Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად, დირექტორებს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო. ამ პირებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 3 წლის ვადით. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტი, ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტს . როგორც მოგეხსენებათ, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონი იერარქიით უფრო მაღლაა ვიდრე კანონი, კერძოდ: საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ იერარქიით უფრო მაღლა დგას ე.ი უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ვიდრე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს, ამდენად, სამართლებრივი ურთიერთობის დასარეგულირებლად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მე–6 პუნქტის, ბოლო წინადადება უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებთან და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან დადებული ხელშეკრულებით შეიძლება აღნიშნული ვალდებულება ძალაში დარჩეს ამ პირთა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მაგრამ არა უმეტეს 6 თვის ვადით, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით“.

gcg's picture
gcg (გეოკონსალტინგგრუპ)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2013/06/21
Last visit: 2015/02/11 16:52:18
Contact - All comments

მაინტერესებ რა სახის ხელშეკრულება უნდა დაიდოს დირექტორთან, ისინი ხომ ჩვეულებრივი დასაქმებულები არ არიან, მეტიც ისინი შრომით ურთიერთობებში მონაწილეობენ როგორც დამსაქმებლები ამიტომ ჩვეულებრივი შრომითი ხელშეკრულება ასეთ დროს არ გამოდგება.

qarosanidzeeka's picture
qarosanidzeeka (ეკა ტერინე)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/10/09
Last visit: 2021/10/13 17:36:41
Contact - All comments

მართალზომიერში რა იგულისხმება, ის, რომ საქმიანობა არ უნდა იყოს კანონსაწინააღმდეგო? ანუ თუ პირი უკანონოდ ახორციელებს რაიმე საქმიანობას (მაგალითად, ლიცენზიის გარეშე, ეს არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად?

lasha zurabiani's picture
lasha zurabiani (ლაშა ზურაბიანი)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2012/04/08
Last visit: 2016/05/21 16:40:00
Contact - All comments

მართლზომიერ საქმიანობაში ცხადია კანონშესაბამისი საქმიანობა იგულისხმება. თუკი პირი კანონის დარღვევით საქმიანობს (მაგ. როგორც თქვი ლიცენზიის გარეშე), ეს უკვე უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება. ამას კი უკვე ადმინისტრაციულ სამართლებრივი ან სისხლისსამართლებრივი შედეგები მოყვება. ამასთან დაკავშირებით შეგიძლია გაეცნო 2006 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვალერი გელაშვილის საქმეზე, სადაც ეს საკითხიც დგას გარკვეულწილად.

qarosanidzeeka's picture
qarosanidzeeka (ეკა ტერინე)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2013/10/09
Last visit: 2021/10/13 17:36:41
Contact - All comments

გმადლობთ.

shermooo's picture
shermooo (Giorgi Shermadini)
სხვა
Registration Date: 2014/01/22
Last visit: 2018/06/12 17:45:54
Contact - All comments

giorgishermadini95@yahoo.com

gvanca250f (gvanca xachidze)
სისხლის სამართალი და პროცესი
Registration Date: 2014/11/13
Last visit: 2014/11/27 22:51:02
Contact - All comments

???

tariel kiknadze's picture
tariel kiknadze (ტარიელ კიკნაძე)
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
Registration Date: 2015/02/04
Last visit: 2023/02/15 12:16:38
Contact - All comments
alekoge@yahoo.com's picture
alekoge@yahoo.com (Alexander)
ბიზნესი და სამეწარმეო სამართალი
Registration Date: 2012/07/16
Last visit: 2024/02/14 13:19:51
Contact - All comments
VoinovIevgen's picture
VoinovIevgen (Войнов Евгений)
სხვა
Registration Date: 2016/02/19
Last visit: 2016/02/22 19:37:05
Contact - All comments

Good afternoon! I'm from Ukraine.I decided to register a company in Georgia. Began to study law "On Entrepreneurs" and collided with h. 6 Art. 3 of the Act.

VoinovIevgen's picture
VoinovIevgen (Войнов Евгений)
სხვა
Registration Date: 2016/02/19
Last visit: 2016/02/22 19:37:05
Contact - All comments

If someone knows, please explain what means the abuse of legal forms of partner limitation of liability.

VoinovIevgen's picture
VoinovIevgen (Войнов Евгений)
სხვა
Registration Date: 2016/02/19
Last visit: 2016/02/22 19:37:05
Contact - All comments

I will be very grateful

VoinovIevgen's picture
VoinovIevgen (Войнов Евгений)
სხვა
Registration Date: 2016/02/19
Last visit: 2016/02/22 19:37:05
Contact - All comments

voinovievgen@gmail.com

tgvalia's picture
tgvalia (თამარ გვალია)
სხვა
Registration Date: 2018/07/21
Last visit: 2018/07/21 10:35:25
Contact - All comments
tgvalia's picture
tgvalia (თამარ გვალია)
სხვა
Registration Date: 2018/07/21
Last visit: 2018/07/21 10:35:25
Contact - All comments
chkheto's picture
chkheto (Giorgi Epitashvili)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2012/02/10
Last visit: 2022/11/10 18:43:00
Contact - All comments

საინტერესოა 3.6. მუხლის მიხედვით პარტნიორის თანხმობა დირექტორზე სესხის აღების თაობაზე, რომელიც აჭარბებს კომპანიის ქონებას და ამავე დროს, სესხი არ არის მიზნობრივი - შეიძლება თუ არა შეფასდეს როგორც „პასუხისმგებლობის შეზღუდვის ბოროტად გამოყენება“ იმ შემთხვევაში თუ სესხი არ დაბრუნდება?

twomagic's picture
twomagic (nick)
სხვა
Registration Date: 2021/04/24
Last visit: 2023/04/28 13:19:05
Contact - All comments

იმ შემთხვევაში, თუკი პირი არ არის ხელმძღცანელი, მაგრამ არის წარმომადგენელი, მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესი გავრცელდება?

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

თემა 1: შესავალი კორპორაციულ მართვაში.
კორპორაციული მართვის არსი. კორპორაციული მართვის ელემენტები.
შიდა და გარე კონტროლის მექანიზმები.
კორპორაციული მართვის წყაროები
კორპორაციული მართვა (Corporate Governance) - თანამედროვე საკორპორაციო სამართლის ახალი ინსტიტუტი

ისტორიული ფესვები
• 1600 წელი - East India Company-მ (სააქციო საზოგადოება)
• შექმნა დირექტორთა საბჭო, რითიც ერთმანეთისგან განაცალკევა მფლობელობა და კონტროლი
• კორპორაციული მართვის განვითარება ხდებოდა კორპორაციული კრახების, სისტემური კრიზისების საპასუხოდ
• 1999 წელი - ეთგომ (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, აერთიანებს 30 სახელმწიფოს) გამოაქვეყნა პირველი საერთაშორისო სტანდარტი, ეთგოს პრინციპები კორპორაციული მართვის შესახებ (OECD Principles of Corporate Governance)
• 2001 წელი - აშშ-ს ცნობილმა კომპანია „ენრონმა“ გამოაცხადა გაკოტრების შესახებ (სიდიდით მე-7 კომპანია აშშ-ში)
• 2002 წელი - ამ კორპორაციული სკანდალის საპასუხოდ აშშ-ში შემუშავდა სარბეინს-ოქსლის აქტი
• 2002 წელი - გამოქვეყნდა გერმანიის კორპორაციული მართვის კოდექსი
• კორპორაციული მართვა - „ახალი ღვინო ძველ ბოთლებში“ (კლაუს ჰოპტი)
• ტერმინი „კორპორციული მართვა“ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა აშშ-ის მეცნიერებასა და თეორიაში

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

თემა 2:
კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები.
კორპორაციული მართვის სისტემები.
მმართველობის ორგანოების მონაწილეობის საკითხი კორპორაციული მართვის დროს.
კორპორაციული მართვის სისტემა საქართველოში
კაპიტალურ საზოგადოებათა მართვის სისტემები (კორპორაციული მართვის სისტემები):
• ერთსაფეხურიანი ანუ მონისტური/უნიტარული მართვის სისტემა (one-tier-system/one-board system)
• ორსაფეხურიანი ანუ დუალისტური მართვის სისტემა (two-tier system)

ერთსაფეხურიანი მართვის სისტემის აგებულება
• აქციონერთა საერთო კრება (Shareholder’s meeting)
კომპეტენცია:
- ბორდის წევრების არჩევა და გამოწვევა
- წესდებაში ცვლილებების შეტანა
- ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის, საწარმოს მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
- ბორდის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა
• ბორდი (Bord of Directors)
მასში თავმოყრილია ხელმძღვანელობისა და კონტროლის ფუნქციები. იმავდროულად ითავსებს სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციასაც
ბორდის შემადგენლობა:
• შიდა დირექტორები (Inside directors) - ითვლებიან კორპორაციის თანამშრომელბად, დირექტორები, რომლებიც იმავდროულად წარმოადგენენ მენეჯერებს
• მოწვეული დირექტორები (Outside directors) - დამოუკიდებელი დირექტორები - ბორდის წევრობა მათთვის არ წარმოადგენს ძირითად საქმიანობას
• ბორდის კომიტეტები - მათ გადაეცემა ბორდის ფუნქციები შესასრულებად - მასში სულ ცოტა ერთი დირექტორი მაინც უნდა შედიოდეს. მაგ.: nominating committee, finance committee, compensation committee, executive committee, litigation committee და ა.შ.

დამოუკიდებელი დირექტორი - არ უნდა იყოს კორპორაციის თანამშრომელი, მას ან მის ოჯახის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ კორპორაციიდან წლიურად 100 000 აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი.

კუმულატიური ხმის უფლება - აქციონერს შეუძლია თავისი ხმები რამდენიმე კანდიდატზე გადაანაწილოს

ხმის უფლების გადაცემა (proxy voting) - აქციონერი თავისი ხმის უფლებას გადასცემს ბორდის წევრებს, რომლებიც თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, თუ ვინ აირჩიონ ბორდში.

დახურულ კორპორაციაში ბორდი უძღვება ყოველდღიურ, მიმდინარე საქმიანობას, ხოლო ღია კორპორაციებში ბორდი ფუნქციათა დელეგირებას ახდენს პროფესიონალ მენეჯერებზე
• მენეჯერები (Officers of the Corporation, executive officers)
- ხელმძღვანელობენ კორპორაციის ყოველდღიურ საქმიანობას, წარმოადგენენ მესამე პირებთან ურთიერთობაში
- შესაძლოა იყვნენ ბორდის წევრებიც
- აქვს იერარქიული სტრუქტურა: უფროსი აღმასრულებელი მენეჯერი/პრეზიდენტი (Chief Executive Officer - CEO), უფროსი მენეჯერები, უფრო დაბალი რანგის მენეჯერები

ამერიკული ბორდის განსხვავება გერმანული სამეთვალყურეო საბჭოსგან:
გერმანულ სამეთვალყურეო საბჭოს არ აქვს უფლება, თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს ხელმძღვანელ ორგანოზე, რაც ამერიკულ ბორდშია, ასევე, ამერიკული ბორდი თავად განსაზღვრავს თავის კომპეტენციას, ხოლო გერმანული სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენცია კანონით არის დადგენილი.

დუალისტური (ორსაფეხურიანი) სისტემის აგებულება:
- აქციონერთა საერთო კრება
- გამგეობა/დირექტორატი
- სამეთვალყურეო საბჭო

გერმანიის დუალისტური მართვის სისტემა

ევროპის სააქციო საზოგადოების კორპორაციული მართვის სისტემა
• არჩევანის შესაძლებლობა

საქართველოს კორპორაციული მართვის სიტემა
- პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება
- ხელმძღვანელი ორგანო
- სამეთვალყურეო საბჭო (შპს-თვის ფაკულტატური ორგანოა, სს-ში სავალდებულოა მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. როდესაც აქციებით ვაჭრობს ბირჟაზე; 2. როდესაც ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული - კანონი „მეწარმეთა შესახებ, მუხ.182.3)

კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები
კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები
აშშ-ს სამართალში
კაპიტალური საზოგადოებების მხოლოდ ერთი ფორმაა - კორპორაცია (Corporation)

კორპორაციის ფორმა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობაში გამოიყენება - Business Corporation

კორპორაციის ნიშნები:
1. იურიდიულ პირად აღიარება
2. შეზღუდული პასუხისმგებლობა
3. კაპიტალის დაყოფა აქციებად (წილებად)
4. აქციების/წილების გასხვისებადობა
5. ცენტრალიზებული მენეჯმენტი საბჭოს ტიპის ორგანოს - ბორდის ხელმძღვანელობით

აშშ-ის სამართალი არ განასხვავებს ერთმანეთისგან შპს-სა და სს-ს

კორპორაციათა ორი ნაირსახეობა:
• დახურული კორპორაცია (Closely held corporation – close corporation) - გარკვეულწილად შეესაბამება შპს-ს
- ჰყავს პარტნიორთა მცირე რაოდენობა (30-მდე აქციონერი)
- აქციონერები, როგორც წესი, მონაწილეობენ კორპორაციის მართვაში
- მისი აქციები/წილები არ არის გატანილი ბირჟაზე
- წილთა გასხვისება შეზღუდულია
- არ აკისრია ანგარიშგებისა და საჯაროობის ის მოვალეობები, რაც ღია კორპორაციებს
• ღია კორპორაცია (Publicly held corporation – public corporation) - გარკვეულწილად შეესაბამება სს-ს
- ჰყავს აქციონერთა დიდი რაოდენობა
- აქციონერები, პრაქტიკულად, არ მონაწილეობენ მართვაში
- ცალკეული აქციონერების გავლენა მართვასა და მენეჯმენტზე, პრაქტიკულად, არ არსებობს
- აქციები მონაწილეობს საჯარო ვაჭრობაში ბირჟის ან ბირჟის გარეშე მაკლერების (ბროკერების) მეშვეობით
- აკისრია ანგარიშგებისა და საჯაროობის მოვალეობები

• მცირე კორპორაცია
- უნდა ჰყავდეს მაქსიმუმ 75 აქციონერი
- აქციონერები უნდა იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები
- აქციონერი არ შეიძლება იყოს უცხოელი, რომელსაც აშშ-ში საცხოვრებელი ადგილი არ აქვს
- უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი სახეობის აქცია
- იგი იბეგრება როგორც ამხანაგობა (Partnership), იბეგრება არა კორპორაცია, არამედ მისი პარტნიორები

შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია (Limited liability company) - არ არის შპს-ის იდენტური - არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, მიიჩნევა ამხანაგობის ტიპის კორპორაციების ნაირსახეობად, სადაც პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია

ამერიკის სამართლის ინსტიტუტის კორპორაციული მართვის პრინციპებით დადგენილი კლასიფიკაცია:
• დიდი ღია კორპორაციები (კორპორაციული მართვის სტანდარტების დაცვა სავალდებულოა)
- ჰყავთ სულ ცოტა 2 000 აქციონერი და აქვთ 100 მილიონი აშშ დოლარის ქონება
• მცირე ღია კორპორაციები (კორპორაციული მართვის სტანდარტების დაცვა სარეკომენდაციოა)
- ჰყავთ სულ ცოტა 500 აქციონერი და აქვთ 5 მილიონი აშშ დოლარის ქონება
• როგორც ღია, ისე დახურული კორპორაციები (კორპორაციული მართვის სტანდარტების დაცვა არ მოითხოვება)
- აქციონერთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება

კაპიტალური საზოგადოებები გერმანულ სამართალში
• სააქციო საზოგადოება.
კლასიფიკაცია:
- საჯარო სს
- მცირე სს (ჰყავს აქციონერთა მცირე რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არ მონაწილეობს, აქვს საერთო კრების მოწვევის, დაფუძნების და ა.შ. უფრო გამარტივებული წესები)
- საოჯახო სს (აქციათა უმრავლესობა ერთი კაპიტალის/ოჯახის ხელშია)
- ერთი პირის სს
• კომანდიტური სააქციო საზოგადოება
სულ ცოტა 1 პარტნიორის პასუხისმგებლობა შეუზღუდავია, დანარჩენი პარტნიორებისა - შეზღუდული, კაპიტალი დაყოფილია აქციებად
• შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
(შეიძლება დაფუძნდეს არაკომერციული მიზნითაც)
მინი შპს

ზეეროვნული სამართლებრივი ფორმები
ევროპის (ევროკავშირის) საკორპორაციო სამართალში
• ევროპის სააქციო საზოგადოება (Societas Europaea - SE) –
- ძალაში შევიდა 2004 წლის 8 ოქტომბერს (ევროპის მინისტრთა საბჭოს 2001 წლის 8 ოქტომბრის დადგენილება)
- - მინიმალური საწესდებო კაპიტალი: 120 000 ევრო
- მაგ., Porsche SE (აკონტროლებს ფოლცვაგენს), Puma SE, სადაზღვევო კომპანია ალიანსი Allianz SE და სხვა.
• ევროპული ეკონომიკური გაერთიანება - პრაქტიკაში თითქმის არ მუშაობს
• Societas Cooperative Europaea (SCE) - ევროპული კოოპერატივი, ასევე არ მუშაობს პრაქტიკაში.

