Comments

berdiabuskandze's picture
berdiabuskandze (ბერდია ბუსქანძე)
სხვა
Registration Date: 2010/12/29
Last visit: 2019/02/11 09:26:30
Contact - All comments

“ სპორტის შესახებ”საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო" შესაცვლელია სიტყვებით “საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“ ვინაიდან, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. "სპორტის შესახებ”საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში, 23-ე მუხლის მე-3 პუნქტში, სიტყვები „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები“ შესაცვლელია სიტყვებით „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები“ ვინაიდან, მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ა) ქვეპუნქტი და სხვა მუხლები ითვალისწინებს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 65 1 – ე მუხლით ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ლიკვიდირებული არიან.

Taso rastanov's picture
Taso rastanov (ანასტასია რასტანოვი)
სხვა
Registration Date: 2023/07/03
Last visit: 2023/07/03 14:33:24
Contact - All comments

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, მედია სამართალი და სპორტის სამართალი
ინტელექტუალურ საკუთრებას აქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები, რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში, საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში.
საქართველო უკვე დიდი ხანია არის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (მსო) წევრი. საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შეესაბამება და ჰარმონიზებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან.
საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად, ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან. უძველესი დროიდან არსებობდა სპეციალური დამღები, რომელიც ეკუთვნოდა ამა თუ იმ პროდუქციის მწარმოებელს. ინტელექტუალური საკუთრების მზარდი მნიშვნელობა თანამედროვე კომერციულ საქმიანობაში განაპირობა გაძლიერებულმა კონკურენციამ. სასაქონლო ნიშნების საშუალებით მომხმარებელს შეუძლია განასხვავოს ერთმანეთისგან საქონლის მწარმოებელი, საქონლის ხარისხი და ფასი. სასაქონლო ნიშანი შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი რეკლამა საქონლის მიწოდებისას და მომხმარებელსა და მწარმოებელს შორის კონტაქტის დამყარების საშუალება.
ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის გონებრივ შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, წარმოების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს. ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი ინტელექტუალურ საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომლებშიც განსახიერებულია შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი (მაგალითად, მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია გამოგონების საფუძველზე, ან წიგნი, რომელშიც დაბეჭდილია ლიტერატურული ნაწარმოები, და ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონების ქმნილებებზე, როგორც ასეთზე. რამდენადაც თავისი არსით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები წარმოადგენენ ინფორმაციას (რომელიც გამოხატულია იდეის ან ფორმის სახით, შეუძლებელია მათ გამოყენებაზე უშუალო კონტროლის დაწესება და

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
განხორციელება საკუთრების მატერიალური ფორმებისათვის მისაღები სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით. ამიტომ, მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების წარმოშობისა და განხორციელების სპეციალური სამართლებრივი ნორმები და მექანიზმები,რომლებმაც ასახვა ჰპოვეს შესაბამის ეროვნულ საკანონმდებლო აქტებში (პირველი აქტები XV საუკუნეში ვენეციაში მიიღეს), საერთაშორისო შეთანხმებებსა და კონვენციებში. აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართალი და ეროვნული კანონმდებლობების უმრავლესობა არ იძლევა "ინტელექტუალური საკუთრების" რაიმე ფორმალიზებულ დეფინიციას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის თანახმად, რომელიც მიიღეს სტოკჰოლმში 1967 წლის 17 ივლისს (მუხლი 2[VIII]), ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც ეხება:
(1) ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს;
(2) მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს;
(3) გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში;
(4) მეცნიერულ აღმოჩენებს;
(5) სამრეწველო ნიმუშებს;
(6) სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და
კომერციულ აღნიშვნებს;
(7) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და ყველა სხვა უფლებას,
რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში”.
ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან ტრადიციულად გამოყოფენ ორ სფეროს. კერძოდ, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებებისა და საავტორო უფლებების დაცვას.
· სამრეწველო საკუთრების ობიექტებია: გამოგონებები, სამრეწველო ნიმუშები, ინტეგრალური მიკროსქემები, სასაქონლო ნიშნები და გეოგრაფიული აღნიშვნები. გარდა ამისა, სამრეწველო საკუთრებაზე უფლებების დაცვის ერთ-ერთ სახეს არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაც წარმოადგენს.
· საავტორო უფლება მოიცავს სამეცნიერო ნაშრომებს, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს, როგორიცაა, რომანები, ლექსები, პიესები, ფილმები, მუსიკა, ნახატები, ფერწერული ტილოები, ფოტოსურათები, ქანდაკებები, არქიტექტურული პროექტები და სხვ. საავტორო უფლებით დაცვას ექვემდებარება, აგრეთვე, გონებრივი შრომის პროდუქტი, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამები და ელექტრონულ მონაცემთა ბაზები.
საავტორო უფლებასთან დაკავშირებული უფლებებია ის უფლებები, რომლებიც გააჩნიათ შემსრულებლებს საკუთარ შესრულებებზე, ფონოგრამების

