The amount of the fee shall not exceed, as per calculation, GEL 400 per 1 square metre of incremental construction area.

5. The fee shall be payable upon the issuance of a construction permit.

Law of Georgia No 4621 of 13 April 2007- LHG I, No 14, 18. 4. 2007, Art. 115

 

Chapter III -Liability for the Violation of this Law

 

Article 13 - (Deleted)

Law of Georgia No 1727 of 9 December 1998- LHG I, No 7, 31. 12 .199 8, Art. 55

Law of Georgia No 61 of 9 December 1999 - LHG I, No 47(54), 26. 11 .199 9, Art. 240

Law of Georgia No 1389 of 20 April 2005 - LHG I, No 22, 18. 5. 2005, Art. 152

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50, 30. 12. 2006, Art. 392

Law of Georgia No 2209 of 1 December 2009- LHG I, No 42 10. 12. 2009, Art. 313

Law of Georgia No 3545 of 21 July 2010 - LHG I, No 46 4.8.2010; Art.292

Law of Georgia No 3547 of 21 July 2010 - LHG I, No 46 4.8.2010; Art.294

 

Article 131 - Fee for the infrastructure of a cultural heritage rehabilitation area

1. A fee for the infrastructure of a cultural heritage rehabilitation area shall be paid, for the duration of the rehabilitation area development programme, by the owner (a lawful user) of the buildings and structures located within the cultural heritage rehabilitation area..

2. The amount of the fee shall not exceed GEL 1.5 a month per each square metre of the buildings and structures being in ownership (use).

3. If the owner (lawful user) of the buildings and structures fails to pay the fee within the established time limit and the amount owed is equal to the sum payable for three months, default interest in the amount of 0.07 % of the fee for each overdue day shall be imposed on him/her from the day the indebtedness arises.

4. If after the imposition of the default interest the owner (lawful user) of the buildings and structures pays part of the fee along with the accrued default interest, the default interest from the following day shall be accrued to the actual remaining amount of the fee, excluding the default interest.

5. If the owner (lawful user) of the buildings and structures fails to pay the fee and/or the accrued default interest within 6 months after the imposition of the default interest, the local self-government body may apply to a court with a request to take measures to ensure the payment of the fee and the accrued default interest by the owner (lawful user).

6. The following shall be exempt from the fee:

a) buildings designated for the maintenance of the infrastructure located within the rehabilitation area;

b) buildings and structures owned by the state and local self-government unit and located in the rehabilitation area, except for the building and structures that are used for economic activities.

Law of Georgia No 4929 of 8 June 2007 - LHG I, No 23, 21. 6. 2007, Art. 214

 

 Article 14 - Liability for the violation of this Law

Liability for the violation of this Law shall be determined by the legislation of Georgia.

 

Article 15 - Procedure for resolving disputes related to local fees

1. Disputes related to local fees shall be resolved in a court according to the procedure laid down by the legislation of Georgia.

2. Bringing an action in a court shall not exempt a payer from the payment of local fees.

3. The amount paid for the fees imposed illegally or in breach of law shall be returned to the payer from the budget of the local self-government unit concerned, within one month, as prescribed by the legislation of Georgia.

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50 ,30. 12. 2006, Art. 392

 

Chapter IV- Transitional Provisions

 

Article 16 - Normative acts to be adopted in relation to this Law

The following normative acts shall be adopted in connection with this Law:

a) the Law of Georgia On Amendments to the Tax Code of Georgia;

b) the Law of Georgia On Amendments to the Law of Georgia on the Budget System and Budgetary Powers;

c) the Law of Georgia On Amendments to the Criminal Code of Georgia;

d) the Law of Georgia On Amendments to the Administrative Offences Code of Georgia.

 

Article 17 - (Deleted)

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50 ,30. 12. 2006, Art. 392

 

Article 171 - (Deleted)

Law of Georgia No 1736 of 19 November 2002 - LHG I, No 31, 10. 12. 2002, Art, 135

Law of Georgia No 4241 of 29 December 2006 - LHG I, No 50 ,30. 12. 2006, Art. 392

 

Article 172 - Agreement on the payment of a fee for issuing a special (zonal) agreement

1. The authorised body of a local self -government unit (in Tbilisi - the Government of Tbilisi), for the purpose of the timely completion of the construction of buildings and structures, and the development and beautification of the city, based on a written application, may, for issuing a special (zonal) agreement, enter into an agreement on the deferral of the fee with a payer of the fee who by the time of the entry of this article into force is obliged to pay the fee. When entering into this agreement, the fee payer shall undertake to submit to the authorised body a statement on the acceptance into service of the buildings and structures within the term defined by the payer, but not later than 1 January 2016, and to ensure that the requirements prescribed by the legislation of Georgia for acceptance into service of the buildings and structures are complied with.

2. In the case of violation of the conditions of the agreement set out in paragraph 1 of this article, the agreement shall be deemed null and void in accordance with the same paragraph and the fee payer shall be obliged to pay the fee within one month after the annulment of the agreement.

Law of Georgia No 6506 of 19 June 2012 - website, 28.6.2012

Law of Georgia No 3818 of 27 June 2015- website, 3.7.2015

 

Article 173 - Exemption from the payment of arrears with respect to a fee for cleaning a populated area

Natural and legal persons shall be exempt from the payment of arrears with respect to a fee for cleaning a populated area, which was accrued up to 1 January 2013.

Law of Georgia No 799 of 28 June 2013 – web-site, 15.7.2013

 

Article 174 - Exemption from a fee for issuing special (zonal) agreements

A person liable for the payment of a fee for the issuance of a special (zonal) agreement shall be exempt from the fee unpaid for the special (zonal) agreement issued before the entry into force of this Law, provided the following conditions are met:

a) the construction permit for the facility was granted as of 8 August 2008, or the project documentation (architectural project) was agreed with the authorised body as of 8 August 2008, and the construction permit was issued after that;

b) the authorised body, in order to accept the facility into service, issues an individual administrative act before 1 January 2018;

c) the entire facility or at least 60 % thereof is intended for residential purposes.

Law of Georgia No 3818 of 27 June 2015- website, 3.7.2015

 

Chapter V-Final Provision

 

Article 18 - Entry into force of the Law

1. This Law shall enter into force upon promulgation.

2. The fee payers shall be allowed to pay before 1 January 1999 the fees established by this Law and those imposed in 1998 by the authorised bodies specified in Article 16 of this Law.

 

 

President of Georgia                                                                                                                                          Eduard Shevardnadze

Tbilisi

29 May 1998

No1401–II