კაპიტალურ საზოგადოებათა ფორმები საქართველოში
• სს - „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.123-149
• შპს - „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.150-225

კორპორაციული მართვის ძირითადი მოდელები
• პრო-აქციონერისტული მოდელი (Shareholder Model) - მოქმედებს აშშ-ში.
ამ მოდელის მიხედვით, კორპორაციის ერთადერთი მოვალეობა და დანიშნულებას ის, რომ იმოქმედოს აქციონერთა საკეთილდღეოდ, მოუტანოს მათ რაც შეიძლება მეტი მოგება. კორპორაციას არ გააჩნია ვალდებულებები მესამე პირების (სტეიკჰოლდერები) მიმართ. და, თუ კომპანია იმოქმედებს აქციონერთა მოგების გაზრდის მიზნით, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ეს საბოლოოდ მომგებიანი იქნება ყველასთვის - თანამშრომლებისთვისაც, მომხმარებლებისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც.
• „სტეიკჰოლდერული“ მოდელი (Stakeholder Model) – მოქმედებს კონტინენტურ ევრიპაში, მაგ. გერმანიაში, საფრანგეთში
ამ მოდელის მიხედვით, კორპორაციას ვალდებულებები აქვს დაინტერესებულ პირთა ფართო წრის (სტეიკჰოლდერები) მიმართ (დასაქმებულები, კონტრაჰენტები, მომხმარებლები, აქციონერები, სახელმწიფო). კომპანიის მართვა იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ მოახდინოს განსხვავებული ინტერესების დაბალანსება

საკუთრებისა და კონტროლის გამიჯვნა
• პრინციპალისა და აგენტის თეორია (Principal-Agent Theory)
ეკონომისტები მესაკუთრეობისა და კონტროლის გამიჯვნისთვის იყენებენ ე.წ. პრინციპალისა და აგენტის თეორიას (Principal-Agent Theory). ამის თანახმად, აქციონერი არის პრინციპალი, ხოლო დირექტორი - აგენტი.
ამ თეორიის თანახმად, კორპორაციული მართვის სისტემა უნდა მოემსახუროს 3 ძირითადი პრობლემის ეფექტურ გადაჭრას:
1. მესაკუთრესა და დირექტორატს შორის
2. მესაკუთრეებს შორის
3. სტეიკჰოლდერებსა და კორპორაციას შორის
კორპორაციული მართვის მთავარ მიზანს სწორედ ამ ჯგუფებს შოირის ურთიერთობათა დარეგულირება წარმოადგენს.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

4. ხელმძღვანელობის მოვალეობათა კატალოგი.
ზრუნვის მოვალეობა
პასუხისმგებლობის სუბიექტები - ვინ აგებს პასუხს?
- კაპიტალური საზოგადოებების (კორპორაციების) ხელმძღვანელები
კორპორაციული პასუხისმგებლობის დაცვის ობიექტი - ვის წინაშე არიან ხელმძღვანელები პასუხისმგებლები?
- საზოგადოების (კორპორაციის) წინაშე თუ აქციონერების წინაშე?
რა არის პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი?
- კანონი; წესდება; სასამსახურო ხელშეკრულება

დირექტორატის (ხელმძღვანელი ორგანოს) მოვალეობანი საწარმოს მართვისას, მოვალეობათა მრავალრიცხოვნება და მრავალფეროვნება:
• ზრუნვის (გულმოდგინე ხელმძღვანელობის/გულისხმიერების) მოვალეობა (Duty of Care);
• ერთგულების მოვალეობა (Duty of Loyalty);
• მართლზომიერი მოქმედების მოვალეობა (Duty of Obedience);
• დუმილის მოვალეობა (გერმანულ სამართალში)

• რისთვის არის საჭირო ხელმძღვანელის მოვალეობათა ცოდნა?
- იმის გასარკვევად, თუ რისთვის უნდა აგოს პასუხი ხელმძღვანელმა
- რომ სწორად მოიძებნოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი

ზრუნვის (გულმოდგინე ხელმძღვანელობის/გულისხმიერების) მოვალეობა (Duty of Care)

 მოვალეობა საწარმოს ქონების შენარჩუნების საკითხში

• გადაწყვეტილების მიღებამდე დირექტორის მიერ სათანადოდ უნდა იყოს შესწავლილი და გამოკვლეული საკითხი (დაშვებულია ამ დროს დირექტორი დაეყრდნოს მესამე პირთა, იურისტების, ექსპერტების და ა.შ რჩევებს)
• გონიერი ადამიანის სტანდარტი - საწარმოს მიმართ ზრუნვა და გულმოდგინება ისე, როგორც ამას ელოდებიან ჩვეულებრივ, ფრთხილი და წინდახედული დირექტორისგან მსგავს სიტუაციაში
• გადაწყვეტილების მიღება ინფორმირებულობის საფუძველზე
• ამ დროს დირექტორი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად (1) და გულწრფელად უნდა სჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება კომპანიის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება (2)

ზრუნვის მოვალეობის კომპონენტები
• ზრუნვის მოვალეობა ავალდებულებს დირექტორს ცოდნისა და გამოცდილების ქონას
• ზრუნვის მოვალეობა ავალდებულებს დირექტორს ინფორმირებულობას
• ზრუნვის მოვალეობა ავალდებულებს დირექტორს, სათანადოდ შეისწავლოს და გამოიკვლიოს საკითხი
• გონიერი ადამიანის სტანდარტი
• მართლზომიერად და კეთილსინდისიერად მოქმედება
• საწარმოს საუკეთესო ინტერესებში მოქმედება

დისნეის საქმე (Disney case)
სმიტ ვან გორკომის საქმე (Van Gorkom case)
საქმე Harman v. Willbern

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის 50-51-ე მუხლები

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

თემა 4:
სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების პრეზუმფცია
Business Judgement Rule

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.52

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

ერთგულების მოვალეობა
(Duty of Loyalty)
ერთგულების მოვალეობის
თავისებურება:
• ხელმძღვანელის მიერ საზოგადოების ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭება პირად ინტერესებთან შედარებით
• დირექტორი ვალდებულია, ყველა ურთიერთობაში, რომელიც კი საზოგადოების ინტერესებს შეეხება, დაიცვას საზოგადოების ინტერესები და არა საკუთარი ან სხვა პირთა ინტერესები
• ვის წინაშე არსებობს ერთგულების მოვალეობა
• სამეწარმეო გადაწყვეტილების თავისუფლების პრეზუმფციის შემთხვევაში არ მოქმედებს და არ მოწმდება. ერთგულების მოვალეობის დარღვევა ამ პრეზუმფციის ანულირებას იწვევს

ერთგულების მოვალეობის
დარღვევის შემთხვევები:
• ინტერესთა კონფლიქტი (მათ შორის, საკუთარ თავთან დადებული გარიგებები)
• კორპორაციის საქმიანი შესაძლებლობების მითვისება
• კონკურენცია კორპორაციასთან

ინტერესთა კონფლიქტი
• როდესაც კორპორაციის სახელით გარიგებას დებს დირექტორი, რომელსაც აქვს დაინტერესება ამ გარიგებაში, ე.წ. დაინტერესებული დირექტორი

დირექტორის დაინტერესების შემთხვევები:
დირექტორის ფინანსური ინტერესი
• როდესაც დირექტორს აქვს საკუთარი ფინანსური ინტერესი იმ გადაწყვეტილების, გარიგებისა თუ ქმედების მიმართ, რასაც ამ დირექტორის საქმიანობა უკავშირდება, მაშინ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი
• როდესაც დირექტორი გამორჩენას ელოდება მის მიერ ორპორაციოის სახელით დადებული გარიგებისგან
დირექტორის სხვაგვარი დაინტერესება
• როდესაც დირქტორი უშუალოდ არ ელოდება კორპორაციის მიე დადებული გარიგებიდან რაიმე გამორჩენას, მაგრამ არ არის მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, ვინაიდან სხვა პირის ინტერესებიდან იღებს ამ გადაწყვეტილებას (მაგ., არის სხვა კორპორაციის ბორდის წევრიც)
ნათესავებისა და ახლობლების ინტერესები
• ერთგულების მოვალეობა ირღვევა, როდესაც კორპორაციის მიერ დადებულ გარიგებებში დირექტორის ნათესავები და ახლობლები მონაწილეობენ მხარედ და მათ ფინანსური ინტერესი აქვს ამ გარიგების მიმართ
- დირექტორის ნათესავები: მეუღლე, შვილები, მშობლები, და-ძმა, შვილიშვილები, მეუღლის მშობლები, მისი და-ძმა, ასევე ნებისმიერი პირი, რომელიც დირექტორთან ერთად ცხოვრობს
- დირექტორთან ასოცირებული პირი: პირები, რომლებთანაც დირექტორს საქმიანი, ფინანსური თუ სხვა ურთიერთობები აქვს და აშკარაა, რომ გარიგება მათი ზეგავლენის შედეგად დაიდო.

როგორ დგინდება, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი:
• ობიექტური კრიტერიუმი
შეძლებდა თუ არა ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე გონიერია დამიანი, ეფიქრა ინტერესთა კონფლიქტის საფრთხის შესახებ (ნებისმიერი ქმედება, რომელმაც შეიძლება მოგება მოუტანოს დირექტორს და ამის საპირისპიროდ დანაკარგი განიცადოს საზოგადოებამ, განხილულ უნდა იქნეს ერთგულების მოვალეობის დარღვევად)

რა შემთხვევაში არ დაეკისრება დირექტორს პასუხისმგებლობა ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას:
• კორპორაციისთვის გამჟღავნება და კორპორაციის თანხმობა
• თუ საკუთარ თავთან დადებულ გარიგებას კორპორაციისთვის მხოლოდ სარგებელი მოაქვს

ინტერესთა კონფლიქტი „მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით (მუხ.208)
ინტერესთა კონფლიქტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“კანონის მიხედვით (მუხ. 161.2; მუხ.2.11)

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

ფიდუციური ვალდებულებები და „სამეწარმეო განსჯის წესი“
კორპორაციულსამართლებრივ კონტექსტში დირექტორი საწარმოს მინდობილი პირი
- მისი ფიდუციარია.
1 მას ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, ეძლევა სრული
დამოუკიდებლობა, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს
ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული
მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს.
2
კომპანიის ხელმძღვანელთა საქმიანობის ძირითადი მიზანია მოგების მიღება. ეს
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პარტნიორების მთავარ მიზანს, ინვესტიციების
განხორციელებისას, სარგებლის მიღება წარმოადგენს.
3 ამდენად, კომპანიის
ხელმძღვანელებმა, კომპანიის მოგების გაზრდის ვადებულება, უნდა განახორციელონ
მხოლოდ კანონით დადგენილი ქცევის წესის ფარგლებში.
4
დირექტორს, როგორც ფიდუციარს, ვალდებულება აკისრია კორპორაციის წინაშე,
შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება
საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის
მიმართ.
5
ფიდუციური მოვალეობის საფუძველი კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია.
6
ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „კეთილსინდისიერი
ხელმძღვანელობა გულისხმობს პროცესს, როდესაც ხელმძღვანელი აცნობიერებს, თუ
რა ხდება მის გარშემო, შესაბამისად, მოქმედებს ეფექტიანად და იღებს სწორ
გადაწყვეტილებებს. ხელმძღვანელის კეთილსინდისიერება დაკისრებული
მოვალეობების შესრულებისას, ვლინდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა
და შესაბამისად განხორციელებული მოქმედებების ურთიერთდამოკიდებულებიდან,
ასევე სხვადასხვა პრობლემების დასაძლევად განხორციელებული
ღონისძიებებიდან. ხელმძღვანელი უნდა აცნობიერებდეს მის როლს საწარმოში,
იმავდროულად, საწარმოს როლს ბიზნესში და მოქმედებდეს იმ ცნობიერებით, რომ
აუცილებელია საწარმოს განვითარება. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა არა
მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი, არამედ საზოგადოების წინაშე მდგარი
გამოწვევების გაცნობიერება, მისი დაძლევის გზების მოძიება, ასევე საწარმოს
პარტნიორებთან და საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებთან
წარმატებული კომუნიკაცია. ეს არის საწარმოს გონივრული მართვის ძლიერი იარაღი,
განხორციელებული საქმიანობის სიცხადისა და წარმატებული მართვის საწინდარი“.7
ამდენად კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობა ტოლფასია გონივრული მართვის, რაც
თავისთავში მოიცავს დირექტორის მიერ საწარმოს წინაშე მდგარი ამოცანების
რაციონალურ გადაწყვეტასა და პრობლემების აღმოფხვრის კუთხით ეფექტიანი
ზომების გატარებას.
საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის, დირექტორის ფიდუციური
მოვალეობები პრაქტიკიდან გამომდინარე შემდეგნაირად იყოფა: ერთგულების და
ზრუნვის მოვალეობა.
ერთგულების მოვალეობა, გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას კორპორაციის
საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამდენად, გადაწყვეტილების მიღებისას
დირექტორი უნდა მოქმედებდეს არა საკუთარი, არამედ კომპანიის ინტერესებიდან
გამომდინარე, რაც გულისხმობს ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებას.
ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების
მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ
პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი. საკასაციო სასამართლოს
განმარტებით, დირექტორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები უნდა
ემსახურებოდეს კომპანიის მოგების გაზრდას.
8 თუმცა, გადაწყვეტილებები შეიძლება

იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც.
9 ასეთ შემთხვევაში გამოიყენება
საკორპორაციო სამართალში მოქმედი „სამეწარმეო განსჯის წესი“ ,
10
რომელიც
წარმოადგენს კომპანიის დირექტორების პასუხისმგებლობისგან დაცვის ერთგვარ
იმუნიტეტს. აღნიშნული წესი დირექტორს აძლევს საშუალებას მიიღოს თუნდაც
მაღალი რისკის შემცველი ბიზნეს გადაწყვეტილება.
11
„სამეწარმეო განსჯის წესიდან“
გამომდინარე, კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან მის
მიერ მიღებული გადაწყეტილებების შედეგებისათვის, თუნდაც მატერიალური
დანაკლისის არსებობის შემთხვევაში 12 თუ კი დადგინდება, რომ ის ამ
გადაწვყეტილების მიღებისას:
- საკმარისად იყო ინფორმირებული საკითხის ირგვლივ;
- მოქმედებდა კეთილგონიერების ფარგლებში და
- გამომდიოდა კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან.
13
ამასთან, დირექტორი ვალდებულია პირადი სარგებლის მიღების მიზნით არ
გამოიყენოს საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც
მისთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულების ან თანამდებობრივი
მდგომაროების გამო. აღნიშნული გულისხმობს, ასევე, ინფორმაციას იმ სამეწარმეო
(ბიზნეს) შესაძლებლობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც შეუძლია და რომლებიც
ეკუთვნის კორპორაციას.
14
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კორპორაციულ სამართალში მოქმედი
პრეზუმფციები და პრინციპები ცხადყოფს, რომ კორპორაციის დირექტორის მიერ
მიღებული გადაწყვეტილებები უნდა იყოს რაციონალური და გონივრული,
ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს.
დირექტორი უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება ყველაზე
ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
15 აღნიშნული მოვალეობა ხშირ შემთხვევაში
განმტკიცებულია როგორც კანონით,
16 ისე კომპანიის წესდებით.
ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დირექტორზე დაკისრებული
ფიდუციური მოვალეობის დარღვევად არ მიიჩნია მოქმედი დირექტორის მიერ
ყოფილი დირექტორის მიმართ კომპანიის მიერ აღძრულ სარჩელზე უარის თქმა,

greg's picture
greg (giorgi)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2023/06/20
Last visit: 2023/07/08 17:03:57
Contact - All comments