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
დამამზადებლებსა და სამაუწყებლო კომპანიებს - მათ რადიო და ტელეგადაცემების პროგრამებზე.
მეცნიერული აღმოჩენები ინტელექტუალური საკუთრების ამ ორი სფეროდან არც ერთს არ მიეკუთვნება. არსებობს აზრი, რომ მეცნიერული აღმოჩენები საერთოდ არ უნდა ფიგურირებდეს ინტელექტუალური საკუთრების ფორმათა შორის, ვინაიდან არც ერთი ეროვნული კანონი ან საერთაშორისო ხელშეკრულება არ ანიჭებს მეცნიერულ აღმოჩენებზე საკუთრების უფლებას, თუმცა, რა თქმა უნდა, საყოველთაოდაა მიჩნეული, რომ მეცნიერული აღმოჩენა, რომელიც, ისმო-ს განმარტებით, არის ბუნების იმ მოვლენების, თვისებების ან კანონების შეცნობა და აღიარება, რომლებიც ადრე არ იყო ცნობილი, წარმოადგენს მეცნიერული ცოდნის ფუნდამენტს, რომლის საფუძველზეც ხდება მეცნიერების შემდგომი განვითარება და პიონერული გამოგონებების შექმნა.
სპორტის სამართალში, კერძოდ კი საფეხბურთო სამყაროში ხშირია სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. სასაქონლო ნიშნებთან მიმართებით აღსანიშნავია საფეხბურთო კლუბების ლოგოები, რომლებიც არის ინდივიდუალურები და ერთმანეთისაგან განსხვავებულები. ყველა კლუბს შიდა კანონმდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებული აქვს თავისი სასაქონლო ნიშანი შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში (საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების მარეგისტრირებელი ორგანო არის - ,,საქპატენტი”). შესაბამისად აღნიშნული სასაქონლო ნიშნები დაცულია კანონით და სხვა ნებისმიერ სუბიექტს (მესამე პირს) არ აქვს უფლება სასაქონლო ნიშნის მესაკუთრე კლუბისაგან დამოუკიდებლად (მისი თანხმობის გარეშე) გამოიყენოს აღნიშნული სასაქონლო ნიშანი (ლოგო). საერთოდაც მესაკუთრე კლუბს შეუძლია მესამე პირებს აუკრძალოს თავისი სასაქონლო ნიშნის გამოყენება. აღნიშნულ შემთხვევაში, პრაქტიკაში შესაძლებელია წარმოიშვას პრობლემა, როდესაც მაგალითად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კლუბს საქართველოში არსებულ მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირებული აქვს სასაქონლო ნიშანი (ლოგო) და სხვა (მესამე) კლუბმა მსგავსი ნიშნებისა და ტიპის ლოგოტიპი დასარეგისტრირებლად მიიტანა სხვა ქვეყნის (მაგალითად საბერძნეთის) მარეგისტრირებელ ორგანოში. მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად სხვა ქვეყნის მარეგისტრირებელ ორგანოს არ აქვს ვალდებულება გამოიკვლიოს მისი ქვეყნის გარეთ არის თუ არა აღნიშნული სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებელი და მას უფლება აქვს დაარეგისტრიროს ის თავისი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში უშუალოდ ქართულ კლუბს აქვს უფლება მოითხოვოს ზემოაღნიშნული ქმედების აღკვეთა, რეგისტრაციის გაუქმება, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა და ა.შ.
გარდა ამისა სპორტის სამართლის კავშირი ინტელექტუალური საკუთრების სამართალთან მხოლოდ სასაქონლო ნიშნებით არ ამოიწურება. თუმცა, სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებული ურთიერთობები, სპორტის სამართლის ნებისმიერ

