Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

ბრძანებულების დანართის თავი XXVI, თავი XXVII, შესაბამისობაშია მოსაყვანი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტთან, მე–19, 65–ე და 65 5–ე მუხლებთან, ვინაიდან რაიონებისა და იმ ქალაქების, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში , სოფლის თემის, დაბის და ქალაქის აღმასრულებელი ორგანოები არ არსებობენ, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს და არა ბრძანებულებაში მითითებულ ქალაქების, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში , სოფლის თემის, დაბის და ქალაქის აღმასრულებელ ორგანოებს. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე აღნიშნულ ბრძანებულებას, ამდენად, ზემოხსენებული ხარვეზი უნდა გასწორდეს.