1. რეორგანიზაციის სახეები და პროცედურა
რეორგანიზაცია საჯარო დაწესებულების ეფექტიანად
მართვის, მოქნილი და საჭიროებებზე ორიენტირებული
მოწყობის საუკეთესო საშუალებაა.
რეორგანიზაცია არის:
საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის
შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო
დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად
ახალი სტრუქტურა;
საჯარო დაწესებულების ცალკეული სტრუქტურული
ერთეულის ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის
შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების
ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა;
საჯარო დაწესებულების არავაკანტური შტატების
შემცირება;დასაშვებია, სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაცია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:
ა) სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნა;
ბ) სამეწარმეო საზოგადოებების შერწყმა (მიერთება ან გაერთიანება);
გ) სამეწარმეო საზოგადოების გაყოფა (დაყოფა ან გამოყოფა).
პარტნიორთა გადაწყვეტილების საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება გარდაიქმნას სხვა სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოებად. გარდაქმნის შემდეგ სამეწარმეო საზოგადოება აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.
სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნის შემთხვევაში ახალი სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები გამოიყენება გარდაქმნილი სამეწარმეო საზოგადოების მიმართ.
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები, კომანდიტური საზოგადოების კომპლემენტარები სოლიდარულად, პირადად, მთელი თავიანთი ქონებით აგებენ პასუხს აღნიშნული სამეწარმეო საზოგადოების იმ ვალდებულებებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საზოგადოების გარდაქმნამდე წარმოიშვა, ამასთანავე, მოთხოვნა ვადამოსული გახდა მის გარდაქმნამდე ან მისი გარდაქმნიდან არაუგვიანეს 5 წლისა.
რეორგანიზაციაში მონაწილე სამეწარმეო საზოგადოებების კრედიტორებს უფლება აქვთ, რეორგანიზაციის რეგისტრაციიდან 3 თვის ვადაში მოსთხოვონ სამეწარმეო საზოგადოებას მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, თუ დაამტკიცებენ, რომ რეორგანიზაცია საფრთხეს უქმნის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული უფლება აქვთ იმ კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნებიც გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილების ან შერწყმის/გაყოფის გეგმის გამოქვეყნებამდე წარმოიშვა.
პარტნიორს, რომელმაც საერთო კრებაზე ხმა სამეწარმეო საზოგადოების რეორგანიზაციის საწინააღმდეგოდ მისცა, უნდა მიეცეს ამ კრების ჩატარებიდან 20 დღის ვადა, რათა სამეწარმეო საზოგადოებას წერილობით მიმართოს თავისი წილის გამოსყიდვის მოთხოვნით.
რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სამეწარმეო საზოგადოება უფლებამოსილია რეორგანიზაციიდან 1 წლის განმავლობაში გაყიდოს გამოსყიდული წილები პარტნიორთა მიერ უპირატესი შესყიდვის უფლებით ან მიიღოს გადაწყვეტილება გამოსყიდული წილების გაუქმების შესახებ.
პარტნიორს, რომელიც არ არის თანახმა თავისი წილის გამოსყიდვის ფასზე, უფლება აქვს, წილის გამოსასყიდი ფასის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 20 დღის ვადაში მიმართოს სასამართლოს წილის სამართლიანი ფასის დადგენის მოთხოვნით. ამ უფლების გამოყენების შედეგად პარტნიორი კარგავს ყველა უფლებას თავის წილზე, გარდა მის სანაცვლოდ სამართლიანი ფასის მიღების უფლებისა. სასამართლო განხილვის დროს რეორგანიზაციის პროცესი არ ჩერდება.
რეორგანიზაციის ყველა ფორმას აერთიანებს ის საერთო ნიშანი, რომ რეორგანიზაცია არ გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების დაშლას. რეორგანიზაციები შეიძლება დავყოთ ორ სახედ ‒ ქონების გადაცემით და გადაცემის გარეშე, ამ უკანასკნელს მიეკუთვნება გარდაქმნა, რომლის დროსაც სამეწარმეო საზოგადოება (სუბიექტი) აგრძელებს არსებობას სხვა სამართლებრივი ფორმით, ე.ი. უზრუნველყოფილია სუბიექტის იდენტურობა გარდაქმნამდე და გარდაქმნის შემდეგ.
ყველა რეორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ქონების გადაცემას, გადაცემა ხდება უნივერსალური უფლებამონაცვლეობის ფორმით კანონის ძალით, თუმცა ნებაყოფლობით ‒ საწარმოთა გადაწყვეტილების საფუძველზე.
რეორგანიზებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე.
რამდენიმე საწარმოს შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო.
ერთი საწარმოს მეორე საწარმოსთათან მიერთებისას მიერთებული საწარმოს საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო.
საწარმოს რამდენიმე საწარმოდ გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები.
სამართლებრივი ფორმის ისეთი ცვლილებისას, რომლის დროსაც საწარმოს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორები, არ მცირდება, ასევე თუ საწარმოს მიუერთდა მისი 100%-იანი შვილობილი საწარმო, არ ვრცელდება კანონით დადგენილი გამოქვეყნებისა და შეტყობინების წესები, ხოლო კრედიტორებს არ წარმოეშობათ ვალების აქსელერაციის მოთხოვნის უფლებამოსილება.
სააქციო საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა არ მიიჩნევა კრედიტორთა დაკმაყოფილების უნარის შემცირებად.
1. განთავსებული კაპიტალი, შენატანის ცნება და სახეები , წილის ცნება.
განთავსებულ კაპიტალზე, რომ დავიწყოთ საუბარი, ეს ეწოდება იმ თანხას, რომელზეც თანხმდებიან დამფუძნებელი პარტნიორები. განთავსებულ კაპიტალზე პარტნიორები უთითებენ სადამფუძნებლო შეთანხმებაში. ამის მთავარი ფუნქცი გახლავთ, კომპანიის დაფუძნებისას კაპიტალური ტიპის საზოგადოებებში საზოგადოების საწყისი კაპიტალით აღჭურვა. თუ კომპანიაში არსერბობს განთავსებული კაპიტალ მაშინ, ის უნდა უდრიდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს.
სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული კაპიტალი წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოების მიერ განსაზღვრულ ფულად ოდენობას, რომელიც უნდა იყოს სამეწარმეო საზოგადოების განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამის ტოლი,ხოლო თუ სამეწარმეო საზოგადოებას განთავსებული აქვს ნომინალური ღირებულების არმქონე წილები, განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს.
შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში. შენატანი წარმოადგენს ქონებრივ სიკეთეს, რომელიც სამეწარმეო საზოგადოებას პარტნიორის მიერ გადაეცემა საზოგადოებაში წილის სანაცვლოდ.
შენატანის სახეებს განსაზღვრავს 24 მუხლი რომლის მიხედვითაც შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით, ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
წილი ეს არის უფლება,რომელიც გულისხმობს პირის მონაწილეობას სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში და რომელთანაც დაკავშირებულია უფლებები და მოვალეობები. წილი არის საკუთრების საგანი. წილის მემკვიდრეობით გადაცემა ხდება როგორც წესი.
ყოველ პარტნიორს უფლება აქვს თავისუფლად განკარგოს საკუთარი წილი თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ წილი რამდენიმე პარნიორის თამასაკუთრებაშია ისინი მიიჩნევიან როგორც თანაპარტნიორებად. ამ შემთხვევაში წილთან დაკავშირებუკი უფლების განხორციელება შეიძლება განახორციელოს ერთ ერთმა თანაპარტნიორმა ან მესამე პირმა რომპებიც განიხლებიან სოლიდარულ კრედიტორებად.წილის გაყიდვა შესაძლებელია წერილობითი ფორმით და უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული.
2. აღწერეთ სამეთვალყურეო საბჭოს არსი, კომოეტენცია, რმელი საწარმოს მიმარტ და რა შემთხვევაში ადგენს კანონი სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის აუცლებლობას?
მართვის ერთსაფეხ სისტემისთვის დამახასიათებელია კანონმდებლობით გათვალისწინებული მართვის ორი ორგანო, პარტნიორთ საერთო კრება და მის მიერ დაკომპლექსებული ბორდი ანუ დირექტორთა საბჭო. აქ კორპ უშუალო მართვას ახორციელებს ბორდი,რომელიც სამეთ საბჭოს ფუნქციებსაც ითავსებს.
კორპორაციული მართვის ორსაფეხურიან მოდელში ერთდროულად არსებობს კორპორაციული მართვის ორი უმნიშვნელოვანესი ორგანო ‒ დირექტორთა საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. დირექტ საბჭო ანგარიშვალდებულია სამეთ საბჭოსა და აქციონერთა საერთო კრებ წინაშე. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით სამეწარმეო საზოგადოებას კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო.
სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლს და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული.
სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს დირექტორთა საბჭოს საქმიანობის ზედამხედველობას და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში. სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ამოცანა დირექტორთა საბჭოს საქმიანობაზე ზედამხედველობაა. კანონი დეტალურად განსაზღვრავს საბჭოს კომპეტენციას, რომელიც, ძირითადად, უკავშირდება საბჭოს უფლებამოსილებას, იყოს სათანადოდ ინფორმირებული და ასეთი ინფორმირებულობის პირობებში მოახდინოს დირექტორთა საბჭოს ზედამხედველობა, ასევე, წარმოადგინოს საზოგადოება დირექტორებთან დავაში.
სამეთვალყურეო საბჭო, მართალია, წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს, თუმცა მისი დაკომპლექტებისას, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება სააქციო საზოგადოების საოპერაციო არეალები და კადრები შეირჩევიან დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით. სწორედ ამიტომ კანონპროექტი ითვალისწინებს კანონითა და წესდებით დადგენილ ფარგლებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ფუნქციათა გადანაწილების და მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრის შესაძლებლობას სამეთვალყურეო საბჭოს დებულებით. ასეთ დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს მინიმალური აუცილებელი ფუნქციის შენარჩუნება საბჭოს თითოეული წევრისათვის. თავის მხრივ, მინიმალურ აუცილებელ ფუნქციათა შენარჩუნებად უნდა მივიჩნიოთ საბჭოს წევრებს შორის უფლებამოსილების იმგვარად გადანაწილება, როდესაც თითოეული წევრი მინიმალური დოზით მაინც სარგებლობს სსამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს კონტროლს ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობაზე და ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციები მას არ შეიძლება გადაეცეს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით გათვალისწინებული არ არის ხმათა უფრო მაღალი უმრავლესობა.ამეთვალყურეო კომპეტენციით.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არ არიან საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.
სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვალდებულია კეთილსინდისიერად განახორციელოს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს/პირების საქმიანობის კონტროლი და, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, წარმოადგინოს სამეწარმეო საზოგადოება ხელმძღვანელ ორგანოებთან/პირებთან ურთიერთობაში.
სამეთვალყურეო საბჭოს სდომებს იწვევს:თავმჯდომარე (მისი არყოფნისას – მისი მოადგილე), განსაზღვრავს დღის წესრიგს. ოქმს ადგენს თავმჯდომარე ან სხდომის მდივანი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც. მოწვევა უნდა გაკეთდეს წერილობით, სულ ცოტა 8 დღით ადრე, სავარაუდო დღის წესრიგით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები შეიძლება სხვა წევრებით იქნენ წარმოდგენილი, ოღონდ ერთი წევრი – ერთი სხვა წევრით.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს საქმიანობის კონტროლს და დადგენილ ფარგლებში თანამშრომლობს მასთან სააქციო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მომზადებისა და გადაწყვეტის პროცესში.
სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს:
ა) სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს სააქციო საზოგადოების საქმიანობის ანგარიში;
ბ) გამოითხოვოს, განიხილოს, შეამოწმოს და შეისწავლოს სააქციო საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაცია, მათ შორის, საბუღალტრო დოკუმენტაცია, სააქციო საზოგადოების ქონებრივი ობიექტები და სალარო; ამ მოქმედებების განხორციელება დაავალოს სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს ან მათ განსახორციელებლად მოიწვიოს ექსპერტები;
გ) შეამოწმოს სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანოს წლიური ანგარიშები, წინადადებები მოგების განაწილების შესახებ, საქმიანობის ანგარიში და ამის თაობაზე მოახსენოს საერთო კრებას;
დ) წარმოადგინოს სააქციო საზოგადოება ხელმძღვანელ პირთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში;
ე) ამ კანონით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაასაჩივროს საერთო კრების გადაწყვეტილებები.
სავალდებულოობას რაც შეეხება თუ სააქციო საზოგადოება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონის მიხედვით არის ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, სააქციო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ანდაც სააქციო საზოგადოების აქციონერთა რაოდენობა აღემატება 100-ს, ამ შემთხვევაში სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა, აქ კი განსაზღვრულია წევრთა რაოდენობაც, რომელიც შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან. დანარჩენ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არ არის სავალდებულო.
3. საწარმოს დაფუძნება(საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტები, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია, რეგისტრაციის წინაპირობა, რეესტრის საჯაროობა)
მეწარმის სახელმწიფო ლეგიტიმაცია და, შესაბამისად, მისი წარმოშობა დაკავშირებულია რეგისტრაციის ფაქტთან. სწორედ რეგისტრაციის ფაქტის დადგომის შემდგომ წარმოიშობა სრულფასოვანი მეწარმე სუბიექტი. მეწარმის რეგისტრაცია სავალდებულოა.მეწარმე სუბიექტთა დაფუძნება ხდება რეგისტრაციის გზით, რეგისტრაცია არის იურიდიული მნიშვნელობის ფაქტებისა და მოვლენების შეტანა სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში, რომელიც თავის მხრივ სავალდებულოა. რეგისტრაციის მიზანია სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტთა აღრიცხვა, ხოლო რეესტრს ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ანუ მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს მარეგისტრირებელი ორგანო.
რეგისტრაცია მოიცავს როგორც სახელმწიფო ისე საგადასახადო რეგისტრაციას, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში დაცული მონაცემების რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი გაუქმების შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს.
რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება ძალაშია მარეგისტრირებელი ორგანოს ელექტრონულ პორტალზე განთავსებისთანავე.
რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება მხოლოდ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოებისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი/დამფუძნებელი. შესაბამისად,სააქციო საზოგადოებები და კოოპერატივები აქციონერების რეგისტრაციას მოახდენენ და მათ რეესტრს აწარმოებენ განცალკევებულად, ამავე სამართლებრივი ფორმების თავში გათვალისწინებული წესებით.
კანონპროექტის თანახმად, მეწარმის რეგისტრაციის ექსკლუზიური კომპეტენცია აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‒ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ბიზნესის დაწყების გამარტივების მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ერთდროულად მოახდენს როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო რეგისტრაციას, რის შემდეგაც შესაბამისი მონაცემები მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ელექტრონულად ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‒შემოსავლების სამსახურს.
მარეგისტრირებელ ორგანოს ევალება წარდგენილი დოკუმენტაციის მხოლოდ ფორმალური სისწორის, და არა მატერიალური სისწორის, შემოწმება, რაც იმას გულისხმობს, რომ იგი პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი მონაცემების/დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მათი შინაარსის სისწორესა და შექმნის პროცედურების დაცვაზე პასუხისმგებელია კანონით ან/და სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებით განსაზღვრული, ამ მონაცემებისა და დოკუმენტების შექმნაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც მარეგისტრირებელი ორგანოს ამოცანას არ წარმოადგენს დოკუმენტების მიღების პროცედურების სისწორისა და კანონიერების კვლევა (მატერიალური შემოწმება), რაც კიდევ უფრო გაამარტივებს და დააჩქარებს პირველადი და შემდგომი რეგისტრაციის პროცედურას. მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ორი დოკუმენტი:
• სადამფუძნებლო შეთანხმება;
• ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის თანხმობა ასეთი ფუნქციის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნება გამოხატულია სადამფუძნებლო შეთანხმებაში.
ელექტრონული პორტალის მეშვეობით მოხდება:
• მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი დოკუმენტების გასაჯაროება;
• სამეწარმეო საზოგადოების მიერ მასზე კანონით დაკისრებული გამოქვეყნების ვალდებულების შესრულება
• მეწარმის ავტორიზებული მომხმარებლის სივრცის მეშვეობით მეწარმესთან ოფიციალური გზით კომუნიკაცია და მისთვის სხვადასხვა ელექტრონული სერვისის შეთავაზება.
4. აღწერეთ საწარმოს დაშლის საფუძვლები და დაშლა/ლიკვიდაციის პროცედურა
სამეწარმეო საზოგადოების დაშლის საფუძვლებია:
ა) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;
ბ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა სავალდებულო რაოდენობასთან დაკავშირებით ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევა;
გ) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ;
ე) წესდებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით, ხოლო სხვა შემთხვევაში მას ყველა პარტნიორი ერთხმად იღებს.
მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას, პარტნიორის განცხადების/სარჩელის საფუძველზე სამეწარმეო საზოგადოება შეიძლება დაიშალოს სასამართლოს გადაწყვეტილებით.
მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, თუ ერთ-ერთმა პარტნიორმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია კანონით ან წესდებით მისთვის დაკისრებული არსებითი მოვალეობა, ან თუ პარტნიორი მოვალეობას ვეღარ ასრულებს და სამეწარმეო საზოგადოების მიზანი ვეღარ მიიღწევა.
სამეწარმეო საზოგადოების დაშლის რეგისტრაცია იწვევს სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასგარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამეწარმეო საზოგადოების ქონების მიმართ დაწყებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,.ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოება ინარჩუნებს იურიდიული პირის სტატუსს და იყენებს თავის საფირმო სახელწოდებას დამატებით „ლიკვიდაციის პროცესში.ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ორგანოები ინარჩუნებენ თავიანთ უფლებამოსილებებს, გარდა ხელმძღვანელი პირებისა, რომლებსაც ლიკვიდატორების რეგისტრაციისთანავე უწყდებათ ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები.ლიკვიდატორებმა მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მოიწვიონ ისინი მოთხოვნების განსაცხადებლად.საწარმოს ლიკვიდაციის პროცესს ერთობლივად ხელმძღვანელობენ ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ინიშნებიან ლიკვიდატორებად.
ლიკვიდაციის პროცესში მყოფი სამეწარმეო საზოგადოების ქონება ნაწილდება პარტნიორთა შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.სამეწარმეო საზოგადოების ქონების სრულად განაწილება იწვევს საწარმოს ლიკვიდაციის დასრულებას.
5. სააქციო საზოგადოების ცნება, აქციათა სახეები
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის რომ სააქციო საზოგადოება განეკუთვნება კაპიტალური ტიპის საზოგადოებას. ამ ტიპის საწარმოებში მნიშვნელოვანია თავად საწარმოს ქონება. რაც შეეხება პარტნიორთა პასუხისმგებლობას აქ პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებენ გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. თვითონ ეს სააქციო საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება. მისი კაპიტალი კი დაყოფილია აქციებად. ამასთანავე სააქციო საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. თვითონ სქციონერთა ვალდებულებას რაც შეეხება თ თვითონ სააქციო საზოგადოება აქციონერთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს.
აქ აუცილებელია აღინიშნოს თვითონ აქციის განმარტებაც რადგანაც აქცია განიმარტება როგორც რეგისტრირებული, ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას.
ამ საზოგადოებაში ისევე როგორც დანარჩენ საზოგადოებებში სახეზე გვაქვს შენატანიც. თვითნ ეს არის საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის ღირებულებაც აისახება ამ საზოგადოების ბალანსში. სააქციო საზოადოებაში სამუშაოს შესრულება არ შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის განხორციელების საგანი. მის განხორციელების წესს თვითონ წესდებით განსაზღვრავენ. როდესაც ხდება სს დაფუძნება ანდაც მისი კაპიტალის გაზრდა ამ დროს შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდიდან 5 წლის ვადაში. შენატანზე სს ში არის დადგენილი კონკრეტული ოდენობა, რაშიც მოაზრება რომ პირმა შენატანი უნდა გააკეთოს აქციის ნომინალური ღირებულების 25 პროცენტის ოდენობით მაინც.
თუ ეს აქციონერი დაარღვევს ფულადი შენატანის განხორციელების ვადას, ამ დროს მას ერიცხება პროცენტის ორმაგი ოდენობა. ამსთანავე როდესაც პირი დაარღვევს ვადას ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ დროს სს ვალდებულია გააფრთხილოს რომ გაფრთხილება მისცეს პირს პროცესის დაწყების შესახებ და შენატანის განხორციელებისთვის მისცეს 30 დღის ვადა. ამის გასვლის შემდეგ უკვე აქციონერი სააქციო საზოგადოების სასარგებლოდ კარგავს აქციას.
აქციის სახეებზეც რომ ვისაუბროთ, არსებობს ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები.
პირველი განისაზღვრება სადამფუძნებლო შეთანხმებით გათვალისწინებულ განსათავსებელ აქციათა მაქსიმალური რაოდენობით.
შემდეგს რაც შეეხება აქციებად მიიჩნევა აქციები, რომელთა ზუსტი რაოდენობაც განისაზღვრება სააქციო საზოგადოების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით.
განთავსებულად კი ის მიიჩნევა რომლებიც გაცემულია სს მიერ სხვა პირისთვის თანხის გადახდის პირობით, ეს კი აუცილებლად რეგისტრირებულია აქციათა რეესტრში.
ბოლოს მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც რომ შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს კონკრეტულად ის ღირებულება, რომელზე ნაკლები ღირებულებითაც არ შეიძლება აქციის გამოშვებაანუ მისი კონკრეტული ნომინალური ღორებულების გარეშე. თუმცაღა სს-ს ასევე შეუძლია რომ გასცეს აქცია ამ ღირებულების გარეშეც.