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
ასპექტში ვლინდება, ვინაიდან თანამედროვე სპორტულ სამყაროში ყველაზე ხშირი არის დავები კლუბის სახელწოდებებთან, მის ლოგოსთან და ადგილწარმოშობის ნიშნებთან დაკავშირებით.
სასაქონლო ნიშნებთან კავშირში აუცილებელია განვიხილოთ რეკლამის კანონმდებლობა და მისი კავშირი სპორტის სამართალთან. როგორც ვიცით, საფეხბურთო კლუბები აფორმებენ ძალიან ბევრ ხელშეკრულებებს სხვადასხვა სუბიექტებთან, მათ შორის მათ ჰყავთ სხვადასხვა სპონსორები. სპონსორების სასაქონლო ნიშნების კლუბის მიერ გარეკლამება (წარმოჩენა) იქნება ეს კლუბის მაისურზე, სტადიონზე, ვებ-გვერდზე თუ ა.შ. რეგულირდება სარეკლამო კანონმდებლობის შესაბამისად.
ინტელექტუალური საკუთრების სამართლიდან სპორტის სამართალს საპატენტო სამართალთანაც აქვს მჭიდრო კავშირი. თანამედროვე სამყაროში კლუბები უკვე აღარ არიან ის სუბიექტები, რომლებიც უბრალოდ სათამაშო მოედანზე მატჩს ატარებენ. ისინი (კლუბები) არიან ე.წ. ბრენდირებული სუბიექტები. ისინი აწარმოებენ პროდუქციასაც შემდგომში მისი რეალიზაციის მიზნით. მათ შორის არამხოლოდ მაისურებსა თუ ბუცებს (რაც უშუალოდ სპორტულ საქმიანობას უკავშირდება), არამედ ზოგი კლუბი თავის ,,ბრენდირებულ” ყავას, შოკოლადს და სასმელებსაც კი აწარმოებს.
ინტელექტუალურ საკუთრების სამართალთან კავშირშია ასევე მედია სამართლებრივი ურთიერთობები. მედია სამართლებრივი ურთიერთობები წარმოადგენს ე.წ. დამატებით, თუმცა უმნიშვნელოვანეს ფაქტორს ზოგადად სპორტის არსებობაში. მედია სამართლებრივი ურთიერთობები ვლინდება უშუალოდ სატელევიზიო და სატელემაუაწყებლო უფლებებზე, რომლებიც ერთერთი უდიდესი დარგია სპორტის სამართლის.
სატელემაუწყებლო ურთიერთობებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ (მსოფლიო მასშტაბით) დღესდღეობით სპორტი არის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი სატელევიზიო ბადეში მაყურებლების მხრიდან (მიუხედავად ტელევიზიის როლის შემცირებისა თანამდროვე სამყაროში და სრული ინტერნეტიზაციისა). აქედან გამომდინარე სატელევიზიო არხებს უწევთ საკმაოდ რთულ სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლა სხვადასხვა ქვეყნისა თუ ასოციაციის შესაბამის სუბიექტებთან, რათა მოხდეს სასურველი ჩემპიონატისა თუ ტურნირის სატელევიზიო ტრანსლირება (რაც ასევე დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან). მაგალითისათვის საქართველოს შემთხვევაში 2019-20 წლების სეზონის ინგლისის საფეხბურთო პრემიერ-ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლება ვერ მოიპოვა ვერც ერთმა ქართულმა სატელევიზიო არხმა და მისი ტრანსლირების უფლება შეიძინა ერთერთმა ინტერნეტ პორტალმა.

Taso rastanov's picture
Taso rastanov (ანასტასია რასტანოვი)
სხვა
Registration Date: 2023/07/03
Last visit: 2023/07/03 14:33:24
Contact - All comments

იურიდიული ორგანოები და გადაწყვეტილების გასაჩივრება სპორტის სამართალში
როდესაც საქმე ეხება გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სპორტის სამართალში, განსხვავებით სხვა სამართლის დარგებისაგან, განსაკუთრებული წესები არსებობს. ყოველ კონკრეტულ ასოციაციას, მათ შორის საქართველოსაც, გააჩნიათ თავიანთი ფედერაციები, კონკრეტული სპორტის მიმართულებით. აღნიშნულ ფედერაციებს აქვთ თავიანთი წესდებები. თვალსაჩინოებისათვის საინტერესოა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წესდება. აღნიშნულ დოკუმენტში დეტალურად არის განსაზღვრული ის იურიდიული ორგანოები, რომლებიც მართავენ ფეხბურთის ფედერაციას საქართველოში. აღნიშნულ ორგანოებში შედის აგრეთვე სპეციალური შიდა ორგანოები, რომლებსაც ეხებათ დავების განხილვა და აპელაცია საფეხბურთო დავებთან მიმართებით.
პირველ რიგში გამოსაყოფია - ,,სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი”. სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტი შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და სამი წევრისაგან. თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს უნდა გააჩნდეთ იურიდიული კვალიფიკაცია.
ამ ორგანოს ფუნქცია უნდა იმართებოდეს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის და სფფ-ს ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დებულების მიხედვით. კომიტეტი გადაწყვეტილებებს გამოიტანს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სხდომას ესწრება სულ მცირე სამი წევრი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავმჯდომარეს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად.
სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს შეუძლია გამოიყენოს წესდებაში, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსში და სფფ-ს ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დებულებაში აღწერილი სანქციები წევრების, ოფიციალურ პირების, ფეხბურთელების, კლუბების, მატჩებისა და ფეხბურთელების აგენტების მიმართ.
მეორე რიგში არსებობს - ,,სააპელაციო კომიტეტი”. სააპელაციო კომიტეტი შედგება თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის და სამი წევრისაგან. თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს უნდა გააჩნდეთ იურიდიული კვალიფიკაცია. ამ ორგანოს ფუნქციას განსაზღვრავს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსი და სფფ-ს ფეხბურთელთა სტატუსისა და ტრანსფერის დებულება.
კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუსხდომას ესწრება სულ მცირე სამი წევრი. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თავმჯდომარეს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის შესაბამისად;

