Comments

chakhaia's picture
chakhaia (გიორგი ჩახაია)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2012/12/20
Last visit: 2018/07/18 23:21:45
Contact - All comments

მე-2 მუხლის 1 პუნქტის დ ქვეპუნქტის შესაბამისად, დახმარება გაიცემა იმ ოჯახზე, რომლის ყველა წევრის ერთობლივი შემოსავალი საშუალოდ, თვეში, 2012 წლის განმავლობაში, 193 ლარზე ნაკლებს შეადგენს. ამ ჩანაწერის შემუშავებისას ყურადღება არ მიექცა შემდეგ გარემოებას რომ, ოჯახი შეიძლება იყოს ერთწევრიანი, ორწევრიანი, სამწევრიანი... 10 წევრიანი და ა.შ. და შესაბამისად ოჯახის 193 ლარზე ნაკლები რაოდენობის მთლიანი შემოსავლიდან, თითოეულ წევრზე საშუალოდ შეიძლება მოდიოდეს 192 ლარი, 96 ლარი, 64 ლარი... 19.2 ლარი და ა.შ. გამოდის რომ ოჯახს მიუხედავად იმისა ერთსულიანია თუ ათსულიანი იმ შემთხვევაში მიეცემა სოციალური დახმარება 200 ლარის რაოდენობით, თუ მათი საერთო შემოსავალი თვეში 193 ლარზე ნაკლებია. მსგავსი „სოციალური“ წესების განსაზღვრისას მთავარია გავითვალისწინოთ ოჯახის თითოეულ წევრს თვეში საშუალოდ რა თანხა აქვს მინიმალური საარსებო უზრუნველყოფისთვის, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის საერთო შემოსავალი შეიძლება არათუ 192 ლარი, არამედ 1920 ლარიც კი იყოს, მაგრამ თუ ერთსულიანი ოჯახის შემოსავალი არის 192 ლარი და ათსულიანი ოჯახის 1920 ლარი, ეს „სოციალური“ თვალსაზრისით თითქმის ერთიდაიგივეა. ასევე 1920 ლარი თუ არის დავუშვათ 13 სულიანი ოჯახის საერთო შემოსავალი, ოჯახის თითოეულ წევრზე საშუალოდ მიიღება დაახლოებით 147 ლარი, რაც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. საქართველოს პირობებში თითქოსდა ოჯახზე 1920 ლარის შემოსავალი „მკვეთრად ჟღერს“, მაგრამ გააჩნია ეს თანხა რამდენი ადამიანის „გასაყოფია“.