6. მეწარმე სუბიექტთა ზოგადი დახასიათება, ამხანაგობისა და კაპიტალური ტიპის საწარმოების მოკლე დახასიათება
სამეწარმეო ურთიერთობათა სუბიექტები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც კანონმდებლობით აქვთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და კანონით ანდა წესდებით მინიჭებული აქვთ უფლებები და მოვალეობები. კანონით სამეწარმეო ურთიერთობათა „კლასიკური“ მონაწილეები არიან მეწარმე სუბიექტები, რომელთა ჩამონათვალს გვთავაზობს numerys clausus პრინციპზე დაყრდნობით, საქ-ს კანონი მეწარმეთა შესახებ.აღნიშული კანონის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის თანახმად მეწარმე სუბიექტები არიან:
1)ინდივიდუალური მეწარმე,
2)სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოება,
3)კომანდანტური საზოგადოება,
4)შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება,
5)სააქციო საზოგადოებ
6)კოოპერატივი.
მეწარმე სუბიექტების კლასიფიკაცია წარმოდგენილია სხვადასხვა ნიშნებით, ისინი იყოფიან ამხანაგობის და კაპირალური ტიპის საზოგადოებებად.
იურიდიულ პირებს წარმოადგენენ: სოლიდალური პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება და ასევე შეზღუდული და სააქციო საზოგადოებები.აღნიშნულნი პირობითად დაყოფილნი არიან ორ დიდ ჯფუფად : პირველ დიდ ჯგუფს წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებები, ხოლო მეორე ჯგუფს კაპიტალური ტიპის საზოგადოება.
ამხანაგობის ტიპის საზოგადოებებს განეკუთვნებიან: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდანტური საზოგადოება, მათი დაფუძნება შეუძლიათ ორ ან მეტ პირს, ამ ტიპის საზოგადოების შექმნისათვის კანონი არ მოითხოვს რაიმე მინიმალური კაპიტალის არსებობას, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება პარტნიორთა შეთანხმებით.
განსხვავება ამხანაგობის ტიპის საზოგადოებასა და კაპიტალური ტიპის საზოგადოებას შორის ის არის, რომ ამხანაგობაში კომპლემენტარები -(პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორები)-საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებენ სოლიდალურად, ანუ თითოეული პარტნიორი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პარტნიორებს შორის შეთანხმება სხვაგვარად ბათილია მესამე პირისათვის.
განსხვავებულია საფირმო სახელის შერჩევის პრინციპიც, მაგალითად ამხანაგობის ტიპის საზოგადოების საფირმო სახელწოდება ყოველთვის ასოცირდება ერთ- ერთი პარტნიორის სამოქალაქო სახელთან, მაგრამ უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი პარტნიორის სახელს „სპს“-ს დამატებით, ხოლო კომანდატურში მათი სახელწოდება უნდა შეიცავდეს სულ ცოტა ერთი სრული პარტნიორის სახელს „კს“-ს დამატებით. თუ სპს-ში ან კს-ში გაერთიანებული არიან მხოლოდ იურიდიული პირები მათი სახელწოდება უნდა შეიცავდეს ერთ-ერთი მათგანის საფირმო სახელწოდებას ამ დამატებებით

greg's picture
greg (giorgi)
საგადასახადო სამართალი
Registration Date: 2023/06/20
Last visit: 2023/07/08 17:03:57
Contact - All comments

1.​შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გვირილას“ 2022 წლის 20 იანვარს, საერთო კრების გადაწყვეტილებით პარტნიორთა შემადგენლობიდან გაირიცხა კომპანიის მეწილე - დავითი, იმავე გადაწყვეტილებით კომპანიამ მას დაუდგინა და გადაუხადა წილის კომპენსაცია. 2022 წლის 1 თებერვალს შპს „გვირილამ“ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და მოითხოვა პარტნიორთა შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა და დავითის პარტნიორთა სიიდან ამოშლა. მეორე დღეს, 2022 წლის 2 თებერვალს პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პარტნიორთა შემადგენლობის ცვლილებათა საბოლოო რეგისტრაციამდე დავითს შეჩერებოდა პარტნიორთა კრებაზე ხმის უფლება. ზემოაღნიშნულთან დაკავშირდებით დავითმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „გვირილას“ 2022 წლის 20 იანვარისა და 2022 წლის 2 თებერვლის პარტნიორთა კრებების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. იმსჯელეთ და მიიღეთ კანონონის შესაბამისი ნორმებით დასაბუთებული გადაწყვეტილება წარმოდგენილ დავასთან დაკავშირებით.
თავიდან ჩემი აზრით მნშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოებიდან უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას ეს კი განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ კანონის 143 მუხლის 1 ნაწილით სადაც განმარტებულია რომ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
ამასთანავე კაზუსის თანახმად არ გვაქვს პარტნიორის გარიცხვის კონკრეტული წინაპირობა რასაც გათვალისწინებულია 143 მუხლის 2 ნაწილში, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.
თვითონ დავითს რაც შეეხება მისი გარიცხვა ისე მოხდა რომ არ გვქონდა ის საფუძველი რასაც კანონმდებლობა განმარტავს. შესაბამისად რომ ვიმსჯელოთ დავითის მიმართვა სასამართლოსთვის იყო სრულიად სწორი.
არ მიმაჩნია კანონთან თანხვედრაში როდესაც საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოო რეგისტრაციამდე დავითს უნდა შეჩერებოდა პარტნიორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება. რადგანაც ეს შეეძლო განეხორციელებინა სასამართლოს. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ 143 მუხლის 5 ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად მეექვსე ნაწილის მიხედვით კი სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
2.​სააქციო საზოგადოება - „ნობათის“ დაფუძნებისას პრტნიორები: ფიზიკური პირი - თემური, შპს „დიდველი“ და სს „სოფელი“ შეთანხმდნენ, რომ წინდათქმული შენატანს განახორციეელებდნენ სს-ის დაფუძნებიდან 2 წლის ვადაში, რაც ასახეს თავიანთ წესდებაში, მათ შორის შპს „დიდველის“ შენატანი შეადგენდა 150.000 ლარის ღირებულების არაფულად შენატანს, ხოლო თემურის და სს „სოფელის“ შენატანი განისაზღვრა 100.000 ლარით, თითოეულისთვის. თემურმა დათქმულ დროს ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა, რის გამოც კომპანიამ ვადის გადაცილებიდან 15 კალენდარულ დღეში, მის მიმართ დაიწყო აქციის ჩამორთმევის პროცესი. თემურმა განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია კანონით გათვალისწინებული პროცედურა, აქციის ჩამორთმევის დაწყების თაობაზე. იმსჯელეთ და მიიღეთ კანონონის შესაბამისი ნორმებით დასაბუთებული გადაწყვეტილება.
თავიდან შენატანით ცნებით რომ დავიწოთ, მეწარმეთა შესახებ კანონის 21 მუხლის თანახმად შენატანის ცნება შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
ამის შემდგომ, როდესაც კაზუსის მიხედვით, პარტნიორები შეთანხმდნენ რომ შენატანს განახორციელებდნენ 2 წლის ვადაში ეს მოქმედება სწორი იყო, რადგანაც სწორედ 24 მუხლის მიხედვით არის განსაზღვრული შენატანის ვადა, ეს კი უნდა განხორციელდეს კანონითა და წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
ამასთანავე 152 მუხლის თანახმად შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება კანონით ან/და წესდებით. წინდათქმულ შენატანზეც რომ შეთანხმდენენ 2 წლით ვადითო ესეს სწორი იყო რადგანაც 152მუხლის მესამე ნაწილით სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.
შემდგომ უკვე როდესაც მათ განსაზღვრეს ფულადი და არაფულადი შენატანის არსებობა ეს ქმედებაც კანონიერად მიმაჩნია რადგანაც, 23 მუხლის მიხედვით შენატანის სახეები შენატანის განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით ან სხვა მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
ამ სემთხვევაში როდესაც თემურმა ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა და შემდგომ უკვე კომპანიამ ჩამორთმევა დაიწყო არ კანონთან თავსებადი რადგანაც მას უნდა მისცემოდა არანაკლებ 30 დღე ვადად, რაც უშუალოდ აღნიშნულია 152 მუხლის მეექვსე ნაწილში, სადაც განმარტებულია რომ აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია გააფრთხილოს აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი შენატანის განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა.
2. შპს „ქართული ღვინოს“ პარტნიორთა საერთო კრებამ ხმათა 65%-ის თანხმობით მიიღო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის თაობაზე, კერძოდ მისივე ფილიალის („თელავის ფილიალი“) გამოყოფისა და ამ უკანასკნელის სააქციო საზოგადოება -„მარანის“ სახელწოდებით რეგისტრაციის თაობაზე. პარტნიორებმა შეადგინეს გაყოფის გეგმა და ასახეს ყველა სავალდებულო მონაცემი, გარდა აქტივებისა და პასივების (ვალდებულებების) დეტალური ჩამონათვალისა და აღწერისა. გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს კომპანიამ გამოაქვეყნა გაყოფის გეგმა, ხოლო გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს ჩაატარა პარტნიორთა საერთო კრება, სადაც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება რეორგანიზაციის შესახებ.
თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის რომ ამ კაზუსში სახეზე გვაქვს რეორგანიზააცის ერთ ერთი ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია 59 მუხლის გ ქვეპუნქტში და მოიცავს სამეწარმეო საზოგადოების გაყოფას. შემდეგ როდესაც რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო პარტნიორთა საერთო კრების 65%-მა ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონის 66 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული და ეს მოიცავს იმას რომ შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრება. და ამასთან მესამე პუნქტიც უნდა აღინიშნოს, იქიდან გამომდინარე რომ სახეზეა დარღვევა, რადგანაც ხმათა რაოდენობა უნდა აყოფილიყო 75 პროცენტი. რადგანაც კანონის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებაში, კოოპერატივში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით.
გაყოფის გეგმას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული 67მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება, სადაც წერია რომ გაყოფის შემთხვევაში შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და განაწილებას. შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა ყოფულიყო მითითებული.
როდესაც კომპანიამ გეგმა გამოაქვეყნა მეორე დღესვე მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა რადგანც მისი დრო შეადგენდა 30 დღეს შესაბამისად სწორი იყო, ამას კი 69 მუხლის მიხედვით ვამბობთ, სადაც განმარტებულია რომ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთანავე 71 მუხლის მიხედვით შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად მიიჩნევა.
3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებამ, თავისი გადაწყვეტილებით გამოიწვია კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი - თორნიკე, ბორდის სხდომებზე პერმანენტულად დაუსწრებლობის მიზეზით. თორნიკემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, ამასთან მიუთითა რომ ის არ წარმოადგენს „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრულ ხელმძღვანელ პირს (დირექტორს), რომლის მიმართაც არ ვრცელდება შრომის კოდექსი, რადგან დირექტორად ის დაინიშნა ხელმძღვანელი ორგანოს (დირექტორატის) თავმჯდომარის ბრძანებით, შესააბამისად მასთან არ დადებულა სასამსახურო ხელშეკრულება და დირექტორად არ არის რეგისტრირებული შესაბამის რეესტრში. სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან თორნიკე დირექტორის სტატუსით რეგისტრირებული არ ყოფილა სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად, მას არ გააჩნდა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება და მის მიმართ უნდა გამოყენებულიყო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები. ითვლება თუ არა თორნიკე შპს-ს ხელმძღვანელი ორგანოს წვვრად (დირექტორად)? სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება. პასუხი დაასაბუთეთ.
როდესაც საერთო კრებამ გამოიწვია დირექტორი და დაუსახელა ამისთვის მიზეზიც, ეს სრულიად შედიოდა მის უფლებამოსილებებებში რადგანაც 44 მუხლის მიხედვიით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.
იმ სარჩელში მითითებას, როდესაც თორნიკემ თქვა რომ მასზე არ ვრცელდებოდა შრომის კოდექსი იყო სწორი რადგანაც 45 პირველი ნაწლით ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.
ასევე 45 მეორეთი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულებას დებს საერთო კრების ის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრულია წესდებით ან არჩეულ იქნა იმ კრების მიერ, რომელმაც მიიღო პირის ხელმძღვანელ პირად არჩევის შესახებ გადაწყვეტილება. (ეს მუხლი არის დამატებით მარტო 44 ითაც შეიძლება)