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
სააპელაციო კომიტეტი განიხილავს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებებს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი და სააპელაციო კომიტეტების წევრები ინიშნებიან სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2 წლის ვადით, ისინი იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ სხვა ორგანოების წევრები.
მესამე და მეოთხე რიგში არსებობს - (ჩვენთვის კარგად ნაცნობი) ,,კლუბების ლიცენზირების კომიტეტი” და ,,კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანო”. კლუბების ლიცენზირების კომიტეტისა და კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს შემადგენლობა, კვალიფიკაცია და ფუნქციები განსაზღვრულია სფფ-ს კლუბების ლიცენზირების მოქმედ დებულებებში, რომელიც შეესაბამება უეფას მოთხოვნებს და დამტკიცებულია სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ.
კლუბების ლიცენზირების კომიტეტში (ისევე როგორც კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოში) აუცილებელია იყოს 1 კვალიფიციური ფინანსისტი და 1 კვალიფიციური იურისტი. დამატებითი მოთხოვნები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით შეიძლება განისაზღვროს სფფ-ს კლუბების ლიცენზირების დებულებებში.
კლუბების ლიცენზირების კომიტეტის და კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს წევრები ინიშნებიან სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 2 წლის ვადით. ისინი იმავდროულად არ შეიძლება იყვნენ სფფ-ს სხვა ორგანოების წევრები. ამას გარდა, კლუბების ლიცენზირების აპელაციის ორგანოს წევრები არ შეიძლება ეკუთვნოდნენ სფფ-ს ან სფფ-ს წევრების ადმინისტრაციულ ორგანოებს.
გარდა ამისა, ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო დავების განმხილველი სპორტული ტრიბუნალი არის აგრეთვე უმნიშვნელოვანესი ერთეული, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს საბოლოო ინსტანციაში (ანუ როცა ამოწურულია ყველა შიდა პროცედურა და საშუალება) ფედერაციის წესდებებთან, დებულებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გარდა იმ დავებისა, რომელიც დაკავშირებულია თამაშის წესების დარღვევასთან, ფეხბურთელების 4 მატჩამდე ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაციასთან და ტექნიკურ საკითხებთან.
ფეხბურთის ფედერაციას, მის წევრებს, ფეხბურთელებს, ოფიციალურ პირებს, აგენტებს ეკრძალებათ დავა განსახილველად გადასცენ საერთო სასამართლოებს, თუ ეს ცალსახად არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით. საფეხბურთო დავის განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოა და მისი აღსრულება მოდავე მხარეებისათვის არის სავალდებულო. აღნიშნული ტრიბუნალის დებულება და შემადგენლობა მტკიცდება ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ.

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებით განსაზღვრულია დისციპლინარული სანქციები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნეს სპორტის სამართლის სუბიექტების მიმართ. აღნიშნული დისციპლანურული სანქციები დაყოფილია კატეგორიებად. სანქციები, რომლებიც გამოყენება მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის, სანქციები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ იურიდიული პირებისათვის და უნივერსალური სანქციები, რომლებიც გამოიყენება ორივე, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
 ფიზიკური პირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტიპის სანქციები: ა) გაფრთხილება;
ბ) გაძევება;
გ) მატჩის გამოტოვება;
დ) გასახდელებში და/ან სათადარიგო სკამზე ყოფნის აკრძალვა;
ე) სტადიონზე შესვლის აკრძალვა;
ვ) ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა;
 იურიდიული პირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტიპის სანქციები: ა) ტრანსფერის აკრძალვა;
ბ) მატჩის ჩატარება მაყურებლის გარეშე;
გ) მატჩის ჩატარება ნეიტრალურ ტერიტორიაზე;
დ) გარკვეულ სტადიონებზე მატჩის ჩატარების აკრძალვა;
ე) მატჩის შედეგის გაუქმება;
ვ) გაგდება;
ზ) კონფისკაცია;
თ) ქულების ჩამოჭრა;
ი) დაბალ ლიგაში გადაყვანა.
 ფიზიკურ და იურიდიულ პირებისათვის გამოიყენება შემდეგი ტიპის სანქციები:
ა) გაფრთხილება;
ბ) ჯარიმა;
დ) წოდების ჩამორთმევა;
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქცია ვრცელდება ეროვნულ დავებზე, ე.ი. იმ დავებზე, რომელთა მხარეების ეკუთვნიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. ფიფას და უეფას იურისდიქცია შესაბამისად ვრცელდება საერთაშორისო, ევროპის მასშტაბის დავებზე, ე.ი. იმ დავებზე იმ მხარეებს შორის, რომლებიც ეკუთვნიან სხვადასხვა ასოციაციებს ან/და კონფედერაციებს.
ფიფასა და უეფას წესდებებით განსაზღვრული შესაბამისი პირობების თანახმად, ფიფასა და უეფას საბოლოო და სავალდებულო ნებისმიერი

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი განიხილება შვეიცარიის ქ. ლოზანაში არსებულ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS), CAS არ განიხილავს საჩივრებს თამაშის წესების დარღვევებზე, ოთხ მატჩამდე და სამ თვემდე დისკვალიფიკაციაზე, ასევე ასოციაციის ან კონფედერაციის დამოუკიდებელ საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. თავის მხრივ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მისი წევრების ფეხბურთელების, ოფიციალური პირების, კლუბების, მატჩისა და მოთამაშეთა აგენტების მიერ ფიფას ორგანოს ან CAS-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება (აღსრულება).

