Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

კანონპროექტის მიზანი აღადგინოს კანონიერება და სამართლიანობა ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული, ყველასათვის მისაღებია. ამასთანავე, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა საჩივრის საფუძველზე კომისია იკვლევს საჩივარში მითითებულ გარემოებებს და ადგენს მართლმსაჯულების ხარვეზების არსებობას ან არარსებობას, ხოლო ამავე კანონპროექტის მე–20 მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს დასკვნას მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის შესახებ ან მართლმსაჯულების ხარვეზის არარსებობის შესახებ, ამავე კანონპროექტის მე–21 მუხლის შესაბამისად, კომისიის დასკვნა არის სამართლებრივი საფუძველი სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის ე.ი გამოდის, რომ კომისია აფასებს სასამართლო გადაწყვეტილებას და კომისიის დასკვნის საფუძველზე სასამართლოს მიერ შეიძლება გაუქმდეს, შეიცვალოს სასამართლო გადაწყვეტილება. საქართველოს კონსტიტუციის 82–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები, ხოლო 83–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, 84–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება , შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ამდენად, მიზანშეწონილია, კანონპროექტის შესაბამისად, მართლმსაჯულების ხარვეზის არსებობის შესახებ ან მართლმსაჯულების ხარვეზის არარსებობის შესახებ საკითხი განიხილოს სასამართლოებმა (რა თქმა უნდა იმ მოსამართლეებმა ვინც არ ღებულობდა მონაწილეობას ზემოხსენებული საქმეების განხილვაში) და არა სპეციალურმა კომისიამ.