1. იაშვილმა, კოკოზაიშვილმა, სპს „კილაძე და კომპანიამ“ და შპს „როლანდმა“ 2020 წლის 1 თებერვალს დააფუძნეს შპს „ბერმუხა“. წესდებით განისაზღვრა თითოეული პარტნიორის შენატანის მოცულობა და შესაბამისად წილები (თითოეულის შენატანი განისაზღვრა 30.000 ლარით, როგორც ფულადი, ისე არაფულადი შენატანის სახით). ყველა პარტნიორმა განახორციელა საწარმოს განთავსებულ კაპიტალში შენატანის სრულად შეტანა რეგისტრაციის მომენტში (2020 წლის 1 თებერვალს), გარდა სპს „კილაძე და კომპანიისა“, რომელსაც პარტნიორთა შეთანხმებით (2020 წლის 2 თებერვლის პარტნიორთა საერთო კრების #1 გადაწყვეტილებით) შენატანის სრულად შეტანის ვადა გაუგრძელდა 2022 წლის კოკოჩაშვილმა 1 თებერვლამდე. 2020 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს „ბერმუხას“ დაეკისრა ჯარიმის გადახდა 25. 000 ლარის ოდენობით შპს „გნოლის“ სასარგებლოდ. შპს „ბერმუხამ“, კრედიტორის (შპს „გნოლის“) დაკმაყოფილების მიზნით მოსთხოვა პარტნიორს - სპს „კილაძე და კომპანიას“ დაუყოვნებლივ შეევსო შენატანი სრულად კომპანიის განთავსებულ კაპიტალში. სპს „კილაძე და კომპანიამ“ მიუთითა პარტნიორთა 2020 წლის 2 თებერვლის #1 გადაწყვეტილებაზე, რის საფუძველზეც უარი განაცხადა შენატანის ვადაზე ადრე განხორციელებაზე. ამავე დროს პარტნიორმა იაშვილმა,რომელმაც განახორციელა არაფულადი შენატანი, რომლის ღირებულებაც აღემატებოდა შეთანხმებულ შენატანს, მოითხოვა შპს "ბერმუხასგან" სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება 2020 წლის 1 ოქტომბრამდე, რაზეც დანარჩენმა პარტნიორებმა განაცხადეს უარი. იმსჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს (პარტნიორთა საერთო კრებას) უფლება უარი ეთქვა იაშვილისთვის ზემოხსენებულ მოთხოვნაზე? ჰქონდათ თუ არა პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს „კილაძე და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება? კანონიერია თუ არა სპს „კილაძე და კომპანიის“ უარი? პასუხი დაასაბუთეთ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის გამოყენებით.
1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ უფლება უარი ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე განხორციელებაზე.
2. 2015 წელს პარტნიორებმა - კაკაბაძემ, ხმალაძემ და შპს „გვირილამ“ დააფუძნეს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხმალაძე და კომპანია“. თითოეულმა პარტნიორმა საზოგადოების კაპიტალში შეიტანა 1000 ლარი. შპს „გვირილას“ დამფუძნებელი პარტნიორია აბაშიძე 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ამასთან „გვირილას“ განთავსებული კაპიტალის ოდენობა 40000 ლარია. 2018 წელს შპს „გვირილა“ გავიდა სპს-ის პარტნიორთა შემადგენლობიდან. 2020 წელს ერთ-ერთი გარიგების არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე სპს „ხმალაძე და კომპანიას“ მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სს „თბილბანკს“ 20000 ლარის მოცულობით. „თბილბანკმა“ ფულადი ვალდებულების სრული მოცულობით შესრულება მოსთხოვა შპს „გვირილას“, რადგან მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი პარტნიორთა შორის ყველაზე მეტად გადახდისუნარიანი იყო. შპს „გვირილამ“ განაცხადა უარი 20000 ლარის გადახდაზე, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა: 1. პირველ რიგში „თბილბანკმა“ ვალდებულების შესრულება უნდა მოსთხოვოს თავად იურიდიულ პირს - სპს „ხმალაძე და კომპანიას“ და არა პარტნიორს, რადგან გარიგების მხარე იყო სპს „ხმალაძე და კომპანია“; 2. „გვირილა“ არ არის ვალდებული გაიზიაროს გადახდის ვალდებულება, იმის გამო, რომ 2018 წლიდან ის აღარ არის სპს „ხმალაძე და კომპანიას“ დამფუძნებელი პარტნიორი. იმსჯელეთ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კაანონის გამოყენებით დაასაბუთეთ პასუხი.
თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ ის რომ სახეზე არის სამი პარტნიორი, მათ შორის არიან: კაკაბაძე, ხმალაძე, შპს გვირილა. ეს სამივე წარმოადგენენ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას სახელად "შპს ხმალაძე და კომპანია".
დამატებით უნდა ითქვას, ის რომ თითოეულ მათგანს საზოგადოების კაპიტალში შეტანილი აქვთ გარკვეული თანხა, რომელიც არის 1000ლარი. ჯამში კი წარმოადგენს 3000ლარს.
როგორც მეწარმეთა შესახებ კანონის 94 მუხლში წერია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ უშუალოდ და შეუზღუდავად, როგორც სოლიდარული მოვალეები. ამასთანავე უნდა ითქვას ისიც, რომ სოლიდარული ტიპის საზოგადოება წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის საზოგადოებას.
ამის შესაბამისად პარტნიორები ვალდებულები თანხა კომპანიის ბიუჯეტიდანაც გადაიხადონ და ასევე თავიანთი სახსრებიდანაც.
რაც შეეხება "თბილბანკის" მოთხოვნას მიმაჩნია რომ არასწორია, რადგანაც მას ჯერ უნდა მიემართა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის ამას კი ვადასტურებთ 110 მუხლით, რომლის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ, ის რომ ვინაიდან გვირილა გავიდა 2018 წელს ეს არ არის საკმარისი რომ მან უარი თქვას პასუხისმგებლობაზე, რადგანაც 110 მუხლში აღნიშნულია, რომ გასული უნდა იყოს 3 წელი გვირილას რომ ყველანაირი ვალდებულება მოეხსნას.
ამასთანავე ისიც მნიშვნელოვანია, რომ კანონიერად არ მიმაჩნია "თბილბანკის" მოთხოვნა გვირილას მიმართ, რადგანაც ის წარმოადგენდა მისი აზრით სხვა პარტნიორებთან შედარებით გადახდისუნარიან პარტნიორს.
ვფიქრობ, რომ უპირველესად, თბილბანკს პირდაპირ უნდა მიემართა "შპს ხმალაძე და კომპანიისათვის" და ამ შემთხვევაში კი სპს გადაიხდიდა იმ 3000ლარს რაც ბიუჯეტში ჰქონდა, ხოლო რაც დარჩებოდა 17 000ლარი, გადანაწილდებოდა სამ

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

1.რა როლი აქ კომპეტენციის მინიჭებას ევროკავშირის სამართლის წარმოება/აღსრულებაში?
ევროპული კავშირი თავისი ბუნებით ზეეროვნული საერთაშორისო ორგანიზაციაა. ამ ორგანიზაციის ფარგლებში შემქნილი სამართლებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია არსებობდეს გარკვეული დებულებები, რომლებიც, ერთი მხრივ, შესაბამისი სუბიექტისთვის კომპეტენციის კონკრეტულ სფეროებს განსაზღვრავდა და, მეორე მხრივ, კომპეტენციების გამიჯვნისა და განხორციელების წესებს დაადგენდა.
ამ სახის დებულებები მოცემულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში, რომელიც ევროპულ კავშირსა და წევრ სახელმწიფოებს შორის კომპეტენციის დანაწილებისა და განხორციელების შემდეგ ძირითად პრინციპებს ასახელებს: კომპეტენციების მინიჭების პრინციპი; სუბსიდიარობის პრინციპი და თანაზომიერების პრინციპი.
ევროპული კავშირის საკანონმდებლო ორგანოებს აქვთ მხოლოდ და მხოლოდ იმ მოცულობის კომპეტენცია, რა მოცულობითაც ეს ხელშეკრულებაში ცალსახად არის განსაზღვრული.
ევროპული კავშირის ორგანოების მიერ ნებისმიერი სამართლებრივი აქტის მისაღებად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი საბაზისო ხელშეკრულებებში. სწორედ კომპეტენციის შესაბამისი ნორმა განსაზღვრავს არა მარტო, ზოგადად, უფლებამოსილების არსებობას, არამედ ასევე ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო აქტის ფორმასა და მისი მიღების პროცედურას. სწორედ ამიტომ, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შეხედულებით, პირველადი სამართალი არის მეორადი სამართლის „საფუძველი, ჩარჩო და საზღვარი“.
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში გაჩნდა კონკრეტული დებულებები ევროპული კავშირისთვის მინიჭებული კომპეტენციების სახეების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგი სახის კომპეტენციებს: განსაკუთრებული, ერთობლივი, მაკოორდინებელი და მხარდამჭერი კომპეტენციები.
ევროპული კავშირი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სუბსიდი-
ურობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვის საფუძველზე.
2.იურისდიქციის ტიპები?

3.სუი გენერის ბუნება?
ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ზემოაღნიშნულმა სისტემამ არსებითი სახეცვლილება განიცადა. ამჟამად ევროპული კავშირის მართლწესრიგი ეფუძნება ორ ძირითად ხელშეკრულებას: ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებას.
ევროპული კავშირის არსის დადგენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული ევროპული გაერთიანების სამართლებრივი ბუნება. ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ჯერ კიდევ ევროპული ინტეგრაციის საწყის ეტაპზე აღნიშნა, რომ ევროპული გაერთიანებების დამფუძნებელმა ხელშეკრულებებმა საერთაშორისო სამართლის სრულიად ახალი, ავტონომიური („სიუ გენერის“) მართლწესრიგი შექმნეს.

4. ძირითადი კომპეტენციების სახეები
კომპეტენციის სახეები ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შედეგად ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაში გაჩნდა კონკრეტული დებულებები ევროპული კავშირისთვის მინიჭებული კომპეტენციების სახეების შესახებ. კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებს შემდეგი სახის კომპეტენციებს: განსაკუთრებული, ერთობლივი, მაკოორდინებელი და მხარდამჭერი კომპეტენციები
5. სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმები
ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტია ორმხრივი სამოქმედო გეგმები. ისინი ადგენენ კონკრეტულ მიზნებს და ამ მიზნების განსახორციელებლად საჭირო ღონისძიებებს. სამოქმედო გეგმის შემუშავებისას ხდება შესაბამისი ქვეყნის მოთხოვნილობების გათვალისწინება.
სტანდარტებისა და წესების ჰარმონიზაცია; თანამშრომლობის გაძლიერება უსაფრთხოების საკითხებში; ევროპული კავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისათვის პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმების მინიჭება;

6. შუმანის გეგმის იდეა
ითვალისწინებდა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დაარსებას. ამ იდეის მიხედვით, უნდა მომხდარიყო გერმანული და ფრანგული მეტალურგიული მრეწველობისა და ქვანახშირის მომპოვებელი ინდუსტრიის ზეეროვნულ საწყისებზე გაერთიანება.
7.შერწყმის ხელშეკრულება
ორგანიზაციული სტრუქტურის გაერთიანება დასრულდა 1965 წლის ე.წ. შერწყმის ხელშეკრულებით,12 რომლითაც იმ დროისთვის არსებული საბჭოები და კომისიები (ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების შემთხვევაში – უმაღლესი ორგანო) სამივე გაერთიანებისთვის საერთო ორგანოდ ჩამოყალიბდა.13 მიუხედავად ორგანოების გაერთიანებისა, ევროპული გაერთიანებები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ სუბიექტებად დარჩნენ. ორგანოების შერწყმას ევროპული გაერთიანებების შერწყმა არ გამოუწვევია.
8. წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა
ა) მნიშვნელობა წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის შესახებ დებულებები მოცემულია ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 267-ე მუხლში. იგი, ვიწრო გაგებით, არ მიეკუთვნება იმ სარჩელებს, რომლებიც ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განიხილება და არის განსაკუთრებული სახის პროცედურა, რომლის მიზანია ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ ევროპული კავშირის სამართლის ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის უზრუნველყოფა.
მისი სისტემური განსაკუთრებულობა გამოიხატება იმით, რომ წევრი სახელმწიფოების სასამართლოებისა და ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს თანამშრომლობაზეა დაფუძნებული და, ფაქტობრივად, ევროპული კავშირის სამართლის დაცვის სისტემაში წევრი სახელმწიფოების სასამართლოების ჩართვას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურის საშუალებით ფიზიკური და იურიდიული პირები იღებენ ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში მათი ინტერესების განხილვის დამატებით, არაპირდაპირი ხასიათის საშუალებას.
ეტაპობრივად წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა შემდეგნაირად შეიძლება დაიყოს: პირველ ეტაპზე დავა, რომელიც ევროპული კავშირის სამართალთან არის კავშირში, განსახილველად შესულია წევრი სახელმწიფოს სასამართლოში; მეორე ეტაპზე წევრი სახელმწიფოს სასამართლო საკითხს გადასცემს ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს; მესამე ეტაპზე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გადმოცემულ საკითხზე; მეოთხე ეტაპზე კი წევრი სახელმწიფოს სასამართლო იღებს გადაწყვეტილებს უშუალოდ დავაზე ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.
9. რეგულაცია
რეგულაცია არის საყოველთაო მოქმედების, სრულად სავალდებულო ძალის, და მოქმედებს თითოეულ წევრ სახელმწიფოში უშუალოდ. საყოველთაო მოქმედება ნიშნავს, რომ რეგულაცია ზოგადად და აბსტრაქტულად არეგულირებს განუსაზღვრელი რაოდენობის პირთა შორის კონკრეტული სახის სამართლებრივ ურთიერთობებს. რეგულაცია არის სრულად სავალდებულო ძალის, ანუ მისი თითოეული ნორმა სავალდებულოა შესასრულებლად. დაუშვებელია წევრი სახელმწიფოს მიერ რაიმე აქტის მიღება, რომელიც რეგულაციის რომელიმე დებულებასთან წინააღმდეგობაში მოვა. უშუალო მოქმედება ნიშნავს, რომ რეგულაცია მისი ძალაში შესვლის შემდეგ წევრი სახელმწიფოებისა და წევრ სახელმწიფოებში მცხოვრები პირებისათვის მოქმედებს, წევრი სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე. მისი ამოქმედებისათვის არ არის საჭირო წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, ანუ საჭირო არ არის მისი იმპლემენტაცია შიდასახელმწიფოებრივ სამართალში. უფრო მეტიც, რეგულაციის იმპლემენტაცია,