Taso rastanov's picture
Taso rastanov (ანასტასია რასტანოვი)
სხვა
Registration Date: 2023/07/03
Last visit: 2023/07/03 14:33:24
Contact - All comments

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
ანტიმონოპოლიური (კონკურენციის) სამართალი და სპორტის სამართალი
ანტიმონოპოლიური სამართალი თავისი შინაარსით ეხება თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვისაგან დაცვის პრინციპებს, რაც თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარების საფუძველია.
ანტიმონოპოლიურ (კონკურენციის) სამართალში არსებობს ძირითადი პრინციპები, რომლებიც არეგულირებენ ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღუდვასა და კონცეტრაციას, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყონების აკრძალვას და ა.შ. ზემოაღნიშნული პრინციპები ასევე ვრცელდება სპორტის სამართალზე, სადაც მეტწილად ძალზედ კონკურენტურიანი გარემოა და ანტიმონოპოლიური ნორმების არსებობა მასში აუცილებელიც კი არის.
არაკეთილსინდისიერი კონკურენცია დაუშვებელია, არაკეთილსინდისიერ კონკურენციად ითვლება ეკონომიკური აგენტის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საქმიანი ეთიკის ნორმებსა და ლახავს კონკურენტთა და მომხმარებელთა ინტერესებს. ეკონომიკური აგენტის დომინირებული მდგომარეობა განისაზღვრება შესაბამის ბაზარზე მისი საბაზრო წილის, კონკურენტი ეკონომიკური აგენტების ფინანსური მდგომარეობის, ბაზარზე შესვლის ან წარმოების გაფართოების ბარიერების, მყიდველის საბაზრო ძალაუფლების, ნედლეულის წყაროების ხელმისაწვდომობის, ვერტიკალური ინტეგრაციის ხარისხის, ქსელური ეფექტებისა და საბაზრო ძალაუფლების განმსაზღვრელი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ერთი ან რამდენიმე (ჯგუფური დომინირების შემთხვევაში) ეკონომიკური აგენტის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუშვებელია.
გარდა ამისა, აგრეთვე აკრძალულია ე.წ. დემპინგური შეთანხმებების (ხელშეკრულებების) არსებობა. რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი სუბიექტი (ეკონომიკური აგენტი), რომელსაც გააჩნია დომინირებული მდგომარეობა ბაზარზე და კონკრეტული საქონლის/მომსახურების ფასს ხელოვნურად სწევს დაბლა და რითიც ხდება სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტების (სხვა სუბიექტების) უფლებების შეზღუდვა. სპორტის სამართალში მსგავსი ტიპის შემთხვევები ძალზედ ხშირია. აღნიშნული ტიპის შემთხვევების აღმოსაფხვრელად გამოიყენება ორი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლებიც დეტალურად არეგულირებენ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შეზღუდვებს. ეს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებია: შერმანისა და კლეიტონის აქტები.
საქართველოში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ვითარდება ნელი ტემპით, თუმცა უკანსკნელ პერიოდში შეინიშნება აქტიური განვითარების

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
ტენდენციებიც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სფეროში პირველი საკანონმდებლო აქტი საქართველოში მიღებულ იქნა 2012 წელს, ამჟამად ,,კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის სახელით ცნობილი.
აღნიშნული კანონის მიხედვით ეკონომიკური აგენტი არის პირი, რომელიც
განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს
ფორმისა, ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას,
(არაკომერციული ) იურიდიული პირი და სხვა
რომლებ იც არიან ბაზრის მონაწილეები ან/და ახორციელებენ
საქმიანობას, კონკურენცია კი არის შესაბამის ბაზარზე
პოტენციურ ეკონომიკურ აგენტებს შორის მეტოქეობა ამ ბაზარზე უპირატესობის მოსაპოვებლად;
კანონი ასევე განსაზღვრავს დომინირებული მდგომარეობის ცნებას, რომლის მიხედვითაც დომინირებული მდგომარეობა არის შესაბამის ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტის/აგენტების ისეთი მდგომარეობა, რომელიც მას/მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედოს/იმოქმედონ კონკურენტი ეკონომიკური აგენტების, მიმწოდებლების, კლიენტებისა და საბოლოო მომხმარებლებისაგან დამოუკიდებლად, არსებითი გავლენა მოახდინოს/მოახდინონ ბაზარზე საქონლის მიმოქცევის საერთო პირობებზე და შეზღუდოს/შეზღუდონ კონკურენცია. თუ სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, ეკონომიკური აგენტი/აგენტები არ ჩაითვლება/ჩაითვლებიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ შესაბამის ბაზარზე მისი/მათი წილი 40 პროცენტს არ აღემატება. ორი ან მეტი ეკონომიკური აგენტიდან თითოეული ჩაითვლება დომინირებული მდგომარეობის მქონედ, თუ ის არ განიცდის მნიშვნელოვან კონკურენციას სხვა ეკონომიკური აგენტებისაგან მათი ნედლეულის წყაროებსა და გასაღების ბაზრებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის, ბაზარზე შესვლის ბარიერებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით და იმავდროულად:
- არაუმეტეს 3 ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 50 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
- არაუმეტეს 5 ყველაზე მნიშვნელოვანი წილის მქონე ეკონომიკური აგენტის ერთობლივი წილი 80 პროცენტს აღემატება, ამასთანავე, თითოეულის საბაზრო წილი არანაკლებ 15 პროცენტია;
კანონი აგრეთვე ადგენს ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის შეზღვუდვასა და კონცენტრაციას. კონკურენციის შეზღუდვა არის ის შემთხვევა, როდესაც ერთი ან რამოდენიმე ეკონომიკური აგენტი დომინირებულ მდგომარეობას იყენებს ბოროტად და მის საფუძველზე აფორმებს კონკურენციის შემზღუდველ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს.
აღსანიშნავია, რომ სპორტის სამართალში მსგავსი ტიპის შეზღუდვები ძალზედ ხშირია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სასამართლო პრაქტიკაში არ გვაქვს მსგავსი ტიპის საქმეების სიმრავლე, მაინც ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნული
სამართლებრივი ასევე არასამეწარმეო გაერთიანება , სამეწარმეო მოქმედ ან

