Comments

boxua's picture
boxua (kaxa)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2011/01/03
Last visit: 2021/11/09 23:13:29
Contact - All comments

ამ ცვლილების თანახმად, პროკურორზეა დამოკიდებული საქმის განხილვა ნაფიცმსაჯულთა მომაწილეობით შედგება თუ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე, გამოდის რომ თუ მხარეები სასამართლოში მისვლამდე ვერ შეთანხმდნენ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს რა საჭიროა ბრალდებულისათვის შუამდგომლობის დაყენების უფლების მხოლოდ ფორმალური მინიჭება???

george (გიორგი)
სხვა
Registration Date: 2011/03/03
Last visit: 2014/01/16 11:39:35
Contact - All comments

კარგი იქნება თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესის ჩატარება დამოკიდებული იყოს მხოლოდ ბრალდებულზე, დასაბუთებას რაც შეეხება, არ ვეთანხმები. ადრე ბრალდებულსა და პროკურატურას უნდა დაეყენებინა ერთობლივი შუამდგომლობა და შემდეგ თუ სასამართლო თანახმა იყო არ დაინიშნებოდა ნაფიც მსაჯულების სასამართლო. ახლა კი სასამართლო ჩამოაცილეთ, რაც კარგია, მაგრამ პროკურატურა ცააყენეთ იგივე ძალაუფლებით. მარტო შუამდგომლობის დაყენების უფლება ნაფიცების სასამართლოზე უარის თქმის შესახებ საფუძველს მოკლებულია თუ ბრალდებულს არ ექნება მისი რეალიზების საშუალება.