I. მართლმსაჯულების განხორციელების ზოგადი საკითხები
მართლმსაჯულების სასამართლოსა და საერთო სასამართლოს ამოცანაა სამართლის დაცვის უზრუნველყოფა ხელშეკრულებების გამოყენებისა და ინტერპრეტაციისას. სასამართლოების კომპეტენციათა ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულებებში. შეზღუდული კომპეტენციების პრინციპის შესაბამისად, სასამართლოების კომპეტენციები ამ ჩამონათვალით არის შემოფარგლული. ძირითადად, მართლმსაჯულების სასამართლოსა და საერთო სასამართლოს კომპეტენციაში შედის: 247 – დავები ევროპული კავშირის ორგანოებს შორის; – დავები ევროპული კავშირის ორგანოებსა და წევრ სახელმწიფოებს შორის; – დავები წევრ სახელმწიფოებს შორის; – დავები იურიდიულ და ფიზიკურ პირთა და ევროპული კავშირის ორგანოებსა და დაწესებულებებს შორის. ამ დავებისა და, იმავდროულად, ხელშეკრულებების ფარგლებში, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოა.
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში საქმის დაწყების საფუძველია სასამართლოში სარჩელის ან წარდგინების248 შეტანა. სამართალწარმოება შედგება წერილობითი და ზეპირი მოსმენის ნაწილებისაგან. ამასთან, ზეპირი მოსმენის ნაწილი არ არის სავალდებულო და ხშირად ზეპირი მოსმენის გარეშე ხდება საქმის განხილვა.
ევროპული კავშირის სამართალი იცნობს შემდეგი სახის ძირითად სარჩელებს: – სარჩელი ხელშეკრულების დარღვევის შესახებ
– სარჩელი ბათილობის შესახებ – სარჩელი უმოქმედობის შესახებ – ევროპული კავშირის წინააღმდეგ მიმართული სარჩელები ზიანის ანაზღაურების შესახებ. გარდა ამისა, ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ სადავო საკითხის განხილვის განსაკუთრებული ფორმა არის ე.წ. წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურა

2) მეორად წყაროებს რა მნიშვნელობა აქვს
ევროპული კავშირის სამართლის წყაროები იყოფა პირველად და მეორად წყაროებად. პირველად წყაროებს, პირველ რიგში, მიეკუთვნებიან საბაზისო ხელშეკრულებები, მეორად წყაროებს კი ამ ხელშეკრულებებში მოცემული კომპეტენციის ნორმების საფუძველზე ევროპული კავშირის ორგანოების მიერ მიღებული აქტები. პირველად და მეორად სამართლის ნორმებს შორის რანგობრივად მსგავსი დამოკიდებულებაა, როგორც სახელმწიფოს ფარგლებში კონსტიტუციასა და რიგითი კანონების ნორმებს შორის.
პირველ რიგში, მეორადი სამართალი მოიცავს ევროპული კავშირის ორგანოების აქტებს. კერძოდ, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 288-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილია ევროპული კავშირის შემდეგი აქტები: რეგულაცია, დირექტივა, გადაწყვეტილება, რეკომენდაცია და შეხედულება. მეორად სამართალს ასევე მიეკუთვნება ევროპული კავშირის ორგანოების სხვა აქტებიც (მაგ. ევროპული კავშირის საბჭოს დადგენილება, ინტერინსტიტუციური შეთანხმებები). მეორადი სამართლის აქტებს შორის რანგობრივი სუბორდინაცია არ არსებობს. მიუხედავად სამართლებრივი ბუნებისა და, შესაბამისად, მნიშვნელობისა, ევროპული კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 288-ე მუხლის 1-ლ პუნქტში ჩამოთვლილი აქტები თანაბარი რანგის არიან. ეს იერარქიული თანასწორობა გამომდინარეობს ევროპული კავშირის ორგანოების თანასწორობიდან.

3) ევროპული კავშირის ღირებულებები
ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემულია იმ ღირებულებათა ჩამონათვალი, რომლებზეც არის დაფუძნებული ევროპული კავშირი. კერძოდ, ესენია: ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობათა უფლებების, დაცვა, პლურალიზმი, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, შემწყნარებლობა, სამართლიანობა, სოლიდარობა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა. გარდა ამისა, ევროპული კავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში წევრი სახელმწიფოების ეროვნული იდენტურობის პატივისცემის აუცილებლობა არის აღნიშნული, მე-6 მუხლი კი ევროპული კავშირის ძირითადი უფლებების ქარტიის სავალდებულო ძალას აღიარებს.

4) მაასტრიხტი
მაასტრიხტის ხელშეკრულებით შემოღებულ იქნა „კავშირის მოქალაქეობის“ ცნება. უმნიშვნელოვანესი სიახლე იყო ევროპული გაერთიანების ფარგლებში ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა. ევროპული პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება განხორციელდა თანაგადაწყვეტილების პროცედურის შემოღებით. მაასტრიხტის ხელშეკრულებით ასევე გაიზარდა ევროპული გაერთიანების კომპეტენციის სფერო.

5) 1950 წლიდან განვითარება როგორ ხდებოდა ევროკავშიროს
გერმანიამ შუმანის გეგმა დადებითად შეაფასა. შედეგად, ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა პარიზში 1951 წლის 18 აპრილს. ხელშეკრულების მხარეებს, გარდა საფრანგეთისა და გერმანიისა, ასევე წარმოადგენდნენ იტალია და ბენილუქსის1 სახელმწიფოები. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 1952 წლის 23 ივლისს. იგი თავიდანვე 50 წლის ვადით იყო დადებული. შესაბამისად, მისი მოქმედების ვადა 2002 წლის 24 ივლისს გავიდა. ამ დღიდან აღნიშნული ხელშეკრულებით დარეგულირებული ურთიერთობები
ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანება პარიზი, 1952 წელი
ევროპული ეკონომიკური გაერთიანებისა და ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანების დაფუძნება თანამშრომლობის მსგავსი ფორმა გაევრცელებინათ თავდაცვისა და პოლიტიკურ საკითხებზე, თავდაცვის ევროპული გაერთიანებისა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შექმნის გზით, (ვერ გამოვიდა) 1956 წლის 19 მაისს ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების წევრმა სახელმწიფოებმა დაიწყეს მოლაპარაკება ევროპული ეკონომიკური გაერთიანებისა და ატომური ენერგიის ევროპული გაერთიანების შექმნის შესახებ. 1957 წლის 25 მარტს რომში ხელი მოეწერა ამ გაერთიანებათა დაფუძნების შესაბამის ხელშეკრულებებს დიდმა ბრიტანეთმა დანიასთან, ნორვეგიასთან, პორტუგალიასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასა და შვედეთთან ერთად 1960 წლის 4 იანვარს შექმნა თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია, პარალელურად 1957 წელს დაიდო ევროპული გაერთიანებების საერთო ორგანოების შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სამივე გაერთიანებას საერთო საპარლამენტო ასამბლეა და სასამართლო უნდა ჰქონოდათ. ორგანიზაციული სტრუქტურის. 70-იან წლებში დაიწყო საგარეო პოლიტიკის სფეროში სამთავრობათაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

6)ევროპეიზაცის და ჰარმონიზაცია და საქართველოს სამართლევრივ სივრცეზე რა გავლენა აქვს
„ჰარმონიზაციის“ მნიშვნელობა და არსი - ორი ან მეტი სუბიექტის ან ობიექტის ურთიერთ-ჰარმონიული, უკონფლიქტო თანაარსებობა, სხვადასხვა მეთოდებს, პარამეტრებს, ზომებს, პროცედურებს, სქემებს, სპეციფიკაციებს, სისტემებს შორის განსხვავებათა და შეუსაბამობათა შორის თანაბრობის/ თავსებადობის მიღწევა მათი ერთგვაროვნების/უნიფიცირების მიზნით.
ევროპეიზაცია ევროკავშირის უნარია გავლენა მოახდინოს წევრი და არა წევრი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობის, პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ადმინისტრაციული სტრუქტურების განვითარებაზე (Phinnemore 2002). ევროპეიზაციის პოლიტიკა და პროცესი ევროკავშირის, როგორც ორგანიზაცია, წიაღში იძერწება და შემდეგ ვრცელდება მუნიციპალურ დონეებზე (Magen, 2007). ევროკავშირის მიერ ინიცირებული სამართლის ევროპეიზაცია გაერთიანების ფორმალური და არაფორმალური წესების, პროცედურების, ჩვევების, პოლიტიკის პარადიგმების, „საქმის კეთების სტილისა და მეთოდების” ევროპული დონიდან შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გადაცემა (Radaeli, 2004).
ევროპეიზაცია ვიწრო გაგებით სუპერნაციონალური წესები წევრი სახელმწიფოებისთვის, ევროკავშირის წესების მიღება არა წევრი სახელმწიფოების მიერ- ფართო გაგებით. ორმხრივი თანამშრობლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა უკვე რამდენიმე ათეულ წელიწადს ითვლის, რომლის პირველი ნიშნები 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პარალელურად გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ქართული სამართლის ძირეული გარდაქმნები.
1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაჩნდა პირველი სამართლებრივი საფუძველი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაჩნდა პირველი სამართლებრივი საფუძველი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“
ევროპის სამართლის ტრანსფორმაცია ისეთი ქვეყნების მიერ, რომლებიც არარიან ევროკავშირის წევრები, შეიძლება შეფასდეს, როგორც ნებაყოფლობითი ჰარმონიზაცია სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ამასთან, ევროკავშირის წესებისა და რეგულაციების გავრცელება ხელს უწყობს ევროკავშირსა და მესამე სახელმწიფოებს შორის ლიბერალურ-მეგობრული სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას, რაც ორ სუბიექტს შორის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასოციაციასა და დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
აშკარაა, რომ ზემოხსენებულმა პოლიტიკის ყველა დოკუმენტმა გარკვეული როლი შეასრულა ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში — საქართველოს მოდერნიზების, ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების საკითხში. მიუხედავად ამისა, საკანონმდებლო ჰარმონიზაციის მექანიზმების თვალსაზრისით ყველაზე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა მაინც ახლახან ხელმოწერილ და რატიფიცირებულ ასოცირებას ხელშეკრულებას უნდა მიენიჭოს, რომელიც სამართლებრივ ლეგიტიმაციას ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (თFEU) 217-ე მუხლში პოვებს.
ქართული სამართლისთვის ჰარმონიზაციის იდეა არასოდეს ყოფილა უჩვეულო, თუმცა მისი მოდერნიზების თანამედროვე სტანდარტი ევროკავშირის სამართალთან დაახლოებაა. თავის მხრივ, ევროპისთვის საკუთარი სამართლის ფართოდ გავრცელება არის მექანიზმი, რომლითაც იგი პარტნიორ ქვეყნებში სტაბილური და ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ამ ურთიერთობის დღის წესრიგში კი პარტნიორობის დაწყების დღიდან კანონმდებლობის მაქსიმალური დაახლოებაა.

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

ერთგულების მოვალეობის ცალკეული შემთხვევები
(გაგრძელება)

საკითხავი მასალა:
• ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.331-359
• ლაშა ცერცვაძე, დირექტორატის მოვალეობები კომპანიების შერწყმისას და საკონტროლო პაკეტის გასხვისებისას, თბილისი, 2016, გვ.180-188, ან: სადისერტაციო ნაშრომი, 2015, გვ.138-144
• „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 53, 54, 55 მუხლები

ერთგულების მოვალეობის
დარღვევის შემთხვევები (აშშ-სა და გერმანიის სამართლის მიხედვით):
• ინტერესთა კონფლიქტი (მათ შორის, საკუთარ თავთან დადებული გარიგებები) - მოვალეობათა კოლიზიის გამოვლინება
• კონკურენცია კორპორაციასთან - მოვალეობათა კოლიზიის გამოვლინება
• კორპორაციის საქმიანი შესაძლებლობების მითვისება - კორპორაციის ქონების გამოყენების შემთხვევა
• ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა - კორპორაციის ქონების გამოყენების შემთხვევა

მოვალეობათა კოლიზია
მოიცავს როგორც ინტერესთა კონფლიქტის, ისე კონკურენციის აკრძალვის შემთხვევებს
• ზოგადად, როგორც ანგლოამერიკული, ისე ევროპული კორპორაციული მართვის მოდელი დირექტორს აძლევს შესაძლებლობას, ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმუშაოს რამდენიმე კორპორაციაში.
• ასეთ დროს დირექტორი აღმოჩნდება მოვალეობათა კოლიზიის წინაშე: მას ორი კორპორაციის წინაშე აკისრია ერთგულების მოვალეობა
• მოვალეობათა კოლიზიის გავრცელებული შემთხვევა არის კონკურენციის აკრძალვა

როგორ უნდა გადაწყდეს მოვალეობათა კოლიზიის საკითხი:

1) გარიგებები იმ კორპორაციებს შორის, რომელთაც საერთო დირექტორები ჰყავთ (ეს შემთხვევა მიეკუთვნება როგორც კონკურენციის აკრძალვის, ისე ინტერესთა კონფლიქტის საკითხს, მაგ. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ.53 და მუხ.208.2„დ“, 208.8)
• იწვევს თუ არა ამ შემთხვევაში მოვალეობათა კოლიზია გარიგების ბათილობას?
• ამ საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება იგივე წესები, რაც საკუთარ თავთან დადებული გარიგების ნამდვილობის განსაზღვრისას
• გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ინტერესთა კონფლიქტის გახსნილობა, აქციონერთა უმრავლესობის მიერ ან ბორდის უმრავლესობის მიერ ამ გარიგების მოწონება. დირექტორი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს
• თუკი არც გახსნილობა და არც აქციონერთა ან ბორდის თანხმობა არ არსებობს, მაშინ დირექტორებმა კორპორაციის წინაშე უნდა დაამტკიცონ გარიგების კორექტულობა

2) დირექტორთა მრავალჯერადი მოვალეობანი დედა და შვილობილ კორპორაციებთან ურთიერთობაში (parent-subsidiary loyalties)
• დედა კორპორაციის დირექტორები იმავდროულად შვილობილი კომპანიის ბორდის წევრებიც არიან
• დელავერის სასამართლო პრაქტიკა ამასთან დაკავშირებით. დადგენილი სტანდარტები:
- დირექტორს ორივე კორპორაციის მიმართ ეკისრება ერთგულების თანაბარი მოვალეობა
- დირექტორს აქვს გახსნილობის მოვალეობა
- თუკი მოვალეობათა კოლიზიის დროს მოვალეობათა კონფლიქტი გარდაუვალია, ამ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად დირექტორებმა ჯობია საერთოდ შეიკავონ თავი და არ მიიღონ მონაწილეობა ამ გარიგებაში. ეს იმ შემთხვევაში, თუკი დირექტორი მოკლებულია შესაძლებლობას, ორივე კორპორაციის საუკეთესო ინტერესები დაიცვას
- დელავერის სასამართლო პრაქტიკა

კონკურენციის აკრძალვა - მოვალეობათა კოლიზიის გამოვლინება
• გერმანული სამართალი:
სს-ის გამგეობის წევრს არ აქვს უფლება, სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე:
- განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა,
- საზოგადოების საქმიანობის სფეროში საკუთარი ან სხვისი ხარჯით აწარმოოს კომერციული საქმეები (ანუ, არ შეუძლია იმუშაოს, მათ შორის, პროკურისტად, სავაჭრო მაკლერად, კომისიონერად),
- იყოს სხვა საზოგადოების გამგეობის წევრი ან მენეჯერი,
- იყოს სხვა საზოგადოების პერსონალურად პასუხისმგებელი პარტნიორი
ამ წესის დარღვევის შედეგები:
- ზიანის ანაზღაურება
- საზოგადოებას ასევე შეუძლია მოითხოვოს, თვითონ შევიდეს მხარედ იმ საქმეში, რომელიც გამგეობის წევრმა საკუთარი ხაარჯით განახორციელა
- სხვისი ხარჯით შესრულებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი გამგეობის წევრმა უკან უნდა დააბრუნოს
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე არ ვრცელდება კონკურენციის აკრძალვის მოვალეობა