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
საკითხის მიმართ ინტერესის გამოჩენა, ვინაიდან სამომავლოდ (ისევე როგორც აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში) ჩვენთანაც აუცილებლად იქნება შესაბამისი პრაქტიკა აღნიშნული მიმართულებით.
სპორტის სამართალში, კერძოდ კი საფეხბურთო სამყაროში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი სუბიექტის (ეკონომიკური აგენტის) მიერ ადგილი აქვს ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას, რითიც პირველ რიგში ზღუდავს სხვა ეკონომიკური აგენტების და სხვა სუბიექტების უფლებებს.
მსგავსი ტიპის შემთხვევები ხშირია ისეთ საფეხბურთო ქვეყნებში სადაც ერთი ან რამოდენიმე კლუბის დომინაცია არის აშკარა (რაც გრძელდება წლების განმავლობაში). მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ საფრანგეთის ლიგა 1 (პსჟ-ს მაგალითი), იტალიის სერია ა (იუვენტუსის მაგალითი), გერმანიის ბუნდესლიგა (მიუნხენის ბაიერნის მაგალითი), შოტლანდიის პრემიერ-ლიგა (სელტიკის მაგალითი) და ა.შ. მაგალითად პორტუგალიის შემთხვევაში სახეზე გვაქვს რამოდენიმე ეკონომიკური აგენტის დომინაცია (ბენფიკა, პორტუ და სპორტინგი), რომლებსაც გაბატონებული მდგომარეობა უჭირავთ ქვეყნის შიდა საფეხბურთო ბაზარზე. აღნიშნული შემთხვევები აუცილებლად არ იწვევს კონკურენციის დარღვევას. დომინირებული მდგომარეობა თავის თავში არ გულისხმობს აუცილებლად კონკურენციის ნორმების დარღვევას. კონკურენციის ნორმების დარღვევა მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც ეკონომიკური აგენტი თავის დომინირებულ მდგომარეობას იყენებს ბოროტად. ბოროტად გამოყენებას საქართველოში მოქმედი კანონი ,,კონკურენციის შესახებ” განსაზღვრავს შემდეგნაირად:
დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი ქმედებები:
ა) შესყიდვის ან გაყიდვის არასამართლიანი ფასების ან სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა;
ბ) წარმოების, ბაზრების ან ტექნოლოგიური განვითარების მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ შეზღუდვა;
გ) გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება;
დ) ხელშეკრულების წინაპირობად გარიგების იმგვარი პირობის დაწესება, რომელიც გარიგების მეორე მხარეს ისეთ დამატებით ვალდებულებას აკისრებს, რომელიც დაკავშირებული არ არის გარიგების საგანთან, და სხვა.”
კანონი ასევე განსაზღვრავს კონცენტრაციის ცნებას. კონცენტრაცია გულისხმობს:

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
ა) ორი ან მეტი დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის შერწყმას, რის შედეგადაც ერთი ეკონომიკური აგენტი წარმოიქმნება;
ბ) ფასიანი ქაღალდების ან აქტივების წილის შეძენით, ხელშეკრულებით ან სხვა საშუალებით ეკონომიკურ აგენტზე ან მისი ბიზნესის ნაწილზე პირდაპირი ან ირიბი კონტროლის მოპოვებას იმ პირის მიერ, რომელიც უკვე აკონტროლებს სულ მცირე 1 ეკონომიკურ აგენტს;
გ) ერთი და იმავე პირის სხვადასხვა ეკონომიკური აგენტის მმართველ ორგანოებში მონაწილეობას.
აგრეთვე, ერთობლივი საწარმოს შექმნა, თუ იგი ხანგრძლივად ასრულებს დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტის ყველა ფუნქციას, ჩაითვლება კონცენტრაციად.
საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის ცხოვრებაში განმახორციელებელი ორგანო არის კონკურენციის სააგენტო. კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (ხშირ შემთხვევაში) არის სარეკომენდაციო ხასიათის, თუმცა ის გამოიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმით), რაც შეიძლება შეუსაბამობაში მოდიოდეს გადაწყვეტილების ხასიათთან. აღსანიშნავია ისიც, რომ სააგენტოს მიერ მიღებულ რეკომენდაციებთან მიმართებით სასამართლოსაც არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვს. მაგალითასათვის, როდესაც სახეზე გვაქვს ერთი მხრივ კანონი და მეორე მხრივ (საპირისპიროდ) კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაცია კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო როგორც წესი ნორმატიული საფუძვლებით, კანონის დაცვისკენ იხრება.

Taso rastanov's picture
Taso rastanov (ანასტასია რასტანოვი)
სხვა
Registration Date: 2023/07/03
Last visit: 2023/07/03 14:33:24
Contact - All comments

დოპინგკონტროლი და ანტიდოპინგური კანონმდებლობა
დოპინგი არის ნივთიერება, რომელიც მცირე ხნით აღაგზნებს, სიმხნევეს მატებს სპორტსმენის ორგანიზმს; თავდაპირველად იყენებდნენ საცხენოსნო სპორტში; აკრძალულია საერათაშორისო და სახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების მიერ.
დოპინგი არის სტიმულატორი, რომელიც ფიზიკურ მონაცემებს აუმჯობესებს, ეს შეიძლება იყოს, როგორც მეტამფეტამინის ჯგუფის პრეპარატი, ასევე ანაბოლიკი სტეროიდი, ჰორმონალური პრეპარატი, ბეტა2-აგონისტი, მეტაბოლიკი მოდულატორი და სხვა ტიპის შემნიღბავი საშუალება. დოპინგის ერთ-ერთი პირველი სახეობა, მეტამფეტამინის ჯგუფიდან, გორდონ ალისის სახელთან ასოცირდება. შემქმნელმა პრეპარატს Speed, ქარტული შესატყვისით „სისწრაფე“ უწოდა. პრაქტიკაში მისი ფართომასშტაბიანი გამოყენება პირველად მეორე მსოფლიო ომში მოხდა. პრეპარატი ადამიანს ართმევს საღად აზროვნების უნარს, ხდის რისკიანს და იწვევს აღზნებას. 1942 წელს იტალიელმა ველომრბოლელმა, ფაუსტო კოპიმ, შვიდი ტაბლეტი ამფეტამინი მიიღო გამოსვლის წინ. კოპი გადარჩა და გაიმარჯვა. მის კოლეგას, კნუდ ენემარკ ჯენსენს კი, არ გაუმართლა და გარდაიცვალა პრეპარატის ზემოქმედებისგან 1960 წელს.
ანაბოლიკი სტეროიდი სწრაფი რეგენერაციის, კუნთების სწრაფი ზრდისა და ულევი ენერგიის წყაროა. ოლიმპიური თამაშებიც გაჟღენთილი იყო ამ ტიპის პრეპარატების მომხმარებლებით. შედეგი ყველას ნანახი გვაქვს - არნოლდ შვარცნეგერის ფიზიონომია.
სპორტში ასევე, აკრძალულია მარიხუანა, რომელიც დოპინგის რანგში გადის და თუ დოპინგ-ტესტმა ორგანიზმში მისი არსებობა დაადასტურა, სპორტსმენი ავტომატურად იხსნება შეჯიბრიდან. 2010-2013 წლებში ქართველმა სპორტსმენებმა ,,თავი გამოიჩინეს” მარიხუანას გამო დისკვალიფიკაციით.
როგორც ყველაფერი, დოპინგიც დაიხვეწა დროთა განმავლობაში. უფრო და უფრო მეტი ვარიაციები გაჩნდა. სპორტსმენები აქტიურად იღებდნენ და იგებდნენ ყველაფერს, რაც მოსაგები იყო. ყველა სპორტს თავისი სპეციფიკა აქვს და თუ გინდა გააყალბო შედეგი, მაშინ დოპინგის სწორი პრეპარატი უნდა შეარჩიო. თუ ზოგს ფიზიკური მონაცემების გაძლიერება სჭირდება, მსროლელებს (მშვილდი, თოფი) პულსის შემანელებელი პრეპარატების გამოყენება ურჩევნიათ, სამიზნეში უკეთ სასროლად. 1999 წელს შეიქმნა „მსოფლიო ანტი დოპინგური სააგენტო“ (WADA), რომლის პირდაპირი და ერთადერთი მოვალეობა, სწორედ დოპინგ-კონტროლია.