კონკურენციის აკრძალვა ქართულ სამართალში - კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ.53

თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით
იგი აშშ-ს სამართალში გამოხატულებას პოულობს ცალკეულ დარღვევებში, რომელთა კლასიფიკაციაც ამერიკის სამართლის ინსტიტუტის კორპორაციული სამართლის პრინციპებშია მოცემული, მაგალითად:
1. კომერციული შანსების გამოყენება
2. ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა
3. თანამდებობის გამოყენება ისეთი ფინანსური გამორჩენის მიზნით, როგორიცაა ქრთამის აღება, ფარული პროვიზიის ან გასამრჯელოს მიღება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
4. თანამდებობის გამოყენება საგადასახადო უპირატესობების მისაღებად
5. თანამდებობის გამოყენება დივიდენდების განაწილებაზე ზეგავლენის მოსახდენად
6. თანამდებობის გამოყენება ანგარებით კორპორაციის საქმიანობის რომელიმე სახეობის დახურვის მიზნით
7. თანამდებობის გამოყენება ანგარებით აქციების გამოსაშვებად ან ახალი აქციების შესაძენად
8. თანამდებობის გამოყენება გამორჩენის მიზნით ოფისზე უარის თქმის, მაგ., გაყიდვის გზით
9. კორპორაციის ქონების გამოყენება პირადი სარგებლის მიზნით,მ მაგ., სამსახურებრივი მანქანით ან თითმფრინავით პირადად სარგებლობა, პირადი ვალდებულების სპონსორობა და სხვა

კომერციული შანსების გამოყენება
(Corporate Opportunity)
• კორპორაციის ქონების გამოყენების კლასიკური შემთხვევა
• კომერციული შანსი მიიჩნევა კორპორაციის კუთვნილად და დირექტორს არ გააჩნია მისი პირადად გამოყენების უფლება, თუკი კორპორაციას უკვე აქვს მის მიმართ „დასაბუთებული ინტერესი“.
• თუ რა ჩაითვლება კორპორაციის „დასაბუთებულ ინტერესად“, ეს კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია
• კომერციული შანსი კორპორაციის კუთვნილად მიიჩნევა, თუკი დირექტორისთვის მის შესახებ ცნობილი გახდა თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე
• გამონაკლისი: კორპორაციას არ შესწევს უნარი, რომ ეს შანსი თვითნ გამოიყენოს; მესამე პირი უარს აცხადებს კორპორაციასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დირექტორის გახსნილობა და კორპორაციის თანხმობა
• „პეპსი-კოლას“ საქმე - გუტი ლოფტის წინააღმდეგ (Guth v. Loft Inc.)

კომერციული შანსების გამოყენება ქართულ სამართალში:
საქმიანი შესაძლებლობის მითვისების აკრძალვა
• კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ.54

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

დუმილის მოვალეობა

საკითხავი მასალა:
• ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.360-372

დუმილის მოვალეობის არსი
• ხელმღვანელები ვალდებული არიან, არ გაამჟღავნონ საწარმოო და კომერცული საიდუმლოება, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თანამდებობაზე მუშაობის შედეგად, კორპორაციის ქონების მართვის პროცესში
• რომელი მოვალეობიდან გამომდიანრეობს დუმილის მოვალეობა - ერთგულების მოვალეობიდან, ზრუნვის მოვალეობიდან თუ ორივე მოვალეობიდან?

ერთგულების მოვალეობის სუბიექტები
• ხელმძღვანელი ორგანოს წევრები (დირექტორები)
• სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
• დირექტორის მოადგილეები

გერმანიის სააქციო კანონი
• საზოგადოების საიდუმლოებანი
• საზოგადოების კონფიდენციალური მონაცემები

საზოგადოების საიდუმლოება
• სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გარემოებები, რომლებიც არ არის საყოველთაოდ ცნობილი და რომლის გაუხმაურებლობა თუ საიდუმლოდ შენახვა საზოგადოების დასაბუთებულ ეკონომიკურ ინტერესებში შედის.
• მაგალითად:
- პროდუქციის გასაღების გეგმები
- კალკულაცია
- ფინანსური გეგმები
- კლიენტების სია
- პროდუქციის დამზადების პროცესი
- კომპიუტერული პროგრამები
- საკადრო გადაწყვეტილებები
- მონაცემები თანამშრომელთა შესახებ
- გამგეობის წევრების ხელფასი
- საქმიანი პარტნიორები
- ინფორმაცია საზოგადოების შიგნით არსებული დავებისა და უთანხმოებების შესახებ
- მომგებიანი გარიგებების შესახებ წინადადება, თუკი ამ წინადადებას ჯერ არ მიუღწევია საზოგადოებამდე
- და ა.შ.

• საიდუმლო ინფორმაციის სტატუსის მინიჭება მოითხოვს შესაბამისი ფორმალური აქტის არსებობას, რაც მისი საიდუმლო ინფორმაციისადმი მიკუთვნებას დაადასტურებდა (მაგ. ინფორმაციისთვის/დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მიკუთვნება)

კონფიდენციალური ინფორმაცია
• მონაცემები, რომლის გახმაურებაც საზოგადოებისთვის შესაძლებელია საზიანო აღმოჩნდეს
• მაგალითად:
- ინფორმაცია საზოგადოების შიგნით არსებული დავების შესახებ
- გამგეობის სხდომებზე გამონათქვამები
- სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გამონათქვამები
- კონფიდენციალური ინფორმაცია, განსხვავებით საიდუმლოსგან, არ მოითხოვს შესაბამისი ფორმალური აქტის არსებობას, რაც მისი საიდუმლო ინფორმაციისადმი მიკუთვნებას დაადასტურებდა (მაგ. ინფორმაციისთვის/დოკუმენტისთვის საიდუმლო გრიფის მიკუთვნება)

დუმილის მოვალეობა ვრცელდება: მხოლოდ იმ ფაქტებზე, რომლებიც პირისათვის ცნობილი გახდა გამგეობის წევრად მუშაობიდან გამომდინარე

დუმილის მოვალეობა საზოგადოების ორგანოებს შორის: დუმილის მოვალეობა არ მოქმედებს გამგეობის შიგნით, გამგეობის მიმართ სამეთვალყურეო საბჭოსთან ურთიერთობაში, სამეთვალყურეოპ საბჭოს შიგნით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ინფორმაციის ბოროტად გამოყენების საფრთხე)

დუმილის მოვალეობა არ არსებობს: როდესაც ხელმძღვანელ პირებს კანონით ევალებათ ინფორმაციის მიწოდება

დუმილის მოვალეობა არ მოქმედებს: როდესაც საზოგადოების ინტერესები მოითხოვს გამჟღავნებას

უნდა მიაწოდოს თუ არა გამგეობამ მთელი ინფორმაცია საწარმოს შესახებ საწარმოს შეძენის მსურველს (ე.წ. due diligence)?

ჩვენების მიცემაზე უარის უფლება - სსსკ მუხ.142.1„გ“, 142.2, 143

დუმილის მოვალეობის გამოიყენება სასამსახურო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც, თუკი ამას მოითხოვს საზოგადოების ინტერესები. ეს წესი გამოიყენება განსაკუთრებული შეთანხმების გარეშეც

დუმილის მოვალეობის დარღვევის შედეგები:
- ზიანის ანაზღაურება
- თანამდებობიდან გათავისუფლება

ქართული სამართალი
ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის დარღვევით გამოწვეული ზიანისათვის პასუხისმგებლობის წინაპირობები. „სასარგებლო“ კანონდარღვევები

საკითხავი მასალა
•ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.373-407

სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წინაპირობები/ელემენტები, რომელთა არსებობა აუცილებელია ვალდებულების დარღვევისთვის (სახელშეკრულებო თუ დელიქტიდან გამომდინარე) ზიანის ასანაზღაურებლად:
•მართლწინააღმდეგობა
•ბრალი (მაგ., სკ მუხ.394.1, 395.1, 412, მუხ.992)
•ზიანი
•მიზეზობრივი კავშირი

ბრალი
•განზრახვა - მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და მისი დადგომის სურვილი
სამართლის მეცნიერება იცნობს განზრახვის დაყოფას პირდაპირ და ევენტუაურ განზრახვას, თუმცა ასეთ დაყოფას სამოქალაქო სამართლისთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა
•გაუფრთხილებლობა - სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევა
გაუფრთხილებლობა ქართულ სამართალში იყოფა უხეშ და მარტივ გაუფრთხილებლობად. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს გულმოდგინების (ყურადღებიანობის) დარღვევის ხარისხში

ბრალი აშშ-ს სამართალში
•აშშ-ს სამართალი - ბრალი, ძირითადად, განიხილება დელიქტურ სამართალში. სახელშეკრულებო სამართალში პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის საკმარისია ხელშეკრულების დარღვევა და ბრალის არსებობაზე მითითება სავალდებულო არ არის, აქ მოვალის ბრალი არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპს
•აშშ-ს სასამართლო პრაქტიკაში ბრალის ფორმები განისაზღვრება ცალკეული შემთხვევების მიხედვით. ყურადღება ექცევა მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობას
•BJR არ გამოიყენება უხეში გაუფრთხილებლობის დროს, თუმცა არის განსახვავებული შემთხვევაც მარტივ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით

ბრალი გერმანიის სამართალში
•გერმანულ სამართალში ბრალის საკითხის ქართულ მოწესრიგებასთან მსგავსება
•კანონით გათვალისწინებულ მოვალეობათა დარღვევა გამგეობის ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გამორიცხავს ბრალის არარსებობას
•გამგეობის წევრები პასუხს აგებენ მხოლოდ საკუთარი ბრალისთვის
ზიანი
•ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ზიანი, რომელიც კორპორაციას მიადგა მოვალეობათა ბრალეული დარღვევის შედეგად
ზიანი - კორპორაციის ქონების შემცირება, დანაკლისი, რომელიც არ არის კომპენსირებული ქონების ნამატით და რომელიც გამოწვეულია ხელმძღვანელობის მოვალეობათა დარღვევით
•სამოქალაქო კოდექსის მუხ.411
•რეფლექსური ზიანი - კორპორაციისთვის ზიანის მიყენების გზით აქციონერებისათვის არაპირდაპირი ზიანის მიყენება
მიზეზობრივი კავშირი (კაუზალობა)
•ადეკვატურობის თეორია

სასარგებლო კანონდარღვევები
•შესაძლებელია თუ არა, კანონის მოთხოვნების დარღვევა ბრალად შეერაცხოს ხელმძღვანელს, თუკი მან ზიანის ნაცვლად სარგებელი მოუტანა კორპორაციას?
გამონაკლისები:
•ისეთი ნორმების დარღვევა, რომლებიც დიდი ხანია, პრაქტიკაში არ გამოიყენება;
•თუ კანონდარღვევა იმ მიზნით მოხდა, რომ გაირკვეს სამართლის ნორმების ნამდვილობა ან გადაიხედოს ნორმის ადრე არსებული განმარტება;
•როცა ნორმის შინაარსი ბუნდოვანი ან სადავოა;
•ხელშეკრულების დარღვევა (გერმანია: სს-ის გამგეობის წევრს არ აკისრია სამართლებრივი მოვალეობა, რომ მესამე პირების წინაშე ნაკისრი ყველა სახელშეკრულებო მოვალეობა შეასრულოს);
•მართლსაწინააღდეგო ქმედების გამამართლებელი საფუძვლები (უკიდურესი აუცილებლობა და სხვა)

ს აქვს, თუმცა დერივაციული სარჩელი მაინც აქტუალურია

ვინ შეიძლება იყოს დერივაციული სარჩელის აღმძვრელი პირი (დერივაციული მოსარჩელე):
•აქციონერი, უმეტესად აქციათა მცირე პაკეტის მფლობელი (მინორიტარი)
•დირექტორი
•სამეთვალყურეო საბჭო
•კრედიტორი

ვის წინააღმდეგ აღიძვრება დერივაციული სარჩელი (ვინ არის დერივაციული სარჩელის მოპასუხე):
•დირექტორი
•სამეთვალყურეო საბჭოს წევრი/თავმჯდომარე
•დომინანტი აქციონერი
•სხვა მესამე პირი, მაგ. კორპორაციის მოვალე, კრედიტორი

დერივაციული სარჩელის დასაშვებობა

დერივაციული სარჩელი აშშ-ში
•რეგულირდება: საკორპორაციო კანონმდებლობით, საპროცესო კანონმდებლობით. ფედერალურ დონეზე ფედერალური სამოქალაქო საპროცესო წესების 23.1 მუხლით.
•სასამართლო პრაქტიკა
•დერივაციული სარჩელის შეტანის უფლება ერთი აქციის მფლობელ აქციონერსაც აქვს
•დასაშვებიბის წინაპირობები:
-სარჩელის შემტანი აქციონერი უნდა წარმოადგენდეს აქციონერს იმ მომენტისთვის, როდესაც კორპორაციას მიადგა ზიანი
-მოსარჩელე უნდა იყოს აქციონერი სარჩელის შეტანის დროსაც
-სარჩელის შეტანამდე აქციონერმა ბორდს უნდა წარუდგინოს წერილობითი მოთხოვნა იმ მიზნით, რომ სარჩელი ბორდმა შეიტანოს
-თუ აქციონერების სარჩელი მიმართულია მესამე პირების და არა ბორდის წინააღმდეგ, ასეთ შემთხვევაში დირექტორების უარი სარჩელის შეტანაზე საბოლოოა და დაცულია BJR-ით. აქციონერს მხოლოდ მაშინ შეუძლია სარჩელის შეტანა, თუ დამტკიცებს დირექტორების ინტერესთა კონფლიქტს.
-ბორდისადმი მიმართვა ყოველთვის არ არის აუცილებელი, მაგ., როდესაც აზრი არ აქვს
-შესაძლებელია სარჩელის შეტანამდე აქციონერის პრეტენცია კორპორაციის შიდა კომიტეტმა განიხილოს
-აქციონერმა უნდა წარმოადგინოს საპროცესო ხარჯების უზრუნველუყოფა, რაც შეიძლება კორპორაციას წარმოეშვას

დერივაციული სარჩელი გერმანიაში
- რეგულირდება: სპეციალური კანონით
- სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საწესდებო კაპიტალის 1%-ის ან 100 000 ევროს მფლობელ აქციონერებს
- დასაშვებობა

დერივაციული სარჩელი საქართველოში
კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ.222, 176; 147-148

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

პასუხისმგებლობის განხორციელება.
აქციონერის დერივაციული სარჩელი

საკითხავი მასალა:
•ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.410-437
•ბაქაქური, გელტერი, ცერცვაძე, ჯუღელი, საკორპორაციო სამართალი, გვ.155-169

პარტნიორის კორპორაციული სარჩელის სახეები
•პირდაპირი სარჩელი
•დერივაციული (დერივატიული) სარჩელი

დერივაციული სარჩელი, როგორც საკორპორაციო სამართლის, ისე საპროცესო სამართლის ინსტიტუტია

რა არის დერივაციული სარჩელი - სარჩელი, რომელიც აღიძვრება საზოგადოების ნაცვლად და მის სასარგებლოდ

აქციონერის დერივაციული სარჩელი - აქციონერის მიერ იმ მოთხოვნის გამოყენების შესაძლებლობა, რომელიც კორპორაციას აქვს და რომელიც არ ხორციელდება, ან რომლის განხორციელებაც ყოვნდება

ერთსაფეხურიანი (მონისტური) მართვის მოდელი - ხელმძღვანელკთათვის ზიანის ანაზღაურება პრობლემურია, რადგან დამრღვევები - დირექტორები - საკუთარი თავის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის ინიციატივით არ გამოვლენ. ამიტომ აქ დიდ როლს ასრულებს დერივაციული სარჩელი
ორსაფეხურიანი (დუალისტური) მართვის მოდელი - ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ინიცირების უფლებამოსილება მართვის ყველა ორგანოს აქვს, თუმცა დერივაციული სარჩელი მაინც აქტუალურია

nodo911's picture
nodo911 (nodo )
სხვა
Registration Date: 2023/02/12
Last visit: 2023/12/09 17:03:42
Contact - All comments