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
დოპინგ-ტესტი შემდეგნაირად ტარდება: შესამოწმებელი პიროვნება არ უნდა გაფრთხილდეს წინასწარ, მასთან მიდიან ანტიდოპინგური სააგენტოს სპეციალურად გადამზადებული კადრები, იღებენ ანალიზს (შარდის) სპეციალურ კოლბაში, რომელიც შემდეგ ილუქება და იგზავნება ლაბორატორიაში. გაგზავნას თავისი ვადები აქვს, რადგან მასალა მალე ფუჭდება და საჭიროა სწრაფი მიწოდება ადრესატამდე. მასალის გაყალბების პრევენციის მიზნით, დოპინგ კონტროლის ოფიცრები პირადად ესწრებიან მასალის შეგროვების პროცესს. გუნდური სპორტის სახეობებში ძირითადად ლატარიის წესით ხდება შემოწმება. საერთაშორისო ჩემპიონატებზე და ოლიმპიურ თამაშებზე მოწმდება უკლებლივ ყველა მონაწილე სპორტსმენი.
სპორტსმენი, ან მისი დამხმარე პერსონალი ვალდებულია იცოდეს, თუ რა არის ანტი-დოპინგური წესების დარღვევა და იცნობდეს აკრძალულ სიაში ჩამოთვლილ სუბსტანციებსა და მეთოდებს.
ანტიდოპინგური მსოფლიო კანონმდებლობის ცენტრალური დოკუმენტია მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსი.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტით განსზღვრულია დოპინგის ცნება, მტკიცებულებები, ტესტირება დოპინგთან დაკავშირებით, მიღებული შედეგების დამუშავება, აპელაცია, ხანდაზმულობის ვადები და ა.შ.
ყოველი სპორტსმენის პერსონალური მოვალეობაა, არ დაუშვას აკრძალული სუბსტანციების მის ორგანიზმში მოხვედრა. სპორტსმენებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა მათ ორგანიზმიდან აღებული სინჯში ნებისმიერი აკრძალული სუბსტანციის ან მისი მეტაბოლიკის, ან მარკერის აღმოჩენის შემთხვევაში. შედეგის მისაღებად მნიშვნელობა არ აქვს განზრახვას, შეცდომას ან დაუდევრობას.
ანტი-დოპინგური წესების დარღვევის საკმარის მტკიცებულებად ითვლება: სპორტსმენის A სინჯში აკრძალული ნივთიერების, მისი მეტაბოლიტის ან მარკერის არსებობა, როდესაც სპორტსმენი უარს ამბობს B სინჯის ანალიზზე, რომელიც ჩატარებული არ არის, ან ჩატარებულია და ადასტურებს აკრძალული ნივთიერების, მისი მეტაბოლიტის ან მარკერის არსებობას. სპორტსმენის სინჯში, ნებისმიერი რაოდენობის აკრძალული სუბსტანციის, მისი მეტაბოლიტის ან მარკერის აღმოჩენა ითვლება ანტი-დოპინგური წესების დარღვევად. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი სუბსტანციები, რომლებიც აკრძალულ სიაში შეტანილია დოზობრივი ფორმით.
სპორტსმენის ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, არ შეიძლება გატარებულ იქნეს არანაირი ღონისძიებები, თუ ამ დარღვევიდან გასულია 8 წელზე მეტი.
ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად, პირს ასევე შეუძლია, შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში გაასაჩივროს ექსპერტიზის (ტესტირების) დასკვნა და მოითხოვს ალტერნატიული ექსპერტიზა (ტესტირება).

შესავალი სპორტის სამართალში გიორგი ხაზარაძე
საქართველოში ანტი-დოპინგური სააგენტოს კარი ყოველთვის ღიაა, თუმცა საჭიროზე იშვიათად იღება. ოლიმპიური კომიტეტი ენდობა ანტიდოპინგურ სააგენტოს, თუმცა დოპინგის მოხმარების შემთხვევები მაინც ხშირია. უმთავრესი მიზეზი, რასაც ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელობა ასახელებს მათი სერვისის სიძვირეა. ამას მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო აკონტროლებს. დოპინგ-ტესტის ჩატარება მრავალსაფეხურიანი და საკმაოდ რთული პროცედურაა. მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო გასცემს ლიცენზიებს ლაბორატორიებზე და ეს ლიცენზია, მხოლოდ რამოდენიმე ლაბორატორიას აქვს, მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, საქართველოში აღებული სინჯი წესების დაცვით უნდა გაიგზავნოს ამ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და ძალა მხოლოდ მათ პასუხს აქვს. მიუხედავად იმ რესურსისა, რაც საქართველოში არსებობს - უამრავი ლაბორატორია, და მიუხედავად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოსადმი დიდი ნდობისა საერთაშორისო სააგენტოს მიერ, არცერთი ქართული ლაბორატორია არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებით გათვალისწინებულია დოპინგთან მიკუთვნებული საკითხები და შესაბამისი რეგულაციები. კერძოდ, სფფ- ის წესდების 62-ე მუხლის მიხედვით:
1. სფფ მოწოდებული იქნება დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად, რათა დაიცვას სპორტული ეთიკის ნორმები და ფეხბურთელთა ფიზიკური ჯანმრთელობა და მენტალური მთლიანობა და უზრუნველყოს სპორტულ შეჯიბრებებში ყველა მონაწილის თანაბარი შანსი
2. დოპინგთან დაკავშირებული საკითხების დროს სფფ მოქმედებს FIFA-ს ანტიდოპინგური რეგულაციების გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში თუ იქნება წინააღმდეგობა ეროვნულ რეგულაციასა და FIFA-ს ანტიდოპინგურ რეგულაციას შორის, უპირატესობა მიენიჭება FIFA-ს ანტიდოპინგურ რეგულაციაში შესულ დებულებებს.
3. სფფ დაუყოვნებლივ წარუდგენს ფიფას და მსოფლიო ანტი-დოპინგის სააგენტოს ასოციაციის დონეზე დოპინგთან დაკავშირებული ნებისმიერი საბოლოო გადაწყვეტილების ასლს, ფიფას ოფიციალურ ენაზე;
4. სფფ აღიარებს, რომ ფიფას და მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტოს აქვთ უფლება მიმართონ CAS-ს ანტიდოპინგთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე ასოციაციის