პასუხისმგებლობის განხორციელება (გაგრძელება). დევნის განხორციელება კორპორაციის ორგანოების მიერ.
მოთხოვნის გამოყენება კორპორაციის
კრედიტორების მიერ. მტკიცების ტვირთი

საკითხავი მასალა:
ლადო ჭანტურია, კორპორაციული მართვა და ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობა საკორპორაციო სამართალში, 2006, გვ.437-463

•ერთსაფეხურიანი მოდელის სირთულე - ბორდის წევრები თავად არიან დამრღვევები და სარჩელის შეტანის ინიციატივით საკუთარი თავის წინააღმდეგ არ გამოვლენ
•ორსაფეხურიანი (დუალისტური) მართვის მოდელი - სამეთვალყურეო საბჭო აღჭურვილია სარჩელის შეტანის უფლებით. გამგეობაც უფლებამოსილია, სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ წარმოადგინოს საზოგადოება

გერმანული სააქციო სამართლის მიდგომა
განამტკიცებს მართვის ორგანოთა შორის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის კონცეფციას. აქ ზუსტად არის განსაზღვრული და გამიჯნული ორგანოების უფლებამოსილებები სარჩელის შეტანის შესახებ
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ინიცირების უფლებამოსილება აქვს ყველა ორგანოს
I შემთხვევა: გამგეობა მოვალეა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მოსთხოვოს კორპორაციისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
II შემთხვევა: სამეთვალყურეო საბჭო მოვალეა, გამგეობის წინააღმდეგ გამოიყენოს საზოგადოების მოთხოვნა
III შემთხვევა: აქციონერთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაავალდებულებს როგორც გამგეობის წევრებს, ისე სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება. შესაძლებელია დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელიც
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამგეობის ყოფილი წევრებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების მიმართ
დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო დავების წარმართვა ზრუნვის მოვალეობის შინაარსის ნაწილია
სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ვალდებულებაა თუ უფლება? გულმოდგინე ხელმძღვანელობის მოვალეობის როლი
დირექტორის მიერ სარჩელის შეტანა სამეთვალყურეო საბჭოს წინააღმდეგ არის თუ არა ვალდებულება? - საერთო კრების გადაწყვეტილების საჭიროება

მოთხოვნის გამოყენება კორპორაციის კრედიტორების მიერ
ჩვეულებრივ, კრედიტორების მოთხოვნის ადრესატი არის კორპორაცია
დამოუკიდებელი მოთხოვნაა, თუ მხოლოდ საპროცესო უფლება?
სინამდვილეში აქ საუბარია კრედიტორების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე

კრედიტორების მოთხოვნის გამოყენების წინაპირობები
 კორპორაციის კუთვნილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არსებობა
 აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების არსებობა ვერ იქნება საფუძველი კრედიტორების წინაშე პასუხისმგებლობისგან განსათავისუფლებლად
 კრედიტორის მოთხოვნის არსებობა საზოგადოების მიმართ
 კრედიტორთა დაუკმაყოფილებლობა
 დადგენილი უნდა იყოს, რომ საზოგადოებას, ობიექტურად, არ შეუძლია კრედიტორის დაკმაყოფილება, მაგ., გადახდისუუნაროა ან აქვს ზედავალიანება

მოთხოვნის მოცულობის ფარგლები

მტკიცების ტვირთი
მტკიცების ტვირთის ზოგადი სტანდარტი სამოქალაქო პროცესში
გერმანულ სამართალში:
მტკიცების ტვირთის შებრუნება - საკუთარი არაბრალეულობის დამტკიცება ეკისრებათ ხელმძღვანელებს
ზიანის მიყენების ფაქტის დამტკიცება - ეკისრება საზოგადოებას
აშშ-ს სამართალში:
არ მოქმედებს მტკიცების ტვირთის შებრუნების მოდელი
„Pre-trial discovery“- წინასწარი მოსმენა, გამოკვლევა, მტკიცებულებების მოძიება
BJR-ის გამოყენება - ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს

მტკიცების ტვირთი კრედიტორთა სარჩელის დროს
ამ შემთხვევაში კრედიტორებმა უნდა დაამტკიცონ, რომ საზოგადოების წინაშე აქვთ მოთხოვნა და რომ საზოგადოება გადახდისუუნარო გახდა ან აქვს ზედავალიანება, საზოგადოების მოთხოვნის არსებობა ხელმძღვანელთა მიმართ. ბრალეულობის საკითხში გამოიყენება მტკიცების ტვირთის შებრუნება (გერმანული სამართალი)

ქართული საკორპორაციო სამართლის მიდგომა
•მართვის ორგანოთა კომპეტენციის ზუსტად განსაზღვრა (მუხ.184, მუხ.126)

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

GVIRILA - თავიდან ჩემი აზრით მნშვნელოვანია აღინიშნოს ის რომ პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული
პასიხისმგებლობის საზოგადოებიდან უნდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი საფუძვლის
არსებობისას ეს კი განსაზღვრულია მეწარმეთა შესახებ კანონის 143 მუხლის 1 ნაწილით სადაც
განმარტებულია რომ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია
პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
ამასთანავე კაზუსის თანახმად არ გვაქვს პარტნიორის გარიცხვის კონკრეტული წინაპირობა
რასაც გათვალისწინებულია 143 მუხლის 2 ნაწილში, რის მიხედვითაც მნიშვნელოვანი
საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა
საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ
პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ
გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი
ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.
თვითონ დავითს რაც შეეხება მისი გარიცხვა ისე მოხდა რომ არ გვქონდა ის საფუძველი რასაც
კანონმდებლობა განმარტავს. შესაბამისად რომ ვიმსჯელოთ დავითის მიმართვა
სასამართლოსთვის იყო სრულიად სწორი.
არ მიმაჩნია კანონთან თანხვედრაში როდესაც საერთო კრებაზე მიღებული იქნა
გადაწყვეტილება, რომლითაც საბოლოო რეგისტრაციამდე დავითს უნდა შეჩერებოდა
პარტნიორთა კრებაზე ხმის მიცემის უფლება. რადგანაც ეს შეეძლო განეხორციელებინა
სასამართლოს. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანოთ 143 მუხლის 5 ნაწილი,
რომლის თანახმადაც სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს
შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები. შესაბამისად მეექვსე ნაწილის
მიხედვით კი სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი
გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის
მომენტიდან.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

NOBATI - თავიდან შენატანით ცნებით რომ დავიწოთ, მეწარმეთა შესახებ კანონის 21 მუხლის თანახმად
შენატანის ცნება შენატანი არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული
ქონება, რომლის ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
ამის შემდგომ, როდესაც კაზუსის მიხედვით, პარტნიორები შეთანხმდნენ რომ შენატანს
განახორციელებდნენ 2 წლის ვადაში ეს მოქმედება სწორი იყო, რადგანაც სწორედ 24 მუხლის
მიხედვით არის განსაზღვრული შენატანის ვადა, ეს კი უნდა განხორციელდეს კანონითა და
წესდებით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ვადაში.
ამასთანავე 152 მუხლის თანახმად შენატანის განხორციელების წესი და ვადა განისაზღვრება
კანონით ან/და წესდებით. წინდათქმულ შენატანზეც რომ შეთანხმდენენ 2 წლით ვადითო ესეს
სწორი იყო რადგანაც 152მუხლის მესამე ნაწილით სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას ან
მისი კაპიტალის გაზრდისას აქციონერმა შენატანი უნდა განახორციელოს სააქციო
საზოგადოების რეგისტრაციის ან მისი კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წლის ვადაში, თუ
წესდებით უფრო მცირე ვადა არ არის გათვალისწინებული.
შემდგომ უკვე როდესაც მათ განსაზღვრეს ფულადი და არაფულადი შენატანის არსებობა ეს
ქმედებაც კანონიერად მიმაჩნია რადგანაც, 23 მუხლის მიხედვით შენატანის სახეები შენატანის
განხორციელების ვალდებულება შეიძლება შესრულდეს ფულის გადახდით ან სხვა
მატერიალური ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთის გადაცემით. სამუშაოს შესრულება ან
მომსახურების გაწევა შეიძლება იყოს არაფულადი შენატანის საგანი.
ამ სემთხვევაში როდესაც თემურმა ვერ განახორციელა შენატანის სრულად შეტანა და
შემდგომ უკვე კომპანიამ ჩამორთმევა დაიწყო არ კანონთან თავსებადი რადგანაც მას უნდა
მისცემოდა არანაკლებ 30 დღე ვადად, რაც უშუალოდ აღნიშნულია 152 მუხლის მეექვსე
ნაწილში, სადაც განმარტებულია რომ აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების
ვადის დარღვევისას სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს
აქციის ჩამორთმევის პროცესი. ამ შემთხვევაში სააქციო საზოგადოება ვალდებულია
გააფრთხილოს აქციონერი აქციის ჩამორთმევის პროცესის დაწყების შესახებ და ფულადი
შენატანის განხორციელებისთვის მისცეს მას დამატებითი ვადა არანაკლებ 30 დღისა.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

GVINO - თავიდან უნდა აღვნიშნოთ ის რომ ამ კაზუსში სახეზე გვაქვს რეორგანიზააცის ერთ ერთი
ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია 59 მუხლის გ ქვეპუნქტში და მოიცავს სამეწარმეო
საზოგადოების გაყოფას. შემდეგ როდესაც რეორგანიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება
მიიღო პარტნიორთა საერთო კრების 65%-მა ეს არის მეწარმეთა შესახებ კანონის 66 მუხლის
პირველი ნაწილით განსაზღვრული და ეს მოიცავს იმას რომ შერწყმის/გაყოფის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო საზოგადოების
საერთო კრება. და ამასთან მესამე პუნქტიც უნდა აღინიშნოს, იქიდან გამომდინარე რომ
სახეზეა დარღვევა, რადგანაც ხმათა რაოდენობა უნდა აყოფილიყო 75 პროცენტი. რადგანაც
კანონის თანახმად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო
საზოგადოებაში, კოოპერატივში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება
კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 3/4-ის უმრავლესობით.
გაყოფის გეგმას რაც შეეხება აუცილებლად უნდა ყოფილიყო აღნიშნული 67მუხლის „ი“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულება, სადაც წერია რომ გაყოფის შემთხვევაში
შემძენი სამეწარმეო საზოგადოებისთვის/ახლად დაფუძნებული სამეწარმეო
საზოგადოებისთვის გადასაცემი აქტივებისა და ვალდებულებების ამომწურავ აღწერასა და
განაწილებას. შესაბამისად ეს აუცილებლად უნდა ყოფულიყო მითითებული.
როდესაც კომპანიამ გეგმა გამოაქვეყნა მეორე დღესვე მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა რადგანც
მისი დრო შეადგენდა 30 დღეს შესაბამისად სწორი იყო, ამას კი 69 მუხლის მიხედვით ვამბობთ,
სადაც განმარტებულია რომ შერწყმაში/გაყოფაში მონაწილე ყოველი სამეწარმეო
საზოგადოების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ორგანო ვალდებულია გამოაქვეყნოს
შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი ან განათავსოს ის სამეწარმეო საზოგადოების ვებგვერდზე
იმ საერთო კრებამდე 30 დღის განმავლობაში, რომელმაც უნდა დაამტკიცოს შერწყმის/გაყოფის
გეგმა. შერწყმის/გაყოფის გეგმის პროექტი უფასოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
ამასთანავე 71 მუხლის მიხედვით შერწყმის/გაყოფის გეგმას ამტკიცებს საერთო კრება ამ
კანონის 61-ე მუხლით დადგენილი წესით. საერთო კრების მიერ შერწყმის/გაყოფის გეგმის
დამტკიცების შემთხვევაში შერწყმის/გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად
მიიჩნევა.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

SHPSTORNIKE - როდესაც საერთო კრებამ გამოიწვია დირექტორი და დაუსახელა ამისთვის მიზეზიც, ეს
სრულიად შედიოდა მის უფლებამოსილებებებში რადგანაც 44 მუხლის მიხედვიით,
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ
განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას.
იმ სარჩელში მითითებას, როდესაც თორნიკემ თქვა რომ მასზე არ ვრცელდებოდა შრომის
კოდექსი იყო სწორი რადგანაც 45 პირველი ნაწლით ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო
საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო
საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის
სამართლის დებულებები.
ასევე 45 მეორეთი სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან სასამსახურო ხელშეკრულებას დებს
საერთო კრების ის თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრულია წესდებით ან არჩეულ იქნა იმ
კრების მიერ, რომელმაც მიიღო პირის ხელმძღვანელ პირად არჩევის შესახებ
გადაწყვეტილება. (ეს მუხლი არის დამატებით მარტო 44 ითაც შეიძლება)

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

IASHVILI - 1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი
არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის
ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო
საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ
კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა
მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს
სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ
ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ
შეთანხმდებიან, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ
უფლება უარი ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე
და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა
შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და
წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ
შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის
განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და
წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას
იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი
დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს
პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო
პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა
განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე
განხორციელებაზე.

ushangi22's picture
ushangi22 (ushangi22)
სხვა
Registration Date: 2023/02/14
Last visit: 2024/02/29 18:57:56
Contact - All comments

KAKABADZE - 1. თავიდან სწორი იქნება თუ ზოგადად შენატანის ცნებას განვმარტავთ, რადგანაც შენატანი
არის სამეწარმეო საზოგადოებისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება,რომლის
ეკონომიკური ღირებულება აისახება სამეწარმეო საზოგადოების ბალანსში.
რაც შეეხება კაზუსის პირველ ნაწილს: პარტნიორების უარი იაშვილის მოთხოვნაზე იყო
საქართველოს მეწარმეთა კოდექსის 24 -ე მუხლთან შეუსაბამო , რადგანაც მეწარმეთა შესახებ
კანონის 24-ე მუხლის თანახმად, იმ შემთხვევაში როდესაც არაფულადი შენატანის ოდენობა
მეტია შეთანხმებული შემატანის ოდენობაზე, პარტნიორი უფლებამოსილია მოითხოვოს
სხვაობის ფულადი სახით დაბრუნება, ხოლო საზოგადოება უფლებამოსილია ამ
ვალდებულების შესრულება გადაავადოს არაუმეტეს 1 წლით, თუკი მხარეები სხვაგვარად არ
შეთანხმდებიან, აქედან შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა იმაზე რომ პარტნიორებს არ ჰქონდათ
უფლება უარი ეთქვათ იაშვილის მოთხოვმაზე.
2.პარტნიორებს შეთანხმებულ დროზე ადრე არ ჰქონდათ უფლება მოეთხოვათ სპს „კილაძე
და კომპანიასთვის“ შენატანის განხხორციელება რადგანაც საქართველოს კანონის მეწარმეთა
შესახებ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით შენატანი უნდა შესრულდეს კანონით და
წესდებით განსაზღვრულ წესსა და ვადებში. შესაბამისად პარტნიორთა მოთხოვნა იმაზე რომ
შეთანხმებულ დროზე ადრე მოეთხოვათ სპს ,,კილაძე და კომპანიისთვის " შენატანის
განხორციელება არ არის კანონიერი და მართებული, ვინაიდან პარტნიორთა შეთანხმებით და
წესდებით მას შენატანის ვადა განუსაზღვრეს და გაიგრძელეს 2022 წლის 1 თებერვლამდე .
3.ასევე არაკანონიერია ის ფაქტიც, რომ შპს ბერმუხამ მის პარტნიორ სპს კილაძე და კომპანიას
იმის გამო მოსთხოვა ვადაზე ადრე შენატანის განხორციელება რომ კრედიტორი
დაეკმაყოფილებინა. ვინაიდან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 1-ლი
ნაწილის მიხედვით პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებებისთვის არ აგებს
პასუხს კრედიტორის წინაშე . შესაბამისად ამ შემთხვევაში უშუალოდ შპს ბერმუხას უნდა ეგო
პასუხი მთელი თავისი ქონებით კრედიტორის წინაშე.
4.კანონიერია უარი, ვინაიდან მას წესდებით ჰქონდა განსაზღვრული ვადა, რა ვადაშიც უნდა
განეხორციელებინა შენატანი. მას უფლება ჰქონდა უარი ეთქვა შენატანის ვადაზე ადრე
განხორციელებაზე.